ფრედერიკ დე კლერკი (1936-2021) — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი 1994-1996 წწ. და პრეზიდენტი 1989-1994 წწ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უკანასკნელი პრეზიდენტი თეთრკანიანების უმცირესობის მმართველობის ეპოქიდან. მან და მისმა მთავრობამ დაშალა აპარტეიდის სისტემა და შემოიღო საყოველთაო ხმის უფლება. 1993 წელს ნელსონ მანდელასთან ერთად მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია. იდეოლოგიურად კონსერვატორი და ეკონომიკური ლიბერალია. 1989-1997 წლებში ხელმძღვანელობდა სამხრეთ აფრიკის ეროვნულ პარტიას.
ფრედერიკ დე კლერკი დაიბადა 1936 წლის 18 მარტს იოჰანესბურგში, აფრიკანერების ოჯახში. მისი მშობლები იყვნენ იოჰანეს (იან) დე კლერკი და ჰენდრინა კორნელია კოტცერი. იგი იყო თავისი მშობლების მეორე ვაჟი, მას ჰყავდა ძმა უილიამ დე კლერკი, რომელიც რვა წლით უფროსი იყო მასზე. დე კლერკების ოჯახის მშობლიური ენა არის აფრიკაანსი. დე კლერკის ოჯახმა წამყვანი როლი ითამაშა აფრიკანერების საზოგადოებაში, მათ დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ კავშირი სამხრეთ აფრიკის ეროვნულ პარტიასთან. ფრედერიკის დიდი პაპა იან ვან რუი იყო სენატორი, ხოლო მისი მამა უილიამი იბრძოდა ბურების მეორე ომში. მისი პაპის მამის, უილიამის დეიდის ქმარი ჯ. გ. სტრიდომი იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ფრედერიკის მამა იოჰანეს დე კლერკიც სენატორი იყო, ტრანსვაალში ეროვნული პარტიის მდივანი და შვიდი წლის განმავლობაში სენატის პრეზიდენტი. 1954 წლიდან ფრედერიკ დე კლერკი სწავლობდა პოტჩესფსტრუმის უნივერსიტეტში და იგი 1958 წელს დაასრულა ხელოვნებისა და სამართლის ბაკალავრის ხარისხით. უნივერსიტეტში სწავლის დროს იგი გახდა სტუდენტური გაზეთის რედაქტორი, სტუდენტური საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე და აფრიკაანსის სტუდენტების ეროვნული აღმასრულებელი საბჭოს წევრი. უნივერსიტეტში იგი გააწევრიანეს აფრკანერების სოციალური ელიტის საიდუმლო ორგანიზაცია „აფრიკანერების საძმოში“. სტუდენტობის პერიოდში ტამაშობდა ჩოგბურთსა და ჰოკეის. უნივერსიტეტშივე დაიწყო ურთიერთობა პრეტორიის უნივერსიტეტის პროფესორის ქალიშვილ მარიკე უილემსესთან. წყვილი დაქორწინდა 1959 წელს, მაშინ როდესაც დე კლერკი 23 წლის, ხოლო მისი მეუღლე 22 წლის იყო. 1972 წელს მშობლიურმა უნივერსიტეტმა შესთავაზა მუშაობა იურიდიულ კათედრაზე, შემოთავაზებას დე კლერკი დასთანხმდა. რამდენიმე დღეში მას დაუახლოვდნენ ეროვნული პარტიის წევრები და შესთავაზეს ქალაქ ფერინიხინგიდან ეყარა კენჭი სამხრეთ აფრიკის პარლამენტის ქვედა პალატაში, ასამბლეაში. ამავე წლის ნოემბერში იგი აირჩიეს კიდეც ასამბლეის წევრად, სადაც მან დაიმსახურა ძლიერი ორატორის რეპუტაცია. 1975 წელს პრემიერ-მინისტრმა ჯონ ვორსტერმა იწინასწარმეტყველა, რომ დე კლერკი ერთ დღეს გახდებოდა სამხრეთ აფრიკის ლიდერი. 1978 წლის აპრილში დე კლერკი გახდა სოციალური კეთილდღეობისა და პენსიის მინისტრი. მალევე იგი გახდა ფოსტისა და ტელეკომუნიკაციის მინისტრი და დაადრულა ამ სექტორის ელექტროფიკაციის პროცესი. ასევე მუშაობდა სამთო მრეწველობის მინისტრად და დაამყარა პოლიტიკა ნახშირის ექსპორტისა და ატომური ენერგიის კორპორაციის სტრუქტურის შესახებ. შემდეგ იგი გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი და ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს შეცვალა კანონი შერეული ქორწინების შესახებ. 1981 წელს დე კლერკი დააჯილდოვეს მთავრობის სამსახურში შეტანილი წვლილისათვის. როგორც განათლების მინისტრმა 1984 -1989 წლებში მან მხარი დაუჭირა აპარტეიდის სისტემას სამხრეთ აფრიკის სკოლებში. თავისი კარიერის განმავლობაში იგი ცნობილი იყო როგორც მკვეთრი კონსერვატორი, და მას განიხილავდნენ როგორც ცვლილებების ხელის შემშლელ პიროვნებად. იგი აღიქმებოდა, როგორც თეთრების უმცირესობის ინტერესების დამცველი. პიტერ ბოტას მთავრობაში მუშაობის დროს არასოდეს მიეკუთვნებოდა მის გარემოცვას. პიტერ ბოტა ინსულტის შემდეგ გადააყენეს ეროვნული პარტიის ლიდერის თანამდებობიდან, ხოლო დე კლერკმა ბოტას სასურველი კანდიდატი ბარენ დუ პლესისი დაამარცხა და 1989 წლის 2 თებერვალს იგი აირჩიეს ეროვნული პარტიის ლიდერად. მალევე მან განაცხადა, რომ საჭირო იყო ახალი კონსტიტუციის მიღება, რომელიც უფრო მეტ უფლებებს მიანიჭებდა არა თეთრი რასის ადამიანებს. პარტიის ლიდერად არჩევის შემდეგ, დე კლერკმა გააფართოვა საგარეო კონტაქტები. იგი იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში სადაც იგი შეხვდა მარგარეტ ტეტჩერს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა ანტი-აპარტეიდის მოძრაობის მოწოდებებს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ, შეხვედრაზე ტეტჩერმა მოუწოდა დე კლერკს გაეთავისუფლებინა ციხეში მყოფი ანტი-აპარტეიდის აქტივისტი ნელსონ მანდელა. 1989 წლის 14 აგვისტოს პიტერ ბოტა გადააყენეს და დე კლერკი 20 სექტემბრამდე იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო შემდეგ აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად ხუთი წლის ვადით და აიღო კურსი, რომელიც მიზნად ისახავდა აფრიკელების ჩართვას მმართველობის სისტემაში. 1990 წელს ციხიდან გაათავისუფლა ნელსონ მანდელა, ლეგალიზაცია დაუბრუნა ეროვნულ კონგრესს და პანაფრიკულ კონგრესს. 1991 წელს გაუქმდა დისკრიმინაციული კანონი ჯგუფების მიერ განსახლების, მოსახლეობის რეგისტრაციისა და „საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესახებ“. 1990 წელს ნელსონ მანდელამ და დე კლერკმა დაიწყეს კონსულტაციები ახალ კონსტიტუციაზე. ამავე წლის დეკემბერში მოიწვისე კონფერენცია მის მოსამზადებლად. მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა 1993 წლის თებერვალში, რომელზეც მანდელა და დე კელრკი შეთანხმდნენ შეექმნათ გარდამავალი მთავრობა ეროვნული პარტიისა და აფრიკის ეროვნული კონგრესის მონაწილეობით. 1992 წელსდე კლერკმა გაათავისუფლა არმიის ყველა ის ოფიცერი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობაში. ამავდროულად გამოაცხადა ამნისტია ყველა იმ სახელმწიფო ჩინოვნიკისათვის, რომლებმაც აპარტეიდის განმავლობაში ჩაიდინეს დანაშაული. დე კლერკი გახდა პირველი თეთრკანიანი სამხრეთაფრიკელი ლიდერი, რომელიც ვიზიტით იმყოფებოდა ნიგერიაში 1992 წლის აპრილში. 1993 წლის ივლისში იგი აშშ-ში გაემგზავრ ანელსონ მანდელასტAნ ერთად. 1993 წელს ნელსონ მანდელასთან ერთად გახდა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი. სამხრეთ აფრიკის პირველ დემოკრატიულ არჩევნებში გაიმარჯვა აფრიკის ეროვნულმა კონგრესმა, ხოლო ეროვნულმა პარტიამ მიიღო ხმების 21 % და მიიღო უფლება დაენიშნა ვიცე-პრეზიდენტი. დე კლერკი ტაბო მბეკისთან ერთად ასრულებდა ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას 1994 წლის 10 მაისიდან 1996 წლის 30 ივნისამდე. 1996 წელს გადადგა თანამდებობიდან, ხოლო 1997 წლის აგვისტოში დატოვა ეროვნული პარტიის ლიდერის თანამდებობაც და წავიდა პოლიტიკიდან. სილიბისტრო ჯიბლაძე (1859-1922) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, რევოლუციონერი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.
დაიბადა დიაკვნის ოჯახში. 1872 წელს 13 წლის ასაკში შევიდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში. სასწავლებელში სწავლისას ცხოვრობდა თოთიბაძეების ოჯახში, სადაც ასევე იზრდებოდა ანტონ თოთიბაძე, შემდგომში დეკანოზი. სკოლაში ჯიბლაძის გარშემო შეიკრიბნენ მოწინავე მოსწავლეები, რომელთა შორის იყო ეგნატე ინგოროყვა (ნინოშვილი). სკოლის ინსპექტორ ლიაძის მხარდასაჭერად, რომელიც ლიბერალური კურსის გამო დაითხოვეს სამსახურიდან, ჯიბლაძემ და ნინოშვილმა ერთკვირიანი გაფიცვა მოაწყვეს. გაფიცვის გამო ნინოშვილი, როგორც გლეხი, სასწავლებლიდან გარიცხეს, ხოლო ჯიბლაძე, როგორც სასულიერო წოდების წარმომადგენელი, გარიცხვას გადაურჩა. ნინოშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად სწავლა შეწყვიტა ჯიბლაძემაც, მაგრამ ნინოშვილისვე თხოვნით დაბრუნდა სასწავლებელში და ნინოშვილს ეხმარებოდა საშინაო განათლების მიღებაში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1879 წლიდან, სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც კარგ სტუდენტად ითვლებოდა. მან სემინარიაში მალევე დაიწყო აკრძალული ლიტერატურის კითხვა და ფარული წრეების ჩამოყალიბება. 1885 წელს, მეექვსე კურსზე ყოფნისას, როცა საავადმყოფოში იწვა, მისი ოთახი გაჩხრიკეს და უპოვეს აკრძალული ლიტერატურა. სემინარიის რექტორის, დეკანოზ ჩუდეცკის, გადაწყვეტილებით გარიცხეს „მგლის ბილეთით“. ამ გადაწყვეტილების გამო ჯიბლაძემ ჩუდეცკი სემინარიის შენობაშივე სცემა და თმით ათრია, რის გამოც 2 წლით დისციპლინარულ ბატალიონში გაამწესეს ხარკოვში, ხოლო შემდეგ კიდევ ორი წლით გაუხანგრძლივეს ვადა. 1889 წელს გათავისუფლდა საჯარიმო სამხედრო სამსახურიდან და ფიზიკურად დასუსტებული დაბრუნდა თბილისში. მეგობრებმა, ზაქარია ჭიჭინაძემ და ნოე ჟორდანიამ, სამკურნალოდ გაგზავნეს აბასთუმანში. გამოჯანმრთელებული ჯიბლაძე დაბრუნდა გურიაში, სადაც ხელახლა დაამყარა კავშირი ეგნატე ნინოშვილთან, დაუმეგობრდა ისიდორე რამიშვილს, არსენ წითლიძეს. აკრძალული ლიტერატურით ჯიბლაძეს ნოე ჟორდანია ამარაგებდა. ჯიბლაძემ დაიწყო მუშაობა „საფილოქსერო კომიტეტში“, რომელიც წარმოადგენდა ფილოქსერასთან ბრძოლის ორგანოს და სადაც იყვნენ დასაქმებული ეგნატე ნინოშვილი, კარლო ჩხეიძე და სასწავლებლებიდან გარიცხული ახალგაზრდები, რომლებიც კომიტეტის საქმიანობას და პროვინციებში ხშირ მოგზაურობას გლეხთა გასანათლებლად და რევოლუციური პროპაგანდისთვის იყენებდნენ. კომიტეტში საქმიანობის დროს ჯიბლაძე დაშორდა ნაროდნიკული შეხედულებებს და დაუახლოვდა მარქსიზმს. 1892 წლის დეკემბერში ესწრებოდა ზესტაფონის კრებას, რომლის შემდეგაც აქტიურად ჩაერთო მესამე დასის მუშაობაში. 1894 წლის 7 მაისს სოფელ ჩანჩეთში ეგნატე ნინოშვილის დასაფლავებაზე წარმოთქვა ნოე ჟორდანიას მიერ მომზადებული მესამე დასის პროგრამა. 1897 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა თბილისში, მუშაობდა კავკასიის სამეურნეო საზოგადოების მატერიალური საწყობის გამგედ ალექსანდრეს ბაღში. ეს საწყობი გადაიქცა ყველა არალეგალურად მომუშავე პირის ცენტრად, აქ იღებდნენ აკრძალულ ლიტერატურას, იმართებოდა კრებები. ჯიბლაძე საქართველოში მომხდარი მუშათა ყველა გაფიცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი, აქტიურად იყო ჩართული მუშათა წრეების ჩამოყალიბებაში რკინიგზის სახელოსნოებსა და სხვადასხვა ფაბრიკებში. ის პრაქტიკულად გახდა საქართველოში მესამე დასის ლიდერი, მუშაობდა მის ორგანიზაციულად ჩამოყალიბებისთვის და 1898 წელს ჩამოაყალიბა კიდეც თბილისის სოციალ-დემოკრატიული კომიტეტი, რომლის თავმჯდომარე თავად იყო. დაიწყო მუშაობა გაზეთ „კვალში“, სადაც შემოიკრიბა თანამებრძოლები და გაზეთის მეშვეობით დაიწყო მუშათა ფართო წრეებში პროპაგანდა-აგიტაცია. 1900 წელს გაემგზავრა პეტერბურგში რსდმპ ცენტრთან კავშირის დასამყარებლად, სადაც მას ამაში იქ მცხოვრები ისიდორე კვიცარიძე ეხმარებოდა. 1901 წლის 22 მარტს დააპატიმრა ჟანდარმერიამ და 1902 წლის ზაფხულში ვასილ ცაბაძესთან ერთად გადაასახლა გორში, სადაც მათ ხელოსანთა შორის ჩამოაყალიბეს არალეგალური ორგანიზაციები და მალე შექმნეს გორის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია. იმავე წლის აგვისტოში გორიდან გურიაში გადასახლების შემდეგ იქცა გურიის გლეხთა მოძრაობის ერთ-ერთ ორგანიზატორად. 1903 წლის დასაწყისში ის აირჩიეს რსდმპ კავკასიის საკავშირო კომიტეტის წევრად. იმავე წელს დააპატიმრეს და ქუთაისისა და ფოთის ციხეებში ოთხი თვის პატიმრობის შემდეგ 5 წლით გადაასახლეს ციმბირში, საიდანაც ამნისტიით დაბრუნდა 1905 წლის ზაფხულში. პარტიაში დაწყებული განხეთქილების შემდეგ ჯერ კიდევ ციმბირიდან აქვეყნებდა ბოლშევიკების საწინააღმდეგო წერილებს, ხოლო ამნისტიით გამოსვლის შემდეგ შეუერთდა ნოე ჟორდანიას პარტიაში ბოლშევიკური გავლენების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ პარტიის გადაწყვეტილებით დაევალა ტერორისტული აქტების განხორციელების ხელმძღვანელობა. 1906 წლის იანვარში არსენა ჯორჯიაშვილმა მისი ორგანიზებით მოკლა კავკასიის მეფისნაცვლის მოადგილე, გენერალი ფიოდორ გრიაზნოვი. დააორგანიზა რამდენიმე ბოლშევიკის ლიკვიდაცია. თანამშრომლობდა გაზეთებში: „სხივი“, „განთიადი“, „ელვა“. 1909 წლის 3-9 იანვარს მონაწილეობდა რსდმპ პარიზის კონფერენციაში. 1909 წლის 23 სექტემბერს ის ჟანდარმერიამ დააპატიმრა თუმანოვის ქუჩაზე და 1910 წელს გენერალ-გუბერნატორის ბრძანებით ხუთი წლით გადაასახლეს დონის როსტოვში, საიდანაც 1910 წლის მაისში გაიქცა და არალეგალურად ცხოვრობდა და მუშაობდა პეტერბურგში, იყო რსდმპ პეტროგრადის კომიტეტის წევრი. 1913 წელს მცირე ხნით არალეგალურად იმყოფებოდა თბილისსა და ბაქოში. 1914 წელს გადასახლების ვადის ამოწურვის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და მუშაობდა თბილისისა და ჭიათურის პარტიულ ორგანიზაციებში. 1914 წლის აგვისტოში მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბორჯომის კონფერენციაში. იყო ქშწკგს წევრი. 1915 წლის 28 აგვისტოს კვლავ დააპატიმრეს თბილისში, მაგრამ მძიმე ავადმყოფობის გამო ციხიდან გაათავისუფლეს პოლიციის ღია მეთვალყურეობის ქვეშ. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის წევრი. 1917 წლის ნოემბრიდან იყო აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 1919 წლის თებერვალში აირჩიეს თბილისის საქალაქო საბჭოს წევრად. 1919 წლის მარტში აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. 12 მარტს, როგორც კრების უხუცესმა წევრმა, გახსნა დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა. იყო საარჩევნო, სამხედრო და სარეკომენდაციო კომისიების წევრი. 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წლის 10 აპრილს თავმჯდომარეობდა სსდპ კონფერენციას, რომელმაც მიიღო 7 პუნქტიანი რეზოლუცია და საქართველოს სსრ მთავრობა შესთავაზა ჩაეტარებინათ რეფერენდუმი, ასეთ შემთხვევაში დებდნენ პირობას, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტია მხოლოდ ღია კრიტიკითა და თანამშრომლობით შემოიფარგლებოდა. ბოლშევიკური რეჟიმის მიერ კომპრომისზე უარისა და რეპრესიების გამო ჯიბლაძემ დაიწყო წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის შექმნა. 1921 წლის 13 ივლისს დააპატიმრეს ნაძალადევის კლუბში გამართულ შეხვედრაზე სტალინის მოხსენებისთვის შეპასუხების გამო. 1921 წლის შემოდგომაზე გაათავისუფლეს ციხიდან ავადმყოფობის გამო. გათავისუფლებისთანავე დაუბრუნდა იატაკქვეშა საქმიანობას და 17 ოქტომბრიდან გადავიდა არალეგალურ მდგომარეობაში. იყო ინიციატორი კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის მიმართვისა გენუის კონფერენციისადმი, რომლითაც ის საბჭოთა ოკუპაციისგან საქართველოს გათავისუფლებას ითხოვდა. 1922 წლის 17 თებერვალს გარდაიცვალა გულის უკმარისობით კონსპირაციულ ბინაში. დილით გადაასვენეს საკუთარ ბინაზე, შემდეგ კი ჩეკამ მისი ცხედარი გაიტაცა და გასაიდუმლოებულ ვითარებაში დაასაფლავა ვერის სასაფლაოზე. გიორგი კვინიტაძე (1874-1970) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალი (1918), ბოლო მთავარსარდალი, რომელიც ხელმძღვანელობდა პირველი რესპუბლიკის ჯარს 1921 წელს რუსეთ-საქართველოს ომში, საქართველოს ეროვნული გმირი.
1917-1918 წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, გენერალი კვინიტაძე აქტიურად მონაწილეობდა ქართული კორპუსის ჩამოყალიბებაში. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მცირე ხნის განმავლობაში, სამხედრო მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. აქტიურად იყო ჩართული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში მიმდინარე დისკუსიაში. მისი მოსაზრებით, აუცილებელი იყო მხოლოდ რეგულარული არმიის ჩამოყალიბება, თუმცა მის ჩამოყალიბებამდე, სახალხო გვარდიის არსებობის წინააღმდეგი არ იყო. კვინიტაძე სამხედრო სამინისტროს სათავეში სამხედრო პირის დანიშვნას და ჯარის ტერიტორიული პრინციპით დაკომპლექტებას ითხოვდა. 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. გენერალ კვინიტაძის სახელს უკავშირდება: 1918 წლის ზაფხულში ოსმალური რაზმების დამარცხება ქვემო ქართლში; 1918 წლის დეკემბერში სომხეთ-საქართველოს ომის დროს იყო შულავერის ფრონტის შტაბის ხელმძღვანელობა; 1919 წელს მისი სარდლობით ქართულმა ჯარმა დაამარცხა „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის“ (ე.წ ყარსის რესპუბლიკის ჯარები), აიღო ახალციხე და არდაგანი; 1920 წლის მაისში, მისი მთავარსარდლობით საქართველომ საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიის შეტევა მოიგერია; 1918-1921 წლებში ჩაახშო რამდენიმე ანტისახელმწიფოებრივი აჯანყება, აქტიურ მონაწილეობას იღებდა შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. 1921 წლის ომის, საბჭოთა რუსეთის დაზვერვა გენერალ კვინიტაძეს შემდეგნაირად ახასიათებდა: „ფიცხი, მამაცი, ჭკვიანი. მისი ტაქტიკა - აღტკინება, შეტევა. ჩინებული მცოდნე ჯარისკაცთა ფსიქოლოგიისა, დიდი ინიციატივის პატრონი. მან ერთადერთმა შეინარჩუნა წესიერება თავის ნაწილებში ფრონტზედ ჯარების დაშლის დროს. ბრძოლაში სრულიად უშიშარი; იცის მასსების გამხნევება და მათი გატაცება. ნერვიული, განუწყვეტლივ ეწევა პაპიროსს. საუკეთესო ოფიცერი ქართული ჯარისა“. 1921 წლის ომის დროს, გენერალმა კვინიტაძემ, 18-24 თებერვალს, მოწინააღმდეგის მიერ თბილისზე განხორციელებული რამდენიმე შტურმი მოიგერია და მას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, თუმცა 24 თებერვლის საღამოს, დედაქალაქის დატოვებისა და ბრძოლის მცხეთის პოზიციებიდან გაგრძელების ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული მოქმედებით იგი ფრონტის ხაზის შემოკლებას აპირებდა. კვინიტაძემ ეს გადაწყვეტილება რეზერვის არყოლისა და დაუცველი ფლანგებიდან რუსული ცხენოსანი შენაერთების მანევრების გამო მიიღო, რაც მისი აზრით, დედაქალაქის დამცველებს ალყაში აქცევდა და განადგურებას უქადდა. თბილისიდან უკანდახევის შემდეგ, ჯარის მორალური სულისკვეთება დაეცა და მცხეთის პოზიციებზე გამაგრება ვერ მოხერხდა. კვინიტაძის მხრიდან მოწინააღმდეგის დამარცხების უკანასკნელი მცდელობა 4-6 მარტს, ოსიაურის ბრძოლაში ჩაიშალა. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, პარიზის მახლობლად, ლევილში. სამხედრო სამსახური არცერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში არ გაუგრძელებია. გარდაიცვალა 1970 წელს. 2013 წლის 26 მაისს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. 2021 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გენერალი კვინიტაძე ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალეს. კონსტანტინე (კოტე) ემანუელის ძე ანდრონიკაშვილი დაიბადა 1876 წელს, ტფილისის გუბერნიის სიღნაღის მაზრის სოფელ კაჭრეთში, თავადის ოჯახში; ეროვნებით ქართველი.
საშუალო განათლება მიიღო თბილისში: 1897 წელს დაამთავრა ტფილისის მე-3 გიმნაზია. სწავლა გააგრძელა რუსეთში - ჯერ მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა, ხოლო მესამე კურსიდან - კიევის უნივერსიტეტში (1899-1900 წლები); თუმცა კიევის უნივერსიტეტის სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო (რომელსაც თავდაპირველად აკადემიური ხასიათი ჰქონდა, შემდგომ კი პოლიტიკურში გადაიზარდა) იმავე წელს გარიცხეს სასწავლებლიდან და დააპატიმრეს კიდეც. კიევის ციხეში მან დაახლოებით ხუთ თვეს დაყო. შემდგომ, ჟანდარმერიის უფროსმა, ვასილი ნოვიცკიმ წინადადება მისცა 24 საათის ვადაში დაეტოვებინა კიევი და გამოამგზავრა მშობლიურ სოფელში, გასვლის უფლების გარეშე. 1903 წლიდან იმყოფებოდა პოლიციის ღია ზედამხედველობის ქვეშ. სოფელში დაბრუნების შემდეგ კონსტანტინე ანდრონიკაშვილმა პედაგოგიურ საქმიანობას მიყო ხელი - ამზადებდა ბავშვებს საშუალო სასწავლებლისათვის, თანამშრომლობდა პრესასთანაც. იყენებდა ფსევდონიმებს „კ. კახელი“, „კ. ანდ-შვილი“ და „კონსტ. ანდრონი“. დროდადრო არალეგალურად ჩადიოდა თბილისში, სადაც დაუკავშირდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ტფილისის კომიტეტს. მას მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ მისცეს უფლება, საცხოვრებლად ტფილისში გადასულიყო. აქ კ. ანდრონიკაშვილი განსაკუთრებით დაუახლოვდა ქართველი სოციალ-დემოკრატების ბეჭდვითი ორგანოს, ჟურნალ „კვალის“ რედაქტორს ირაკლი (კაკი) წერეთელს, მასთან ერთად მუშაობდა რედაქციაში, სანამ ოხრანკამ 1904 წლის 13 იანვარს (ძველი სტილით) ორივე არ დააპატიმრა (სოციალ-დემოკრატიული კოლექტივის შეკრებაზე, სანაპიროს/გიმნაზიის ქუჩა #12-ში, სამთო ინჟინრის ანდრეევის სახლში, წყალთა სამმართველოს მწერალ-ტექნიკის სამსონ პაიჭაძის ბინაზე 20 ადამიანთან ერთად) და მეტეხის ციხეში არ ჩასვა. ტფილისის გუბერნიის ჟანდარმთა სამმართველოს განკარგულებით გაათავისუფლეს ამავე წლის 20 თებერვალს და განსაკუთრებული ზედამხედველობა დაუწესეს. ხუთი თვის შემდეგ კვლავ გაასახლეს კაჭრეთში, სადაც გლეხებს შორის განაგრძო მუშაობა და ორგანიზაციების ჩამოყალიბება - მათი დაკავშირება რსდმპ ტფილისის კომიტეტთან. 1905 წლის რევოლუციის დროს დაბრუნდა ტფილისში, საიდანაც კომიტეტმა მიავლინა ქალაქ ალექსანდროპოლში (ამჟამინდელი გიუმრი), ერევნისა და ყარსის რკინიგზის დეპოს მუშების ორგანიზაციების დასაკავშირებლად ამიერკავკასიის რკინიგზის მუშათა ცენტრალურ კომიტეტთან, სადაც 1905 წლის დეკემბერში მოხდა რიკინიგზის მუშების საყოველთაო გაფიცვა, რამაც რკნიგზის ხაზების პარალიზება გამოიწვია. 1906 წელს დაბრუნდა თბილისში. მუშაობდა ლეგალურ სოციალ-დემოკრატიულ გაზეთებში „ელვასა“ და „სხივში“, რომლებიც გამოდიოდა ნოე ჟორდანიასა და ფილიპე მახარაძის რედაქტორობით; თანამშრომლობდა ჟურნალ „მოგზაურში“. წერდა სტატიებს ეკონომიკურ საკითხებზე. იყენებდა პარტიულ ფსევდონიმებს „კახელი“ და „არჩილი“. „ოხრანკის“ თვალთვალის ჟურნალებში გატარებულია მეტსახელით - „Рыжий интеллигент“. მონაწილეობდა რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების კამპანიაში; ამ პერიოდში ჩავარდა ავლაბრის არალეგალური სტამბა-ტიპოგრაფია; ამ მიზეზით მოწყობილი მასობრივი ჩხრეკა-დაპატიმრების დროს აიყვანეს გაზეთ „ელვას“ (ყოფილი „სხივის“) რედაქციაში მყოფ სხვა პირებთან ერთად 1906 წლის 15 პარილს (ძველი სტილით). 1906 წლიდან 1909 წლამდე იჯდა ციხეში: პასუხისგებაში იყო მიცემული ორ საქმეზე - ალექსანდროპოლის 38 პოლიტდამნაშავის პროცესისა და ავლაბრის არალეგალური ტიპოგრაფიის გამო. ტფილისის სასამართლო პალატამ 1911 წელს ორივე საქმეზე მიუსაჯა სამუდამო გადასახლება ციმბირში, აჰყარა წოდება და ეტაპით ენისეის გუბერნიაში, სოფ. კუზნეცოვოში გაგზავნეს. კოტე ანდრონიკაშვილი ექვსი თვის შემდეგ გადასახლებიდან გაიქცა; იმალებოდა მოსკოვში, სადაც სტუდენტის ყალბი (სხვისი) მოწმობით კვლავ დაბრუნდა იურიდიულ ფაკულტეტზე; ცხრა თვის შემდეგ იძულებული გახდა, წასულიყო საზღვარგარეთ. თავდაპირველად ცხოვრობდა ჟენევაში, შემდგომ ერთი წელი იცხოვრა პარიზში, სადაც დაამთავრა ელექტროტექნიკური კურსები და კვლავ დაბრუნდა შვეიცარიაში. საზღვარგარეთიდან თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ გამოცემებთან; იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის („მენშევიკების“) საზღვარგარეთის ბიუროს მდივანი. 1917 წლის რევოლუციამდე ცხოვრობდა ლოზანაში. რევოლუციის შემდეგ რუსეთში დაბრუნდა ინგლისის გავლით (და არა გერმანიის, რადგან მაშინ დიდი კამათი გამოიწვია ემიგრანტებში უკან დასაბრუნებელი გზის არჩევამ). დაბრუნების შემდეგ ცხოვრობდა თელავში; იყო შინაგან საქმეთა მინისტრის რწმუნებული და თელავის ქალაქისთავი. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტზე. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო სამხედრო კომისიის თავმჯდომარე და საკონსტიტუციო კომისიის წევრი. პარალელურად მუშაობდა სახელმწიფო კონტროლიორის ამხანაგად. 1921 წლის თებერვალში, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე საბჭოთა რუსეთის თავდასხმისას დაინიშნა მთავრობის საგანგებო რწმუნებულად თელავის მაზრაში. ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და აგრძელებდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში მუშაობას; სხვა ლიდერებთან ერთად 1921 წლის განმავლობაში არაოფიციალური გზებით ცდილობდა მოლაპარაკებას ბოლშევიკური რეჟიმის ხელმძღვანელებთან კომპრომისის მისაღწევად და პარტიის ლეგალიზაციისათვის, თუმცა უშედეგოდ. მუშაობდა ცენტრალური კოოპერატიული კავშირის („ცეკავშირი“) გამგეობის თავმჯდომარედ. დააპატიმრეს 1921 წლის 4 ნოემბერს, თბილისში, საკუთარ სახლში; გაათავისუფლეს 1921 წლის ბოლოს ცეკავშირის შუამდგომლობის შედეგად. საქართველოს ოკუპაციის წლისთავისათვის დაგეგმილი საპროტესტო მანიფესტაციების თავიდან არიდების მიზნით, 1922 წლის 10 თებერვლის ღამით ხელმეორედ დააპატიმრეს პარტიების სხვა ლიდერებთან ერთად. ავადმყოფობის გამო პირობით გაათავისუფლეს 1922 წლის აგვისტოში. 1923 წლის მარტში (დამოუკიდებლობის კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ ქარცივაძის დაპატიმრების შემდეგ) გახდა დამკომის თავმჯდომარე. იყენებდა პარტიულ ფსევდონიმს „ვახტანგი“. 1924 წლის დასაწყისიდან ხელმძღვანელობდა საყოველთაო აჯანყების სამზადისს. 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყებისას დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრებთან და აჯანყებულთა მთავარსარდალთან ერთად გადავიდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბანაკში, თბილისის მახლობლად. 1924 წლის 4 სექტემბერს კოტე ანდრონიკაშვილი და იასონ ჯავახიშვილი ბოლშევიკების ცხენოსანმა პატრულმა მცირე შეტაკების შემდეგ დააპატიმრა შიომღვიმის მონასტრის ახლოს. იმავე საღამოს დამკომის წევრებთან და საქართველოს პოლიტიკური პარტიების სხვა დაპატიმრებულ ლიდერებთან ერთად ამიერკავკასიის ჩეკას შენობაში მოლაპარაკებები შედგა საქართველოს და ამიერკავკასიის ჩეკას ხელმძღვანელებთან - ეპიფანე კვანტალიანთან, ლავრენტი ბერიასა და სოლომონ მოგილევსკისთან; შედეგად დამოუკიდებლობის კომიტეტმა გამოაქვეყნა მიმართვა აჯანყებულებისადმი ბრძოლის შეწყვეტისა და იარაღის ჩაბარების მოწოდებით, ხოლო აჯანყება შეაფასა „ავანტიურად“, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი ერის „ზედა ფენები“. ამ კომპრომისის პასუხად კი, იმავე ღამით ჩეკამ პოლიტპატიმრების, ტყვეებისა და ეჭვმიტანილი მოქალაქეების მასობრივი დახვრეტა შეაჩერა. 1925 წლის 15 ივლისიდან 3 აგვისტომდე კოტე ანდრონიკაშვილი, სხვა 46 პოლიტპატიმართან ერთად, გაასამართლა საქართველოს სსრ უზენაესმა სასამართლომ ე. წ. „პარიტეტული კომიტეტის პროცესზე“ 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზების ბრალდებით. სასამართლომ კოტე ანდრონიკაშვილს სასჯელის უმაღლესი ზომა. დახვრეტა მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის გამო იგი 10 წლით მკაცრი იზოლაციის პატიმრობით შეუცვალა. თავდაპირველად იგი მოთავსებული იყო მეტეხის #2 „გამასწორებელ სახლში“; მერე, სავარაუდოდ, იაროსლავლის და შემდგომ სუზდალის პოლიტიზოლატორში გადაგზავნეს. კოტე ანდრონიკაშვილის შემდგომი ბედი გაურკვეველია. 1936 წლის ზაფხულში შინსახკომის კამენის რაიონულმა განყოფილებამ ქართველი გადასახლებული სოციალ-დემოკრატი ლიდერების დიდი ჯგუფი დააპატიმრა ე. წ. „ციმბრის ცენტრის“ საქმეზე, ანტისაბჭოთა არალეგალური მუშაობის ბრალდებით; ძიების მასალებში „ცენტრის“ ლიდერად კოტე ანდრონიკაშვილია დასახელებული. დაპატიმრებულთა უმრავლესობა, მათ შორის დამფუძნებელი კრების დეპუტატები, 1937-38 წლების დიდი ტერორის დროს დახვრიტეს ციმბირის სხვადასხვა მხარეში. იუჯინ ვიქტორ დებსი (1855 - 1926) — ამერიკელი სოციალისტი პოლიტიკოსი და პროფესიული კავშირის წევრი, მსოფლიოს ინდუსტრიული მუშების (IWW) ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი. ხუთჯერ იყარა კენჭი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატად სოციალისტური პარტიიდან. პრეზიდენტის კანდიდატობის, ასევე მისი ჩართულობის გამო მუშათა მოძრაობებში, დებსი გახდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სოციალისტი.
მისი პოლიტიკური კარიერის დასაწყისში დებსი იყო დემოკრატიური პარტიის წევრი. 1884 წელს იგი აირჩიეს ინდიანას გენერალური ასამბლეის დემოკრატად. რამდენიმე პატარა კავშირთან მუშაობის შემდეგ, მათ შორის ლოკომოტივის მეხანძრეების საძმო, დებმა დიდი წვლილი შეიტანა ამერიკული რკინიგზის კავშირის (ARU) დაარსებაში. ეს კავშირი იყო ერის ერთ-ერთი პირველი ინდუსტრიული კავშირი. მას შემდეგ რაც პულმანის სასახლის მანქანების კომპანიის მუშებმა ორგანიზება გაუწიეს „გარეული კატების“ გაფიცვას 1894 წლის ზაფხულში, ბედსმა ბევრი შეიყვანა ARU-ში. პულმანის მანქანების გაფიცვას ეროვნული მნიშვნელობა მიანიჭა დებმა ARU-სთან ერთად, ისინი ბოიკოტს უცხადებდნენ მათ რკინიგზას. ამ მოძრაობამ დიდი ზეგავლენა მოახდინა დეტროიტის დასავლეთის სარკინიგზო ხაზებზე, მასში ჩართული იყო 27 შტატის დაახლოებით 250 000-მდე მუშა. ფოსტის მუშაობის გაგრძელების მიზეზით პრეზიდენტმა გროვერ კლივლენდმა გამოიყენა ამერიკის შეერთებული შტატების არმია, რათა დაეშალა გაფიცვა. ვინაიდან დებსი იყო ARU-ს ლიდერი, მას ბრალი წაუყუნეს ბოიკოტის მოწყობის ბრალდებით სახელმწიფოს წინააღმდეგ, რის გამოც იუჯინმა ციხეში გაატარა ექვსი თვე. ციხეში დებსი კითხულობდა სხვადასხვა ნაშრომებს სოციალური თეორიის საკითხებზე და ექვსი თვის შემდეგ გახდა საერთაშორისო სოციალისტური მოძრაობის აქტივისტი. დებსი იყო ამერიკის სოციალურ-დემოკრატიული პარტიისა (1898) და ამერიკის სოციალისტური პარტიის დამფუძნებელი წევრი (1901). დებსმა ხუთჯერ იყარა კენჭი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად სოციალისტური პარტიიდან. 1900 წელს (მოიპოვა ხმების 0.6%), 1908 (3.0%), 1908 (2.8%), 1912 (6.0%) და 1920 (3.4%). ის ასევე 1916 წელს დაასახელეს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის კანდიდატად მშობლიური ინდიანას შტატიდან. დებსი 1855 წლის 5 ნოემბერს ინდიანის შტატის ქალაქ ტერ-ჰოტში საფრანგეთიდან ემიგრირებული ჟან დანიელ და მარგერიტ მარი ბეტრიშ დებსების ოჯახში დაიბადა. დებსის მამა, შეძლებული ოჯახის შთამომავალი, თავად საფეიქრო ფაბრიკისა და ხორცის ბაზრობის მფლობელი იყო. საფრანგეთის რევოლუციისგან შთაგონებული იგი ხშირად უკითხავდა საკუთარ ვაჟს ფრანგულ და გერმანულ კლასიკურ ლიტერატურას. დებსსაც სახელი ფრანგი რადიკალი მწერლების ეჟენ სიუსა და ვიქტორ ჰიუგოს პატივსაცემად დაარქვეს. იუჯინის საყვარელი წიგნი ჰიუგოს „საბრალონი“ ყოფილა, რომელიც სოციალურ უთანასწორობას და ჩაგრულთა ბედს შეეხება და რომელსაც დებსი მთელი ცხოვრების განმავლობაში უბრუნდებოდა. დებსი საჯარო სკოლაში დადიოდა, საიდანაც 14 წლის ასაკში წამოვიდა და მუშაობა ვაგონების საპოხი საშუალებებისგან მწმენდავად დაიწყო, რისთვისაც დღეში 50 ცენტს იღებდა. 1871 წლის დეკემბერში იმის გამო, რომ ლოკომოტივის ერთ-ერთი ცეცხლფარეში სამუშაოზე სიმთვრალის გამო არ გამოცხადდა, მისი საქმის შესრულება დებსს მოუწია. მომდევნო სამი წლის განმავლობაში დებსი ტერ-ჰოტი-ინდიანაპოლისის ხაზზე ცეცხლფარეშად მუშაობდა. 1875 წელს დედის მოთხოვნით დებსმა რკინგიზაზე მუშაობას თავი დაანება და ოთხი წლის განმავლობაში სასურსათო მაღაზიაში მუშაობდა, რის პარალელურადაც ღამის ბიზნეს სკოლის გაკვეთილებს ესწრებოდა. 1875 წლის თებერვალში დებსი პროფკავშირულ გაერთიანებას, ლოკომოტივის ცეცხლფარეშთა საძმოს შეუერთდა. 1877 წელს ორგანიზაციის საერთოეროვნულ ყრილობაზე ის ტერ-ჰოტის ლოჟას წარმოადგენდა. 1878 წელს დებსი საძმოს ყოველთვიური გამოცემის ამხანაგ რედაქტორად აირჩიეს. ორი წლის შემდეგ ის საძმოს პირველი მდივანი და ფინანსთა გამგე გახდა. იმავე წელს ჟურნალის რედაქტორობაც თავად ჩაიბარა. საძმოს სტრუქტურებში დებსი 1893 წლამდე, ხოლო ჟურნალში 1894 წლამდე მუშაობდა. ამ პერიოდში ის საკუთარ ქალაქში ცნობილ ადამიანად იქცა. 1879-1883 წლებში ორი ვადით ტერ-ჰოტის ქალაქის საბჭოს მდივანი იყო. 1884 წელს იგი ერთი წლით დემოკრატიული პარტიის რიგებიდან ინდიანის გენერალური ასამბლეის დეპუტატად აირჩიეს. 1885 წლის 9 ივნისს დებსი ქეიტ მეტცელზე დაქორწინდა. მათი სახლი ტერ-ჰოტში დღემდე არსებობს ინდიანის უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე და ამჟამად მუზეუმის სახით ფუნქციონირებს. დებსს და ქეითს შვილები არასდროს არ ჰყოლიათ. XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში ამერიკაში პროფკავშირული გაერთიანებები კონსერვატიული ტიპისა იყო და თეთრკანიანი დაოსტატებული მუშების საძმოებს წარმოადგენდა. ნაცვლად საერთო კლასობრივი ბრძოლისა, იმდროინდელი ამერიკული კავშირები ორიენტირებულნი იყვნენ საკუთარი წევრებისთვის გარკვეული პირობების შექმნაზე. ლოკომოტივის ცეცხლფარეშთა საძმოც (Brotherhood of Locomotive Firemen), რომლის დევიზიც ასე ჟღერდა: „გულკეთილობა, სიფხიზლე და ინდუსტრია“, ამგვარ გაერთიანებას წარმოადგენდა. დებსი საძმოს ყოველთვიურ ჟურნალში აღნიშნავდა, რომ საძმოს ძალისხმევით სამუშაო ადგილზე გარდაცვალების დაზღვევა ათას დოლარამდე გაიზარდა, თუმცა საძმოს საქმიანობის ძირითადი ძალისხმევა მუშებისთვის ინდივიდუალური შესაძლებლობების მიცემისა და მათი ყოფაქცევის გაუმჯობესებისკენ უფრო იყო მიმართული. დებსი რეგულარულად მოუწოდებდა მუშებს გულმოდგინე მუშაობისკენ, პატიოსნებისა და სიბეჯითისკენ, აძლევდა რჩევებს, როგორ გამხდარიყვნენ სანდო და სასურველი სამუშაო ძალა დამქირავებლისთვის. ამასთან, საძმოში მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში ცდილობდა ცეცხლფარეშთათვის ალკოჰოლის რეგულარული მოხმარების ჩვევა მოეშალა. იმ დროისთვის დებსს სწამდა, რომ „კაპიტალი და მუშა-ხელი ერთმანეთის მეგობრები იყვნენ“ და დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის დავის გაფიცვებით გადაჭრა არასწორად მიაჩნდა. პროფკავშირული საქმიანობის პირველ წლებში დებსი თითქმის არასდროს ემხრობოდა გაფიცვების ორგანიზებას და აკრიტიკებდა იმდროინდელ ანარქისტებსა და სოციალისტებს, ვინც არეულობისკენ მოუწოდებდნენ მშრომელებს. 1880-იანი წლების ბოლოდან დებსი სულ უფრო მეტად ხვდებოდა, რომ მუშებისთვის ინდივიდუალური პირობების შექმნა საკმარისი აღარ იყო და საჭირო იყო კოლექტიური მოთხოვნების წაყენება. სხვადასხვა პროფესიის მიხედვით დანაწევრებულ საძმოებს შორის კოორდინაცია არ არსებობდა, რის გამოც დამსაქმებლები მარტივად ახერხებდნენ გვერდი აეარათ მშრომელთა მოთხოვნების შესრულებისთვის. დებსის თვალთახედვის ცვლილებაზე დიდი გავლენა ჰქონდა 1888 წლის ბერლინგტონის რკინიგზელთა გაფიცვას, რომელშიც თვითონაც მონაწილეობდა და რომელიც ათთვიანი ბოიკოტის შემდეგ უშედეგოდ დასრულდა. საბოლოოდ 1892 წელს, მას მერე, რაც ბუფალოში მეისრეთა მიერ ორგანიზებული გაფიცვა იმის გამო დამარცხდა, რომ სხვა პროფესიათა საძმოებმა მათ დახმარებაზე უარი თქვეს, დებსმა ცეცხლფარეშთა საძმოს დატოვება გადაწყვიტა. 1893 წელს საძმოს პირველი მდივნობიდან გადადგომის შემდეგ დებსმა სხვა 50 რკინიგზელთან ერთად ჩიკაგოში გამართულ პირველ ყრილობაზე ამერიკაში ერთ-ერთი პირველი საერთო დარგობრივი პროფკავშირი „ამერიკელ რკინიგზელთა კავშირი“ დააარსა, რომელიც ყველა თეთრკანიანი რკინიგზელისთვის ღია იყო. დებსი ეწინააღმდეგებოდა კავშირში მხოლოდ თეთრკანიანთა მიღებას, თუმცა კენჭისყრაზე ის და მისი თანამოაზრეები ორი ხმით დამარცხდნენ. დებსი კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს. 1894 წელს კავშირმა პირველი წარმატებული გაფიცვა მოაწყო ჩრდილოეთის სარკინიგზო ხაზების წინააღმდეგ. 1894 წელს დებსი მონაწილეობას იღებდა პულმანის სამანქანო კომპანიის ვაგონმშენებელი მუშების მიერ წარმოებულ მასშტაბურ გაფიცვაში. მას მერე რაც, ჩიკაგოს სამხრეთით მდებარე ქალაქ პულმანის სამანქანო კომპანიამ, 1893 წლის ეკონომიკური კრიზისით მიყენებული ზარალის მიზეზით თანამშრომლებს ხელფასები 28%-ით შეუმცირა, მუშებმა გაფიცვა გადაწყვიტეს. კომპანიის მუშებმა, რომელთაგან ბევრი უკვე „ამერიკელ რკინიგზელთა კავშირის“ წევრი იყო, კავშირის ჩიკაგოში გამართულ ყრილობაზე მხარდაჭერა ითხოვეს. დებსი შეეცადა კავშირის წევრები დაერწმუნებინა, რომ კავშირის ჯერ კიდევ ჩანასახოვანი არსებობისა და რკინიგზის და მთავრობის მტრული დამოკიდებულების გათვალისწინებით, ბოიკოტის გამოცხადება იმ მომენტისთვის საშიში იყო. თუმცა კავშირის წევრებმა გაფრთხილება არ გაითვალისწინეს და უარი თქვეს პულმანის კომპანიის მიერ წარმოებულ ვაგონებზე ასვლასა და მათ მართვაზე. მას მერე რაც გაფიცვამ სენტ-ლუისში გადაინაცვლა და გაფიცულთა რაოდენობამ 80 000-ს მიაღწია, დებსი გაფიცვას შეუერთდა. 1894 წლის ივლისს ნიუ-იორკ თაიმსის მოწინავე სტატიაში დებსი „საშიშ კანონდამრღვევად და კაცობრიობის მტერად“ იყო მოხსენიებული. გაფიცვისას დებსის აქტიურობის გამო პრესაში პულმანის გაფიცვას „დებსის ამბოხადაც“ იხსენიებდნენ. ვინაიდან პულმანის კომპანიის მიერ წარმოებული შემადგენლობები ამერიკაში ფოსტის გადატანისთვისაც გამოიყენებოდა, ამერიკის პრეზიდენტმა გროვერ კლივლენდმა ფოსტის მიმოსვლის აღდგენის საბაბით, გაფიცვის ჩასახშობად აშშ-ის რეგულარული არმია გამოიყენა. გაფიცვის ჩახშობას 30 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით მუშა კი ან შავ სიაში იქნა შეყვანილი ან დააპატიმრეს. დაპატიმრებულთა შორის იყო დებსი, რომელიც სასამართლოს მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის ექვსი თვით ფედერალურ ციხეში გაგზავენს. 1900 წლის არჩევნებზე სოციალ-დემოკრატიული პარტიის სახელით დებსი პრეზიდენტობისთვის, ელიოტი კი კონგრესმენობისთვის იბრძოდნენ. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ ჯობ ჰარიმანთან ერთად წარმოებული საპრეზიდენტო კამპანიის შემდეგ დებსმა 87 945 ხმა (ხმათა 0,6 %) დააგროვადა საარჩევნო კოლეგიაში არც ერთი ხმა არ მიუღია. 1901 წელს დაარსებული ამერიკის სოციალისტური პარტიის სახელით დებსი ოთხჯერ იღებდა მონაწილეობას ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, 1904, 1908, 1912 და 1920 წლებში. 1904 წლის არჩევნებში დებსმა 402 810 ხმა მიიღო, რაც ხმათა 3 %-ს შეადგენდა. საარჩევნო კოლეგიაში დებსს კვლავ არ რგებია არცერთი ხმა, თუმცა ხმათა საერთო რაოდენობით მესამე ადგილზე გავიდა. 1908 წელს 420 852 ხმა მიიღო, ხმათა 2,8 % და კვლავ ვერ მოიპოვა საარჩევნო კოლეგიაში ხმა. 1912 წლის არჩევნებში უკვე ხმათა 6 % მოაგროვა (901 551 ხმა). ფლორიდის შტატში გამართულ არჩევნებში ის ვუდრო უილსონის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა და აჯობა პრეზიდენტ უილიამ ჰოვარდ ტაფტსა და ყოფილ პრეზიდენტ თეოდორ რუზველტს. საარჩევნო კოლეგიაში კვლავ არ მოუპოვებია ხმა. 1920 წლის საპრეზიდენტო არჩვენებში, როცა უკვე ქალებსაც შეეძლოთ ხმის მიცემა დებსმა 913 693 ხმა მიიღო, რაც სოციალისტური პარტიის კანდიდატის მიერ ოდესმე ნაჩვენებ შედეგებს შორის დღემდე საუკეთესოა. აღსანიშნავია, რომ დებსმა ეს შედეგი ფედერალურ ციხეში სასჯელს მოხდისას აჩვენა, როცა მას პრეზიდენტობის უფლება არ ჰქონდა, თუმცა პირობას დებდა, რომ არჩევის შემთხვევაში საკუთარ თავს შეიწყალებდა. ევროპაში 1914 წელს პირველი მოსფლიო ომის დაწყებასთან ერთად დებსი შეუერთდა მოძრაობას, რომელიც ომში აშშ-ის ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას უჭერდა მხარს. ომის პირველ წლებში საზოგადო აზრი ამერიკაში ევროპისგან თავის შორს დაჭერას ემხრობდა, თუმცა ამ პოზიციაზე მყოფი ლიბერალური და კონსერვატიული უმრავლესობისგან განსხვავებით,დებსი ომს სოციალისტური პერსპექტივიდან აკრიტიკებდა. ის ამტკიცებდა, რომ პირველი მსოფლიო ომი, ისევე როგორც სხვა მანამდე არსებული ყველა ომი, მმართველ კლასებს შორის წარმოებული ომი იყო და მუშებს და უბრალო ადამიანებს ამ ომში არაფერი ესაქმებოდათ. 1917 წელს, როცა ომში ამერიკის ჩართვის შესახებ ხმები ვრცელდებოდა, დებსმა კამპანია წამოიწყო, პირადად მოგზაურობდა, აწყობდა გამოსვლებს და აცხადებდა, რომ „კაპიტალისტური მთავრობისათვის, ომში არასდროს წავიდოდა.“ ამერიკის ომში ჩართვასთან ერთად ანტისაომარი კამპანიაც უფრო გააქტიურდა. აშშ-ის მთავრობამ საომარ მდგომარეობაში მიღებული ჯაშუშობის შესახებ ახალი კანონის ძალით ანტისაომარ გაზეთებზე ცენზურა დააწესა და მათი გავრცელება აკრძალა. დააპატიმრეს 2000 მეტი პროტესტანტი, ვინც მოქალაქეთა ომში გაწვევას ეწინააღმდეგებოდა. ავადმყოფობამ და გულის პრობლმებმა დებსი ომის პირველ თვეებში მშობლიურ ქალაქს მიაჯაჭვა. სხვადასხვა სოციალისტურ გამოცემებში ის აქტიურად აქვეყნებდა ანტისაომარ სტატიებსა და მოწოდებებს, თუმცა ცენზურის შემოღების მერე ესეც შეუძლებელი გახდა. 1917 წლის დეკემბერში, მას მერე რაც დებსის მეგობარი ქეით ო’ჰერი ანტისაომარი საჯარო გამოსვლისათვის დააკავეს და ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, დებსი ო’ჰერს სწერდა: „თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ახლა თავისუფალი ვარ.“ 1918 წელს აშშ-ის მთავრობამ აკრძალვები კიდევ უფრო გაამკაცრა. პარალელურად დებსმა კვლავ განაახლათავისი კამპანია, ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობა და გამოსვლები. ილინოისისა და ინდიანის შტატების შემდეგ დებსი ოჰაიოში განაგრძობდა მოგზაურობას, სადაც 16 ივნისს ქალაქ კანტონში მისი საბედისწერო სიტყვით გამოსვლა შედგა. დებსი ორი საათის განმავლობაში მიმართავდა კანტონის ერთ-ერთ პარკში შეკრებილ მსმენელებს. მიმართვისას დებსმამმართველი კლასი ომის ხარჯზე კაპიტალის დაგროვების მცდელობაში ამხილა, საკუთარი აზრის გამოხატვისა და ადამიანთა ომში გაწვევის წინააღმდგეობისათვის მანამდე დაპატიმრებული ამხანაგები დაიცვა და შეაქო რუსი რევოლუციონერები, ვინც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რუსეთი პირველი მსოფლიო ომიდან გაიყვანეს და დებსის თქმით, შეძლეს „პირველი ნამდვილი დემოკრატიული წყობის“ დაარსება. დებსმა ასევე გააკრიტიკა აშშ-ის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითიც საომარ პერიოდში კვლავ დაშვებულ იქნა ბავშვთა შრომა და იმედიანად განაცხადა, რომ სოციალიზმი კაპიტალიზმზე აუცილებლად გაიმარჯვებდა. კანტონის გამოსვლიდან ორი კვირის შემდეგ 63 წლის დებსი დააპატიმრეს და აბოხისკენ მოწოდების ბრალდებით გაასამართლეს. სასამართლოზე დებსსმოწმეები არ წარუდგენია და თავდაცვითი სიტყვის წარმოთქმა თავადვე ითხოვა. დებსი ორი საათის განმავლობაში ლაპარაკობდა სასამართლოს წინაშე. 12 სექტემბერს ის დამნაშავედ სცნეს. 18 სექტემბრის მოსმენაზე მის მიერ წარმოთქმული სიტყვა მოგვიანებით კლასიკად იქცა: „თქვენო ღირსებავ, მე უკვე ვთქვი ამ სასამართლოს წინაშე, რომ მმართველობის დღეს არსებულ ფორმას ვეწინააღმდეგები, რომ სოციალურ სისტემას, რომელშიც დღეს გვიწევს ცხოვრება, ვეწინააღმდეგები და რომ, მწამს ორივე მათგანის ცვლილებისა, მხოლოდ აუცილებლად მშვიდობიანი და კანონიერი საშუალებებით... მე ამ დილას ფაბრიკებსა და ქარხნებში მომუშავე მამაკაცებზე მეფიქრება, იმ ქალებზე მეფიქრება, ვისაც უმცირესი ანაზღაურებისთვის ქანცისგაწყვეტამდე შრომა უწევთ, იმ ბავშვებზე მეფიქრება, ვისაც ეს სისტემა ბავშვობას ართმევს და აიძულებს თავიანთი ყრმობის უმანკო წლებშივე გაუსინჯონ გემო უმოწყალო მომხვეჭელობას მამონასი, ბავშვებზე, ვინც საკუთარი ნების საწინააღმდეგოდუსულო რკინის მანქანების გამოსაკვებად საწარმოო ჯურღმულებში არიან გამოკეტილნი, თვითონ კი დღითა და ღამით შიმშილობენ... თქვენო ღირსებავ, შეწყალებას არ გთხოვთ. მე ვიცი, რომ სამართლიანობა მაინც იზეიმებს. ახლა, როგორც არასდროს, მესმისდა ვხედავ რა დიდია ბრძოლა გამართული ერთი მხრივ სიხარბით შეპყრობილ ძალებსა და მეორე მხრივ თავისუფლების აღმაფრენით შთაგონებულ ათასებს შორის. ვხედავ კაცობრიობისათვის უკეთეს დღეთა მაუწყებელ განთიადს. ვხედავ გამოფხიზლებას ხალხისა. სულ მალე ისინი თავიანთ სიტყვას იტყვიან. როცა ტროპიკულ ზღვებში მოცურავე მეზღვაური დაღლილ მზერას ჰორიზონტს მოსწყვეტს, ნუგეშის ძიებაში ის ქარიშხლისგან აღელვებულ ტალღებზე თეთრად მოკაშკაშე სამხრეთის ჯვარს გასცქერის. შუაღამის მოახლოებასთან ერთად სამხრეთის ჯვარი გადახრას იწყებს და ქარიშხალიც მიმართულებას იცვლის, თეთრად მოკაშკაშე ვარსკვლავებით შემოქმედი დროის შეუჩერებელ სვლას ამცნობს ადამიანს. და მიუხედავად იმისა, რომ საომრად აღძრულ ტალღებს ვერცერთი ზარის რეკვა ვერ აშოშმინებს, მეზღვაურმა იცის, რომ შუაღამე გადადის, რომ შვება და ნუგეში ახლოსაა. დაე, იმედითა და ნუგეშით აღივსოს ადამიანთა გულები, რადგან ჯვარი გადახრას იწყებს, შუაღამე გადადის და დილასთან სიხარული მოაქვს." 1918 წლის 18 სექტემბერს დებსს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ხმის მიცემის უფლება ჩამოართვეს. სასჯელის მისჯამდე დებსმა მისი ყველაზე ცნობილი სიტყვები წარმოთქვა: „თქვენო ღირსებავ, წლების წინ მე თავი თითოეული ცოცხალი არსების მოძმედ ვცანი და გადავწყვიტე, რომ დედამიწის ყველაზე დაცემულ მკვიდრზეც კი არაფრით მეტი არ ვიყავი. მაშინ ვთქვი და ახლაც ვამბობ, რომ სანამ არსებობს ჩაგრული კლასი, მე მისი ნაწილი ვიქნები, სანამ არსებობს დამნაშავეთა ჯგუფი, მე ერთი მათგანი ვიქნები და მანამ სანამ ერთი ადამიანი მაინც იჯდება საპყრობილეში, მე თავისუფალი ვერ ვიქნები." დებსმა სასჯელი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ მსოფლიო ომისა და სოციალიზმის შესახებ მის მიერ წარმოთქმული სიტყვები გააანალიზა. მიუხედავად იმისა, რომ დებსი შეეცადა, ისე წარმოეჩინა საკუთარი ხედვები, რომ თანხმობაში მოსულიყო ჯაშუშობის შესახებ არსებულ კანონთან, სასამართლომ მას მაინც ბრალი დასდო მოქალაქეთა ომში გაწვევის წინააღმდეგ წარმოებულ აგიტაციაში. დებსი საპატიმროში 1919 წლის 13 აპრილს გაგზავნეს. პირველ მაისს ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში მისი დაპატიმრების გასაპროტესტებლად ქუჩაში გასულ პროფკავშირელებს, სოციალისტებს, ანარქსიტებსა და კომუნისტებს აშშ-ის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე ჩარლზ რუთენბერგი გაუძღვა. დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებითა და არეულობით დასრულდა. დებსი 1920 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტის საპყრობილის საკნიდან იღებდა. არჩევნებში დებსმა 919 799 ხმა მიიღო, ხმათა 3,4 %. ციხეში ყოფნისას დებსი სტატიათა სერიას წერდა და აქვეყნებდა, რომელშიც საპატიმრო სისტემას აკრიტიკებდა. წერილები გაზეთებში ქვეყნდებოდა, მოგვიანებით კი დებსის ერთადერთ წიგნში, „კედლებსა და გისოსებში“ შევიდა, რომელიც მისი გარდაცვალების მერე გამოიცა. 1920 წლის აგვისტოსა და ოქტომბერში გენერალურმა პროკურორმა მიტჩელ პალმერმა პრეზიდენტ ვუდრო უილსონს დებსის შეწყალება შესთავაზა. პალმერი ზოგადად მომხრე იყო ომის წლებში შემოღებული სპეციალური კანონებით გასამართლებული ადამიანების შეწყალებისა, თუმცა უილსონმა უარი თქვა დებსის შეწყალებაზე. ის დებსზე წერდა: „სანამ ამერიკელი ახალგაზრდები ცივილიზებული სამყაროსთვის სისხლს ღვრიდნენ, ეს კაცი იდგა და მათ კიცხავდა... ის ამ ქვეყნის მოღალატეა და ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში მას ეს არ ეპატიება.“ 1921 წლის იანვარში, დებსის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გათვალისწინებით, მიტჩელმა უილსონს კვლავ შესთავაზა პატიმარი სიმბოლურად 12 თებერვალს, აბრაამ ლინკოლნის დაბაბდების დღეს შეეწყალებინათ, რაზეც უილსონმა კვლავ უარი თქვა. საბოლოოდ 1921 წლის 23 დეკემბერს ახალმა პრეზიდენტმა უორენ ჰარდინგმა დებსს სასჯელი უკვე მოხდილ ვადამდე შეუმცირა და შობის დღეს საპატიმროდან გაათავისუფლა. შესაბამისად, ოფიციალურად დებსს შეწყალება არ მიუღია, მას მხოლოდ სასჯელი შეუმსუბუქეს. დებსისთვის არც ამერიკის მოქალაქეობა აღუდგენიათ. მიუხედავად არჩევნებში რეგულარულად მონაწილეობისა ის უნდობლად უყურებდა საარჩევნო პროცესს და აკრიტიკებდა პოლიტიკურ ვაჭრობას, რასაც მისი დროის სხვა სოციალისტი კანდიდატები ადგილობრივ არჩევნებში წარმატების მისაღწევად ეწეოდნენ. დებსი გაცილებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მუშათა ორგანიზებას პროფკავშირებში და მხარს უჭერდა საერთო დარგობრივი კავშირების შექმნას, რომელიც გარკვეული დარგის უკლებლივ ყველა მუშას გააერთიანებდა და მუშებს უნარების მიხედვით არ დაყოფდა, როგორც ეს სხვადასხვა საოსტატო გაერთიანებებში ხდებოდა. წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში და სხვადასხვა ქალაქში წარმოებული გაფიცვებისას დებსი ხშირად მოგზაურობდა, აწყობდა საჯარო გამოსვლებსა და მიმართვებს. ხშირად დღეში ოც და მეტ გამოსვლასაც კი ასრულებდა. 1912 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას სპეციალურად ნაქირავები მატარებლით თითქმის მთელი ქვეყანა მოიარა და ჯამში 500 000 ადამიანის წინაშე გამოვიდა. დებსი ცნობილი იყო, როგორც ქარიზმატული მოსაუბრე. მისი გამოსვლები ხშირად იყო გაჯერებული ქრისტიანული ტერმინოლოგიითა და სახარებისეული სტილით, მიუხედავად იმისა, რომ დებსი ზოგადად რელიგიურ გაერთიანებებსა და თავყრილობებს არასერიოზულად უყურებდა. ამერიკელი ისტორიკოსი ჰოვარდ ზინი თვლიდა, რომ დებსი თითოეული სოციალისტისთვის, ანარქისტისა და რადიკალისთვის სამაგალითო პიროვნება იყო, „მტკიცე და ულმობელი კამათისას და კეთილი და მგრძნობიარე პირად ურთიერთობებში“. ჰეივუდ ბრაუნს დებსისადმი მიძღვნილ პანერგირიკში დებსის ერთ-ერთი სოციალისტი თანამებრძოლის შემდეგი სიტყვები ჰქონდა მოყვანილი: „ამ მტკიცე მზერის კაცს მართლაც სწამს, რომ ადამიანებს ძმურად ცხოვრება შეუძლიათ. და ამ ყველაფერში უცნაური ის არის, რომ, როცა მის გვერდით ვარ, ამისი მეც მწამს.“ მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან „მეფე დებსს“ ეძახდნენ, თავად დებსი თავისი ამგვარი პოზიციით ხშირად უკმაყოფილო იყო. 1906 წელს დეტროიტში გამოსვლისას თქვა: „მე მუშათა წინამძღოლი არ ვარ, არ გთხოვთ რომ მე მომდიოთ, ან ვინმეს მისდიოთ. თუ მოსეს გამოჩენას ელოდებით, რათა კაპიტალისტური სისტემის მარწუხებიდან გაგიყვანოთ და წინ გაგიძღვეთ, გეტყვით, რომ მარწუხებს ვერასდროს დაეხსნებით. რომც შემეძლოს, მაინც არ გაგიძღვებოდით აღთქმული მიწისაკენ, იმიტომ რომ, მე რომ ახლა იქ შეგიძღვეთ, გამოჩნდება ვიღაც, ვინც უკანვე გამოგიტყუებთ. მხოლოდ საკუთარი გონებითა და საკუთარი ხელებით უნდა დააღწიოთ თავი იმ მდგომარეობას, რომელშიც ახლა ხართ.“ დებსი ამერიკული მემარცხენე მოძრაობის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად შემორჩა ისტორიას, როგორც აქტივისტი ვინც მე-20 საუკუნის დასაწყისში შეძლო ადამიანთა ორგანიზება დიდი კორპორაციების უსაზღვრო ძალაუფლებისა და პირველ მსოფლიო ომში ამერიკის მონაწილეობის წინააღმდეგ. ამერიკელი სოციალისტები, კომუნისტები და ანარქისტები დღემდე პატივს მიაგებენ დებსის მიერ გაწეულ შრომას პროფკავშირული მოძრაობების ორგანიზებისა და ამერიკაში ცენტრალიზებული ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სოციალიზმის მშენებლობის მცდელობისათვის. დებსის ცხოვრების შესახებ რამდენიმე წიგნია დაწერილი, სადაც ის წარმოჩენილია აქტივისტად, რომელმაც არაერთი ამერიკელი სოციალისტი შთააგონა. ვერმონტის შტატის წარმომადგენელს ამერიკელ სენატორ ბერნი სანდერსს თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში არაერთხელ განუცხადებია ღიად, რომ დებსის დიდი თაყვანისმცემელია და 1979 წელს დოკუმენტური ფილმიც გადაიღო მის შესახებ შესახებ. ფილმში სანდერსი ამბობდა: „დებსი ალბათ ყველაზე ეფექტური და პოპულარული ლიდერი იყო, რომელიც ამერიკელ მუშათა კლასს ოდესმე ჰყოლია.“ 1980-იან წლებში, როცა სანდერსი ვერმონტის შტატის ქალაქ ბერლინგტონის მერად მსახურობდა, ქალაქის მერიაში დებსის პორტრეტი ეკიდა. დებსის მემორიალური დაფა სანდერსის კაბინეტში დღემდე კიდია. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის წარმოებული ცნობილი საარჩევნო კამპანიის პერიოდში სანდერსი დებსის სახელს არც ისე ხშირად ახსენებდა, 2020 წლის კამპანიისას ის რეგულარულად უბრუნდებოდა დებსის ფიგურას და დებსის ძირითად მოწოდებას: ხელისუფლებაზე დიდი კორპორაციების გავლენის ზრდისა და სულ უფრო მზარდი ეკონომოკური უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლას. დებსი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აშშ-ში გამოდიოდა ისეთი ფუნდამენტური უფლებების მოთხოვნით, როგორიც იყო ბავშვთა შრომისა და ბანკების რეფორმა. ის ასევე იბრძოდა ქალთა საარჩევნო უფლებებისა და შავკანიანთა თანასწორობისათვის. დებსს სიცოცხლის შემდეგ საკუთარი ნაწერები არცერთი ბიბლიოთეკისთვის არ გადაუცია, თუმცა დღეს ინდიანის სახელმწიფო უნივერსიტეტში თავმოყრილია პამფლეტების კოლექცია, რომელსაც ის და მისი ძმა ერთად წერდნენ. ბერნარდ ბრომელმა, დებსის შესახებ დაწერილი ბიოგრაფიული წიგნის ავტორმა, 1978 წელს თავისი საკვლევი მასალები ჩიკაგოს ნიუბერის ბიბლიოთეკას გადასცა. მასალები მკვლევართათვის ღიაა. დებსის სიცოცხლის შემდეგ გამოცემული ერთადერთი წიგნის, „კედლების და გისოსების“, ხელნაწერი ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშია დაცული. 1962 წელს იუჯინ დებსის ფონდმა დებსის მშობლიური სახლი შეიძინა და იქ მისი მუზეუმი მოაწყო. მინესოტის შტატში არსებობს ქალაქი დებსი, რომელსაც სახელი დებსის პატივსაცემად ჰქვია. სოლომონ დოდაშვილი (1805-1836) - ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ლოგიკის ქართული მეცნიერული სკოლის დამფუძნებელი. ავტორი მრავალი გავლენიანი სამეცნიერო შრომისა ლოგიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორიის სფეროებში.
დაიბადა სოფ. მაღაროში (ახლანდელი სიღნაღის მუნიციპალიტეტი). სოლომონის მამა, ივანე (იგივე იოანე) დოდაშვილი,— წარმოშობით გლეხი იყო. დავითგარეჯას და შემდეგ ბოდბის სამონასტრო სკოლაში სასულიერო განათლების მიღების შემდეგ, იგი მღვდლად იქნა განწესებული სოფელ მაღაროს წმინდა გიორგის ეკლესიაში. ივანე დოდაშვილი თავისი დროის კვალობაზე საკმაოდ განათლებული და მწიგნობრობის მოყვარული კაცი ჩანს. აღსანიშნავია, რომ მას ცხრიდან შვიდი შვილი შერჩა და შვიდივეს მიაღებინა განათლება. ივანე დოდაშვილის პიროვნების წარმოსადგენად საინტერესო დეტალს ვპოულობთ, მისი შვილის, სტეფანეს წერილში სოლომონისადმი: „მამამან ჩვენმა რაღაც პოლიტიკა იცოდა, ისიც დაუტევა. რუსებთან გავლა დიდათა სძულს, სუდში ასის თუმანის საქმე, რომ ჰქონდეს, არ წავა და ესსრეთვე ფოჩტაშიაც წიგნს ვერა გზავნისო.“ პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ, სოლომონი შეიყვანეს თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1822 წელს, - ისე, რომ სემინარიის კურსი არც კი ჰქონდა დასრულებული, - იგი დანიშნეს სიღნაღის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად. 1827 წელს, სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1828 წელს, ამავე უნივერსიტეტში ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი აიღო. მეცნიერებაში უკრიტიკოდაა მიღებული თვალსაზრისი, დეკაბრისტული იდეების არსებითი ზეგავლენის შესახებ სოლომონ დოდაშვილის მსოფლმხედველობაზე. დოდაშვილისთვის, შეიძლება, მისაღები ყოფილიყო დეკაბრისტთა ზოგიერთი შეხედულება სოციალურ საკითხებზე, მაგრამ, ეს, ჯერ კიდევ არ იძლევა საფუძველს ვამტკიცოთ დეკაბრისტული იდეების არსებითი გავლენა სოლომონ დოდაშვილის მსოფლმხედველობაზე. ჯერ ერთი, დოდაშვილის სოციალური შეხედულებები და, კერძოდ, მისი დამოკიდებულება ბატონყმობისადმი საქართველოში ისტორიულად ჩამოყალიბებული სოციალური სტრუქტურების ღრმა ანალიზის შედეგია. მეორე და მთავარი კი ისაა, რომ სოლომონ დოდაშვილისთვის უმთავრესი და უპირველესი იყო ეროვნული საკითხი. მის ნამოღვაწარში, სწორედ, ეროვნული საკითხს ექვემდებარებოდა ყველა დანარჩენი. დეკაბრისტებს კი, რუსეთის მიერ დაპყრობილი ქვეყნების სრული ასიმილაცია უნდოდათ. სოლომონ დოდაშვილი, გვიან შუასაუკუნეებში მოშლილი ქართული ფილოსოფიური სკოლის ამაღორძინებელი და მისი უდიდესი წარმომადგენელია. ნიშანდობლივია, რომ შალვა ნუცუბიძე დოდაშვილის ფილოსოფიური მემკვიდრეობის კვლევისას, ხაზგასმით ამბობს: „საკითხი - რა ადგილი ეკუთვნის სოლომონ დოდაშვილს ქართული ფილოსოფიის ისტორიაში, პირდაპირაა დაკავშირებული საკითხთან, რა ადგილი ეკუთვნის სოლომონ დოდაშვილს მსოფლიო ფილოსოფიაში?“ შემდეგ, შალვა ნუცუბიძე გვაფრთხილებს: „ეს განდიდებად ნურავის მოეჩვენება, რადგან... ახალგაზრდა ქართველი მოაზროვნე თავისი ხანმოკლე, მაგრამ საკვირველი სიძლიერის მქონე, აზროვნების დასაწყისშივე თანამედროვე ევროპული აზროვნების სიმაღლეზე აღმოჩნდა და აქედან სცადა მან საკუთარი გზით წასვლა.“ მართალია, სოლომონ დოდაშვილი იოანე ხელაშვილისადმი მიწერილ წერილში თავის თავს, ხშირად უწოდებს „მორჩილ შვილს“, „მორჩილ მოწაფეს“, მაგრამ სინამდვილეში იგი ფილოსოფიაში, - და პოლიტიკაშიც,- არ აღმოჩნდა „მორჩილი მოწაფე“. იგი გასცდა იმ აზრს, რომ „ფილოსოფიაც არს უფროსღა ღვთისმეტყველება“. კიტა კაციტაძის აზრით, დოდაშვილის ფილოსოფიური შეხედულებები, არ იყო მოწყვეტილი მშობლიურ ნიადაგს, ვინაიდან გერმანული კლასიკური იდეალიზმის ერთ-ერთი უმთავრესი წყარო ნეოპლატონიზმიც იყო. ნეოპლატონიზმი კი, როგორც ცნობილია, საუკუნეების მანძილზე კვებავდა ქართულ ფილოსოფიურ და ლიტერატურულ აზროვნებას. საერთოდ, სოლომონ დოდაშვილისთვის დამახასიათებელი იყო ფილოსოფიური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზროვნების მიღწევათა ქართული გააზრება. ამასთანავე, მან საქართველოში აღადგინა და ააღორძინა ჭეშმარიტი ფილოსოფოსობის ტრადიცია. XVIII ს.-ის დასასრულს ერეკლე II იძულებული შეიქნა, რუსეთი გაეხადა მფარველად და მოკავშირედ. მაგრამ მალევე გამოირკვა, რომ რუსეთი არ დასჯერდებოდა მფარველისა და მოკავშირის როლს. ამდენად ალექსანდრე I-ის მიერ 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტით სამეფო ტახტის გაუქმება და საქართველოში სახელმწიფოებრიობის მოსპობა, სამწუხაროდ, მოვლენათა განვითარების ლოგიკური გაგრძელება იყო. რუსეთის იმპერიამ, რომელსაც ამ დროისთვის უკვე ჰქონდა კოლონიური ჩაგვრის „მდიდარი გამოცდილება“, ადვილად შეძლო სისხლისგან დაცლილი ქვეყნის დაპყრობა. ჩვენმა ერთმორწმუნე ჩრდილოელმა მეზობელმა და „მფარველმა“ მალევე გააუქმა 15 საუკუნოვანი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია და გადააქცია იგი რუსული სინოდის საეგზარქოსოდ. ამით, ქართველმა ხალხმა ის სულიერი საყრდენი დაკარგა, რომელიც საუკუნეების მანძილზე კრავდა და აერთიანებდა მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. სულ ცოტა ხანში, - ნიკო ბერძენიშვილის სიტყვებით, - „საქართველოს მმართველობა, უკვე რუსული იყო და ქართულ ელემენტს აქ დამხმარე, მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ჰქონდა... საქართველო პოლიტიკურად აღარ არსებობდა , რეალურად ის რუსეთის გუბერნია იყო.“ მალევე შემუშავდა, ამ „ახალი გუბერნიის“, ადმინისტრაციული რეფორმის პროექტი, რომლის ძირითადი მიზანი ასე ჩამოყალიბდა: „სამოქალაქო და პოლიტიკური თვალსაზრისით შევაკავშიროთ რუსეთი და საქართველო ერთ მთლიან ორგანიზმად. ვაიძულოთ „ტუზემცები“ ილაპარაკონ და იაზროვნონ რუსულად.“ სოლომონ დოდაშვილი, სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა 1820-იან წლებში, როდესაც რამდენიმე უშედეგო გაბრძოლების შემდეგ, ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აშკარად გამოიკვეთა რუსიფიკაციასთან თანდათანობით შერიგების უაღრესად საშიში, - არსებითად საქრათველოსა და ქართველების დამღუპველი, - სიმპტომები. ამასთანავე საქართველოს ტერიტორიაზე ერთმანეთს ეჯახება ირან-ოსმალეთისა და რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ინტერესები, რაც, თავის მხრივ, უმძიმეს პირობებს უქმნიდა ქართველი ხალხის ფიზიკურ არსებობას და ტერიტორიულ მთლიანობას. აი, ეს არის, ის ისტორიული გარემო, რომლის ფონზეც მკაფიოდ და რელიეფურად ჩანს სოლომონ დოდაშვილის, - ჭეშმარიტად დიდი ეროვნული მოღვაწის, - წარუვალი მნიშვნელობის წვლილი ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიაში. დოდაშვილის ფილოსოფიური თხზულებებიდან, მხოლოდ სამია შემორჩენილი - „ლოგიკა“, „ლოგიკის მეთოდოლოგია“ და „რიტორიკა“ (ეს ორი უკანასკნელი ნაშრომი, მხოლოდ ჩვენს დროში 1955 წელს გამოქვეყნდა). ეჭვმიუტანლად დასტურდება, რომ დოდაშვილს ჰქონდა აგრეთვე „პიიტიკა“ და ზოგიერთი სხვა თხზულება, რომლებიც დღესდღეობით დაკარგულად ითვლება. ასეთი ცნობაც არსებობს, თითქოს 1876 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის ბიბლიოთეკაში ინახებოდა სოლომონ დოდაშვილის „ფილოსოფიის“ ხელნაწერები ექვს ტომად, მაგრამ ეს საკითხიც ჯერჯერობით ვარაუდების სფეროში რჩება. სოლომონ დოდაშვილის პირველი და მის სიცოცხლეში ერთადერთი გამოქვეყნებული ფილოსოფიური ნაშრომია „ფილოსოფიის კურსი. ნაწილი პირველი. ლოგიკა“. იგი ანა დედოფლის, იოანე ხელაშივლისა და სხვათა ხარჯით გამოიცა პეტერბურგში, 1827 წელს. ამ წიგნის გამოსვლას დიდი რეზონანსი მოჰყვა. გამოქვეყნდა რეცენზიები, „მასკოვსკი ტელეგრაფში“, „მასკოვსკი ვესტნიკში“, „სევერნაია პჩელაში“. რეცენზიები ერთხმად უწოდებდნენ წიგნს „შესანიშნავ თხზულებას“, „უდიდეს სიახლეს“, „ახალ მოვლენას რუსეთის ფილოსოფიურ აზროვნებაში“, ხოლო აღფრთოვანებული იოანე ხელაშვილი ამაყად აცხადებდა: „უწყოდეს ევროპამ, რომ ძველისძველი ნათესავი ჩვენში ჰფხიზლობს და გაჰყურებს წინ!“ სოლომონ დოდაშვილის, ეს ნაშრომი, იყო რუსულ ენაზე შექმნილი პირველი წიგნი ლოგიკაზე, როგორც სამეცნიერო დისციპლინაზე. რამდენიმე წლის შემდეგ ავტორს დაუწყია ზრუნვა „ლოგიკის“ ქართულად გამოცემაზე, მაგრამ ამ საქმეს ხელი შეუშალა მისმა დაპირისპირებამ 1832 წელს. სოლომონ დოდაშვილის, უკვე პეტერბურგშივე ჰქონდა ჩამოყალიბებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის ფართო პროგრამა, რომლის პრაქტიკულ ხორცშესხმასაც საქართველოში აპირებდა. მან, არ მიიღო ფაკულტეტის დეკანის წინადადება, - უნივერსიტეტში დარჩენილიყო პროფესორობისთვის მოსამზადებლად, - და სწავლის დასრულებისთანავე გამოემგზავრა საქართველოში. ზემოაღნიშნული პროგრამის განხორციელებაზე ზრუნვა, სამშობლოსკენ მომავალ მოღვაწეს, გზაშივე დაუწყია: შეხვდა, მოსკოვის ლიტერატურული პრესის რედაქტორებს და დაამყარა მათთან საქმიანი ურთიერთობა. აქვე მოინახულა მან, ოქროპირ ბატონიშვილის მიერ ჩამოყალიბებული, „ქართველ შეთქმულთა მოსკოვის უჯრედი“, მიიღო სათანადო კონსულტაციები და დავალებები. შემდეგ, სოლომონი შეჩერდა ხარკოვში. მან თავისი წიგნი „ლოგიკა“, ხარკოვის უნივერსიტეტისა და მისი სასწავლო ოლქის მზრუნველს, ალექსი პეროვსკის, უძღვნა მინაწერით: კავკასიის შვილთა აზრი და გონება საზრდოს ეძებს. თქვენ, იმედია ხელს შეუწყობთ მათი მისწრაფებების დაკმაყოფილებას და ამით ამ აზიური ქვეყნის ევროპული განათლების საფეხურზე აყვანასო. 1827 წლის ივლისში, ევროპულად განსწავლული და რუსეთის სამეცნიერო და პედაგოგიურ წრეებში ცნობილი, 22 წლის მოღვაწე, სამშობლოშია... რა ვითარებაა ამ დროს საქართველოში? მიმდინარეობს ქვეყნის საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების რუსუფიკაცია. ელიტა თითქმის მთლიანადაა გადასახლებული რუსეთში. მცირე ურჩობაზე ციმბირში ასახლებენ. მმართველობის სისტემა მთლიანად რუსეთის ხელშია. ნადგურდება ქართული კულტურა და მეურნეობა. ხდება ერის ასიმილაცია. ჩამკვდარია კულტურულ-ინტელექტუალური საქმიანობა ურყევია ცენზურა. ივანე აფხაზის სიტყვებით: „ქართველობა ცხოვრობდა უსაგნოდ, დაეხეტებოდა უგზოდ, ვითარცა ბნელსა ღამესა შინა“. საქართველოში შექმნილმა ვითარებამ, მაღალი იდეოლოგიებით აღძრულ სოლომონ დოდაშვილზე, შემზარავი შთაბეჭდილება მოახდინა. იგი შეძრწუნებული წერს იოანე ხელაშვილს: „ვერცა ერთსა ვიხილავ თანამემამულეთაგან, რათა ეძიებდეს სარგებლობასა მამულისასა, მხოლოდ თავის თავის გამოზრდას ცდილობენ დღიურად... არ არის მათსა სულსა შინა ჭეშმარიდება, არამედ დანერგილ არს ყოველი ვნება... არ არს სიყვარული სწავლისა და სწავლულთა, არამედ ყოველი სიძულვილი და მტერობა... არა მოყვარენი არიან შრომის, უკანონოდა და უწესოდ და ფრიად შერევნილად მდგომარეობენ... რაი ვყო მუნ, სადაცა ვერ მომიძიებია არა რაი ღონე და საშუალება“. ხოლო სხვა წერილში იმავე, იოანე ხელაშვილს სწერს: გუშინ „ჟამსა განთიადისასა“ თბილისში მიწა ისე ძლიერ იძრა, რომ ყველა გააღვიძა და ლოგინიდან წამოყარა, მაგრამ „გაღვიძება ესე“ მხოლოდ ფიზიკური იყო. სულიერად ქართველებს ისე ღრმად სძინავთ, რომ ვშიშობ, მათ ვერანაირი მიწისძვრა ვერ გამოაღვიძებსო. მაგრამ, საბედნიეროდ, სოლომონ დოდაშვილმა მოძებნა „ღონე და საშუალება გაღვიძებისთვის ქართველთა“. იგი მიხვდა, რომ საჭირო იყო თავგანწირული შრომა და ბრძოლა, ბრძოლა ქართველთა გამოფხიზლებისათვის. ამ დღიდან დაპატიმრებამდე, - ციხეებამდე და გადასახლებამდე, - სოლომონს დარჩენილი აქვს 5 წელი. ამ ხუთ წელიწადში მან შეუძლებელი შეძლო - მოახერხა ჯერ კიდევ შემორჩენილი, მაგრამ გაბნეული ინტელექტუალური ძალების შემოკრება, პოლიტიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის გაშლა და ამით ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძება და ამოძრავება. სოლომონ დოდაშვილის , როგორც დიდი ეროვნული მოღვაწის, რამდენადმე რთული პორტრეტის წარმოსადგენად აუცილებელია მისი, როგორც პედაგოგის, ჟურნალისტის, მეცნიერის, მწერლის, პოლიტიკოსის დახასიათება. მაგრამ, სანამ, ამ საკითხზე გადავიდოდეთ, საჭიროა, ამთავითვე განვიხილოთ მისი ორი კარდინალური თეზა, ორი ბურჯი, რომელზედაც, არსებითად, დგას სოლომონ დოდაშვილის მსოფლმხედველობა. ერთია, ქართველი ერის ფიზიკური და სულიერი ერთიანობის იდეა . ხოლო მეორე - ევროპეიზმის პროპაგანდა და პრაქტიკული დამკვირდება ქართულ სინამდვილეში. სოლომონ დოდაშვილის ნააზრევის ზერელე გადათვალიერებაც კი გვარწმუნებს, რომ აქ უკვე მოცემულია ეროვნული იდეოლოგიის ის მონახაზი, რომელმაც შემდეგ განვითარება და სრულყოფა ჰპოვა ილია ჭავჭავაძის პროგრამაში. დოდაშვილი თანმიმდევრულად ავითარებდა აზრს, რომ თავისუფლების მიღწევის ერთადერთი გზა, ყველა საზოგადოებრივი ფენის გაერთიანებაა მხსნელი მიზნის გარშემო - მიუხედავად მათი სოციალური თუ საზოგადოებრივი მდგომარეობისა და ინტელექტუალური შესაძლებლობებისა: „არა გვარითა იქების კაცი, არამედ გონებითა და მოქმედებითა ხელოვნად“. ძნელი არ არის აქ ჩანასახის სახით დავინახოთ ქართული აზროვნების უდიდესი მოღვაწე და მონაწოვარი - ილიასეული „საერთო ნიადაგის“ თეორია. ამის გარდა, სოლომონ დოდაშვილისთვის ეროვნული, სოციალური და ზოგადადამიანური თავისუფლების იდეები ბუნებრივ მთლიანობაშია მოქცეული. ხოლო ამ იდეების პრაქტიკული ხორცშესხმის უმთავრესი საშუალება განათლება და მეცნიერებაა. აქაც იგი „თერგდალეულთა“ საგანმანათლებლო პროგრამის წინამორბედად გვევლინება. გვიანი შუასაუკუნეების წყვდიადის შემდეგ, სოლომონ დოდაშვილი იყო საქართველოში ევროპეიზმის ყველაზე მხურვალე პროპაგანდისტი და დამამკვირდრებელი. რა საქმისთვისაც არ უნდა მოეკიდა მას ხელი, ყველგან საბოლოო მიზნად ისახავდა ქართული საზოგადოებრივი ცხოვრებისა და საზოგადოებრივი აზრის დაკავშირებას ევროპულ აზროვნებასა და ცივილიზაციასთან - ქადაგებდა ქართული ენის განვითარების აუცილებლობაზე და ხალხში განათლების გავრცელებას „მოახლოებისათვის განბრძნობილთა მცხოვრებთა ევროპიისათა“. ხაზს უსვამდა ძველი ქართული ფილოსოფიური და ლიტერატურული აზროვნების შესწავლის აუცილებლობას, „რომელიცა აქამომდე წყვდიადსა შინა სიბნელისასა დაფარული იყო მხედველობათა განათლებულის ევროპიისათა“, ხარკოვის უნივერსიტეტის მზრუნველს შემწეობას სთხოვდა სასწავლო-აღმზრდელობითი საქმის წინ წაწევაში. და ა.შ. რუსეთის მონარქიამ, საქართველოში ევროპეიზმის ერთადერთ წყაროდ მის მიერ შემოტანილი კულტურა გადააქცია, რაც მას, თავის მხრივ, ხელსაყრელ ვითარებას შეუქმნიდა ჩვენში ასიმილატორული პოლიტიკის განხორციელებისათვის. ამდენად, საქართველოს სწრაფვა ევროპისაკენ, პეტერბურგსა და მოსკოვს არ გასცილებია. ასეთ პირობებში სოლომონ დოდაშვილის მცდელობა, ეზიარებინა ქართველობა უშუალოდ ევროპულ აზროვნებას და ცივილიზაციას, განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა იყო. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ევროპეიზმი სოლომონ დოდაშვილისთვის იყო არა პოლიტიკური ან კულტურული ორიენტაციის საკითხი, არამედ ქართული აზროვნების, კულტურისა და ცივილიზაციის დაბრუნება მშობლიურ წიაღში, ვინაიდან ქართული კულტურა (ამ სიტყვის უფართოესი გაგებით) ტიპოლოგიურად იმთავითვე ევროპული ხასიათისა იყო. ასე, რომ სოლომონ დდოაშვილისთვის ევროპეიზმი ეროვნული თავისთავადობის შენარჩუნების საშუალება იყო. სოლომონ დოდაშვილმა თვითონვე შეუწყო ხელი ქართული ფილოსოფიური და ლიტერატურული აზროვნების მიღწევათა გატანა-გავრცელებას საქართველოს ფარგლებს გარეთ. მხედველობაში მაქვს მისი ნაშრომის „მოკლე განხილვა ქართულისა ლიტერატურისა ანუ სიტყვიერებისა“, რომელიც 1832 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ - „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი“, ითარგმნა და დაიბეჭდა „ტფილისკოე ვედომოსტიში“, შემდეგ „მასკოვსკიე ვედომოსტიში“, აქედან კი შევიდა ჟარრი დე მანსის წიგნში — „ძველი და ახალი ლიტერატურის, მეცნიერებათა და ნატიფი ხელოვნების ისტორია“. პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნებულმა სოლომონ დოდაშვილმა, სამსახური დაიწყო თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, რომელიც მოგვიანებით გიმნაზიად გადაკეთდა. აქ იგი ასწავლიდა ქართულ ენას და სიტყვიერებას, აგრეთვე, გეოგრაფიას. კეთილშობილთა სასწავლებელში შექმნილ ატმოსფეროს შესანიშნავად გვიხატავს დიმიტრი ყიფიანი: „მთელი მაშინდელი პედაგოგიური სიბრძნე ორი უმთავრესი და ამასთან ერთად, წესით გამოიხატებოდა, - გაკვეთილების სწავლა ზეპირად, ე.ი. შეუგნებლად, მექანიკურად და ყოველი დანაშაულისთვის ხელისგულზე სახაზავით ცემა“. სასწავლებელში შექმნილმა ვითარებამ სოლომონ დოდაშვილზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. „მოწაფეთა ჩემთა არ აქვსთ სული აღძრული და განღვიძებული მისწვდნენ ჭეშმარიტსა კეთილსა და საამო აღმკობილებასა. არ აქვს მიდრეკილება განათლებისადმი“-ო - წერდა იგი იონა ხელაშვილს. მაგრამ მასწავლებლის დაუღალავმა შრომამ, მაინც გამოიღო ბედნიერი ნაყოფი. სოლომონ დოდაშვილმა შეძლო მოწაფეებში ეროვნული გრძნობებისა და ბუნებისაგან ბოძებული ნიჭის გამოღვიძება და ამოძრავება. რამდენიმე წლის შემდეგ ბედნიერი მასწავლებელი აღფრთოვანებული წერს: „მოწაფენი, რომელნიცა აწ იზრდებიან სასწავლებელთა შინა, აღგვითქმენ ფრიად მრავალსა სარგებლობისათვის მამულისა... გული ჩემი მარადდღე ტრფიალებს, ვინაიდგან მრავალთა ახლაგაზრდათა კაცთა იწყის თხზვა შვენიერთა სწიხთა და აღწერა პროზად სხვადასხვათა საგანთა.“ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ სწორედ სოლომონ დოდაშვილის გამოზრდილმა და გამოწვრთნილმა თაობამ იკისრა მისი სიკვდილის შემდეგ ეროვნული მოძრაობის მესვეურობა. მისი მოწაფეებიდან, მარტო დიმიტრი ყიფიანისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის დასახელებაც კმარა . საგანგებოდ უნდა შევჩერდეთ სოლომონ დოდაშვილისა და ნ. ბარათაშვილის ურთიერთობაზე. თანამედროვეთა გადმოცემით - „ბარათაშვილი სულ დოდაშვილის გვერდით იყო - ან გიმნაზიაში, ან სახლში, ანდა სტამბაში და ყველგან სადაც დოდაშვილი იქნებოდა“. თავის მასწავლებელზე მლოცველ ნიკოლოზს მამა ხშირად ეჩხუბებოდა თურმე: - „დოდაშვილს თავი გაანებე, თორემ გაგთოკავენო“, - დაბეჟითებით ამბობდა ვახტანგ ორბელიანი, თან დასძენდა: - დოდაშვილი რომ არა, ალბათ, არც ბარათაშვილი გვეყოლებოდაო. ამ სიტყვებში, ცხადია, არის გადაჭარბება - ნ. ბარათაშვილის გენია ყველა შემთხვევაში გაიკვლევდა გზას. თუმცა ვახტანგ ორბელიანის სიტყვებში, ჭეშმარიტების მარცვალიც უთუოდ არის. მასწავლებელი და მოწაფე ხასიათით ჰგავდნენ ერთმანეთს... ორივე საზოგადოების სული და გული იყო, ორივე გამოირჩეოდა გონებამახვილობითა და მოსწრებული სიტყვა-პასუხით, ორივეს უყვარდა სხვადასხვა უწყინარი საოხუნჯო სცენების გამოგონება და გათამაშება. ამასთანავე, ორივეს ღრღნიდა მელანქოლია და სურვილი განმარტოებისა. მასწავლებელსა და მოწაფეს სიკვდილიც ერთნაირი არგუნა ბედმა. ორივე სრულიად ახლაგაზრდა გარდაიცვალა, ორივე უცხო მიწაზე აღესრულა. 1830 წელს მან თბილისში გამოსცა „შემოკლებული ქართული ღრამატიკა“, რომელიც ალექსანდრე ცაგარელის აზრით, გაცილებით უფრო დემოკრატიზირებულია, ვიდრე მის წინამავალთა ანალოგიური ხასიათის თხზულებანი. სოლომონ დოდაშვილის გრამატიკული სისტემის ზეგავლენა დიდია, მისი მოწაფეების, - განსაკუთრებით ნ. ბარათაშვილზე, - ენასა და ორთოგრაფიაში. სოლომონ დოდაშვილის, როგორც პედაგოგის პორტრეტი, სრული არ იქნება, ოროდე სიტყვით თუ არ შევჩერდით მის „შესხმაზე“. „შესხმაში“ როგორც იმდროინდელი სავალდებულო ეტიკეტი მოითხოვდა, არის რამდენიმე რევერანსი მონარქიული ხელისუფლების შესამკობლად. ამ რევერანსებს შორის კი გადმოცემულია მხურვალე ქადაგება, რომ ქართველმა ახალგაზრდობამ, - „სასოებამან საქართველოისა“, - როგორც ორატორი ამბობს, - თავაუღებლად იშრომოს და თავგანწირვით იბრძოლოს მამულის კეთილდღეობისთვის. „შესხმაში“ იდეალიზებულია ძველი საქართველო, შემდეგ ორატორი ყრუდ კიცხავს ჩვენი უკანასკნელი მეფეების საგარეო პოლიტიკას, რომელმაც „მიიყვანეს საყვარელი მამული ჩვენი ესევითარ ხარისხამდე დამდაბლებისა“. მაგრამ ამ სიტყვაში დიდი ოპტიმიზმიცაა. ჩვენ ძალგვიძსო, - მიმართავს დოდაშვილი საზოგადოებას, - მივაღწიოთ წარსულ დიდებას და გავუთანასწორდეთ დღევანდელ ყველაზე განვითარებულ ევროპულ ხალხებს. ამ სიტყვაში დიდი იმედიცაა: - თქვენი სიბეჯითე, თქვენი სიყვარული სიბრძნის დაუფლებისა, მაფიქრებს, რომ „მამული ესე ჩვენი მოისთვლებს ოდესმე ნაყოფსა კეთილდღეობისა და დიდებისა თვისასა“-ო. იგი ფიქრობდა თბილისში სახალხო ბიბლიოთეკის დაარსებას, ხელნაწერთა გადაწერა-გამრავლებას, ლიტერატურული ჯგუფებისა თუ სალონების დაარსებას და ა.შ. ზოგიერთი რამ მან აქედან მოასწრო კიდეც, ზოგს კი წერტილი დაუსვა მისმა დაპატიმრებამ და გადასახლებამ. მას აღუწერია რიცხვით ექვსასამდე ხელნაწერი წიგნი. ეს იყო არამარტო ხელნაწერების უბრალო აღნუსხვა, არამედ მათი დარგობრივი კლასიფიკაციაც, დღესდღეობით ეს კატალოგიც დაკარგულად ითვლება. თვითონ სოლომონ დოდაშვილს, იმ დროის კვალობაზე, უმდიდრესი ბიბლიოთეკა ჰქონდა. იგი იყო პირველი ჟურნალისტი, რომელმაც ქართული პრესა ეროვნულ ინტერესებს დაუმორჩილა. თავიდან იგი რედაქტორობდა რუსული „ტიფლისკოე ვედომოსტის“ ქართულ ვარიანტს, „ტფილისის უწყებანს“, სადაც ახერხებდა კიდეც ზოგიერთი მნიშვნელოვანი სტატიის თუ ცალკეული ცნობის გაპარებას. დოდაშვილმა გადაწყვიტა ჟურნალის გამოცემა საკუთარი ხარჯებით, მაგრამ, ვინაიდან დამოუკიდებელი ორგანოს დაარსება შეუძლებელი შეიქნა, ფორმალურად დაუკავშირდა ის „ტფილისის უწყებათანი“-ს. მიუხედავად ასეთი სახელწოდებისა, ჟურნალი არსებითად დამოუკიდებელი გამოცემა იყო. მთელი თავის შემოსავალსაც მას ახმარდა, თვითონ კი იმდენად ხელმოკლედ ცხოვრობდა, რომ საკუთარი სახლიც კი არ ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ „სალიტერატურონი ნაწილი ტფილისის უწყებათანი“ შინაარსით, მსოფლმხედველობრივი მთლიანობით, ეროვნული მიზანდასახულობით, პუბლიცისტური სულისკვეთებით, ლიტერატურული და მეცნიერული დონით თამამად უსწორებს თავს იმდროინდელი რუსეთისა და ევროპის საუკეთესო გამოცემებს. ამასთანავე იგი XIX საუკუნის მეორე ნახევრის დიდი ქართული ეროვნული ჟურნალისტიკის ღირსეული წინამორბედია. აქ დაიბეჭდა გიორგი ერისთავის „ოსური მოთხრობა“, გიორგი ერისთავის, - „სენატორად“ წოდებულის, - „მოწოდება ივერთა მამულის დაცვისათვის“, თადეოზ გურამიშვილის „საყვარელო მამულო!“ და სხვა. რაც მთავარია, ჟურნალში სისტემატიურად იბეჭდებოდა თვითონ სოლომონ დოდაშვილის თხზულებები - მეცნიერულიც და მხატვრულიც. „მოკლე განხილვაში“ ავტორი მსჯელობს, აგრეთვე, ქართული სალიტერატურო ენის საკითხებზე. იგი იბრძვის არაქართული ლექსიკის მექანიკურ გადმოღების წინააღმდეგ და ასაბუთებს ეროვნული ლექსიკური მარაგის მაქსიმალურად ათვისების და გამოყენების აუცილებლობას. სოლომონ დოდაშვილის პოლემიკური ოსტატობის საილუსტრაციოდ შეიძლება დავასახელოთ მისი ნაშრომი „შენიშვნა დამარხვის წესსა და ზედა უკანასკნელთა მეფეთა საქართველოისათა“. ესაა პასუხი თბილისში მცხოვრები ჟურნალისტის გორდეევის წერილისა „საქართველოს უკანასკნელ მეფეთა დამარხვის წესები“, რომელშიც მთლიანადაა დამახინჯებული და გაყალბბეული ქართული სამეფო კარის ისტორიულად ჩამოყალიბებული ეტიკეტი. დოდაშვილმა დამაჯერებლად დაასაბუთა „უფალი გორდეევის“ უვიცობა, უსინდისობა და თაღლითობა. ამით მან ბევრს დაუკარგა ქართული საისტორიო წყაროებში ცხვირის ჩაყოფისა და საქართველოს ისტორიის ფალსიფიკაციის სურვილი. უაღრესად საგულისხმოა, ის ფაქტი, რომ 1835 წლის გიმნაზიის მოსწავლეებმა თავიანთ ხელნაწერ ჟურნალში, „ტფილისის გიმნაზიის ყვავილი“, გამოაქვეყნეს სოლომონ დოდაშვილის ორი ნაშრომი: „მეფობა ირაკლი მეორისა“ და ზემოხსენებული „მოკლე განხილვა ქართული ლიტერატურისა ანუ სიტყვიერებისა“. ესაა პერიოდი, როცა სოლომონ დოდაშვილის არა თუ ნაწერების გამოქვეყნება, მისი სახელის ხსენებაც კი სასტიკადაა აკრძალული. საგანგებოდ უნდა შევჩერდეთ დოდაშვილის მონაწილეობაზე 1832 წლის შეთქმულება. თვითონ იდეა შეთქმულებისა, 1825 წელს ჩაისახა საქართველოდან გადასახლებული და პეტერბურგში მცხოვრები ბატონიშვილების წრეში. 1827 წელს დოდაშვილის სამშობლოში დაბრუნების კვალდაკვალ შეთქმულების ცენტრმა საქართველოში გადმოინაცვლა. შეთქმულება იდეურადაც არ იყო ერთგვაროვანი. ერთი ჯგუფი - უმრავლესობა - ავითარებდა საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის დამყარების თვალსაზრისს. მეორე კი - სოლომონ დოდაშვილის მეთაურობით - პარლამენტარული სახელმწიფოს შექმნის იდეას იცავდა. და მაინც 1832 წლის შეთქმულების იდეურ ხელმძღვანელად დოდაშვილი უნდა ჩაითვალოს. მასვე ეკუთვნის, ტექსტი იმ მოწოდებისა, რომლითაც აჯანყების ორგანიზატორებს უნდა მიემართათ ხალხისთვის. ეს მოწოდება ქართული ეროვნული მოძრაობის შესანიშნავი დოკუმენტია (სრული ვერსია): „ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თავისნი რჯულნი, თავისნი სარწმუნოება, თავისი ენა და თავისი ჩვეულება, ჰყვანდა ყოველსა დროსა საკუთარი თავისი ხელმწიფე და არასოდეს არ იყო მოკიდებული სხვასა ზედა და არცა მონა, ვითარცაა აქ არს მამული ესე ჩვენი. და ჩვენი ხმა, სახელი და მამაცობა წინაპართა ჩვენთა ყოველთვის ჰქუხდა და აღავსებდა მსოფლიოსა. მტერი მარადის მოწყლულ იყო და დამხობილ მათგან. ხოლო აწ ხედავთა დამხობასა და არარაობასა მამულისა ჩვენისასა? ჰგრძნობთა შეიწროებასა ყოვლისა კაცისასა?! რაისთვის არს ესე ესრეთ? ნუ უკვე ჩვენ არა ვართ შვილი მამა-პაპათა ჩვენთანა?! ნუ უკვე ჩვენ არა ძალგვიძს შენახვა საკუთარისა მამულისა ჩვენისა?! ნუ უკვე ჩვენ არა გვაქვს სიმხნე და ძალი ესეოდენ, რაოდენიც ჩვენს მამათა ანუ სხვათა მსგავსთა კაცთა?! მაშ რაისთვის ვცოცხლობთ!“ შეთქმულებისთვის ცხადი გახდა, რომ საქართველო ეროვნული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. სულ დაპატიმრებულ იქნა 145 კაცი. ეს იყო ქვეყნის ინტელექტუალური ნაღები და მისი განადგურება ეროვნული მოძრაობის უეჭველ დაღუპვას უქადდა. შეთქმულები მთელ იმპერიაში გაფანტეს, მაგრამ მათმა აბსულუტურმა უმრავლესობამ რამდენიმე წლის შემდეგ შეძლო სამშობლოში დაბრუნება. საუბედუროდ, მათ შორის არ იყო სოლომონ დოდაშვილი. მას მიესაჯა სამუდამო გადასახლება და დაუწესდა უმკაცრესი მეთვალყურეობა. და აი, ავლაბრის ყაზარმებში 18 თვის პატიმრობის შემდეგ, ის ცოლშვილთან ერთად შორეულ ვიატკის გზას გაუყენეს. პეტერბურგში კი შეძრწუნებული და მუხლებზე დაცემული იონა ხელაშვილი მოსთქვამს და ჰგოდებს: „ვჰსტირ კაცსა მას სოლომონ დოდაშვილს... ვჰსტირ და ვგლოვობ დღეთა და ღამეთა შინა... განვილიენით, განვილიენით.“ ვიატკაში სოლომონი საგუბერნიო სამმართველოს კანცელარიაში განამწესეს გადამწერად. ვიატკაში მას გარდაეცვალა მცირეწლოვანი შვილი - ანა. სოლომონსა და მის მეუღლეს ელენე კობიაშვილს ორი ვაჟიშვილი დარჩა - ივანე და კონსტანტინე. უმცროსი - კონსტანტინე მოესწრო მამის სიკვდილს, მაგრამ დოკუმენტების მიხედვით, იმავე წლის ბოლოს იგი უკვე გარდაცვლილია. ჩანს ხუთი წლის კონსტანტინეს ვიატკიდან უკან, საქართველოში მგზავრობის სიმძიმე ვერ აუტანია და გზაშივე დაღუპულა. 1838 წელს ელენე კობიაშვილიც გარდაიცვალა. ასე, რომ, სოლომონ დოდაშვილის ოჯახიდან მხოლოდ ივანე გადაურჩა ცხოვრების ქარტეხილს. იგი 60-იან წლებში გარდაიცვალა. სოლომონ დოდაშვილის შერყეული ჯანმრთელობა, ცხადია, დიდხანს ვერ გაუძლებდა ჩრდილოეთის მკაცრ კლიმატს. იგი ჭლექით დაავადდა. ერთ-ერთი თვითმხილველის სიტყვებით, სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე სოლომონ დოდაშვილი დანებდა ავადმყოფობას. მან ერთი კვირა ლოცვასა და სულიერ სიმშვიდეში გაატარა. 1836 წლის 20 აგვისტოს სოლომონ დოდაშვილი, 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1994 წელს ვიატკიდან გადმოსვენებულ იქნა საქართველოში, თბილისის მთაწმინდის პანთეონში.
კინგი უძღვებოდა 1955 წლის მონტგომერის ავტობუსის ბოიკოტს და მოგვიანებით გახდა სამხრეთის ქრისტიანული კონფერენციის (SCLC) პირველი პრეზიდენტი. SCLC-ის პრეზიდენტობის პერიოდში იგი ორგანიზებას უწევდა რამდენიმე არაძალადობრივ პროტესტს (მაგ. 1963 წელს პროტესტები ბირმინგემში). კაცობრიობას არ დაავიწყდება 1963 წლის მარტში ვაშინგტონში, მარტინ ლუთერ კინგის მიერ ლინკოლნის მემორიალთან წარმოთქმული სიტყვა: „მე მაქვს ოცნება“. 1964 წლის 14 ოქტომბერს, რასობრივ უთანასწორობასთან არაძალადობრივი ბრძოლისთვის მარტინ ლუთერმა კინგმა მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. სიცოცხლის უკანსკნელ წლებში იგი უფრო მეტად ამახვილებდა ყურადღებას სიღარიბეზე, კაპიტალიზმსა და ვიეტნამის ომის საკითხებზე.
მისმა აქტივიზმმა და შთამაგონებელმა გამოსვლებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამერიკის მოქალაქე აფროამერიკელების მიმართ სეგრეგაციის დასრულებაში. მას აგრეთვე წვლილი მიუძღვის 1964 წლის სამოქალაქო უფლებების კოდექსისა და 1965 წლის ხმის მიცემის კოდექსის შექმნაში. მარტინ ლუთერ კინგი დაიბადა 1929 წლის 15 იანვარს, ატლანტაში. საკუთარ ავტობიოგრაფიაში კინგი წერს: „მე დავიბადე დიდი დეპრესიის დროს, რომელიც თავის გამანადგურებელ იარაღს ამ ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭულში ავრცელებდა ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში.“ ის იყო კინგების ოჯახის მეორე შვილი: მას ჰყავდა უფროსი და ვილი და უმცროსი ძმა ალფრედი. მარტინის დედა იყო ალბერტა ვილიამს კინგი, ხოლო მამა - მარტინ ლუთერ კინგი უფროსი. საინტერესოა, რომ კინგს ბავშვობაში, ისევე როგორც მამამისს, ერქვა მაიკლი. თუმცა, როდესაც მაიკლ კინგი უფროსი 1934 წელს ბერლინში გამართულ ბაპტისტურ კონგრესს დაესწრო, იგი მოიხიბლა ცნობილი რეფორმატორის მარტინ ლუთერის სამშობლოთი. შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა გადაწყვიტა, რომ თავისთვისაც და 4 წლის შვილისთვისაც შეეცვალა სახელი. საბოლოოდ, გერმანელი რეფორმატორის საპატივცემულოდ, ორივეს მარტინ ლუთერი დაერქვა, მამა - მარტინ ლუთერ კინგი უფროსი, შვილი - უმცროსი . ვინ იფიქრებდა, რომ გერმანელი რეფორმატორის მსგავსად მარტინ ლუთერ კინგიც ახალი დროის არა მხოლოდ რელიგიური, არამედ მთელი ადამიანური ცივილიზაციის რეფორმატორი იქნებოდა და წარმოდგენას შეუცვლიდა საზოგადოებას რასობრივი დისკრიმინაციის შესახებ. ბოსტონში სწავლისას კინგმა გაიცნო მისი მომავალი მეუღლე კორეტა სკოტი, რომელიც იყო ალაბამიდან და სწავლობდა კონსერვატორიაში. წყვილი 1953 წლის 18 ივნისს დაქორწინდა ალაბამაში, სადაც სკოტის ოჯახი ცხოვრობდა. ჯვარი მათ უფროსმა კინგმა დაწერა, ხოლო კორეტას მოთხოვნით საქორწილო ფიციდან სიტყვა „დამორჩილება“ ამოღებულ იქნა. წყვილს 4 შვილი შეეძინა: იოლანდა, მარტინ ლუთერ III, დექსტერი და ბერნი. მიუხედავად იმისა, რომ კინგს აკადემიურ სფეროში სურდა დარჩენა, მონტგომერში ცხოვრებისას იგი დექსტერის ქუჩაზე არსებული ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი გახდ.ამის პარალელურად ქვეყანაში საშინელი რასობრივი სეგრეგაცია მიმდინარეობდა: შავკანიანები ვალდებულნი იყვნენ მხოლოდ მათთვის განკუთვნილი შადრევნებიდან დაელიათ წყალი, ავტობუსში მათთვის განკუთვნილ ადგილას დამსხდარიყვნენ, საპირფარეშოც კი გამოყოფილი ჰქონდათ. გარდა ამისა, არ შეეძლოთ იმავე ეკლესიაში ლოცვა, სადაც იყვნენ თეთრკანიანები. ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ 1956 წელს დააპატიმრეს როზა პარკსი - ფერადკანიანი ქალი, რომელსაც ასევე მოიხსენიებენ „თავისუფლებისთვის მებრძოლ დედად“ (ის იყო ფერადკანიანი ადამიანების დაწინაურების ეროვნული ასოციაციის ადგილობრივი ფილიალის წევრი (NAACP)). პარკსი ცნობილია იმით, რომ თეთრკანიანთა სკამი დაიკავა ავტობუსში. მსგავსი რამ რამდენიმე ხნით ადრეც დაფიქსირდა, როდესაც 15 წლის გოგონამ კლოდეტ კოლვინმა არ დაუთმო ადგილი თეთრკანიანს, თუმცა საქმე არ გამძაფრებულა, რადგან კლოდეტი ორსულად იყო. 9 თვის შემდეგ, 1955 წლის 1 დეკემბერს ახლა უკვე როზა პარკსმა ავტობუსში ამოსულ თეთრკანიანს ადგილი არ დაუთმო ავტობუსის მძღოლის და კანონის მოთხოვნის მიუხედავად. მომხდარი გახდა სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის ათვლის წერტილი. კინგი მალევე გახდა ამ მოძრაობის ხელმძღვანელი (მონტგომერის გაუმჯობესების ასოციაციის ლიდერი), კერძოდ 381 დღიანი ბოიკოტის, რის გამო მისი სახლიც კი დაბომბეს. [21] პროტესტი წარმატებული აღმოჩნდა: 20 დეკემბერს, 1956 წელს, ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ავტობუსებში სეგრეგაცია არაკონსტიტუციურად გამოცხადდა. ეს გამარჯვება შეიძლება ჩაითვალოს კინგის არაძალადობრივი პროტესტის პირველ დიდ გამარჯვებად. გარდა ამისა, ამ ამბავმა კინგი ამერიკაში საკმაოდ ცნობილ პიროვნებად აქცია. მას ასევე მოიხსენიებდნენ როგორც არაძალადობრივი პოლიტიკის მხედართმთავარს. გამარჯვების შემდეგ, კინგმა გადაწყვიტა ასეთივე პოლიტიკა გაეტარებინა ამერიკის სამხრეთითაც: 1957 წელს მან ძალები გააერთიანა ჯემისონთან და სხვებთან ერთად, და მათ საფუძველი ჩაუყარეს სამხრეთ ქრისტიანული ლიდერების კონფერენციას (SCLC). ამასთანავე, კინგის პირველმა წიგნმა „ნაბიჯი თავისუფლებისკენ: მონტგომერის ისტორია“ კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი მისი სახელის, როგორც ეროვნული სამოქალაქო უფლებების ლიდერის, ცნობადობას. ასეთი წინსვლა, რა თქმა უნდა, არაკეთილისმოსურნეებისთვის აღმაშფოთებელი იყო და მათ აქტიურად დაიწყეს კინგის წინააღმდეგ ქმედებები: 1958 წელს იყო კინგის მკვლელობის პირველი მცდელობა. იმასთან ერთად რომ მის სახლს ერთწლიანი ბოიკოტის დროს არაერთხელ ესროლეს ასაფეთქებელი ნივთიერებები. კინგის, როგორც ლიდერის, ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება მხარდამჭერების მოხვეჭა იყო, იქნებოდა ეს შრომითი კავშირები, მშვიდობის ორგანიზაციები, რელიგიური ჯგუფები თუ სხვა. რადგანაც კინგი აღიარებდა სეგრეგაციასა და კოლონიალიზმს შორის კავშირს, მას ბევრი თანამოაზრე გაუჩნდა აშშ-ს გარეთაც, განსაკუთრებით აფრიკაში. გარდა ამისა, ინდოეთშიც ჰქონდა ვიზიტი (1959 წელს როდესაც შეხვდა ინდოეთის პრემიერ მინისტრს ჯავაჰარლალ ნერუს.ერთთვიანი ვიზიტის დროს, კინგმა კიდევ უფრო მეტად გაიღრმავა განდისეული იდეების ცნობიერება “ქრისტემ გვაჩვენა გზა, განდიმ კი მისი ამუშავების ხერხი“ და დაბრუნებულმა განაცხადა: „ინდოეთი დავტოვე უფრო მეტად დარწმუნებულმა, ვიდრე ოდესმე, რომ არაძალადობრივი წინააღმდეგობა არის ყველაზე ძლიერი იარაღი, რომელიც გააჩნია შევიწროვებულ ხალხს, რათა თავისუფლებისთვის იბრძოლონ.“ 1960-იან წლებში კინგი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ატლანტაში გადავიდა საცხოვრებლად, რათა SCLC-ის სათაო ოფისებთან უფრო ახლოს ყოფილიყო და ასევე მამასთან ერთად ეხელძღვანელა ებნეზერის ბაპტისტური ეკლესიისთვის. 1961 და 1963 წლებში კინგს მესამე და მეოთხე შვილები შეეძინა (დექსტერი და ბერნისი). 1963 წელს, კინგმა ბირმინგემის კამპანიის ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა თავის თავდადებას აფრო-ამერიკელების თავისუფლებისთვის ბრძოლაში. SCLC-ისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციის, ალაბამას ქრისტიანული მოძრაობა ადამიანის უფლებებისთვის, წამოწყებული ბირმინგემის დემონსტრაციები იყო მანამდე ჩატარებულ საპროტესტო გამოსვლებს შორის, რომლებიც სამოქალაქო უფლებებს ეხებოდა, ყველაზე ფართომასშტაბიანი . ამ გამოსვლების დროს კინგმა არ გაუწია წინააღმდეგობა მის, როგორც დემონსტრაციის ხელმძღვანელის, დაკავებას 12 აპრილს . ამან აიძულა კენედის ადმინისტრაცია ჩართულიყო პროტესტებში. აღსანიშნავია, რომ ამ კამპანიამაც გამოიღო შედეგი, კერძოდ: ხშირად ციტირებენ ლუთერის „წერილს ბირმინგემის ციხიდან“, რომელმაც კიდევ ერთხელ ანახა, რომ ბიბლიური თუ სხვა კანონიკური ტექსტების იდეების გამოყენებით, ლუთერს ჰქონდა შესანიშნავი უნარი ზეგავლენა მოეხდინა ხალხზე. თვითონ პროტესტი არც თუ ისე მშვიდობიანი გამოდგა (კინგს აკრიტიკებდნენ კიდეც, რომ ბავშვებს იყენებდა მიზნის მისაღწევად), თუმცა შედეგმა არ დააყოვნა: ბირმნინგემის სასტიკი პოლიციის უფროსმა სამსახური დაკარგა და საზოგადოებრივი ადგილები ფერადკანიანებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ლუთერის დაკავების შემდეგ, ბევრმა ნახა თუ როგორ ექცეოდა ბირმინგემის პოლიცია ფერადკანიანებს. ალაბამის მმართველმა, ჯორჯ ვალანსმა, ფერადკანიანი სტუდენტები უნივერსიტეტშიც კი არ დაუშვა. ყოველივე ამან გამოიწვია ხალხში აგრესია და საბოლოოდ პრეზიდენტი კენედი იძულებული გახდა წარმოედგინა სამოქალაქო უფლებების კანონმდებლობა. 1963 წლის 28 აგვისტოს, ვაშინგტონში კინგის კიდევ ერთი საჯარო გამოსვლა, რომელსაც დაესწრო 200 000-ზე მეტი ადამიანი, იყო სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი კულმინაცია. მისი გამოსვლა ყველასათვის საკმაოდ ცნობილია და ბევრი მას მოიხსენიებს როგორც „მე მაქვს ოცნება“. კინგის ოცნება მდგომარეობდა იმაში, რომ „ერთ დღეს ჩემი ოთხი შვილი იცხოვრებს ქვეყანაში, სადაც მათ განსჯიან არა კანის ფერის, არამედ პიროვნების მიხედვით“ მისი გამოსვლის დამასრულებელი სიტყვები არანაკლებ ემოციური იყო: „მე დღეს გეუბნებით, ჩემო მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თვალს ვუსწორებთ დღევანდელი და ხვალინდელი დღის სირთულეებს, მე კვლავ მაქვს ოცნება. ეს ოცნება ძლიერ არის დაკავშირებული ამერიკულ ოცნებასთან. მე მაქვს ოცნება, რომ დადგება დრო, როდესაც ჩვენი ერი მიიღებს და ბოლომდე გაიაზრებს თავისი მრწამსის ნამდვილ მნიშვნელობას, რომ „ყველა ადამიანი თანასწორია“.“ ამ გამოსვლით კინგმა შთააგონა არა მხოლოდ საზოგადოება, არამედ საკუთარი თავიც. როდესაც ის ტრიბუნიდან ჩამოვიდა, მიხვდა, რომ იპოვა ის რისთვისაც კიდევ უფრო მეტად უნდა ებრძოლა. ცხოვრების დარჩენილი თორმეტი წელიწადი და ოთხი თვე, მან ზუსტად ამ მიზნის მისაღწევად ბრძოლაში გატარა. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონის გამოსვლა საკმაოდ ამაღელვებელი და შედეგიანი იყო, სულ რამდენიმე კვირაში კიდევ ერთი სეგრეგაციის ფაქტი დაფიქსირდა: 1963 წლის 15 სექტემბერს, ბირმინგემის ბაპტისტურ ეკლესიაში ოთხი სკოლის მოსწავლე გოგონა მოკლეს. [ამაზე კინგმა განაცხადა: „ჩვენ უნდა აღვშფოთდეთ არა მხოლოდ იმაზე თუ ვინ მოკლა ისინი, არამედ სისტემაზე, ცხოვრების სტილზე, ფილოსოფიაზე, რომელიც ხელს უწყობს მკვლელობებს.“ 1964 წლის დეკემბერს, კინგმა მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. ამ ფაქტმა, რა თქმა უნდა, დადებითი გავლენა იქონია მარტინის რეპუტაციაზე, მაგრამ ასევე ბევრმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო მისი კრიტიკა. მათ შორის იყო ედგარ ჰუვერი. მარტი ლუთერ კინგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ნობელის პრემიის ლაურეატი: ის მხოლოდ 34 წლის იყო. კინგის პოპულარობა მას შემდეგ შემცირდა, რაც ის ხმამაღლა აცხადებდა, რომ ამერიკა არ უნდა ჩარეულიყო ვიეტნამის ომში. ერთ-ერთი ხმამაღალი გამოსვლა („ვიეტნამს მიღმა“) ამ თემასთან დაკავშირებით მას 1967 წლის 4 აპრილს ნიუ ორკის ეკლესიაში ჰქონდა. ასეთმა გამოსვლებმა საკმაოდ შეასუსტა კინგის რეპუტაცია და FBI-მ მასზე გამოძიებაც კი დაიწყო. გარდა ამისა, კინგი ჩართული იყო სიღარიბესთან ბრძოლის კამპანიებში: 1967 წელს მან ჩამოაყალიბა ღარიბი ხალხის კამპანია, რომელიც მოუწოდებდა მთავრობას უფრო აქტიურად ებრძოლა სიღარიბის წინააღმდეგ. კინგი თავის მხრივ, ისევე როგორც SCLC-ის სხვა წევრები, ასაქმებდა ღარიბ ხალხს. სამწუხაროდ, ხალხი ყოველთვის არ მიყვებოდა კინგის მთავარ მოწოდებას - ყოფილიყვნენ ძალადობის მოწინააღმდეგეები: 1968 წლის 28 მარტის დემონსტრაციის დროს, როდესაც კინგი წინ უძღვებოდა სანიტარულ მუშაკებს, მსვლელობისას ფერადკანიანმა ახალგაზრდებმა დაიწყეს მაღაზიების მიმართულებით ქვების სროლა. რა თქმა უნდა, ასეთი ძალადობის გამოხატვას მოჰყვა კინგის კრიტიკა პრესის მხრიდან. 1968 წელს მარტინი დაბრუნდა მემფისში. 3 აპრილს მან ხალხსაც მიმართა და ოპტიმიზმისკენ მოუწოდა. მომდევნო დღეს, 4 აპრილს, მაშინ, როდესაც ის მოტელის აივანზე იდგა, კინგი მოკლეს. მკვლელობისთვის მოგვიანებით გაასამართლეს თეთრკანიანი სეგრეგატისტი ჯეიმს ერლ რეი. სიკვდილამდე მარტინ ლუთერ კინგი თავდაუზოგავად შრომობდა, რათა შეეცვალა ამერიკული საზოგადოების მიდგომა რასის მიმართ არაძალადობრივი გზით: „თეთრკანიანმა ამერიკელებმა უნდა აღიარონ, რომ შავკანიანი ხალხის სამართალი ვერ დადგება, თუ საზოგადოების სტრუქტურა ძირეულად არ შეიცვლება“ კინგისთვის „შავი რევოლუცია“ იყო იმაზე მეტი, ვიდრე მხოლოდ სამოქალაქო უფლებების მოძრაობა. სიცოცხლის განმავლობაში კინგი 29 ჯერ იყო დაპატიმრებული, მის სახლში ბომბიც კი შეაგდეს 1956 წლის 30 იანვარს, და ამის გარდა ბევრი შევიწროების მსხვერპლი იყო. მაგრამ ამის მიუხედავად ის მუდამ აგრძელებდა ბრძოლას და არ აუღია ხელი იმ საქმეზე, რომელიც მას სწამდა და რომელსაც ემსახურებოდა. კინგის მიზანი თავისუფლებისთვის არაძალადობრივი ბრძოლა იყო, რასაც სიცოცხლის ბოლომდე აკეთებდა. მისი სიტყვებია: „თუ კაცს არ მიუგნია ისეთი რამისთვის, რისი გულისთვისაც შეუძლია მოკვდეს, მის სიცოცხლეს აზრი არ აქვს.“ კინგის გარდაცვალების შემდეგ, მისმა მეუღლემ ატლანტაში დააარსა მარტინ ლუთერ კინგის ცენტრი არაძალადობრივი სოციალური ცვლილებისათვის (ასევე ცნობილია როგორც კინგის ცენტრი). ამ ცენტრის მთავარი მიზანია კინგის არაძალადობრივი მოწოდებების გავრცელება. გარდა ამისა, 1986 წლიდან, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ინიციატივით, აღინიშნება მარტინ ლუთერ კინგის დღე - ყოველი წლის მესამე ორშაბათს. საინტერესოა, რომ გამოძიება კინგის მკვლელობის შესახებ 1999 წლამდე გაგრძელდა. 1957 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კინგი 2500-ჯერ გამოვიდა სიტყვით, დაწერა 5 წიგნი და უამრავი სტატია.
კირიონ II-ს წინაპრებს დიდი წვლილი მიუძღვით კავკასიის მთიელთა – დიდოელთა და ინგუშთა შორის ქრისტიანობის გავრცელების საქმეში. პატრიარქ კირიონის მამა, მღვდელი იერონიმე საძაგლიშვილიც მთიელებში მსახურობდა და დიდი შრომა გასწია ოსთა შორის ქრისტიანული ტრადიციების აღდგენისა და დამკვიდრებისთვის.
პატრიარქი კირიონი, ერისკაცობაში გიორგი, დაიბადა 1855 წლის 10 ნოემბერს. ხელმოკლე ოჯახმა 7 წლის გიორგი ჯერ ანანურის სასულიერო სკოლაში მიაბარა, ხოლო 1862 წლიდან მან სწავლა გორის სასულიერო სასწავლებელში განაგრძო. ამ პერიოდში, როგორც ცნობილი ხალხოსანი მწერალი სოფრომ მგალობლიშვილი იგონებს, მან გიორგი საძაგლიშვილთან ერთად მოიარა შიდა ქართლის თითქმის ყველა ისტორიული ადგილი, შემდეგ კი – მაღრანდვალეთის ქართული სიძველენი. 1876 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, რის შემდეგაც სასწავლებლად გადავიდა კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც 1880 წელს ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაამთავრა. იმავე წელს ოდესის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ დაინიშნა. 1883 წელს სამშობლოში დაბრუნდა და თელავის სასულიერო სასწავლებელში გამწესდა. 1896 წლამდე პედაგოგიურ მოღვწეობას ეწეოდა გორის, ქუთაისის და ტფილისის სასულიერო სასწავლებლებში და ტფილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელში, ასწავლიდა ქართულ და რუსულ ენებს, საღმრთო ისტორიასა და გეოგრაფიას. 1896 წელს დაინიშნა საქართველოს მონასტრების ბლაღოჩინად და კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად. ამ პერიოდში მან დააარსა 19 სამრევლო სკოლა, ააშენებინა სკოლები აწერისხევში, ვანათში, თიანეთში; ყველა სკოლას წიგნთსაცავები და ბიბლიოთეკები შეუქმნა. ამავე პერიოდში ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა წერილებს, გამოკვლევებს საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე, ხალხურ ზეპირსიტყვიერებაზე, ქართულ ლიტერატურაზე, ივერიელის, საძაგელოვისა და ლიახველის ფსევდონიმებით. ცოლ-შვილის სიკვდილის შემდეგ, 1896 წელს აღიკვეცა ბერად კირიონის სახელით და ქვაბთახევის მონასტრის წინამძღვრობა ჩაიბარა. ამ პერიოდში კირიონი ქართლის სოფლებში აგროვებდა ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს, სწავლობდა ხალხის ზნე-ჩვეულებას, ეკლესია-მონასტრების სიძველეებს. ქვათახევის მონასტრის წინამძღვრობის დროს მან ქვათახევიდან ჩამოიტანა და ტფილისის საეკლესიო მუზეუმს ჩააბარა 96 ცალი ხელნაწერი, მათ შორის, XI საუკუნის სახარება, 1494 წელს გადაწერილი „დავითნი“ და სხვა მრავალი ხელნაწერი. კირიონმა, როგორც მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების წევრმა, აღწერა ლიახვის ხეობის ისტორიული ძეგლები, რომელიც 1898 წელს გამოაქვეყნა (ამ აღწერილობას ახლაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მომდევნო ხანებში ბევრი ისტორიული ძეგლი ოსთა მიერ იქნა განადგურებული). 1891 წელს კირიონმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა: „ტრიოდიონი“, „მარხვანი“, სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი ქართული, ცხოვრება და მოქალაქეობა ნეტარისა ანდრია სალოსისა, მსოფლიო ისტორია, ხუცური ასოებით ნაწერი „სადღესასწაულო ღვთისმშვენიერი თხრობით სულისა ფრიად სასარგბლო, რომელსაც ეწოდების გვირგვინი“, “საღვთო მარგალიტი“ – ძველი, ეტრატზე ნაწერი ხუცური საეკლესიო წიგნი, აპოკრიფი ყოვლად წმიდა მარიამის სახარებასა და იოსებზე, XVIII საუკუნის ხელნაწერი ლიტურგია ოქროპირისა, რუსული „ასამაღლებელი“ ქართულის ასოებით, სხვა და სხვა ხელნაწერი წიგნების ფურცლები, „ისტორია გინა მოთხრობა საღმრთო წერილისა ძველისა და ახლისა ახალი აღთქმისა“, მინის სამაჯურები და თელავის ღვთაების ეზოში ნაპოვნი ვერცხლის ოთხი ძველი ფული. ამავე პერიოდში კირიონმა შეისწავლა ძველი ქართული აპოკრაფების უცნობი ხელნაწერი, რომელიც დაცული ყოფილა გორის თავადაზნაურობის წინამძღოლის ივანე რატიშვილის ოჯახში. 1898 წელს კირიონი აკურთხეს ალავერდის ეპისკოპოსად და დანიშნეს ქართლ-კახეთის ეპარქიის მეორე ქორეპისკოპოსად (ვიკარად). ილია ჭავჭავაძის „ივერია“ ასე გამოეხმაურა მის დანიშვნას: „სრული იმედია ყოვლადსამღვდელო კირიონი, კარგად ცნობილი საქართველოში, როგორც განმაახლებელი მრავალთა ნაშთთა ჩვენის ძველის ხუროთმოძღვრებისა და სასულიერო განათლების თანამგრძნობელი, შეძლებისდაგვარად იმოღვაწებს კახეთის სულიერ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების ასპარეზზედ.“ ალავერდის სავიკაროში ჩასვლისთანავე კირიონმა მოუვლელობისაგან განადგურების პირას მისულ ალავერდის ტაძარზე დაიწყო ზრუნვა – ტაძრის სახურავი გამოსაცვლელი იყო, გალავანი შესაკეთებელი. ეპისკოპოსმა კირიონმა შეადგენინა პროექტი და თავისი ხარჯებით დაიწყო ტაძრის შეკეთება. ამავე დროს მან საქართველოს საეკლესიო მუზეუმს გადასცა 68 ხელნაწერი. მათ შორის 1089 წელს გადაწერილი სახარება (ამ აღმოჩენამდე ქართულმა მეცნიერებამ არაფერი იცოდა ბაგრატ IV-ს დროინდელი სახარების შესახებ). კირიონმა ყურადღება მიაქცია XIX საუკუნის საქართველოში გავრცელებულ ერთ ტენდენციას. 1811 წლის შემდეგ, როცა რუსეთის მთავრობამ საეკლესიო სამართლის უხეში დარღვევით საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა და რუსული წირვა-ლოცვა დააწესა, ხალხი პროტესტის ნიშნად ეკლესიებს სტოვებდა. ამით სარგებლობდნენ სომხურ-გრიგორიანული ეკლესიის მესვეურები და უკანონოდ იკავებდნენ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს. მათ ხელში ჩაიგდეს ქართული ეკლესიები თბილისში, გორში, თელავში, დუშეთში. ეპისკოპოსმა კირიონმა ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცელი დასაბუთებული მოხსენებითი ბარათით მიმართა საქართველოს ეგზარქოსს და მოითხოვა სომხებისაგან უკანონოდ მიტაცებული ქართული ეკლესიების დაბრუნება. ერთ-ერთ სომხურ გაზეთში ქართველების შეურაცხმყოფელი სტატიის საპასუხოდ, ეპისკოპოსმა კირიონმა, თვით სომხური საისტორიო წყაროების მოშველიებით, სომეხი ერის ასეთი სურათი დახატა: „ერი ზვავი, გაუგონარი, დიდმეთქავი, უსამართლონი, ტრაბახანი, ზარმაცნი, მძარცველნი, მატყუარანი, მექრთამენი, ცრუმედიდურნი.“ 1901 წელს გადაყვანეს გორის ეპისკოპოსად და ქართლ-კახეთის ეპარქიის პირველ ქორეპისკოპოსად (ვიკარად). ეპისკოპოს კირიონთან თავს იყრიდა განათლებული სამღვდელოება, რომელიც აშკარად გამოხატავდა უკმაყოფილებას ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების გამო. მეფის რუსეთის მთავრობამ და საქართველოს საეგზარქოსომ აშკარად დაინახეს ის დიდი საფრთხე, რაც კირიონის მოღვაწეობიდან მომდინარეობდა. ამ დროიდან იწყება კირიონის დევნა-შევიწროება და ადგილიდან ადგილზე გადაყვანა. 1902 წელს კირიონს კამენეც-პოდოლსკის ეპარქიაში გზავნიან, აქედან 1903 წელს ხერსონში, 1904 წელს ორიოლის ეპარქიაში. სწორედ ეპისკოპოს კირიონის მუშაობის შედეგი იყო ის, რომ 1905 წელს თბილისში ჩატარდა დიდი საეკლესიო კრება, სადაც ქართველი სამღვდელოება იხილავდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხებს. საქართველოს ეგზარქოს ალექსის მოთხოვნით მეფისნაცვალმა ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა კაზაკების მეშვეობით დაარბია საეკლესიო კრების მონაწილენი. რუსმა სლავოფილებმა პეტერბურგის პრესში დაბეჭდეს წერილები, რომლებშიც დაგმეს თბილისში ქართველი სამღვდელოების დარბევა. ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილი, ილია ჭავჭავაძის მეთაურებით, მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვს ეახლა და ოფიციალურად მოსთხოვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვა. მეფის მთავრობა იძულებული შეიქმნა ფორმალურად დაენიშნა პეტერბურგში სპეციალური სხდომა, სადაც უნდა განხილულიყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი. ეპისკოპოსმა კირიონმა სხდომაზე წაიკითხა ორი მოხსენება: 1. რა აიძულებს ქართველებს იმეცადინონ თავისი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაზე; 2. ეროვნული პრინციპი ეკლესიაში; აღნიშნულ მოხსენებებში კირიონი ასაბუთებდა, რომ ეკლესიური მონობა ყველა მონობაზე უარესია. ფორმალურად დანიშნულმა კომისიამ, სადაც უმრავლესობას წარმოადგენდნენ დეკანოზ ივანე ვოსტორგოვის მიმდევრები, უარყვეს ქართველი სამღვდელოების მოთხოვნები, რის შემდეგაც კიდევ უფრო გაძლიერდა კირიონის დევნა-შევიწროვება. 1906 წელს კირიონი სოხუმის ეპარქიაში გადაიყვანეს, სადაც მან დიდი მუშაობა გასწია ქართული ეკლესია-მონასტრების აღდგენისა და მოღონიერების საქმეში. მღვდელმთავრის საქმიანობამ რუს მოხელეებში სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია, რის შედაგადაც კირიონი 1907 წლის 27 იანვარს სოხუმიდან კოვნოს ეპარქიაში გადაიყვანეს, აფხაზების გაქართველების მცდელობის ბრალდებით. 1907 წლის სექტემბერში კირიონს ილია ჭავჭავაძის გასვენებაზე საქართველოში ჩამოსვლის უფლება არ მისცეს. კოვნოდან მან მხოლოდ სამძიმრის დეპეშის გამოგზავნა მოახერხა. 1907 წელს დაარსდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომელსაც შემოწირული სახსრებით უნდა ეარსება. ეპისკოპოსი კირიონი სიხარულით ატყობინებდა საზოგადოების თავმჯდომარეს ექვთიმე თაყაიშვილს თავის მზადყოფნას – დახმარებოდა როგორც ფინანსურად, ასევე მორალურად. ე.თაყაიშვილი იგონებდა: „ეპისკოპოსმა კირიონმა ჯერ კიდევ ექსორიაში ყოფნის დროს შემოსწირა საზოგადოებას თავისი მდიდარი ბიბლიოთეკა ხელნაწერებისა და ნაბეჭდი წიგნებისა, მრავალი საარქეოლოგო ნივთი, ალბომები, სურათები და დიდი ნუმიზმატური კოლექცია. წელიწადი არ გავიდოდა ისე რომ რაიმე ნივთი, ხელნაწერი თუ ფული არ გამოეგზავნა ახალი საზოგადოებისათვის.“ 1908 წლის ზამთარში კირიონს, რუსეთის სინოდის დადგენილებით დააპატიმრეს მღვდელმქმედების უფლება ჩამოართვეს. თავდაპირველად უადგილოდ დატოვებული ეპისკოპოსი ჟანდარმერმების თანხლებით კურიაჟის მონასტერში (ხარკოვის გუბერნია) გაგზავნეს. აქედან იანვარში ავადმყოფი ეპისკოპოსი ჟანდარმებმა მოსკოვის გზით სანაქსარის უდაბნოში მიიყვანეს, სადაც ცივ-ნოტიო ოთახში მოათავსეს და გადაცმული პოლიციელები მიუჩინეს თვალყურის საგდებლად. გარდა ამისა, რუსეთის მთავრობამ კირიონს 1908 წლის 28 მაისს თბილისში მოკლული ეგზარქოს ნიკონის მკვლელობა დააბრალა. ამგვარმა ცილისწამებამ, როგორც ქართული, ისევე რუსეთის საზოგადოების დემოკრატიული ნაწილი აღაშფოთა. ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ევგენი გეგეჭკორმა პრესის წარმომადგენლების შეკითხვაზე ასე უპასუხა: „ეს ველური და შეუსაბამო ბრალდებაა. ბრწყინვალე პიროვნება ეპისკოპოსის კირიონისა მის მტერთ მოსვენებას არ აძლევს, მის სახელს რომ ჩირქი მოსცხონ, საშუალებას არ ზოგავენ.“ ევროპაში კირიონის დაცვის საზოგადოებაც შექმნეს, რომელმაც დაიწყო ხელმოწერების შეგროვება კირიონის განთავისუფლების მოთხოვნით. ბელგიიდან ადამიანის უფლებების დაცვის თავმჯდომარემ ჟორჟ ლორანმა ბრიუსელიდან 1909 წლის 20 მარტს სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარეს ნიკოლოზ ხომიაკოვს სთხოვა დაეცვა ეპისკოპოსი კირიონი დევნა-შევიწროებისაგან. მიუხედავად მძიმე პირობებისა, კირიონს მომავლის რწმენა არ დაუკარგავს. მღვდელ იოსებ ჩიჯავაძისადმი გაგზავნილ წერილში იგი წერდა: „ჩემი აქ ყოფნა ხომ მეტად მძიმეა, მაგრამ მით უფრო დამიმძიმდება, როდესაც გულსაკლავი და არასანუგეშო ამბები მომივა სამშობლოდან… მომავალი ჩვენს ხელშია, კეთილსინდისიერი შრომაა მისი დამაგვირგვინებელი… წინ ფიანდაზის მაგივრად, მართალია, ეკლიანი გზა გვიდევს, მაგრამ ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია, სიყვარულით უნდა ავიტანოთ ტანჯვა, ვინაიდან ტანჯვა სიყვარულის ნაყოფია, ძალა ტანჯვაშია.“ რუსეთის მთავრობამ 1915 წელს კირიონის დევნა-შევიწროვება შეწყვიტა. მას მღვდელმოქმედების უფლება დაუბრუნეს და პოლოცკისა და ვიტებსკის ეპარქია ჩააბარეს, მაგრამ სამშობლოში ჩამოსვლის ნება არ დართეს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციით ისარგებლა ქართველმა სამღვდელოებამ და საგანგებო საეკლესიო კრებაზე მიიღო გადაწყვეტილება: ამიერიდან, 12 მარტიდან გრძელდება საქართველოს ავტოკეფალია, დროებით კათალიკოზის ამორჩევამდე ეკლესიის გამგედ დაინიშნა გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე; საქართველოს ეკლესიის მმართველობა ევალება აღმასრულებელ კომიტეტს, რომელშიც შედიან როგორც საერო, ისე სასულიერო პირები. ქართველ მორწმუნეთა ჯგუფმა, ჩიტო კაპანაძის ხელმძღვანელობით, კირიონთან დელეგაცია გაგზავნა, რათა იგი დაბრუნებულიყო საქართველოში და მონაწილეობა მიეღო სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის არჩევნებში. კირიონმა ყურდღებისათვის მადლობა გადაიხადა, მაგრამ მოწვევას მტკიცე უარით უპასუხა, მაგრამ, ქართული საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნით 1917 წლის ზაფხულში ეპისკოპოსი კირიონი სამშობლოსაკენ გამოემგზავრა. სამშობლოსაკენ მომავალ მღვდელმთავარს არაგვის ხეობაში ასოცამდე ცხენოსანი შეეგება გიგო ყარანგოზიშვილის ხელმძღვანელობით. იგი დიდი პატივით მიაცილეს დედაქალაქამდე, თბილისში კი ბრწყინვალე შეხვედრა მოუწყვეს. კირიონი ჩამოსვლისთანავე აქტიურად ჩაება სრულიად საქართველოს საეკლესიო კრების მოსამზადებელ სამუშაოებში. აპრილის შუა რიცხვებში ეპისკოპოს კირიონისადმი შემოთავაზებული იყო პეტროგრადის მიტროპოლიტის თანამდებობა, რაზეც მან უარი განაცხადა და არჩია არმაზის მონასტერში დაბინავებულიყო[6]. 1917 წლის 8 სექტემბერს თბილისში გაიხსნა სრულიად საქართველოს საეკლესიო კრება. კრებას თავჯდომარეობდნენ გიორგი ჟურული, ტრიფონ ჯაფარიძე, სპირიდონ კედია. კრებამ განიხილა საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის ეპარქიების, საკათალიკოზო საბჭოს შექმნის საკითხები. შეიქმნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების ხმის დამთვლელი კომისია დეკანოზ ნიკიტა თალაქვაძის თავჯდომარეობით. 17 სექტემბერს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები. კენჭისყრაზე დაშვებული იქნა სამი კანდიდატი — მიტროპოლიტი ლეონიდე, ეპისკოპოსი კირიონი და არქიმანდრიტი ამბროსი, რომელმაც მოხსნა კანდიდატურა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები სიონის ტაძარში ჩატარდა. არჩევნებში მონაწილეობა 448 ადამიანმა მიიღო. სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქად კრების მიერ 12 ხმის სხვაობით არჩეული და დამტკიცებული იქნა ეპისკოპოსი კირიონი. 1917 წლის 1 ოქტომბერს კვირას მცხეთობა დღეს მოხდა კირიონ II-ის ინთრონიზაცია. მართალია საეკლესიო კრებამ სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქად უწმინდესი და უნეტარესი კირიონ II აირჩია, მაგრამ არ გააუქმა ტფილელი მიტროპოლიტის თანამდებობა. ეს ნაბიჯი იმით იყო გამართლებული, რომ რუსეთის მთავრობის მიერ დანიშნული ეგზარქოსი პლატონი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადების შემდეგ, თავის თავს ტფილელ მიტროპოლიტს უწოდებდა და ამით ეგზარქოს პლატონის პოზიციები შესუსტდებოდა. უწმინდეს კირიონ II-ს სიონში არ წირავდა: იქ ტფილელი მიტროპოლიტი ლეონიდე სწირავდა, ხოლო კირიონი – ანჩისხატში, თანახმად ძველი ისტორიული ტრადიციისა. კირიონის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევისთანავე თავი იჩინეს ინტრიგებმა, რასაც რუსი ეგზარქოსის ჯაშუშები აღვივებდნენ. იოსებ იმედაშვილი იგონებს: „ერთ სხდომაზე წამოიჭრა საკითხი კათოლიკოზის პირადი მდივნისა და საკათალიკოსო საქმეთა მმართველის ასარჩევად. კორნელი კეკელიძემ და კალისტრატე ცინტაძემ კანდიდატად წამოაყენეს დავით დავიდოვი, დავითაშვილი. ამის ხსენებაზე კირიონი საშინლად ცუდად შეიქმნა, აინთო, მაგრამ თავი შეიმაგრა … თქვენ თუ საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველად დავიდოვს აირჩევთ, მე კათალიკოზის ხარისხს ავიყრიო“ დავიდოვი იყო ეგზარქოსის ჯაშუში და ყოველივე ქართულის მტერი. იგი არ აირჩიეს, მაგრამ მომხდარი ინციდენტი ფრიად დამაფიქრებელი იყო – დავიდოვმა არაერთხელ სცადა კირიონ II შეურაცხყოფა და მისი ფიზიკური მოსპობა. პატრიარქმა კირიონ II-მ შექმნა ძლიერი საკათალიკოსო საბჭო, რომელშიც სასულიერო პირებთან ერთად საერონიც შედიოდნენ. ქართველმა ხალხმა განსაკუთრებული ზეიმით გადაიხადა მცხეთაში, სვეტიცხოველში კირიონ II კათოლოკოსად კურთხევა. ეს დღე სვეტიცხოვლობას დაემთხვა. კათოლიკოსის კურთხევას დაესწრნენ ინგლისის, ბელგიის, საფრანგეთის კონსულები. გაზეთი „საქართველო“ იტყობინებოდა: „როდესაც კათოლოკოზი შემოსეს ძველებური ომოფორითა და მიტრით, ეს იყო კიდევ ერთი ახალი წუთი, რომელმაც აგრძნობინა ხალხს სანატრელი გაცოცხლება ძველი საქართველოსი. პატრიარქის სახე იმ წუთში უსათუოდ დაუვიწყარია. ის იყო მთლიანად უძრავი და განათებული. წარსული ტანჯვა სჩანდა მის ფერმკრთალობაში. მისი ხმა იყო ნელი და მთრთოლავი და საკმევლის წმინდა სურნელებაში მორწმუნე გული იგრძნობდა მისტიურად განგების სიახლოვეს.“ კირიონ II თავის სიტყვაში, რომელიც მან სვეტიცხოველში აღსაყდრებასთან დაკავშირებით წარმოთქვა, ხაზი გაუსვა სარწმუნოების წმინდად დაცვის, ეკლესიისა და ერის ერთიანობის აუცილებლობას; საქართველოში მცხოვრები სხვა ერებისადმი პატივისცემას, სწავლა-განათლების საქმეში საქართველოს ეკლესიის როლის ამაღლებას, სასულიერო პირებში ეროვნული მიმართულების სულისკვეთების ამაღლების აუცილებლობას: „სამშობლო, საყვარელო, ღვთისმშობლის წილხვდომილო, ბრძმედსა შინა ტანჯვა -ვაებისას განწმენდილო! შენთვის დაწეული, შენგან განშორებული, შენთვის მტირალი, მუდამ შენსკენ ლტოლვილი დღეს განგისვენებ ტკბილსა შინა წიაღსა შენსა არა ვითარცა შვილი უძღები, არამედ ვითარცა მესაიდუმლე და სინდისი ეკლესიისა შენისა … ვიცი, შენი გულისყური ამჟამად ჩემკენაა მოქცეული და მეკითხები: რა მომიტანე, რა მალამოსა სცხებ იარებსა ჩემსა, რით მანუგეშებ სევდა მოსილსა? ყური მომიპყარ: “არა მოველ, რათა გიმსახურო, არამედ მსახურებად შენდა და მიცემად სული ჩემი სახსრად შენდა” (მთ. 20: 28) მოვედი არა ვითარცა მწე სასყიდლით დადგინებული, არამედ ვითარცა მწე ერთგული და მარად მორჩილი.“ კირიონ II წერილები დაუგზავნა მსოფლიოს მართლმადიდებლურ ეკლესიათა მეთაურებს, რომელშიც მოკლედ, დასაბუთებულად გადმოსცემდა საქართველოს ეკლესიის ისტორიას და მოითხოვდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობას. ახლადარჩეულ პატრიარქს მრავალი პრობლემა უნდა გადაეწყვიტა: გაძარცვულ-გაპარტახებული საეკლესიო ქონების კვლავ შეგროვება, ეპარქიების აღდგენა-მოწესრიგება, ქართული სასულიერო ლიტერატურის გამოცემა, სასულიერო პირთათვის ელემენტარული საარსებო პირობების შექმნა და სხვა. 1918 წლის 26 იანვარს წმინდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს თბილისში გაიხსნა უნივერსიტეტი. სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქმა კირიონ II უნივერსიტეტის ეკლესიაში პარაკლისი გადაიხადა. კირიონი II აღფრთოვანებული შეეგება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, 1918 წლის 27 მაისს თავისუფლების მოედანზე საზეიმო პარაკლისი გადაიხადა და შეკრებილ საზოგადოებას მგზნებარე სიტყვით მიმართა. 1918 წლის 28 ივნისს გაზეთი „საქართველო“ იტყობინებოდა: „სრულიად საქართველოს კათოლოკოზ-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი კირიონ II 26 ივნისს სოფელ მარტყოფს გაემგზავრა საპატრიარქო რეზიდენციაში ... 27 ივნისს დილით იგი მიცვალებული იპოვეს მის საწოლ ოთახში...“ დეკანოზი ნ. თალაკვაძე იგონებს: „ხმა დაუყარეს რომ „თავი მოიკლაო!“ 68 წლის მოხუცმა, რომელსაც დამბლის გამო პირზე ჭიქა ვერ მიჰქონდა დასალევად, ასეთი ხელით მწოლიარემ რევოლვერი დაირტყა და თავი მოიკლაო! რევოლვერი იქვე ეგდო ცხედართან: რევოლვერი დაკეტილი იყო. როგორ, თავი მოიკლა და რევოლვერი დაკეტა? გვერდზე დაიგდო?! ასეთი დასკვნა გამოუტანა „გამოძიებამ“... ამის გამო მქონდა პირადი შეტაკება ნოე რამიშვილთან. 1918 წლის ივლისში, როდესაც ანჩისხატის ტაძარში მესვენა უცნაურად ტყვიით განგმირული კათოლიკოზი კირიონი, დიდძალი ხალხის თანდასწრებით გადავიხადე პანაშვიდი, ჯერ წარმოვთქვი მეტად აღგზნებული სიტყვა იმის თაობაზე, რომ მოწმე ვიყავი იმ არაადამიანური მეფისტოლფელური დევნა-შევიწროვებისა, რომელიც წილად ხვდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურ უფლებებში აღდგენილ მის პირველ კათოლიკოზს.“ ნიკიტა თალაკვაძემ ეჭვი მიიტანა მათზე, ვინც იდეურად ამზადებდნენ ნიადაგს პატრიარქის მკვლელობისთვის, შფოთსა და შუღლს აღვივებდნენ ქართულ ეკლესიაში. ამის გამო ნოე რამიშვილმა, რომელიც მაშინ მენშევიკთა მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, დეკანოზი თალაკვაძე გამოიძახა და დატუქსა. ნოე ჟორდანიას მწუხარება გამოუთქვამს კათოლიკოზ-პატრიარქ კირიონ II გარდაცვალების გამო, მაგრამ გამოძიება არ წარმართულა იმ მიმართულებით, საიდანაც სინამდვილე გაირკვეოდა. საზოგადოებრივ საწყისებზე გამოძიება უწარმოებია ცნობილ მწერალ იოსებ იმედაშვილს. კირიონ II დაკრძალეს 7 ივლისს, ნაშუადღევის 4 საათზე სიონის ტაძარში. კათოლიკოზ-პატრიარქ კირიონ II-ის მკვლელობის შემდეგ მოკლეს მირიან ბერი (კირიონის დამცველი), ქუთათელი ეპისკოპოსი ანტონ გიორგაძე, მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე. ამალ ალამუდინი დაიბადა ბეირუთში, ლიბანში. მისი სახელი არაბულიდან მომდინარეუბს - ამალ, რაც ნიშნავს "იმედს".
გოგონას ოჯახმა ლიბანი დატოვა, როდესაც ის ორი წლის იყო, ლიბანის სამოქალაქო ომის დროს და დასახლდა ჯერარდ კროსში, ბუკინგემშირში. მამამ, რამზი ალამუდდინმა, ლიბანელმა დრუზმა ბაკლაინის ალამუდინების ოჯახიდან (სოფელი ჩოუფის რაიონში), მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების დიპლომი ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში. იგი ლიბანში დაბრუნდა 1991 წელს. დედა, ბარია (დაბ. მიქნასი), ჩრდილოეთ ლიბანიდანაა, ტრიპოლიდან, სუნიტი მუსლიმების ოჯახიდან. ის პოლიტიკური ჟურნალისტი და პანარაბული გაზეთის al-Hayat (ალ-ჰაიათ)-ის უცხოელი რედაქტორია, დამფუძნებელია კომპანიისა International Communication Experts. ამალ ალამუდინს ჰყავს სამი და-ძმა: ერთი და ორი ნახევარძმა მამის პირველი ქორწინებიდან. ამალმა იურიდიული განათლება მიიღო დიდ ბრიტანეთშა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტის სენტ ჰიუს კოლეჯი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა საერთაშორისო სამართლის, ექსტრადიციისა და ადამიანის უფლებების დაცვის სპეციალობით. საუბრობს ინგლისურ, ფრანგულ და არაბულ ენებზე. ამალ ალამუდინი 2002 წელს ნიუ- იორკის ადვოკატთა კოლეგიის წევრი გახდა. 2004 წელს დაიკავა თანამდებობა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში. 2010 წელს დაიწყო მუშაობა იურიდიულ ფირმაში Doughty Street Chambers. მუშაობდა იურიდიულ საკითხთა მრჩევლად იუგოსლავიის საერთაშორისო სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ასევე იყო პროკურორის უფროსი იურიდიული მრჩეველი ლიბანის საკითხების შემსწავლელ სპეციალურ ტრიბუნალზე. 2019 წელს იგი დაინიშნა მედიის თავისუფლების სპეციალურ წარმომადგენლად გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის მიერ. ხსენებული თანამდებობიდან გადადგა 2020 წელს. ამალ ალამუდინი წარმოადგენს კამბოჯის მთავრობას ტერიტორიულ დავაში ტაილანდთან მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს წინაშე, სომხეთის მხარეს სასამართლოში დოგუ პერინჩეკის წინააღმდეგ, ჩაგოს არქიპელაგის მოსახლეობას, რომელიც იბრძვის კუნძულებზე დაბრუნების უფლების მოპოვების გამო, საიდანაც ისინი განდევნეს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის განლაგებისას. ამალ ალამუდინის კლიენტებს შორის არიან WikiLeaks– ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი, უკრაინის ყოფილი პრემიერ მინისტრი იულია ტიმოშენკო, მალდივის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი მოჰამედ ნაშიდი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა, ეგვიპტელ – კანადელი ჟურნალისტი მუჰამედ ფაჰმი და სხვა ცნობილი პიროვნებები. ამალ ალამუდინი არის კლუნის სამართლის ფონდის პრეზიდენტი, რომელიც მან და მისმა მეუღლემ ჯორჯ კლუნმა დააარსეს 2016 წლის ბოლოს. ფონდის მიზანია სამართლიანობის დამკვიდრება სასამართლო დარბაზებში, თემებსა და საკლასო ოთახებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი თაოსნობით დაწესდა ამალ კლუნის სახელობის სტიპენდია, რომელიც მიზნად ისახავს ყოველწლიურად ლიბანიდან ერთი სტუდენტი გოგონას გაგზავნას დილიჯანის საერთაშორისო კოლეჯში ორწლიანი პროგრამით. 2014 წლის 27 სექტემბრიდან ამალი დაქორწინებულია მსახიობ და რეჟისორ ჯორჯ კლუნზე. მეუღლეებს ტყუპები ჰყავთ - ვაჟი ალექსანდრე და ქალიშვილი ელა. 1919 წლის 7 დეკემბერს ერთა ლიგის საქართველოს ასოციაცია შეიქმნა, რომელმაც, საგანგებო მანდატით აღჭურვილი პირების მეშვეობით, ერთა ლიგის სხვადასხვა მოქმედ სტრუქტურებთან პირდაპირი ურთიერთობა დაამყარა. ერთა ლიგის ქართული ასოციაციის ძალისხმევით, 1920 წლის 12—16 ოქტომბერს იტალიის ქალაქ მილანში გამართულ ერთა ლიგის საერთაშორისო ასოციაციების მეოთხე კონგრესზე საქართველოს საკითხი სერიოზული მსჯელობის საგანი გახდა. კონგრესზე საქართველოს სახელით ნიკოლოზ ჯაყელი მიიწვიეს. ამის შესახებ მასაც და ერთა ლიგის ასოციაციების მეოთხე კონგრესის თავმჯდომარესაც ოფიციალური ტელეგრამით აცნობეს, რომლის შინაარსი ქართულ პრესაში გამოქვეყნდა. იმ დროისთვის საქართველოს ასოციაცია ერთა ლიგის ასოციაციის წევრად მიღებული არ იყო და არც თავისი სტატუსი გაუგზავნია, რაც, ნ. ჯაყელის აზრით, დიდი შეცდომა იყო.
1920 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის სახელზე გაგზავნილ წერილში ის მოითხოვდა, რომ საქართველოს მთავრობას ფრანგულ და ქართულ ენებზე სტატუსის ტექსტი დაუყოვნებლივ გაეგზავნა. ნ. ჯაყელი კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად არათუ მიიწვიეს, უფრო მეტიც, კენჭისყრის დროს იგი გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობდა. როგორც საქართველოს ასოციაციის ხელმძღვანელი, ნ. ჯაყელი კონგრესზე სიტყვით გამოვიდა. მოხსენება იტალიის პოლიგრაფისტთა საზოგადოებამ 1920 რომში დასტამბა. კონგრესზე გამოსვლისას მან თქვა: „...აუცილებელია ავაღორძინოთ ქართველი ხალხის ის სულიერი იდეები, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ მთელი თავისი წარსული ისტორიის მანძილზე და რომლებიც საფუძვლად უდევს ერთა ლიგას. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რა არის საერთაშორისო ურთიერთობის უხეში ძალა და მზადაა რა ბოლომდე დაიცვას თავისი სიცოცხლე და თავისი თავისუფლება, მას სწადია, მთელი საერთაშორისო ცხოვრების განახლება. ისეთი წესრიგის დამყარება, რომლის დროსაც მისი უფლებები, ისევე როგორც, სხვა ხალხების უფლებები, დაცული იქნება არა ხიშტებით, არამედ მთელი ცივილიზებული კაცობრიობის საზოგადოებრივი აზრით... ერთა ლიგამ უნდა მიიღოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის შემადგენლობაში და გაუწიოს მორალური მხარდაჭერა, რისი უფლებაც ამ რესპუბლიკას უდავოდ აქვს. ვიმედოვნებ, რომ უმაღლესი საბჭო დაუყოვნებლივ აღიმაღლებს თავის გავლენიან ხმას ჩვენი სამართლიანი საქმის მხარდასაჭერად.“ ნიკოლოზ ჯაყელის გამოსვლა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ კონგრესის თავმჯდომარის — რუფინის წინადადებით, საქართველოს ასოციაცია ერთა ლიგის მსოფლიო ასოციაციის სრულუფლებიან წევრად ერთხმად მიიღეს, წინააღმდეგ ხმა მისცა მხოლოდ რუსეთის წარმომადგენელმა — ესერმა აქვსენტიევმა. საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ნიკოლოზ ჯაყელი ემიგრაციაში წავიდა და ევროპაში საქართველოს ეკონომიკური წარმომადგენელი იყო. მას შემდეგ, რაც საქართველოს საელჩო პარიზში ლეგაციად გადაკეთდა (ელჩი — ა. ჩხენკელი, პირველი მდივანი ს. ასათიანი. მრჩევლები — ა. ჟორჟოლიანი და ა. ქუთათელაძე. საინფორმაციო ბიუროს გამგე — ვლ. ვოიტინსკი), ეკონომიკური ნაწილის გამგე ჯერ მ. სკობელევი, ხოლო შემდეგ ნიკოლოზ ჯაყელი გახდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მინდობილობით, ბენია ჩხიკვიშვილთან ერთად შეიძინა ლევილის მამული. გლორია ოლრედი დაიბადა ფილადელფიაში, მუშათა კლასის ებრაულ ოჯახში 1941 წლის 3 ივლისს. მისი მამა, მორისი, გამყიდველად მუშაობდა; დედა, სტელა, წარმოშობით დიდი ბრიტანეთიდან, მართავდა ოჯახს.
ფილადელფიის გოგონების საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, გლორია ოლრედი დაესწრო პენსილვანიის უნივერსიტეტს, სადაც გაიცნო მისი პირველი ქმარი, პეიტონ ჰადლსტონ ბრეი უმცროსი. 1961 წლის 20 სექტემბერს წყვილს ერთადერთი შვილი ლიზა ბლუმი შეეძინა და მალევე განქორწინდნენ. ლიზა ბლუმი ასევე იურისტია და ცნობილია, როგორც ყოფილი ტელეწამყვანი. გლორია ოლრედი დაბრუნდა მშობლებთან და განაგრძო განათლება. 1963 წელს მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი ინგლისურ ენაზე, წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი. პროფესორის ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, მან დაწერა დისერტაცია შავი მწერლების შესახებ. გლორია ოლრედი მუშაობდა რამდენიმე პროფესიით, სანამ მასწავლებლობა გადაწყვიტა და ბენჯამინ ფრანკლინის საშუალო სკოლაში დასაქმდა. მან დაიწყო მუშაობა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე, სადაც დაინტერესდა სამოქალაქო უფლებების მოძრაობით. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ გლორია ოლრედი გახდა მასწავლებელი და 1966 წელს გადავიდა ლოს ანჯელესში, სადაც ცხოვრობდა უოტსში. იგი მუშაობდა ლოს-ანჯელესის მასწავლებელთა ასოციაციაში და ასწავლიდა იორდანიის საშუალო სკოლასა და ფრემონტის საშუალო სკოლაში. თავის ავტობიოგრაფიაში ის აღწერს, თუ როგორ გააუპატიურეს იგი 1966 წელს აკაპულკოში შვებულების დროს იარაღის მუქარით. მან აღმოაჩინა, რომ ორსულად იყო და აბორტი გაიკეთა. იმ დროს აბორტი აკრძალული იყო, ამიტომ აბორტი ხეივანში გაიკეთა. პროცედურის შემდეგ მას შინაგანი სისხლდენა აღენიშნებოდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი თქმით, გაუპატიურების შესახებ მან არ შეატყობინა, რადგან არ ეგონა, რომ მას ვინმე დაუჯერებდა. 1968 წელს იგი დაქორწინდა უილიამ ალრედზე. იგი ჩაირიცხა სამხრეთ-დასავლეთის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში და შემდეგ გადავიდა Loyola Marymount-ის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ლოს ანჯელესში. გლორია ოლრედმა დაამთავრა და 1975 წელს კალიფორნიის ბარში ჩაირიცხა. ოლრედი ქმარს 1987 წელს დაშორდა და გვარი დაიტოვა. თავისი ოთხათწლიანი იურიდიული კარიერის განმავლობაში, გლორია ოლრედი წარმოადგენდა კლიენტთა მრავალფეროვნებას სამოქალაქო უფლებების საქმეებში, რომლებიც დაკავშირებულია სექსუალურ შევიწროებასთან, ქალთა უფლებებთან და სამუშაო დისკრიმინაციასთან. New Republic-მა მას ,,დიდი ხნის პრესკონფერენციის ოსტატი" უწოდა. ის ხშირად იღებს გახმაურებულ საქმეებს, ამისთვის იყენებდა პრესკონფერენციებსა და ტელევიზიებს. გლორია ოლრედი წარმოადგენდა ბევრ კლიენტს ცნობილი ადამიანების სასამართლოში, მათ შორის Mötley Crüe-ს დრამერი ტომი ლი, არნოლდ შვარცენეგერი, ჰერმან კეინი, დევიდ ბორეანაზი, სკოტ ლი კოენი, ენტონი ვინერი, საშა ბარონ კოენი, ესაი მორალესი და რ.კელი. გლორია ოლრედმა დააარსა Allred, Maroko და Goldberg Loyola-ს კურსდამთავრებულებთან მაიკლ მაროკოსთან და ნათან გოლდბერგთან ერთად 1976 წლის იანვარში. 1979 წელს, გლორია ოლრედმა წარმოადგინა შვიდი ბავშვი და მათი მშობლები სარჩელში Sav-On-ის სააფთიაქო ქსელის წინააღმდეგ, რათა ხელი შეეშალა ბიჭების და გოგონების სათამაშოების ცალკე განყოფილებების განთავსებას. 1981 წელს, როდესაც კალიფორნიის შტატის სენატორი ჯონ გ. შმიცი ხელმძღვანელობდა მოსმენას აბორტის აკრძალვის შესახებ, გლორია ოლრედმა მას უბიწო ქამარი მისცა. ამის საპასუხოდ, შმიცმა გამოაქვეყნა პრესრელიზი, რომელშიც მას ,,მოხვეწილი ადვოკატი" უწოდა. მან უჩივლა მას ცილისწამებისთვის და საბოლოოდ მოიგო $20,000 და ბოდიშის მოხდა. 1985 წელს გლორია ოლრედი მუშაობდა კატარინა მაკკინონთან, რათა შეემუშავებინა სამოქალაქო უფლებების დადგენილების ვერსია პორნოგრაფიის წინააღმდეგ ლოს-ანჯელესის ოლქისთვის. კანონმდებლობა არ გავიდა ლოს-ანჯელესის ოლქის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ. 1987 წელს გლორია ოლრედმა უჩივლა ბევერლი ჰილზის იმდროინდელ ფრიარს კლუბს, ექსკლუზიურ კერძო კლუბს, მისი წევრობის დისკრიმინაციის პოლიტიკის გამო. Friars Club-მა საბოლოოდ მისცა გლორია ოლრედს და ხუთ სხვა ქალს, გამოეყენებინათ კლუბის სამედიცინო სერვისები, მას შემდეგ, რაც გლორია ოლრედმა გამოავლინა ადრეული უნარები მედიის ეფექტური გამოყენებაში. დაიბადა ცხინვალის რაიონის სოფელ სოჯინში 1845 წელს. ადრეული ბავშვობა გაატარა სოფელ კავთისხევში.
პირველდაწყებითი განათლება მიიღო თბილისის საუსლიერო სასწავლებელში, ხოლო შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1865-1869 წლებში სწავლობდა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში, რომლის დამთავრების შემდეგ პედაგოგად დაიწყო მუშაობა თბილისის სასწავლებლებში. 1869 წლიდან დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებლად, სადაც ამავე პერიოდში ასწავლიდა იაკობ გოგებაშვილი. რამდენიმე წლის შემდგომ რევიზიის შედეგად ნიკო ცხვედაძე და იაკობ გოგებაშვილი სემინარიიდან გაათავისუფლეს სტუდენტებში პატრიოტული მომენტების გაღვივების ბრალდებით. 1874 წლიდან მუშაობას იწყებს თბილისის ქალთა ინსტიტუტში ისტორიის, პედაგოგიკისა და გეოგრაფიის მასწავლებლად. ამავე დროს მასწავლებლობდა წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელშიც. აქ იგი დაუახლოვდა ილია ჭავჭავაძეს, დიმიტრი ყიფიანს, იაკობ გოგებაშვილსა და 40 წლის მანძილზე დაუღალავად ემსახურებოდა ქვეყანას. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი, მისი წესდების პროექტის ავტორი და გამგეობის წევრი, 1899-1907 წლებში კი ამ საზოგადოების თავჯდომარის მოადგილე. 1877 წელს სახალხო განათლების ორგანიზაციისა და მეთოდიკის გაცნობის მიზნით იმოგზაურა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და მალე გამოაქვეყნა სტატია: „მოკლე შენიშვნები საზღვარგარეთიდან“ გაზეთ ივერიაში. 1870-1880-იან წლებში აქტიურად იღებდა მონაწილეობას ჟურნალისტურ მიმოხილვებში. მასვე ეკუთვნის რამდენიმე მცირე და მოზრდილი როგორც საგაზეთო, ისე - საჟურნალო სტატია–ნარკვევი: „მისვლა–მოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის 1492–1664 წლებში“, „დასავლეთ ევროპის გონებითი და ეკონომიური მოძრაობა თავის მიზეზებით მე–16 საუკუნეში“, „ჩვენი ხალხის განათლება, ხელოსნობა და მეურნეობა“ და ა.შ. მისი ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით გაიხსნა სკოლები ბაქოში, კავკავშსა და ბათუმში, რამდენადაც ამ ქალაქების ქართულენოვანი მოსახლეობა მოკლებული იყო მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობას. 1889–1892 წლებში ნიკო ცხვედაძე იყო თბილისის საქალაქო სათათბიროს ხმოსანი და მრჩეველი. აქტიურად მონაწილეობდა სასკოლო კომისიებში, რომელმაც მიიღო თბილისის საქალაქო სკოლების რეორგანიზაციის ცხვედაძის მიერ შედგენილი პროექტი. იგი ასევე იყო თბილისის ქართული გიმნაზიის გამგეობის კომიტეტის წევრი, მისი თავმჯდომარის მოადგილე. ნიკო ცხვედაძის ინიციატივით დაიწყო სათავადაზნაურო სკოლის მშენებლობა 1898 წელს, რომელიც მას შემდგომში თბილისის უნივერსიტეტის შენობად ჰქონდა წარმოდგენილი. შენობის ასაგები თანხა მისი უშუალო ხელმძღვანელობით შეგროვდა. თავად უნივერსიტეტის გახსნას არ მოსწრებია, თუმცა ბოლომდე იყო დარწმუნებული, რომ შენობა ქართველ პროფესორებსა და სტუდენტებს უმასპინძლებდა. დაკრძალული იყო მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. 2008 წლის 26 ნოემბერს მისი ნეშტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში იქნა გადმოსვენებული.
ნაზანინ ბონიადი (1980, თეირანი, ირანი) - ბრიტანელი და ამერიკელი მსახიობი, ირანული ფესვებით, ამჟამად ცხოვრობს შეერთებულ შტატებში, არის ადამიანის უფლებების აქტიური დამცველი.
ნაზანინი დაიბადა ირანის დედაქალაქ თეირანში. ირანის რევოლუციის დროს მისი მშობლები ემიგრაციაში წავიდნენ ლონდონში, სადაც ნაზანინმა კერძო სკოლაში დაიწყო სწავლა. მშობლების თხოვნით, ნაზანინი ჩაირიცხა ირვინის კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოლოგიის განყოფილებაში და 2003 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიოლოგიურ მეცნიერებებში. UCI-ში მან მოიგო ჩანგ პინ-ჩუნის ბაკალავრიატის კვლევის ჯილდო მოლეკულური კვლევისთვის, რომელიც დაკავშირებულია კიბოს მკურნალობასთან და გულის გადანერგვის უარყოფასთან. ის ასევე იყო MedTimes-ის, UCI სტუდენტური სამედიცინო გაზეთის რედაქტორის ასისტენტი. 2009 წელს ლონდონის დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში სწავლობდა თანამედროვე დრამატურგიას. ნაზანინის პირველი მთავარი როლი იყო ლეილა მირის როლი ABC დღის საპნის ოპერაში General Hospital. შემდეგ იყო როლები ფილმებში „ჩარლი უილსონის ომი“, „რკინის კაცი“, „გაქცევის სამი დღე“. 2011 წლის თებერვალში, ის გამოჩნდა ფილმში How I Met Your Mother, როგორც ნორა, ბარნი სტინსონის შეყვარებული. 2013 წელს ის გამოჩნდა სერიალ „დედამიწის“ მესამე სეზონში CIA-ს თანამშრომლის ფარა შერაზის როლში. 2014 წლის თებერვალში გამოცხადდა, რომ ბონიადის მიენიჭა მთავარი მეორეხარისხოვანი როლი შონდა რაიმსის სკანდალის მესამე სეზონის მეორე ნახევარში. 2017 წლიდან 2019 წლამდე ითამაშა სერიალში "გაღმა" ბონიადი არის Amnesty International USA ოფიციალური წარმომადგენელი, გლობალური არასამთავრობო და არაკომერციული ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის ამერიკული ფილიალი Amnesty International 2000-იანი წლების შუა ხანებში ბონიანდი ერთგული საიენტოლოგი იყო. დედამისი ასევე იყო საიენტოლოგიის ეკლესიის წევრი. 2004 წლის ბოლოს და 2005 წლის დასაწყისში მას ხანმოკლე ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ ტომ კრუზთან. ალექს გიბნის დოკუმენტური ფილმიდან "Delusion" სადაც მისი კრუზთან გაცნობა შემთხვევითი არ ყოფილა და საიენტოლოგიის ეკლესიამ მოამზადა და ამ როლში მოათავსა. ეკლესიამ ასევე გამოსცადა ის, ათობით სხვა ქალთან ერთად, როგორც კრუზის პოტენციური ცოლი, მაგრამ გადაწყვიტა შეეზღუდა მისი სექსუალური ექსპლუატაცია. 2017 წლის 10 მაისს ამერიკელმა ჟურნალისტმა ტონი ორტეგამ მოახსენა FBI-ს ჩვენება, რომელიც ბონიადიმ 2010 წლის იანვარში მისცა კრუზთან ურთიერთობას საიენტოლოგიის ეკლესიის მეშვეობით. ბონიადის ჩვენება აღწერს, თუ როგორ აირჩია იგი ეკლესიის განსაკუთრებულ საქმეთა სამსახურმა კრუზის შეყვარებულად. 2004 წლის ოქტომბერში ბონიადი მოხალისედ მუშაობდა ლოს-ანჯელესის სპეციალური საქმეთა ოფისში, როდესაც საიენტოლოგიის ეკლესიის თანამშრომელმა გრეგ ვილჰერმა უთხრა, რომ იგი არჩეული იყო „სპეციალური პროექტისთვის“. ბონიადის უთხრეს, რომ ბრეკეტების მოხსნა და წითელი თმის შესწორებაა საჭირო; მას ასევე ურჩიეს ურთიერთობის გაწყვეტა თავის დიდი ხნის მეგობარ ბიჭთან და როდესაც ის რეკომენდაციას არ დაემორჩილა, მათ მის თვალში კომპრომისი დაიწყეს, რამაც დაშორება გამოიწვია. ასევე, ნაზანინს უნდა გაეფორმებინა კონფიდენციალურობის ხელშეკრულება, რომელშიც ნათქვამია, რომ მას არ შეეძლო უარი ეთქვა ამ „სპეციალურ პროექტზე“ ეკლესიის თანხმობის გარეშე. ეკლესიამ ის ნიუ-იორკში მიიყვანა დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ბონიადიმ შეიტყო, რომ მისი "პროექტი" იყო ტომ კრუზისთვის შესაფერისი გოგონა გამხდარიყო. თავის ჩვენებაში მან თქვა, რომ „ურთიერთობის დასაწყისში ის ძალიან რომანტიული იყო, მაგრამ როგორც ურთიერთობა განვითარდა, მას სიბრაზის შეტევები დაეწყო. მან დაიწყო ძალადობისადმი მიდრეკილების გამოვლენა“. 2005 წლის იანვარში მათი ურთიერთობის დასრულების შემდეგ, ბონიადიმ აღიარა თავისი განადგურება მეგობარსა და კოლეგას საიენტოლოგიის ეკლესიაში. ამისთვის იგი საეკლესიო პოლიტიკის შესაბამისად დასაჯეს: „შუაღამეს უნდა ამოთხარა თხრილები და იატაკზე ფილები გარეცხა... კულტმა მისთვის „კომენდანტის საათი“ გამოაცხადა... ყველგან თან ახლდა“. მან თქვა, რომ გრძნობდა, თითქოს „თეთრი მონობის მსხვერპლი გახდა“. ამის შემდეგ მალევე ბონიადიმ დატოვა საიენტოლოგიის ეკლესია და 2014 წლის ოქტომბერში გამოაცხადა თავი „არაპრაქტიკოსს მუსულმანად“. ნაზანინ ბონიადის ცხოვრების დრამატული პერიოდი, სადაც იგი დაექვემდებარა ფსიქო-ემოციურ შეურაცხყოფას და ადამიანის უფლებების დარღვევას საიენტოლოგიის ეკლესიის მიერ, აისახა ალექს გიბნის დოკუმენტურ ფილმში "Delusion"
აკაკი ჩხენკელი (1874 -1959) - ქართველი პოლიტიკოსი და დიპლომატი, საქართვლოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, საქართველოს ელჩი საფრანგეთში.
გრიგოლ წერეთელი 1971 წელს პარიზში გამოცემულ თავის წიგნში – „ქართული ემიგრაცია და ადამიანები“ შემდეგნაირად ახასიათებს აკაკი ჩხენკელის პიროვნებას: „ადამიანი არაჩვეულებრივი ზრდილობის და სიდარბაისლის. ჩვენ პარტიაში ითვლებოდა დისციპლინის კაცად, მაგრამ იდეოლოგიურად იცავდა ყველა ქართველების ერთობას, ყოველ პირობებში. თუ სოციალიზმის ეკონომიურ პროგრამას იზიარებდა ურეზერვოდ, სამაგიეროდ, ეროვნულ საკითხში მას ჰქონდა სულ სხვა მიდგომა, რომელსაც ნიჭიერათ იცავდა. საფრანგეთში იყო ჩვენი რესპუბლიკის პირველი ელჩი და დიდი ღირსებით ასრულებდა მოვალეობას. ჰქონდა დიდი ცოდნა და კულტურა. როგორც ორატორი არავის არ ჰგავდა. მისი კრებაზე გამოსვლა ყოველთვის დამაჯერებელი იყო. თუმცა მისი ლაპარაკი მუსაიფის ტონს ატარებდა; ეხერხებოდა და წერდა ნიჭიერად. უაღრესად აფასებდა ნ. ჟორდანიას, ი. წერეთელს და კ. ჩხეიძეს, მაგრამ განსაკუთრებული კულტი ჰქონდა ი. წერეთლის, მის ნიჭსა და ორატორობის უნარს ყველაზე მაღლა აყენებდა, მისი აზრით ამგვარი ორატორი იშვიათია ცხოვრებაში.“ აკაკი ჩხენკელი 1874 წელს, ხონში დაიბადა. მის მშობლებს ცხრა შვილი ჰყავდათ. მამამისი ივანე მღვდელი იყო, უაღრესად კულტურული და განათლებული პიროვნება. სასულიერო მოღვაწეობას აფხაზეთში ეწეოდა. მისმა ყველა შვილმა კარგი განათლება მიიღო. ხონის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ აკაკი თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტი გახდა, საიდანაც 1898 წელს გარიცხეს სემინარიაში გამეფებული ანტიქართული რეჟიმის წინააღმდეგ გაფიცვაში მონაწილეობის გამო. იმავე წლიდან სოციალ–დემოკრატიული პარტიის წევრია. სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მალე ცოლად შეირთო მაკრინე სიმონის ასული თურქია და მასთან ერთად გაემგზავრა სასწავლებლად ევროპაში. აკაკი ჩხენკელმა 1907 წელს დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტი და სწავლა განაგრძო ჟენევაში. 1909 წელს საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ჟურნალისტურ საქმიანობაში. უმთავრესად წერდა ეროვნულ და საპარლამენტო საარჩევნო საკითხებზე. 1910 წელს, მასიური დაპატიმრებების დროს, ისიც დაუტუსაღებიათ და მეტეხის ციხეში ჩაუსვამთ, აგვისტოს თვეში კი როსტოვში გაუსახლებიათ, სადაც მაშინ სხვა სოციალ–დემოკრატებიც იმყოფებოდნენ: ნოე რამიშვილი, ნესტორ ჩხიკვაძე, უშანგი და ნიკო ელიავები და სხვა. რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბიროს IV მოწვევის არჩევნების წინ, 1912 წელს, აკაკი ჩხენკელი საქართველოში დაბრუნდა. იგი აირჩიეს დუმის დეპუტატად ბათუმ–ყარსის ოლქებიდან და სოხუმის ოკრუგიდან. შედიოდა სათათბიროს მენშევიკთა ფრაქციაში. ეკავა ცენტრისტული პოზიცია. ის ერთ-ერთი პირველი ქართველი მენშევიკია, რომელმაც ეროვნულ-კულტურულ ავტონომიას დაუჭირა მხარი. ამ მოთხოვნით იგი სახელმწიფო სათათბიროს ტრიბუნიდანაც კი გამოვიდა. დუმაში გამოსვლებმა აკაკი ჩხენკელს დიდი პოპულარობა მოუტანა. განსაკუთრებით გაითქვა სახელი 1914 წელს სამხედრო ბიუჯეტის წინააღმდეგ გამოსვლის შემდეგ, რომელსაც მხარი დაუჭირა ყველა მემარცხენე დეპუტატმა. ამის გამო განრისხებულმა მთავრობამ საკრებულო გარეკა. 1914 წელს აკაკი ჩხენკელი მონაწილეობდა ბრიუსელის თათბირში, რომელიც მოიწვია საერთაშორისო სოციალ-დემოკრატიულმა ბიურომ. მის ეროვნულ მოღვაწეობას განსაკუთრებით ფართო ასპარეზი მიეცა 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ. იგი გახდა რუსეთის დროებითი მთავრობის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში, „ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტის“ (ОЗАКОМ) წევრი. ეს კომიტეტი 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ გაუქმდა. 1918 წლის იანვარში შეიქმნა „ამიერკავკასიის სეიმი", რომლის თავმჯდომარე იყო კარლო ჩხეიძე, სამხედრო მინისტრი - ევგენი გეგეჭკორი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტი - აკაკი ჩხენკელი. 1918 წლის 22 აპრილს სეიმმა მიიღო გადაწყვეტილება: „აღიარებულ იქნას ამიერკავკასიის დამოუკიდებელი ფედერატიული დემოკრატიული რესპუბლიკა. ეს ეცნობოს სხვა სახელმწიფოებს“. შედგა ამიერკავკასიის ახალი მთავრობა, რომლის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა აკაკი ჩხენკელი, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიც დაიკავა. მალე აშკარა გახდა ამიერკავკასიის სეიმის დაშლისა და ფედერატიული რესპუბლიკისაგან საქართველოს გამოყოფის აუცილებლობა, რაც განხორციელდა კიდეც 1918 წლის 26 მაისს. აკაკი ჩხენკელმა დიდი დახმარება გაუწია საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალიის აღდგენის, ხოლო ივანე ჯავახიშვილს თბილისის უნივერსიტეტის დაარსების საქმეში. მას წილად ხვდა ბედნიერება, 1918 წლის 26 იანვარს, საქართველოს ეროვნული საბჭოს სახელით გაეხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი. 1919–1921 წლებში აკაკი ჩხენკელი იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან.1918-1921 წლებში, როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მეთაურობდა საზავო მოლაპარაკებას თურქეთთან და გერმანიის მთავრობასთან (ამავე დელეგაციაში შედიოდნენ: ზურაბ ავალიშვილი, სპირიდონ კედია, ნიკო ნიკოლაძე და სხვ.). 1921 წლის იანვრიდან იგი საქართველოს ელჩია საფრანგეთში. იმავე წლიდან ემიგრაციაშია. მისი ელჩად ყოფნა საქართველოს გასაბჭოებიდან კიდევ 13 წელს (1933 წლამდე) გაგრძელდა. საელჩოს უმთავრესი დანიშნულება იყო ლტოლვილების დაცვა, რასაც პირნათლად ასრულებდა. ემიგრაციაში პოლიტიკურ და დიპლომატიურ საქმიანობასთან ერთად ლიტერატურულ მოღვაწეობასაც ეწეოდა. 1939 წელს, ანჩინის ფსევდონიმით პარიზში გამოქვეყნდა მისი წიგნი – „სახელმწიფო და ერი“. აკაკი ჩხენკელი გარდაიცვალა 1959 წლის 5 იანვარს, პარიზში. დაკრძალეს ლევილის ქართველთა საძმო სასაფლაოზე. ჰყავდა ერთი ვაჟი-ალექსი, რომელიც სამხედრო იყო და იბრძოდა გენერალ დე გოლის არმიაში. პენსიაში გასვლის შემდეგ გადასახლდა ამერიკაში. აკაკის უმცროსი ძმა -კიტა ჩხენკელი იყო ცნობილი ენათმეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორი. აკაკი ჩხენკელის მეუღლემ, მაკრინემ, ქართველოლოგ ლეა ფლურს (კიტა ჩხენკელის მოწაფეს) გადასცა ოჯახში დაცული არქივი, მათ შორის: დამოუკიდებლობის აქტი (ორიგინალი), კონსტიტუცია და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო შტანდარტი. ეს რელიქვიები საქართველოს დაუბრუნდა.
ჯავაჰარლალ ნერუ (1889—1964) — პანდიტი (მეცნიერი-მასწავლებელი), ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიდერი, ინდოეთის ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე, ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრი 1947 წლის 15 აგვისტოდან 1964 წლის 27 მაისამდე.
ჯავაჰარლალ ნერუ დაიბადა სვარუპ რანის და მოტილა ნერუს ოჯახში. მამამისი ცნობილი ადვოკატი და ნაციონალისტი იყო. ნერუმ დაამთავრა კემბრიჯის ტრინიტის კოლეჯი, რომლის შემდეგაც იგი მამის მსგავსად ადვოკატობას აპირებდა. ინდოეთში დაბრუნების შემდეგ ნერუ საადვოკატო პრაქტიკის განხორციელება სურდა, მაგრამ მას პოლიტიკის მიმართ ინტერესი გაუჩნდა, რამაც საადვოკატო კარიერა ჩაანაცვლა. ნერუ მისი ადრეული ასაკიდანვე აქტიური ნაციონალისტი იყო, რის შედეგადაც იგი ინდოეთში 1910 წლების მოვლენების დროს გამორჩეულ ლიდერად ჩამოყალიბდა. 1920-იან წლებში ნერუ ინდოეთის ეროვნული კონგრესის პარტიაში მემარცხენე ძალების ლიდერი გახდა, ხოლო მაჰათმა განდის მხარდაჭერით მალევე სრულიად კონგრესის. 1929 წელს როგორც კონგრესის პრეზიდენტმა ბრიტანელი რაჯისგან ინდოეთის დამოუკიდებლობა მოითხოვა, ასევე მისი ძალისხმევის შედეგად კონგრესში მემარცხენე ძალები მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ და პარტია მკვეთრად მემარცხენე იდეოლოგიის მიმდევარი გახდა. 1930-იან წლებში როდესაც ინდოეთი დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობდა კონგრესი და ნერუ ინდოეთში მიმდინარე პოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ. ნერუ მხარს უჭერდა სეკულარული სახელმწიფოს შექმნას, რაც 1937 წლის ადგილობრივ არჩევნებში პარტიის წარმატებაშიც გამოიხატა, რომლის შედეგადაც კონგრესმა რამდენიმე პროვინციაში ხელისუფლების მოპოვება შეძლო, ხოლო პარტია მუსლიმურმა ლიგამ მსგავს წარმატებას ვერ მიაღწია. 1942 წელს ნერუ განდის დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ გამოცხადებას არ ეთანხმებოდა, მიუხედავად ამისა იგი დააპატიმრეს. გათავისუფლების შემდეგ ნერუს ინდოეთში პოლიტიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვლილი დახვდა, კერძოდ ერთ დროს მისი თანამებრძოლი მუჰამედ ალი ჯინა უკვე მის მთავარ ოპონენტს წარმოადგენდა, რომელიც მუსულმანური ფრთის ლიდერად ჩამოყალიბდა. 1947 წელს კონგრესს და მუსულმანურ ლიგას შორის მოლაპარაკებები ძალაუფლების განაწილებასთან დაკავშირებით ჩიხში შევიდა, რასაც ინდოეთის დამოუკიდებლობა და მისი სისხლიანი გაყოფა მოჰყვა. ინდოეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კონგრესმა ნერუ პირველ პრემიერ-მინისტრად აირჩია. ნერუს პრემიერ-მინისტრად არჩევაზე მნიშვნელოვანი გავლენა განდის გადაწყვეტილებამ იქონია, რომელმაც ჯერ კიდევ 1941 წელს ნერუ მის პოლიტიკურ მემკვიდრედ დაასახელა. პრემიერ-მინისტრად არჩევის და 1950 წელს კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ, ნერუმ ინდოეთის განვითარების მისეული ხედვის სისრულეში მოყვანა დაიწყო. არსებული ხედვა საკმაოდ ამბიციური იყო, რომელიც მიზნად ისახავდა ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური რეფორმების გატარებას. პრემიერ-მინისტრობამდე ნერუ ასევე მეთვალყურეობდა ინდოეთის კოლონიიდან სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესს, რაც პლურალიზმისა და მრავალპარტიულობის განვითარებას გულისხმობდა. იმისდა მიუხედავად, რომ ნერუ მიუმხრობლობის საგარეო პოლიტიკას ატარებდა მან ინდოეთი სამხრეთ აზიაში რეგიონალურ ჰეგემონად აქცია. ნერუს ლიდერობის პერიოდში კონგრესი ინდოეთში დომინანტ პარტიად ჩამოყალიბდა. 1951, 1957 და 1962 წლებში კონგრესმა არჩევნებში ზედიზედ გაიმარჯვა, რაც მეტწილად ნერუს პოპულარობით იყო გამოწვეული. იმისდა მიუხედავად, რომ მისი მმართველობის ბოლო წლებში ნერუს პოლიტიკური პრობლემები შეექმნა, იგი მოსახლეობაში პოპულარობას მაინც ინარჩუნებდა. ნერუს ინდოეთის პოლიტიკით და მისი დამოუკიდებლობით ბრიტანეთში სწავლის დროს დაინტერესდა. 1912 წელს, მას შემდეგ რაც ნერუ ინდოეთში დაბრუნდა იგი პატნაში კონგრესის ყრილობას დაესწრო, რომელიც იმ დროისთვის ცენტრისტების და ელიტების პარტიას წარმოადგენდა. იმისდა მიუხედავად, რომ ნერუ კონგრესის საქმიანობას სკეპტიკურად უყურებდა 1913 წელს იგი ინდოეთის სამოქალაქო მოძრაობისთვის თანხების მოძიებას დათანხმდა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას ინდოეთში საზოგადოების აზრის ორად გაიყო, ინდოეთის განვითარებული და მაღალი წრის საზოგადოება ბრიტანელების მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი. ნერუს კონფლიქტთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია არ გააჩნდა, და იგი ბრიტანეთს გამოკვეთილად მხარს არ უჭერდა. ომის მიმდინარეობის დროს ნერუ წმინდა ჯონის საავადმყოფოში მოხალისედ მუშაობდა, სადაც ერთ-ერთ პროვინციაში ორგანიზაციის მდივანი იყო. არსებულ პერიოდში ნერუ ბრიტანეთის მიერ ცენზურის აქტების დაწესებას მკვეთრად აპროტესტებდა. ნერუს ინდოეთის პოლიტიკაში პირველი მნიშვნელოვანი ჩართულობა 1920 წელს თანამშრომლობაზე უარის თქმის მოძრაობის დროს მოუწია. იგი აღნიშნულ მოძრაობას გაერთიანებულ პროვინციაში (დღევანდელი უტარის რეგიონი) ხელმძღვანელობდა, რის გამოც 1921 წელს ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებების გამო დააპატიმრეს, მაგრამ რამდენიმე თვეში მალევე გაანთავისუფლეს. იმისდა მიუხედავად, რომ კონგრესმა წინააღმდეგობის პოლიტიკა მალევე დაასრულა ნერუმ განდის აღნიშნული პოლიტიკის მიმართ ერთგულება მაინც შეინარჩუნა, რის შედეგადაც იგი 1923 წელს დააპატიმრეს. საერთაშორისო დონეზე ნერუ ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვების საკითხზე აქტიურად მუშაობდა და მოკავშირეებს და თანამოაზრეებს ეძებდა. 1927 წელს მისმა მცდელობებმა შედეგი გამოიღეს, როდესაც ის ბრიუსელში, ბელგიაში დაჩაგრული სახელმწიფოების კონგრესზე მიიწვეს. შეკრებაზე წარმოდგენილი ქვეყნების მიზანს იმპერიალიზმის წინააღმდეგ ერთობლივი სტრატეგიის შემუშავებას გულისხმობდა. ნერუ როგორც ინდოეთის წარმომადგენელი აღნიშნული კონგრესის აღმასრულებელ საბჭოში აირჩიეს. ნერუ ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პროცესს მულტინაციონალურ ძალისხმევად მიიჩნევდა, ვინაიდან სხვა კოლონიები თუ დომინიონები ასევე აქტიურად ცდილობდნენ ბრიტანეთისგან დამოუკიდებლის მიღებას. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის განცხადებების გამო ნერუს ჰიტლერსაც კი ადარებდნენ. 1929 წელს ნერუმ კონგრესის და მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოლიტიკის მოდელი შეიმუშავა. მან განაცხადა, რომ კონგრესის მიზნებს წარმოადგენდა რელიგიის თავისუფლება; ასოციაციების შექმნის უფლება; სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება; კანონის წინაშე თანასწორობა კასტის, ფერის, მრწამსის და მიუხედავად; რეგიონალური ენების და კულტურების დაცვა; გლეხების და მშრომელების ინტერესების დაცვა; ხელშეუხებლობის გაუქმება; სხავადასხვა ინდუსტრიების ნაციონალიზაცია; სოციალიზმი და სეკულარული ინდოეთის შექმნა. აღნიშნული მიზნები წარმოადგენდნენ ფუნდამენტური უფლებების და ეკონომიკური პოლიტიკის 1929–1931 წლის მონახაზის მთავარ ბირთვს, რომლის რატიფიკაციაც კონგრესმა 1931 წელს შეძლო. ნერუ იყო ერთ-ერთი პირველი კონგრესის პარტიიდან, რომელიც ინდოეთის დაუყონებლივ დამოუკიდებლობის გამოცხადებას ითხოვდა. განდის მხრიდან კრიტიკის მიუხედავად დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ნერუს მოთხოვნა კონგრესმა 1927 წლის მადრას ყრილობაზე დაამტკიცა. არსებული დროის პერიოდში ნერუმ ასევე შექმნა ინდოეთის დამოუკიდებლობის ლიგა, რომელიც კონგრესზე ზეწოლის მიზნით შეიქმნა. 1928 წელს განდი ნერუს მოთხოვნას დათანხმდა, მაგრამ წამოაყენა წინადადება რაც ინდოეთისთვის დომინიონის სტატუსის მინიჭებას ორი წლის ვადაში გულისხმობდა. იმ შემთხვევაში თუ ბრიტანეთი აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ არ დააკმაყოფილებდა ინდოეთი მოთხოვნებს, კონგრესს შეეძლო ინდოეთის მთლიანი მოსახლეობისთვის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისკენ მოეწოდებინა. ნერუ განდის აღნიშნულ დროის მონაკვეთს არ ეთანხმებოდა და იგი დამოუკიდებლობის გამოცხადებას დაუყონებლივ ითხოვდა. დებატების შედეგად განდი კომპრომისზე წასვლას დათანხმდა და ორწლიანი პერიოდი ერთ წლამდე შემცირდა. 1929 წელს ბრიტანეთმა ინდოეთის დომინიონის სტატუსთან დაკავშირებით მოთხოვნაზე უარი განაცხადა, რის შედეგადაც ნერუმ 1929 წლის 29 დეკემბერს ლაჰორის სესიაზე რეზოლუცია წარადგინა, რომელიც ინდოეთის სრულ დამოუკიდებლობას აცხადებდა. 1929 წელს შობის ღამეს ლაჰორში მდინარე რავაის პირას ნერუმ ინდოეთის სამფეროვანი დროშა წარადგინა და დამოუკიდებლობის დეკლარაცია წაიკითხა, რომელიც ბრიტანეთის იმპერიისთვის გადასახადების გადახდაზე უარს გულისხმობდა. ნერუმ დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე დამსწრე მოსახლეობას მოუწოდა ხელი აეწიათ თუ ისინი არსებულ დეკლარაციას ეთანხმებოდნენ, რაზეც უდიდესმა უმრავლესობამ ხელის აწევით თანხმობა განაცხადა. მალევე ნერუს მიერ დამოუკიდებლობის დეკლარაციის წაკითხვის შემდეგ ინდოეთის 172-მა ცენტრალურმა თუ რეგიონალურმა მოხელემ მხარდაჭერის ნიშნად თანამდებობა დატოვა. კონგრესმა 26 იანვარი ინდოეთის დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა. 1929 წლის ლაჰორის სესიის შემდეგ ნერუ ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის მთავარ ლიდერად ჩამოყალიბდა, ხოლო განდი სულიერი ლიდერის როლს ასრულებდა. იმის და მიუხედავად, რომ ნერუ განდის პოლიტიკური მემკვიდრე 1942 წელს გახდა იგი დიდი ხნით ადრე ინდოეთის მოსახლეობაში განდის მემკვიდრედ მიიჩნეოდა. ნერუ და კონგრესის ბევრი სხვა ლიდერი განდის გეგმას მშვიდობიან დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით სკეპტიკურად უყურებდნენ, მაგრამ მას შემდგომ მოძრაობა პოპულარული გახდა ლიდერების პოზიცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. ნერუ 1930 წლის 14 აპრილს მარილის კანონის დარღვევის გამო დააპატიმრეს, ვინაიდან ის მასებთან ერთად კონტრაბანდული მარილის გადაზიდვას ახდენდა, რის შედეგადაც მას ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა. ნერუს დაპატიმრების შედეგად ინდოეთში პროტესტის და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა. მარილის მარშმა და პროტესტმა ინდოეთის მიმართ მსოფლიოს ყურადღება მნიშვნელოვნად გაზარდა. მსოფლიოს ქვეყნები ინდოეთის და კონგრესის მოთხოვნას დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით უკვე საფუძვლიანად თვლიდნენ. ნერუ მარილის პროტესტს წარმატებას მნიშვნელოვან მოვლენად თვლიდან. 1930-იან წლებში ევროპაში ყოფნის დროს მიმდინარე მოვლენები ნერუს შეშფოთებას იწვევდა, ვინაიდან ევროპაში ვითარება უკიდურესად იძაბებოდა და ახალი მსოფლიო ომის ალბათობა მნიშვნელოვნად გაზრდილი იყო. ნერუ თვლიდა, რომ თუ ახალი მსოფლიო ომი დაიწყებოდა ინდოეთი დემოკრატიებს უნდა დახმარებოდა, მაგრამ აღნიშნული მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი თუ ინდოეთი დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. 1936 წელს ევროპაში ყოფნის დროს ნერუს ეკონომიკური ხედვები მკვეთრად ჩამოყალიბდა და მარქსისტული გახდა. ნერუს მარქსის მიმართ ინტერესი მისი პატიმრობის დროს გაუჩნდა, როდესაც ის მარქსის იდეებს ეცნობოდა. ნერუ მარქსის იდეებს მხარს უჭერდა, მაგრამ აცნობიერებდა, რომ არსებული იდეების სრული განხორციელება შეუძლებელი იყოს, სწორედ ამიტომ მან აღნიშნული იდეების სპეციფიკურად ინდოეთზე მორგება გადაწყვიტა. 1937 წელს ჩატარებულ არჩევნებში კონგრესის პარტიამ პროვინციების უმრავლესობაში გაიმარჯვა, რამაც ნერუს პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა. არჩევნებში მუჰამედ ალ ჯინამ და მუსლიმთა ლიგამ საკმარისი ხმები ვერ დააგროვეს, რის გამოც ნერუმ განაცხადა, რომ ინდოეთში კონგრესი და ბრიტანული კოლონიური ხელისუფლება ორი მთავარი პარტია იყო. როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო ინდოეთში მეფისნაცვალმა ინდოეთი ცალმხრივად ინდოელ პოლიტიკოსებთან შეუთანხმებლად ბრიტანეთის მოკავშირედ გამოაცხადა. კონგრესმა ბრიტანელ მმართველს რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა იმისთვის, რომ ინდოეთი კონფლიქტში ჩართულიყო. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ ინდოეთი დამოუკიდებელი უნდა გამხდარიყო და მმართველ ასამბლეას ახალი კონსტიტუცია მიეღო. იმისდა მიუხედავად, რომ ინდოეთის შეიარაღებული ძალები ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ იქნებოდნენ, ბრიტანელ მეფის ნაცვალს და ინდოელებს შორის ძალაუფლების განაწილება უნდა მომხდარიყო. აღნიშნულ მოთხოვნებზე მეფისნაცვალმა ნერუს უარი განუცხადა. კონგრესმა მოთხოვნებზე უარის თქმის გამო პროტესტის ნიშნად პროვინციების მმართველებს გადადგომისკენ მოუწოდა. 1940 წლის ოქტომბერში განდიმ და ნერუმ მათი თავდაპირველი პოზიცია ბრიტანეთის მხარდაჭერასთან დაკავშირებით შეცვალეს, რაც მის მეორე მსოფლიო ომში მხარდაჭერას გულისხმობდა. ნერუმ და განდიმ ასევე დაიწყეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა, რის შედეგადაც დააპატიმრეს და პატიმრობა მიუსაჯეს. ჯავაჰარლალმა პატიმრობაში წელიწადი და რამდენიმე თვე გაატარა რის შედეგადაც ის გაანთავისუფლეს. მას შემდგომ, რაც იაპონია ინდოეთის საზღვრებს მიუახლოვდა ბრიტანეთმა გარკვეულ დათმობებზე წასვლა გადაწყვიტა, რისთვისაც ინდოეთში მოლაპარაკებებისთვის სერ სტრატფორდ კრიფსი გაიგზავნა, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა. 1942 წელს განდიმ ბრიტანელებს ინდოეთის დატოვებისკენ მოუწოდა, რასაც კონგრესის მიერ ინდოეთის დატოვების რეზოლუციის მიღება მოჰყვა. 1942 წლის 8 აგვისტოს განდი, ნერუ და კონგრესის მთლიანი სამუშაო კომიტეტი დააპატიმრეს, რის შედეგადაც ისინი 1945 წლის 15 ივნისამდე პატიმრობაში იმყოფებოდნენ. მაშინ როდესაც განდი და ნერუ პატიმრობაში იმყოფებოდნენ მუსლიმური ლიგა მნიშვნელოვნად გაძლიერდა, რაც კონგრესის მიერ მანამდე კონტროლირებადი რეგიონების საკუთარი გავლენის სფეროში მოქცევას გულისხმობდა. ნერუს ჯანმრთელობის გაუარესება 1962 წლიდან ჩინეთ-ინდოეთის ომის შემდეგ დაიწყო. ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ნერუს ჯანმრთელობა გაუარესდა კონფლიქტის დროს არსებული სტრესი და ის დამცირება იყო, რაც ინდოეთის დამარცხებას მოჰყვა. ჯანმრთელობის გაუარესები გამო ნერუმ 1963 წელი ქაშმირში გაატარა. 1964 წლის 26 მაისს ქაშმირის დატოვების შემდეგ ნერუ თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ გამთენიისას მან ზურგის არეში ტკივილი იგრძნო, რის შემდეგაც მასთან მკურნალი ექიმი მივიდა. ექიმთან კონსულტაციის დროს ნერუმ გონება დაკარგა, რის შემდეგაც მალევე გარდაიცვალა. ნერუს გარდაცვალების შესახებ ცნობა 1964 წლის 27 მაისს გავრცელდა. საჯარო პანაშვიდის შემდეგ რომელსაც მილიონობით ადამიანი დაესწრო მის სხეულს ინდური ტრადიციის მიხედვით კრემაცია ჩაუტარდა, ხოლო მისი ფერფლი 28 მაისს მდინარე იამუნაზე მიმოფანტეს.
ანთმოზ ჯუღელი (ფსევდონიმი: გადაღმელი; 1846-1925) — ქართველი პროზაიკოსი, პედაგოგი. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე.
დაიბადა და ბავშვობა გაატარა სოფელ სვირში, მისი მამა ივანე სოფლის მღვდელი იყო. ანთიმოზი სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ამ სასწავლებლის დასრულების შემდეგ კი სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში. როგორც ცნობილია, სემინარიაში მაშინ გამეფებული იყო დამამცირებელი რეჟიმი და იეზუიტური მეთოდები: ჯაშუშობა, სულში ჩაძვრომა, აბუჩად აგდება, „ერთი სიტყვით, აქ სქოლასტიკური და საეთოდ სავსებით ანტიპედაგოგიური სისტემა ბატონობდა”. სწორედ სწავლა-აღზრდის ამ უკუღმართმა სისტემამ აიძულა ბევრი ნიჭიერი ყმაწვილი და მათ შორის ანთიმოზ ჯუღელიც სწავლის მეორე წელსვე დაეტოვებინა აღნიშნული სემინარია და დამოუკიდებელი ცხოვრების მძიმე უღელი შეედგა მხრებზე. იგი მუშაობას იწყებს სოფელ სუჯუნის სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად. ანთიმოზი როგორც სკოლაში, ისე მის გარეთ ხმას იმაღლებს ხალხთა ჩაგვრის წინააღმდეგ და ენერგიულად ეწევა თანასწორუფლებიანობის, ძმობისა და მეგობრობის პროპაგანდას, რისთვისაც იგი დააპატიმრეს და „სამი თვე ალესინეს სატუსაღოს კედლები”. სუჯუნიდან ანთიმოზ ჯუღელი გადადის სოხუმში და მუშაობას იწყებს მთიელ ბავშვთათვის გამართულ სკოლებში. ანთიმოზ ჯუღელის ცხოვრებაში ეს პერიოდი განსაკუთრებით რთულია. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში სოხუმში სკოლები ძალიან მცირე რაოდენობით იყო, ქართული ენა განდევნილი იყო ხმარებიდან, ბევრმა სოხუმელმა არც კი იცოდა, რომ სოხუმი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ცოტა იცნობდა ქართველი ერის ისტორიას და მის კლასიკურ ლიტერატურას. ამ პერიოდში „სამღვდელოებამ უღალატა ხალხის განათლებას, თავადაზნაურობაც მას არ ჩამორჩა გულგრილობაში, და ამ სახით განათლების საქმის სამსახური წმინდა ვალად დაედო კისერზედ მხოლოდ ქართველს, დაწინაურებული ინტელიგენციის მცირე დასსა...” ამას ემატებოდა მეფის მოხელეთა მიერ ამიერკავკასიის ყველა ხალხთა შორის შოვინისტურ-ნაციონალისტური გრძნობების გულმოდგინედ გაღვივება. ანთიმოზ ჯუღელს კარგად ესმოდა, რომ პედაგოგიურ ასპარეზზე ნაყოფიერი მოღვაეობისათვის აუცილებელია საგნის ღრმა ცოდნა და პედაგოგიური დახელოვნების განუწყვეტელი სრულყოფა. ამ მიზნით იგი საფუძვლიანად სწავლობს დაწყებით სკოლაში ქართული ენის სწავლების საკითხებს და დაწვრიილებით ეცნობა იან ამოს კომენსკის, პესტალოცის, დისტერვეგის, უშინსკის, ტიხომიროვის, ვოდოვოზოვის, მიროპოლსკისა და სხვა გამოჩენილ პედაგოგთა ნაწერებს. 1875-1876 წლებში ანთიმოზ ჯუღელი აქვეყნებს (ცალ-ცალკე) რამდენიმე საყმაწვილო მოთხრობას, დედა-ენის სწავლების სახელმძღვანელოს, წერის დედანს, რეცენზიებს და საქართველოს ბუნებასა და გეოგრაფიაზე რამდენიმე პატარა თხზულებას, სადაც გადმოცემულია მისი შეხედულება სწავლა-აღზრდის ცალკეულ საკითხებზე. სოხუმში ანთიმოზ ჯუღელი აჩაღებს ფართო საზოგადოებრივ, საგანმანათლებლო მუშაობას. იგი იბრძვის დედა-ენაზე სწავლების უფლებისათვის, ავრცელებს ქართულ ჟურნალ-გაზეთებს სოხუმელ მოსახლეთა შორის. ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის თედო სახოკიას ცნობით, ანთიმოზ ჯუღელს პირველად შემოუღია სოხუმში აბრეშუმის ჭიის მოვლა, უსწავლებია იგი ხალხისათივს და ისე განვითარებულა ეს საქმე, რომ „მეაბრეშუმეობის ამხანაგობაც” კი დაარსებულა სოფელ დრანდაში. მისივე ხელმძღვანელობით დაარსებულა ამხანაგობა „სააგარაკო მიწების შეძენისა”, რაც აგრეთვე ხალხის კეთილდღეობას ემსახურებოდა. ამ საქმის გამო რეაქციულ პრესას და, პირველ რიგში, „ნოვოე ვრემას” ერთი ამბავი დაუწევია. საქმეში ჩარეულა ჟანდარმერია... მაგრამ ამჯერად ყველაფერი მშვიდობით დამთავრებულა. ანთიმოზ ჯუღელმა თავისი თავდადებული და ენერგიული მუშაობით სოხუმელ მშრომელთა დიდი სიყვაული და პატივისცემა დაიმსახურა. ამით უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ იგი ქალაქის გამგეობის წევრად იქნა არჩეული. ვალმოხდილი პედაგოგი 1925 წლის 13 ივლისს გარდაიცვალა. დასაფლავებულია ქ. სოხუმში. ანთიმოზ ჯუღელი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობაში მტკიცედ მისდევს თავის სოციალურ მრწამსს. მასზე დიდი გავლენა მოუხდენიათ სოციალ-უტოპისტებს და ვულგარულ მატერიალისტებს. იგი ბევრ რამეში იმოწმებს მოლეშოტს და, სოციალ-უტოპისტების მსგასად, სწავლა-განათლებით, სკოლების გამრავლებით, საერთოდ, ახალგაზრდობის ახლებური აღზრდით ცდილობს არსებული საზოგადოებრივი წყობილების გარდაქმნას ისეთ წყობილებად, რომელსაც საფუძვლად დაედება კაცთმოყვარეობა, ძმობა და მეგობრობა. სტატიაში „ლიუტერი როგორც პედაგოგი” ანთიმოზ ჯუღელი მთლიანად იზიარებს და იწონებს ლიუტერის აზრს იმის შესახებ, რომ „როდესაც სკოლები გამრავლდება, თავის დანიშნულებას შეასრულებს, იცოდეთ, რომ ხალხთა შორის კეთილდღეობა ჩამოვარდება”. აღზრდის მიზნად ანთიმოზ ჯუღელს მიაჩნია ახალგაზრდობაში კაცთმოყვარეობის, ერთგულებისა და სიმართლის მოყვარულობის აღზრდა, „ერთი სიტყვით, ის, რაც ბავშვს ზომიერად და მართებულად აამოქმედებს”. ანთიმოზ ჯუღელი აღზრდას უდიდესი მნიშვნელობის საქმედ თვლის. ის ხშირად იმეორებდა: „ყველა საქმეზე უდიდესი საქმეა ყმაწვილების აღზრდაო”. ანთიმოზ ჯუღელი აღზრდას მჭიდროდ უკავშირებს სწავლებას. მას შეგნებული აქვს სწავლების აღმზრდელობითი ბუნება, მისი ძლიერი ზეგავლენა ადამიანის მორალურ ფორმირებაზე. სწავლას და აღზრდას იგი ერთ მიზანს უსახავს და მიზნის მთლიანობით მთლიანსა და განუყოფელს ხდის თვით სწავლისა და აღზრდის პროცესსაც. მისი აზრით, სწავლა სარკეა, რომელშიდაც კარგად მოჩანს ხალხთა ცხოვრება, ამ ცხოვრების ნაკლოვანი მხარეები და მისი გამოსწორების გზები და საშუალებები. „მიეცით ხალხს საშუალება, – წერდა ანთიმოზ ჯუღელი, – რომ ჩაიხედოს სწავლით თავის ნაკლოვანებაში, დაინახოს თავისი მდგომარეობა. სწავლა იყოს მისი სარკე. ხალხი და სახელმწიფო მხოლოდ მაშინ მიაღწევენ კეთილმდგომარეობამდის, როდესაც ყველა მცხოვრებნი თანასწორად მიიღებენ სწავლა-განათლებას საშუალო სკოლებში თუ არა, სახალხო სკოლებში მაინც”. სკოლა „ხელს უნდა უმართავდეს თავის შეგირდებს ცხოვრების ახალი პირობების შემუშავებაში. სკოლამ უნდა შეაჩვიოს ახალგაზრდობა ნაყოფიერ მუშაობას, თავისი ძალ-ღონის მიზანშეწონილად გამოყენებას, რათა მათ შეეძლოთ საზოგადოების მოთხოვნა და თავის თავი დააკმაყოფილონ”. ასე ავს წარმოდგენილი ანთიმოზ ჯუღელს სწავლა-აღზრდის მიზანდასახულობა. თუ აღზრდა საწინააღმდეგო მიზანს ისახავს, ძმობისა და მეგობრობის ნაცვლად ხალხთა შორის შუღრლსა და მტრობას სთესავს, ხოლო კაცთმოყვარეობის და სამართლიანობის მაგივრად, ძარცვა-გლეჯისა და მოტყუებისაკენ უბიძგებს ახალგაზრდობას, მაშინ, ანთიმოზ ჯუღელის სამართლიანი აზრით, თვით საზოგადოებასაც არ მოელის კარგი. იგი მაგალითისათვის განიხილავს გერმანული სკოლების სწალა-აღზრდის მიზანდასახულობას და გონებამახვილად შენიშნავს: „ახლანდელი სწალა ნემცებისა ზრდის არა პატიოსან მამულის შვილს, არამედ ადამიანის მოშურნეთ, თუ ამ ახალმა სწავლამ დიდხანს გაატანა გერმანიაში, დარწმუნებული უნდა ვიყვეთ, რომ ამ ქვეყნის წარმატებას სასურველად ვერ არამოებს”. ანთიმოზ ჯუღელის აზრით, სწავლების შინაარსი უნდა შეიცადეს საკითხებს, რომელიც ხალხის გონებასა და გულში კეთილშობილურ გრძნობებს გააღვიძებს, მეგორობისა და ძმობის ლამპარს აანთებს. ამ საკითხებმა პირველყოვლისა ასახვა სასწავლო პროგრამებში უნდა ჰპოვონ. იგი მკაცრად აკრიტიკებდა სოფლის სკოლების პროგრამებს. „პროგრამაში არ იხატება ხალხის სული და გული, არ არის აქ ჩვენი ხალხის სულისა და გულის ამაღორძინებელი მეცნიერება”. ის მოითხოვდა პროგრამების შედგენის საქმე გამოცდილ მასწავლებელთა მსჯელობის საგანი გამხდარიყო. პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შედგენისას, ანთიმოზ ჯუღელის აზრით, ანგარიში უნდა გაეწიოს პირველყოვლისა ბავშვს, მისი განვითარების დონეს. ყოველი სასაწავლო საკითხი ხელს უნდა უწყობდეს ბავშვთა გონების ამოქმედებას, ინტერესს სწავლისადმი. ეს მოხოვნა წითელი ზოლივით გასდევს მთელ მის ნაწერებს. „ყმაწვილს შიშით, ძალდატანებით და მეტადრე ქადაგებით კი არ უნდა ვაყვარებდეთ სწავლას, – წერს იგი, – თვით სწავლება ისეთ გზაზე დავაყენოთ, რომ ყმაწვილი თვით ამან მიიზიდოს”. ანთიმოზ ჯუღელს კონსტანტინე უშინსკისა და იაკობ გოგებაშვილის მსგავსად, დედა-ენა მიაჩნია „ყმაწვილთა გონების გასაღებად”, ბავშვთა გულისაკენ გზის გაკაფვის მთავარ სათუალებად და მათი მეტყველებისა და აზროვნების ნორმალური განვითარების ძირითად ფაქტორად. ამასთან იგი მტკიცედ იცავს დიდაქტიკის ცნობილ დებულებას სწავლებაში მარტივიდან რთულზე, ახლობელიდან შორეულზე, ნაცნობიდან უცნობზე გადასვლის შესახებ. განსაკუთრებით მოითხოვს დაწყებით სკოლებში თვალსაჩინოების ფართოდ გამოყენებას. ამ საკიტხებს იგი მეტ-ნაკლებად ყველგან ეხება, განსაკუთრებით კი „ყმაწვილის სარკესა” და იაკობ გოგებაშვილის „დედა-ენის” (მესამე გამოცემა) შესახებ დაწერილ რეცენზიას. 1875 წელს თბილისში გამოდის ანთიმოზ ჯუღელის მიერ შედგენილი წერა-კითხვის წიგნი „ყმაწვილის სარკე”, რომელიც გათვალისწინებულია სოფლის ორ-სამ განყოფილებიანი სკოლებისათვის. აღნიშნული წიგნი შედგება სამი განყოფილებისაგან. პირველი განყოფილება (6-14 გვერდი) შეიცავს ანბანსა და მითითებებს წერის სწავლების სესახებ, მეორე განყოფილებაში (15-40 გვერდები) მოცემულია საკითხავი მასალა (სავარჯიშო ანდაზებიდან, გამოცანებიდან, საქართველოს გეოგრაფიიდან და სხვ.), მესამე განყოფილებაში (40-46 გვერდები) კი წარმოდგენილია ლოცვები. წიგნს აქვს წინასიტყვაობა, სადაც გაშუქებულია ის პრინციპები, რაც წიგნს უძევს საფუძვლად და დახასიათებულია წიგნის თითოეული განყოფილების თავისებურება. წერის შესწავლა მეტად სერიოზული საქმეა, იგი ბავშვის განვითარების თავისებურებათა გამო მრავალ სიძნელესთან არის დაკავშირებული და ოიტხოვს ბავშვთა ბუნების ღრმა ცოდნას, დიდ პედაგოგიურ დახელოვნებას. „პირველდაწყებით სწავლაშიმ – წერს ანთიმოზ ჯუღელი, – ისეთი ძნელი არ არის რა ჩემი დაკვირვებით, როგორც ყმაწვილის ხელის განა პირველი წერის დაწყების დროს. ამ სიძნელის დაძლევის გასაადვილებლად მიზანშეწონილია ბავშვები ასოების წერის დაწყებამდე შევაჩვიოთ სხვადასხვა ხაზების გავლებას, ვავარჯიშოთ მატი ხელი, შემდეგ შევუდგე ასოების წერას”. მაგრამ ამის ასრულება დროის სიმცირის გამო სახალხო ორ-სამ განყოფილებიან სკოლებში შეუძლებელია. და ამიტომ ანთიმოზ ჯუღელი მიზანშეწონილად ცნობს ბავშვებს ვახაზიოთ ისეთი ხაზები და ფიგურები, რომლებიც მათაც უფრო მეტად დააინტერესებს და ასოების წერის სწავლებასაც ხელს შეუწყობს. ამ მოსაზრების თანახმად, ანთიმოზ ჯუღელი ცდილობს დასახელებულ წიგნში სწორედ ასეთი ნახაზები და ფიგურები მოათავსოს. ანთიმოზ ჯუღელი საქმეს წერტილებით იწყებს იმ მოტივით, რომ თითქოს ყმაწვილი ამით უნებურად მიეჩვევა ხელის თითების მოძრაობაში მოყვანას წერის დროს და ჩქარაც გააკეთებს ამ წერტილებს, შემდეგ მოსწავლე გადადის ადვილად შესასრულებელ ნახაზებზე და, რაკი ამ საქმეში იგი ხელს გაიწაფავს, დაიწყება ხატვა. მართალია, ნახაზებისა და ნახატების შესრულება ანვითარებს ბავშვის ხელის თითებს, მაგრამ წერტილებით საქმის დაწყება გამართულებული არ არის, ვინაიდან შეუძლებლია იმის მტკიცება, რომ წერტილის წერის დროს თითები აქტიურად ვითარდებოდეს. თითების განვითარებას სხვადასხვა სახის მრუდი და სწორი ხაზების გავლება იწვევს, რომელზედაც თვითონ ანთიმოზ ჯუღელიც მიუთითებდა. ანთიმოზ ჯუღელის მიხედვით ხატვის დროს დახატული სურათის გვერდით თავსდება ამ სურათის მსგავსი ასო. კითხვა ჯერ დაწყებული არ არის და არც დაიწყება მანამდე, სანამ მოსწავლეები ხატვას არ შეეჩვევიან. ამავე დროს მასწავლებელი მათ ავარჯიშებს „სხვადასხვაგვარი ბაასით”. როდესაც მოსწავლეები სააწერი სტრიონების გავლებას შეეჩვევიან, იწყება კითხვის სწავლებაც. წერისა და კითხვის შესავლის შემდეგ მასწავლბელი მოსწავლეებს დააწყებინებს წერას, ასოების ნამდვილი ფორმის გამოხატვის, კარგად წერის ჩვევების დაუფლების მიზნით. ასოების ნამდვილი ფორმის გამოხატვა და საერთოდ, ასოების წერა დასახელებულ შემთხვევაში ასეთნაირად უნდა იქნეს გაგებული: თავდაპირველად, ასოების წერის დაწყებისას ანთიმოზ ჯუღელს დასაშვებად მიაჩნია, ასოები ყმაწვილმა წეროს უხაზოდ ისე, როგორც მას სურს. ასოების წერის შესწავლის შემდეგ კი იწყება ასოების ხაზებში წერა, ასობის ნამდვილი ფორმით გამოხატვა. მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ პირველად მოსწავლეებს ვაასწავლოთ მარტივი, ადვილად დასაწერი ხმოვანი ასოები. მათ გარკვევით უნდა განემარტოთ ასოების შემადგენელი ნაწილებიც. მაგალითად ასო „ს” შედგება სწორი ხაზისაგან და „ა”-საგან ან ნამგლის პირისაგან”. სწორ ხაზს მიემატება მარჯვნის „ნამგლის პირი” და გამოვა ასო „ს”, ცოტაოდენი ცვლილებით მივიღებთ ასო „ხ”-ს; ამგვარადვე მივიღებთ ასო „ძ”-ს; „ძ”ს მიემატება თავში „ი” და მივიღებთ ასო „მ”ს, „მ”-ს მიემატება თავში კიდევ ერთი „ი” და მიიღება ასო „შ” და ა. შ. ანთიმოზ ჯუღელი თითოეული ასოს შესწავლას მჭიდროდ უკავშირებს თვალსაჩინოებით გამოწვეულ ბავშვთა აზრობრივი წარმოსახვის აქტივიზაციას. მაგალითად ასო „უ”-ს შესწავლა ასე იწყება: მასწავლებელი ბავშვებს აგონებს მგელს”, შემდეგ კი ეკითხება – ვინ მეტყვის, მგელმა რრი ყმუილი იცის? მოსწავლე პასუხობს: „უუუუ...” მის შემდეგ მასწავლებელი ბავშვბს ეუბნება: ეს მგლის ხმა „დავინიშნოთ ისეთი ნიშნით, რომ, როცა ის ვნახოთ, ყოველთვის მოგვაგონდეს ხმა „უუუ...” ეს ნიშანი აღვნიშნოთ „უ” ასოთი. ამ ასოს თავი მგლის კბილებს ჰგავს და, როცა ამას შეხვდებით, მოიგონეთ მგლის ხმა „უუუ...” ანალოგიურად წარმოებს სხვა ხმოვანი ასოების შესწავლაც. ხმოვანი ასოების კარგად შესწავლის შემდეგ მოსწავლეები იწყებენ კითხვას. კითხვის სწავლაც წარმოებს თვალსაჩინოების საფუძველზე. ანთიმოზ ჯუღელი გვირჩევს, ჯერ დავხატოთ იმ საგნის სურათი, რომელიც&ნბსპ; საკითხავ მასალას უკავშირდება ან თვით ეს საგანი, მაგალითად ხე (პატარა ნერგი) მოვიტანოთ გაკვეთილზე, მოკლედ ავაწერინოთ მოსაწვლეებს, რა ნაწილებისაგან შედგება იგი, მარტივად გავარკვიოთ, რა არის თვით ხე და მოსწავლეებს ვათქმევინოთ და გავამეორებინოთ სიტყვები: „ეს ხე არის” და მათვე გავარჩევინოთ ეს სიტყვები მარცვლებად და ხმებად. ამის შემდეგ მოსწავლეები მასწავლებლის მითითებით თავიანთ წიგნებში მონახავენ ხის სურათს და ნიშნებს ამ სურათის ქვეშ. მოსწავლეებმა უნდა დაითვალონ, ეს ნიშნები რამდენ ადგილას არის ცალ-ცალკე. ირვევა, რომ ნიშნები განრიგებულია სამ ადგილას. ამის შემდეგ მასწავლებელი ახდენს მოსწავლეთა ყურადღების მობილიზებას და უხსნის მათ, რომ „ეს სამი ნიშანი იმ სამ სიტყვას ნიშნავს, რომელსაც წეღან ვამბობდით”, ე. ი. „ეს ხე არის”; შემდეგ კი ვარკვევთ, პირველად რა ვთქვით (ეს). მასწავლებელი მოსწავლეებს აქვე მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ერთი სიტყვა ვთქვით, აქ კი ორი ნიშანია, რატომ? და თვითონვე ეხმარება მოსწავლეებს პასუხის გაცემაში. მასწავლებელი გამოთქვამს ამ სიტყვას ისე „ხმა გრძლად და განცალკევებით”, რომ მოსწავლეებს შეეძლოთ სიტყვის გარჩევა ხმებად (ეეე და სსს), შემდეგ მოინახება „პირველი (ეეე) და მეორე (სსს) ხმა” (ბგერა). ამ ნიშნებს მასწავლებელი მოსწავლეებს აწერინებს ჯერ ფიცარზე და მერე დაფაზე ცალ-ცალკე (ე ს), აგრეთვე პირდაპირი წყობით (ეს) და შებრუნებულად (სე). მოსწავლეები, რაკი კარგად გაერკვევიან როგორც ცალკე ასოებში, ისე მათ წყობაში, ამ ნიშანს მონახავენ წიგნში, განამტკიცებენ შეთვისებულს და ასეთივე მეთოდით იწყებენ შემდეგი სიტყვისა და ამ სიტყვის გამომხატველი ასოების შესწავლას. როდესაც ეს საქმე მორჩება, მაშინ მასწავლებელი დახაზავს ფიცას ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზებით ისე, რომ ფიცარი რამდენიმე თანასწორ ოთხკუთხედებად დაიყოს და ოთხკუთხა უჯრედებში ჩაიწერება ერთვარმარცვლოვანი სიტყვები, მაგალითად ხაო, ხარი, ხასო და სხვა. მას შემდეგ, რაც ყველა მოსწავლე ან მოსწავლეთა უმრავლესობა ფიცარზე დაწერილ ასოებს დაისწავლის, იწყება წიგნის კითხვა. საკითხავი განყოფილების მთელი მასალა ისეა შერჩეული, რომ ყოველი თანხმოვანი ასოს შემდეგ ხმოვანია დაწერილი. სავარჯიშოში ანდაზები, გამოცანები და წიგნში შეტანილი სხვა მასალები ბავშვისათვის საინტერესოდ არის შერჩეული. მათი დიდი უმრავლესობა აღებულია მათი (ბავშვთა) ცხოვრებიდან და მიზნად ისაავს პატარებს სწავლისადმი და ბეჯითობისადმი სიყვარული, მშობლებისა და უფროსებისადმი პატივისცემა ჩაუნერგოს (“სათვალე”, „ყმაწვილი და თხა”, „აბა, ვინ გაჰყოფს” და სხვ.). შემდეგ მოსწავლეები ეცნობიან წარმოების უმარტივეს იარაღებს, აგრეთვე მცენარეებს, ცხოველებს, ფრინველებს, წიგნებს, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს. აქვეა ცნობები მადნეულობაზე, წლის დროებზე, თვეებზე, კვირებზე, დღეებზე და დღის ნაწილებზე, ელვაზე, ღრუბლებსა და ბუნების სხვა მოვლენებზე. ანთიმოზ ჯუღელი დიდად არის დაინტერესებული სასკოლო სახელმღვანელოების საკითხით და სისტემატურად ზრუნავს მათი ხარისხის გაუმჯობესებისათვის. ამით უნდა აიხსნას ის საკმაოდ ვრცელი და შინაარსიანი რეცენზიები, რომელიც&ნბსპ; ანთიმოზ ჯუღელმა მიუძღვნა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას”. 1881 წელს „იმედში” ანთიმოზ ჯუღელი „გადაღმელის” ფსევდონომით აქვეყნებს რეცენზიას იაკობ გოგებაშვილის „დედა-ენის” შესახებ (მესამე გამოცემა), როგორც ხსენებულ რეცენზიიდან. ისე იაკობ გოგებაშვილის მიერ ამ რეცენზიის გამო დაწერილ პასუხზე გაცემული პასუხიდან ჩანს, ანთიმოზ ჯუღელი, პირველ ყოვლისა, დიდ მნიშვნელობას აძლევს სახელმძღვანელოს გაფორმებას, შრიფტსა და ნახაზ-ნახატებს. „ყოველი წიგნი საყმაწვილოთ დაწერილი, შენიშნავს იგი, – მახვილი და გარკვეული ასოებით უნდა იყოს დაბედილი, რადგანაც ახლად მოსწავლის თვალს დიდი ჯაფა ადგია კითხვის დროს”. ამ საკითხზე ანთიმოზ ჯუღელი იმოწმებს ევროპის პედაგოგებს და სკოლიდან გამოსული ახალგაზრდობის ადრე სიბრმავის მიზეზად ამ წერილ შრიფტს თვლის, რომლითაც „საყმაწვილო წიგნები იბეჭდებოდა”. ანთიმოზ ჯუღელისათვის უდავოა, რომ ბავშვთა გონების შემოქმედებით მდგომარეობაში ყოფნა ახალი ცოდნის შეთვისების მეად მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამიტომ იგი სავსებით სამართლიანად მოითხოვს, რომ „დედა-ენაში” მოთავსებულმა მასალებმა გონების სავარჯიშო მისცეს მოსწავლეებს, განავიაროს და განამტკიცოს მათი აზროვნება, ახალი ცოდნით გაამდიდროს ბავშვთა მეხსიერება. ამისათვის კი იგი აუცილებლად თვლის საკითხავი მასალები, გამოცანები თუ ანდაზები ბავშვთათვის ამავე დროს საინტერესოს იყოს. ეს კი მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მასალები „...უსათუოდ ყმაწვილის ცხოვრებიდან იქნება აღებული”. ანბანში, – ხაზგასმით აღნიშნავს ანთიმოზ ჯუღელი, – ერთი სიტყვაც არ უნდა იყოს ყმაწვილისათვის უცნობი და უინტერესო”. განსაკუთრებულ მნიშვნელობას აძლევს იგი სასაუბრო მასალის შერჩევას. ეს მასალა „ბევრი ჩიჩინის გარეშე” უნდა გაიგოს ყმაწვილმა. სასაუბრო მასალამ მოსწავლეს უნდა გაუადვილოს „სტატიებზე მუშაობა” იმით, რომ გააცნოს მთელი რიგი სიტყვები თუ საგნები, რომლებზედაც სტატიაში იქნება ლაპარაკი. თუ მოსწავლისათივს სტატიაში რამდენიმე სიტყვა გაუგებარია, მაშინ იგი სტატიის ვერც აზრს გაიგებს და ვერც ხეირიანად წაიკითხავს მას. მაგალითად როდესაც მოსწავლე კითხულობს სტატიას არწივზე და კუზე, მან წინასწარ უნდა იცოდეს, რაა არწივი, კუ, რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისაგან და ა. შ. აქვე ანთიმოზ ჯუღელი იმოწმებს გრეკოვს, ტიხომიროვს, ვოდოვოზოვს და ამტკიცებს ანდაზების, გამოცანებისა და მოკლე ლექსების ანბანში ჩართვის აუცილებლობას. „ასეთ ანდაზებს, გამოცანებს, – აღნიშნავს იგი, – ძლიერ გამაცხოველებელი და მიმზიდველი გავლენა აქვს ყმაწვილის გონებაზე”. ანდაზები და გამოცანები, აგრეთვე პატარა ლექსები აღებული უნდა იყოს იმ ხალხის ცხოვრებიდან, რომლისათვისაც წიგნი დგება. ამ მასალაში აისახება თვით ხალხის ზნე-ჩვეულებები და სულისკვეთება. მათი გაცნობით პატარები ეცნობიან ხალხს, მუშავდება მათში ხალხისადმი პატივისცემა და სიყვარული. ჩვენ გვესაჭიროება ისეთი ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი, – აღნიშნავს ანთიმოზ ჯუღელი, – სადაც მშვენიერი ხელოვნებით არის დახატული ყმაწვილის და მისი გარეშემო ბუნების ცხოვრება და სიმშვენიერე”. ანთიმოზ ჯუღელს მასწავლებლობა მიაჩნდა ყველაზე საპატიო, კეთილშობილურ, მაგრამ ამავე დროს რთულსა და ძნელად შესასრულებელ საქმედ. მასწავლებელს, გარდა ღრმა ცოდნა-განათლებისა, მოეთხოვება ბავშვის ყოველმხრივად შესწავლა და მისი ფსიქო-ფიზიკური განვითარების თავისებურებათა გათვალისწინება მუშაობაში. სახალხო განათლების ჩამორჩენის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ანთიმოზ ჯუღელი სამართლიანად თვლიდა მასწავლებლობის პოლიტიკურ უუფლებობას, მის ნივთიერ სიბეჩავეს. მასწავლებელს აბუჩად იგდებს სოფლის მამასახლისი, ურიადნიკი და მეფის სხვა დანარჩენი მოხელენი. თავის ისედაც მცირე ხელფასის ნახევარზე მეტს, – წერს ანთიმოზ ჯუღელი, – მასწავლებელი ქრთამად აძლევს მამასახლისს, ხელფასი რომ აუკრიფოს. შიმშილ-სიტიტვლით იტანჯება მასწავლებლის ოჯახიც. ანთიმოზის სამართლიანი აზრით, ძლიერ ჯანთრელი უნდა იყო, ასეთ პირობებში სოფლად მასწავლებლად „სულ დიდი 10-12 წელიწადი რომ გაძლო”. „სოფლის მასწავლებლის აწინდელი მდგომარეობა, – დაასკვნის იგი, – სოფლის მოჯამაგირის მდგომარეობაზე ძისა დგას”. ანთიმოზ ჯუღელი მასწავლებელთა უმწეო მდგომარეობის მარტო აღწერით როდი კმაყოფილდება. იგი აყენებს მთელ რიგ კონკრეტულ მოთხოვნებს მასწავლებელთა მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის და დაბეჯითებით მოითხოვს მათ ცხოვრებაში გატარებას. ეს მოთხოვნებია: საზოგადოებრივ ცხოვრებაში ფართოდ ჩარევის უფლება, ხელის შეწყობა კვალიფიკაციის ამაღლებაში, ნივთიერი უზრუნვლყოფა, პენსიები და სხვა. ამ მოთხოვნათა განოხრციელება, ცხადია, შეუძლებელი იყო ცარიზმის პირობებში, მაგრამ ამას, როგორც პროტესტს, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მასწავლებლობის შეკავშირებისათვის. ანთიმოზ ჯუღელი დიდი ყურადღებით ეკიდებოდა ოჯახისა და სკოლის ურთიერთობის საქმეს. ოჯახში აღზრდის წესიერად დაყენებისათვის ანთიმოზ ჯუღელს, პირველ რიგში, აუცილებლად მიაჩნია მშობელსა და შვილს შორის პატივისცემასა და სიყვარულზე დამყარებული ურთიერთობის შექმნა, მშობლის მიერ მოვალეობისა და პასუხისმგებლობის შეგნება, სახელი და საჭირო ავტორიტეტი. მისი აზრით, დაუშვებელია ამ საქმეში ძალადობის გამოყენება და შიშის ჩანერგვა პატარებში. „ყმაწვილს მშობლების სიყვარული და პატივისცემა უნდა ჰქონდეს და არა შიში”, – ამბობდა იგი. ანთიმოზ ჯუღელი სასტიკი წინააღმდეგი იყო „ყმაწვილთა ფიზიკური დასჯისა” როგორც სკოლაში, ისე ოჯახში. ცემა-ტყეპა „სულმოკლეს ხდის ყმაწვილს”, მშიშარა და გაუბედავია იგი, ხოლო „სიყმაწვილეში შეშინებულ” ახალგაზრდას თავის დღეში ვეღარ გახდი „თამამ და გამბედავ კაცად”. ცემა ამახინჯებს ახალგაზრდის ფიზიკურ და სულიერ ძალებს. „ამიტომ, – ხაზგასმით შენიშნავს ანთიმოზი, – მშობლებსა და მასწავლებლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ცემა-ტყეპით სიცუდის მეტს სიკეთეს ვერ მოუტანენ ყმაწვილებს. ბევრი მასწავლებელი ლანძღვა-გინებით, სიფიცხითა და ცემა-ტყეპით აფუჭებს წარჩინებულ ნიჭიერ ყმაწვილებს”. ანთიმოზ ჯუღელი ოცნებობდა, რომ „ყმაწვილთა სწავლა-აღზრდა” საყოველთაო საქმედ გამხდარიყო და ამიტომ მან, სახალხო განათლების ამ ღირსეულმა პატრიოტმა, მთელი თავისი სიცოცხლე ამ ოცნების სინადვილედ გადაქცევას მოანდომა.
ანა ელეანორა რუზველტი (1884 — 1962) — ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი, რომელსაც ეს თანამდებობდა ყველაზე ხანგრძლივად ეკავა 1933 წლიდან 1945 წლამდე, რადგან მისი ქმარი პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი ოთხჯერ აირჩიეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად.
იგი ასევე იყო ადამიანის უფლებების პოლიტიკური ლიდერი. იგი მხარს უჭერდა ამერიკის სამოქალაქო უფლებების მოძრაობებს. ქმრის გარდაცვალების შემდეგ 1945 მან თავისი კარიერა დაიწყო, როგორც ავტორმა, ორატორმა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ორატორმა. ის გახდა პირველი ლედის ახალი სახე. პრეზიდენტმა ჰარი ს. ტრუმენმა მას უწოდა მსოფლიოს პირველი ლედი, მისი ძალიან დიდი დამსახურების პატივსაცემად მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვისათვის. რუზველტმა თავისი სიცოცხლის განმავლობაში 35 საპატიო წოდება მიიღო. მას ჰქონდა ურთიერთობა პრესის ჟურნალის ასოციაციასთა. მისი დაბადების ადგილი არის დასავლეთით ორმოცდამეთექვსმეტე ოცდამეჩვიდმეტე ქუჩა, ნიუ-იორკი. მისი მშობლები იყვნენ ელიოტ რუზველტ I და ანა ჰოლი რუზველტი. ახალგაზრდა ანა რუზველტს მოჰყვა ორი ძმა. რუზველტების ოჯახის მატება დასრულდა ელიოტ უმცროსი რუზველტით (1889-1893) და ჰოლი რუზველტით (1891-1941). ის ფრანკლინ რუზველტის მეხუთე თაობის ბიძაშვილია, შემდგომში კი მისი მეუღლე გახდა. ელეონორა იყო თეოდორ რუზველტის, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი პრეზიდენტის საყვარელი ძმისშვილი. მისი ოჯახი კლეს მარტენსენ ვან როსენველტის შთამომავალი იყო. იგი ჩამოვიდა ახალ ამსტერდამში, მანჰეტენი, ნიდერლანდებიდან 1640 წელს. მისმა შვილიშვილებმა, იოჰანესმა და იაკობმა დაიწყეს რუზველტების ოჯახის ორი განშტოების ჩამოყალიბება. იოჰანესის შთამომავლები იყვნენ ოისტერ ბეისში მცხოვრები რუზველტები, ნიუ-იორკი. იაკობის შთამომავლები იყვნენ ჰაიდ პარკში მცხოვრები რუზველტები, ნიუ-იორკი. ელეანორა იყო იოჰანესის განშტოების შთამომავალი. მისი მომავალი მეუღლე ფრანკლინი კი იაკობის შტოს შთამომავალი იყო. თეოდორ რუზველტი, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი პრეზიდენტი იყო ელეონორას ბიძა. ის იყო, როგორ მამა ანასთვის, მომავალი პირველი ლედი. ანა ელეონორას მოსწონდა, როცა მას მხოლოდ ელეონორას ეძახდნენ, სრულ სახელს მხოლოდ ოფიციალურ ქაღალდებზე და საბანკო ჩეკებზე ხელის მოწერის დროს იყენებდა. დედის მხრიდან ის იყო უილიამ ლივინგსტონის შთამომავალი, რომელიც იყო ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის ხელმომწერი. 1902 წელს ელეონორი და ფრანკლინ დელანო რუზველტი შეხვდნენ ერთამენთს, როდესაც სწავლობდნენ ჰარვარდის უნივერსიტეტში. ისინი ხვდებოდნენ ერთმანეთს და 1903 წლის ნოემბერში დაინიშნენ. მიუხედავად ამისა ფრანკლინის დედა წინააღმდეგი იყო ამ ქორწინების. მან ფრანკლინი ხანგრძლივ ტურშიც კი გაგზავნა, რათა შეეცვალა მისი აზრი. მიუხედავად ამისა წმინდა პატრიკის დღეზე (17 მარტი,1905) ფრანკლინ დელანო რუზველტი და ანა ელეონორა რუზველტი დაქორწინდნენ. პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა ტრადიციულად მონაწილეობა მიიღო ქორწინების ცერემონილაში. ქორწილის შემდეგ, ელეანორის დედამთილი აქტიურად ერეობდა წყვილი ცხოვრებაში. ქმრის სიკვდილის შემდეგ 1945 წელს, ელეონორა რუზველტმა განაგრძო ცხოვრება ჰაიდ პარკის კოტეჯში მთავარი ქვის სახლის მახლობლად. სახლის სტრუქტურა ვალ-კილის ინდუსტრიის ფაბრიკაში წარმოიქმნა და იყო ელეონორისა და მისი ახლო მეგობრების კოტეჯი. კოტეჯმა ელეანორს კონფიდენციალურობის დონე მიანიჭა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სურდა, და მიიჩნია, რომ ეს იყო მისი პირველი ნამდვილი სახლი. კოტეჯს დღესდღეობით ელეონორა რუზველტის ცენტრი ჰქვია და მის პატივსაცემად ბევრ პროგრამას მასპინძლობს. პირველი ლედის როლი მან 1933 წელს მოირგო, როდესაც მისი ქმარი პირველად აირჩიეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად. ელეონორა იყო ძალიან აქტიური პირველი ლედი თავისი საკუთარი იდეოლოგიებით სხვადასხვა საკითხზე. მან მხარი დაუჭირა ამერიკის სამოქალაქო უფლებების დამცველთა მოძრაობას (1896-1954), ასევე აფრო-ამერიკელების უფლებებს. მიუხედავად ამისა, მისი ქმარი საჭიროებდა ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ შტატებისგან მხარდაჭერას. აქედან გამომდინარე მას არ შეეძლო ხმამაღლა დაეჭირა მხარი ამერიკის სამოქალაქო უფლებების დამცველთა მოძრაობებისთვის. ელეონორამ კი გახდა აფრო-ამერიკელების მოკავშირე, რითაც ეხმარებოდა ფრანკლინ რუზველტს ბევრი ხმის მოპოვებაში. 1939 წელს აფრო-ამერიკელი ოპერის მომღერალი მარიან ანდერსონს ამერიკული რევოლუციის ქალიშვილებმა მისი რასის გამო არ მისცეს უფლება გამოსულიყო ვაშინგტონის კონსტიტუციის დარბაზში. ელეანორამ აღდგომის კვირეულზე, ანდერსონს საშუალება მისცა ლინკოლნის მემორიალთან შეესრულებინა თავისი წარმოდგენა 70 000 ცოცხალი მაყურებლის წინაშე. მილიონობით ადამიანი რადიოზე უსმენდა მის გამოსვლას. მეორე მსოფლიო ომის დროს, ელეანორა რუზველტი ძალიან აქტიური იყო. ის ასევე გახდა სამოქალაქო თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. მან მოინახულა მრავალი ადგილი, როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო, რათა მორალურად დაეჭირა მხარი ომისთვის. განსაკუთრებით მხარს უჭერდა აფრო-ამერიკელ ხალხს და ქალებს. მეორე მსოფლიო ომის დროს, მისმა მეუღლემ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას სახელწოდებით 9066. ეს ბრძანება ეხებოდა სპეციალურ ბანაკებში 110 000 იაპონური წარმოშობის ამერიკელი მოქალაქეების დაპატიმრებას. ელეონორა შეეწინააღმდეგა ქმარს ამ გადაწყვეტილებაში. გარკვეული პერიოდი ის კვირაში 1000 დოლარს იღებდა პენ-ამერიკული ყავის ბიუროს რეკლამისთვის. რვა უცხოური მთავრობა მხარს უჭერდა ბიუროს. ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტი ცდილობდა გაეუქმებინა გარიგება, მაგრამ ვერ შეძლო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რენე კესინთან, ჯონ პეტერს ჰამფრისთან და სხვებთან ერთად შეიმუშავა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დეკლარაცია: ადამიანის უფლებათა გაეროს უნივერსალური დეკლარაცია. იგი ასევე იყო ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის პირველი თავმჯდომარე. 1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია. ამას ალეონორა ძალიან ცნობილი გახადა და აღიარებულ იქნა მის უდიდეს მიღწევად. დაახლოებით ოთხი ათწლეულის განმავლობაში, 1920 წლიდან 1962 წლამდე, ელეონორა აგრძელებდა ჩართულობას პოლიტიკურ ურთიერთობებში. იგი ეწინააღმდეგებოდა თანაბარი უფლებების „ხარვეზების“ აღმოფხვრას. მას მიაჩნდა, რომ ეს ცვლილება ხელს შეუშლიდა ამერიკის კონგრესს ქალთა მუშაობის სხვა წესების დაცვას. რუზველტი იყო მშვენიერი მშვილდოსანი, და ერთ-ერთი პირველი თანამედროვე ქალბატონი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მშვილდოსნობის შეჯიბრში. მან მამაკაცის სახელის „ჩუკ პეინტონი“-ს გამოყენებით დაწერა იმ დროის ერთ-ერთ პოპულარულ ნადირობის ჟურნალში, იე სილვან არჩერი, თავისი გამოცდილებების შესახებ. ერთ-ერთი რუზველტის პრიზირებული სანადირო თასი ინახება ქმრის ბიბლიოთეკაში. დღესდღეობით ის არის სმიტსონის ინსტიტუტის სათემო ფორუმის კოლექციის ნაწილი. 1961 წელს მისი ავტობიოგრაფიის ყველა ტომი შეიკრა ერთ კრებულად „ელეონორა რუზველტის ავტობიოგრაფია“. თუმცა 45 წლის მერე დაიბეჭდა. ელეონორა რუზველტმა მეუღლესთან თითქმის 20 წელი გაატარა. 1919 წლიდან ის ძვლის ტუბერკულოზით დაავადდა. მისი განკურნება ვერ შეძლო, დრო და დრო ისევ მეორდებოდა. ის გარდაიცვალა 1962 წლის 7 ნოემბერს მანჰეტენის აპარტამენტში, ნიუ-იორკი, ტუბერკულოზით, 78 წლის ასაკში. ის დაკრძალეს ქმრის, ფრანკლინ დ. რუზველტის გვერდით ჰაიდ პარკში, ნიუ-იორკი. ხალხს იმდენად უყვარდა ის, რომ იმ დროსვე გამოუშვეს მის პატივსაცემად მულტფილმი, რომელშიც გამოსახული იყო ორ ანგელოზი, რომელებიც ადიოდნენ ზეცისკენ წარწერით „ის აქაა“, ამ ყოველივეს არანაირი შესავალი არ სჭირდებოდა, რადგან ხალხი ხვდებოდა, რომ სიტყვა „ის“ ელეონორა რუზველტს გამოხატავდა. ელეონორა რუზველტმა თავდადებით, ერთგულებით მართა თეოდორ რუზველტთან („ბიძია ტედი“) ერთად. მის საკუთრებაში შედიოდა თეოდორ რუზველტის ასოციაციის წევრობის ბარათი. 1968 წელს მან მიიღო გაეროს პრიზი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. მისი გარდაცვალების შემდეგ უშედეგოდ დამთავრდა ცდა მიენიჭებინათ მისთვის ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცების დარგში.
დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე (1826 - 1890) - ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და ეთნოგრაფი, 1970 წლიდან მისი პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
დაიბადა მღვდლის ოჯახში.. მამა მას სასულიერო მოღვაწედ ამზადებდა. დაწყებითი განათლება სოფლად მიიღო. 1841 წელს წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდები თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია (1850). 1851 წელს საქართველოში დაბრუნდა. 1852-1857 წლებში ბაქრაძე მუშაობდა გორის სამაზრო სკოლაში. ამავე პერიოდში აქვეყნებდა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ წერილებს ქართულ და რუსულ პერიოდულ პრესაში. 1858-1861 წლებში მსახურობდა ქუთაისის გუბერნატორის კანცელარიაში. 1861 წლიდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა თბილისში, თანამშრომლობდა კავკასიის არქეოგრაფიულ კომისიაში, თავმჯდომარეობდა საადგილმამულო კომისიებს, ეწეოდა ინტენსიურ მეცნიერულ მუშაობას. ბაქრაძის ინიცოატივით დაარსდა კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება (1873), რომლის ბაზაზე მისივე თავმჯდომარეობით შეიქმნა კავკასის ისტორიისა და არქეოლოგიის საზოგადოება (1881-1886). 1873 წლის 28 ივლისიდან — 1874 წლის 4 იანვრამდე დიმიტრი ბაქრაძემ სამეცნიერო მიზნით იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში (გურია, აჭარა, შავშეთი, არტანი, კლარჯეთი და სხვა). მოგზაურობის შედეგი იყო ნაშრომები „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“ (1878), „შენიშვნა ბათუმის ოლქის შესახებ“, „ყარსის ოლქის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი“ და სხვა. 1881 წელს მისი თაოსნობით თბილისში ჩატარდა არქეოლოგთა ყრილობა, რომელმაც დიდად შეუწყო ხელი საქართველოს ისტორიის კვლევის გაფართოებას. 1879 წელს ბაქრაძემ დიმიტრი ყიფიანთან და ილია ჭავჭავაძესთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებაში. 1889 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა სიძველეთა თავმოყრისა და დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა რევოლუციამდელ საქართველოში – თბილისის საეკლესიო მუზეუმი. ბაქრაძის რედაქტორობით გამოქვეყნდა იოანე ბატონიშვილის „კალმასობა“ (ნაწ. 1, 1862), ვახუშტის „საქართველოს ისტორია“ (1885), ვახტანგ VI-ის კანონთა კრებულის რუსული თარგმანი (1887) და სხვა. იგი წერდა ნარკვევებს საქართველოს ისტორიის ცალკეულ საკითხებზეც; 1889 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი „ისტორია საქართველოსი“ (უძველესი დროიდან X საუკუნის დასასრულამდე). 1880-იან წლებში გამანადგურებელი პასუხი გასცა ქერობე პატკანოვს, რომელიც ხელაღებით უარყოფდა „ქართლის ცხოვრების“, როგორც ისტორიის წყაროს მნიშვნელობას. თავის ნაშრომებში ბაქრაძე დიდ ყურადღებას უთმობდა ნივთიერი კულტურულ ძეგლებს, მათ აღწერას, სალექსიკონო მასალას. 1875 წელს ლექსიკონის სახით შეადგინა „კავკასია ქრისტიანობის უძველეს ძეგლებში“, რომელიც შეიცავს ცნობებს საქართველოს და სომხეთის ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ, სათანადო ბიბლიოგრაფიითურთ. ბაქრაძემ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ისტორიის დამხმარე მეცნიერულ დარგებს (პალეოგრაფია და სხვა). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
ჯორჯ მეისონი (1725-1792). - არასოდეს ყოფილა მაღალი თანამდებობის პირი, მაგრამ ის იყო ერთ -ერთი ყველაზე თანმიმდევრული ხმა რევოლუციურ თაობაში ამერიკის უფლებების დაცვისათვის. მეისონმა კერძო განათლება მიიღო და დიდად ისარგებლა ბიძის სახელგანთქმულ ბიბლიოთეკაში არსებული ტიტულებით.
ახალგაზრდობაში მეისონმა აიღო კონტროლი გუნსტონ ჰოლზე, ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე რეზიდენცია გრანდიოზული სახლების არეალში. პლანტაცია ცნობილი იყო თამბაქოთი და ბაღებით. ჯორჯ ვაშინგტონი იყო მეზობელი და თანამონაწილე ინვესტორი ოჰაიოს კომპანიაში. როდესაც ამ საწარმოს სპეკულაციური საქმიანობა გვირგვინმა მოგვიანებით დაასრულა, მეისონმა რადიკალურად შეცვალა მისი აზროვნება. 1750-იან წლებში მეისონმა დაიწყო კარიერა ადგილობრივ საჯარო სამსახურში. იგი შეირჩა ქალაქ ალექსანდრიის რწმუნებულად, სამართლიანად ფეირფაქს ოლქის სასამართლო სისტემაში და ტრუროს მრევლის მეჯვარედ. 1759 წელს მეისონი აირჩიეს ვირჯინიის ბურჯესის სახლში, სადაც ის გახდა მრავალი ბრიტანული პროგრამის მგზნებარე კრიტიკოსი. 1766 წელს, მარკების აქტის კრიზისის დროს, მან სცადა ეკონომიკური ზეწოლის განხორციელება პარლამენტზე, ბრიტანელი ვაჭრებისთვის წერილის მიწერით, რათა შეეწინააღმდეგებინათ შტამპის გადასახადი. სამი წლის შემდეგ მეისონმა შეიმუშავა ვირჯინიის არასაიმპორტო ხელშეკრულება, რომელიც მოჰყვა Townshend აქტების ამოქმედებას. 1774 წელს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მასაჩუსეტსის იძულებითი მოქმედებები დაუმიზნა, მეისონი მუშაობდა ვაშინგტონთან, რათა შეაჯამა კონსტიტუციური საქმე Fairfax Resolves– ის უახლესი კანონმდებლობის წინააღმდეგ. მეისონი მსახურობდა დელეგატად ვირჯინიის კონვენციაში 1775 წელს და მხარი დაუჭირა თანამეგობრობის შეიარაღების გადაწყვეტილებას შესაძლო ომისათვის. მომდევნო წელს ის მსახურობდა ვირჯინიის საკონსტიტუციო კონვენციაში, სადაც მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალი მმართველი დოკუმენტის დაწერაში. ვირჯინიის უფლებათა დეკლარაცია, განცხადება კოლონისტების განუყოფელი უფლებების შესახებ. მისი იდეები და ზოგიერთი მისი ფორმულირება მალევე მიიღო ტომას ჯეფერსონმა დამოუკიდებლობის დეკლარაციაში და სახელმწიფოებმა თავიანთი უფლებების შესახებ. დამოუკიდებლობის ომის დროს მეისონმა შეასრულა ორგანიზაციული როლი თავისი სახელმწიფოს დასაცავად, მაგრამ სამსახური არ უნახავს. ის ასევე მუშაობდა ანგლიკანური ეკლესიის დანგრევისთვის. მეისონი დათანხმდა დასწრებოდა კონსტიტუციურ კონვენციას ფილადელფიაში 1787 წელს, მისი ზრუნვა ერის კეთილდღეობაზე აღემატებოდა მის სახლში დარჩენის სურვილს. ის იყო პროცესის მთავარი მონაწილე, მაგრამ ძალიან იმედგაცრუებული იყო შედეგით. მისი კრიტიკა საბოლოო დოკუმენტის შესახებ მოიცავდა: უფლებების კანონპროექტის არარსებობა, პოზიცია, რომელიც სრულად შეესაბამება მის ინდივიდუალურ თავისუფლებათა მრავალწლიან ადვოკატირებას ძალიან ბევრი ძალაუფლების ცენტრალიზაცია ფედერალურ მთავრობაში; ის განსაკუთრებით ეჭვობდა სენატისა და ფედერალური სასამართლო სისტემისთვის დაგეგმილ როლებზე მონობის ინსტიტუტისათვის მინიჭებული კონსტიტუციური აღიარება. მიუხედავად იმისა, რომ მონათმფლობელი იყო, მეისონმა იგრძნო, რომ ყველა მონა უნდა გათავისუფლდეს და რომ ახალი მთავრობისთვის არაფრისმთქმელი იყო თავისუფლების საყვირი, მაგრამ იგი სრულად უარყოფს მონებისათვის. მეისონი იყო ერთ – ერთი იმ სამი დელეგატიდან, ვინც უარი თქვა დოკუმენტის ხელმოწერაზე. მან თავისი ოპოზიცია დააბრუნა ვირჯინიაში, სადაც ის შეუერთდა პატრიკ ჰენრის და სხვა ანტი-ფედერალისტებს რატიფიკაციის დამარცხების წარუმატებელი მცდელობისას. მან გამოაქვეყნა თავისი კრიტიკა გაზეთის ესსეში, რომელიც გამიზნული იყო ფედერალისტურ ნაშრომებში წარმოდგენილი არგუმენტების დასაპირისპირებლად. კონსტიტუციის საწინააღმდეგო კამპანია (ტექსტი) მას ვაშინგტონთან მეგობრობა დაუჯდა. მეისონმა მოგვიანებით უარყო ვირჯინიის საკანონმდებლო ორგანოს შეერთებული შტატების სენატის ადგილი, მაგრამ განიცადა დიდი კმაყოფილება 1791 წელს უფლებების კანონპროექტის მიღებით. ეს 10 შესწორება, XI შესწორებასთან ერთად, რომელიც შეზღუდავს სასამართლო უფლებამოსილებას, მოდელირებული იყო მისი უფლებების დეკლარაციარა ჯეიმს მედისონი, ახლო მეგობარი და კონფიდენციალური პირი, იყო ახალი კონგრესის პირველ სესიაზე ამ გამარჯვების მამოძრავებელი ძალა. ჯორჯ მეისონი იყო ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა, რომლის სახელი დღეს ფართოდ არ არის ცნობილი. მისმა არარსებობამ არჩევითმა თანამდებობამ და ხანგრძლივი პოლიტიკური პროცესებისადმი ზიზღმა მას დიდ პოპულარობა დაუჯდა. თუმცა მისმა თანამედროვეებმა გაიგეს მისი წვლილის სიღრმე. ჯეფერსონმა მას შეაფასა "მისი თაობის ყველაზე ბრძენი ადამიანი". იგი გარდაიცვალა გუნსტონ ჰოლში 1792 წლის 7 ოქტომბერს. |