ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ევროპასთან ინტეგრაციის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ეკა სეფაშვიილმა აღნიშნა, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, კანონმდებლობით მოხდება ისეთი წესების განსაზღვრა, რომლებიც გაითვალისწინებს ტექნოლოგიური განვითარების ტენდენციებს და უზრუნველყოფს ერთიან თანაბარ პირობებს ბაზარზე გამოჩენილი აუდიოვიზუალური მედიის ახალი სახეებისთვის. „კანონპროექტით განსაზღვრული წესების მიზანია კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, არასრულწლოვანთა და მომხმარებელთა დაცვა, მედია პლურალიზმის უზრუნველყოფა და სხვადასხვა ნიშნით სიძულვილის ენის გავრცელების, ტერორიზმის წაქეზების შემცველ პროგრამებსა და რეკლამებზე ეფექტიანი რეაგირების, მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამო პროგრამებისა და რეკლამების გავრცელების თანმდევი რისკებისა და შედეგების ეფექტიანი პრევენციის მექანიზმის შექმნა“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა. მისივე თქმით, მაუწყებელი, სამაუწყებლო ბადით, თავად განსაზღვრავს რა დროს, რა თანმიმდევრობით და რა პროგრამას უყუროს მომხმარებელმა, ისე რომ აუდიოვიზუალური პროდუქცია ყველა მომხმარებლისთვის ერთდროულად ხელმისაწვდომი იყოს. კომიტეტებმა მხარი დაიჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას. რადიკალური ოპოზიცია ევრორეკომენდაციების საბოტაჟით არის დაკავებული, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, მათ მხოლოდ ერთი რამ აინტერესებთ - როგორ გამოუთხარონ ძირი დემოკრატიას და საქართველოს სუვერენულ ინტერესებს.
„როგორც გვახსოვს ფაქტებით, მათ არ სურდათ საქართველოს უვიზო რეჟიმი მიეღო, მერე გვახსოვს, ჩვენს პარტნიორებს არწმუნებდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიეღო საქართველოს და დღეს ევრორეკომენდაციების შემუშავების პროცესში არ მონაწილეობენ, მათ ერთადერთი პრეზუმფცია აქვთ - რაც მათი გაკეთებული არ არის, ცუდია. მათ აინტერესებთ, ერთადერთი - როგორ გამოუთხარონ ძირი საქართველოში დემოკრატიას და საქართველოს სუვერენულ ინტერესებს, რითაც იმედი აქვთ ხელისუფლება დაზარალდება და შემდეგ ეცდებიან დაკავდნენ ქუჩის პოლიტიკით და არა საპარლამენტო და საქმიანი პოლიტიკით, რასაც ჩვენ ვთავაზობთ," - განაცხადა თალაკვაძემ. ამასთან, თალაკვაძე გამოეხმაურა „ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის" და "გირჩი - მეტი თავისუფლების" შესაძლო გაერთიანების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას. „ჩვენ დიდი ხანია ვიცით, რომ ესენი გაერთიანებული არიან, სხვადასხვა სახელები რომ დაირქვეს ეს მორიგი თვალთმაქცობა იყო. მათ უბრალოდ როლები აქვთ განაწილებული: ერთი პარლამენტის წინ აზომვებითაა დაკავებული, მეორე დესტრუქციული განცხადებებით და მესამე ევრორეკომენდაციების საბოტაჟით, ახლა ამ ყველაფერს შეაერთებენ და სამივე იქნება სამივე როლით დაკავებული, ეს არის მხოლოდ ცვლილება,“ - განაცხადა თალაკვაძემ. რეკომენდაციების შესრულების პროცესში „ნაცმოძრაობის“ ჩართვის ინტერესი არ არსებობს, რადგან ეს პრინციპულად ეწინააღმდეგება მათ სტრატეგიას, რომელიც დესტაბილიზაციას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, იმის პერსპექტივა არ არსებობს, რომ „ნაცმოძრაობა“ შეუერთდეს იმ პროცესს, რომელიც სამართლიანად აყალიბებს დამოკიდებულებას არჩევნებზე, სახალხო დამცველის თუ გენერალური პროკურორის არჩევის წესზე. „12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში ამ ადამიანების ჩართვის ინტერესი არ არსებობს, რადგან ეს პრინციპულად ეწინააღმდეგება მათ სტრატეგიას, რომელიც დესტაბილიზაციას გულისხმობს. ეს წინააღმდეგობა არსებობს და არ დაძლეულა. რა აქვთ საპროტესტო, თუ გამჭვირვალე იქნება სახალხო დამცველის არჩევა და მასში ყველა მიიღებს მონაწილეობას, ვისაც ამის სურვილი გააჩნია?“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. რადიკალურმა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა, რომ თავისი არსებით ორგანულად ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროინტეგრაციას და სწორედ ამის წინააღმდეგ გამოდიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პროცესზე საუბრისას განაცხადა.
“რადიკალური ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც ანტიევროპული და ანტიეროვნული პოლიტიკური მოძრაობა. ფაქტობრივად, მათ არად ჩააგდეს როგორც ბორელის, ასევე, გერმანიის კანცლერის მოწოდებები და ამით კიდევ ერთხელ გამოააშკარავეს, რომ თავისი არსებით ორგანულად ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროინტეგრაციას და სწორედ ამის წინააღმდეგ გამოდიან“, – განაცხადა იონათამიშვილმა. 16/9/2022 ოპოზიციის მიერ დასახელებული მინიმუმ 7 კანდიდატიდან, საუკეთესო სახალხო დამცველს ავირჩევთRead Nowგარდა იმისა, რომ თვითონ ეს პროცედურა უზრუნველყოფს უპრეცედენტოდ მაღალ ჩართულობას, ინკლუზიურობას და ტრანსფარენტულობას, ამ ფონზე ხელისუფლებამ ოპოზიციას შესთავაზა, რომ კანდიდატები მათ დაასახელონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენი ამისგან თავს შევიკავებთ და შესაბამისად მათი დასახელებული მინიმუმ 7 კანდიდატიდან ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ავირჩიოთ საუკეთესო სახალხო დამცველი საქართველოსთვის“, - აცხადებს სარჯველაძე. სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევა გრძელდება. დეპუტატები აპლიკანტებს ჯერ საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ, ხოლო შემდეგ კი პოლიტიკური ძალები მათგან კანდიდატებს შეარჩევენ. სახალხო დამცველის არჩევის წესის ცვლილებაზე რეკომენდაცია ქვეყანამ ევროკომისიისგან მიიღო. ახალი წესით ომბუდსმენის შესარჩევად პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გამოსცა ბრძანება, სადაც შესაბამისი კრიტერიუმებია გაწერილი. 15/9/2022 მოსამართლის როლი არასათანადო მოპყრობის სავარაუდო მსხვერპლთა დაცვის უზრუნველსაყოფადRead Nowადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დეპუტატებმა პირველი მოსმენით განიხილეს.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, კანონის მიღება უზრუნველყოფს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების არსებობის თაობაზე ეჭვის შემთხვევაშიც კი, შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს, მათ შორის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დროულ ინფორმირებას, ამ გზით სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას და შესაბამისად, მისი მანდატის გაძლიერებას. „გაიზრდება არასათანადო მოპყრობის სავარაუდო მსხვერპლთა დაცვის უზრუნველსაყოფად მოსამართლის როლი და ჩართულობა, რითაც, იმავდროულად, შესრულდება საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებში საქართველოს პარლამენტისადმი მიმართული წინადადებები ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში მოსამართლის როლის გაზრდასთან დაკავშირებით“,- განაცხადა მომხსენებელმა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ ცვლილებებს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევის მიზნით, კანდიდატად წარდგენის მსურველთა განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და ეს პროცესი 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.
მისივე თქმით, პრაქტიკულად სრული კონსენსუსით შეთანხმდნენ წესებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც პროცედურები ჩატარდება. „ეს გულისხმობს შეფასების, შერჩევის პროცესს პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან, კონსულტაციებს და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას. ყველას, ვისაც სურვილი აქვს, გამოსცადოს საკუთარი შესაძლებლობა, რომ გახდეს სახალხო დამცველი, შესაძლებლობა ექნება, პროცესში მონაწილეობა მიიღოს. ყველას მიმართ ჩემი მოწოდებაა, ვინც მიიჩნევს, რომ შეუძლია, იყოს საქართველოს სახალხო დამცველი, წარმოადგინოს განაცხადი და გაიაროს პროცედურები, რომლის მეშვეობითაც მოხდება შეფასება და შემდგომ კანდიდატთა შერჩევა. დიდი იმედი მაქვს, შევძლებთ ყველაზე მეტად ოპტიმალური კანდიდატის არჩევას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. სახალხო დამცველის კანდიდატთა შერჩევის პროცესი დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოში განაცხადების მიღება 30 სექტემბრამდეა შესაძლებელი. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნდა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება.
„გამოცხადდა განცხადებების მიღება სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთათვის. 15 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით განცხადებები მიიღება ელექტრონულად: contact@parliament.ge ან მატერიალური სახით: თბილისი, რუსთაველის გამზირი №8ა. მსურველებმა უნდა წარმოადგინონ: ა) განცხადება, რომელშიც უნდა მიეთითოს: კანდიდატის სახელი და გვარი, განათლება, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს), სამუშაო ადგილი და თანამდებობა, საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი. ამ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი. ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი; გ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; დ) კანდიდატის ავტობიოგრაფია (CV); ე) ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები, კანდიდატის შეხედულებისამებრ“, - აღნიშნულია განცხადებაში. მანამდე საჯარო გახდა ბრძანება, სადაც გაწერილია კონკრეტული პროცედურები თუ როგორ მოხდება კანდიდატების შერჩევა ცხრა კაციანი კომისიის მიერ. კანდიდატურების წარდგენა კი 21 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს. მათი რაოდენობა შვიდზე ნაკლები არ უნდა იყოს. ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია ჩვენი მხრიდან შესრულებული იქნება. პარლამენტი გაატარებს ყველა შესაბამის საკანონმდებლო რეფორმასა და ცვლილებას, ყველა რეკომენდაციის შესასრულებლად, - ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას ამ პროცესში ჩართვა მოუწევს.
„რაც შეეხება ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს, ვერ გეტყვით, რომ ისინი ამ მოწოდების შემდეგ მაინც შეიცვლიან პოზიციას და უფრო პოზიტიურად იქნებიან ჩართულები ამ პროცესში, ამის პირობას ნამდვილად ვერავინ მოგცემს, მაგრამ ერთ რამეს ვიტყოდი - როდესაც ევროპისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან დამოკიდებულება ისეთი იქნება, რომ აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს თორმეტივე რეკომენდაციის ოპოზიციის მონაწილეობით შესრულებისთვის, მე მგონი ეს გარკვეულწილად აიძულებს ოპოზიციის ამ რადიკალურ ნაწილს, რომ რევოლუციური ლოზუნგები ცოტა გვერდზე გადადონ და რეალურ საქმიანობაში ჩაებნენ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა. 14/9/2022 ვფიქრობ, რომ კომისიის შეფასებების შემდეგ შევძლებთ შევჯერდეთ სახალხო დამცველის კანდიდატზეRead Nowმამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულებაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ პოლიტიკური სპექტრი სახალხო დამცველის არჩევას შეძლებს.
„რაც შეეხება სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით ევროკავშირის რეკომენდაციას, სამწუხაროა, რომ მის აღსრულებაში სამმა რადიკალურმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა. პირველი მოსმენისგან განსხვავებით მხარი აღარ დაუჭირეს. შემდეგ ორმა მათგანმა იფიქრა, რომ ეს იყო ძალიან დამაზიანებელი მათთვის მხოლოდ და მხოლოდ (იმიტომ რომ ქვეყნისთვის დამაზიანებლობის საკითხზე ისინი დიდად არ შფოთავენ და არ ზრუნავენ ხოლმე, რომ გამოასწორონ ეს ყველაფერი) და კარგია, რომ შემოვიდნენ კონსულტაციებზე, სადაც 9-კაციანი სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტებას განვიხილავდით. იქ რაიმე არსებითი წინააღმდეგობა არ ყოფილა. მგონია, კამერები სადაც არ არის, იქ მეტია შანსი გარკვეულ საკითხებზე შეთანხმების. ვფიქრობ, რომ 9 კაციანი კომისიის შექმნის შემდეგ, მათი შეფასებების შემდეგ შევძლებთ შევჯერდეთ [სახალხო დამცველის] კანდიდატზე. მით უმეტეს, ეს ოპტიმიზმი გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ არ წარვადგენთ კანდიდატს, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, თუ ყველა ოპოზიციური პარტია არ გადაწყვეტს საბოტაჟი გამოუცხადოს ამ პროცესს, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია“, - განაცხადა მდინარაძემ. 14/9/2022 ომბუდსმენის შერჩევას ვინც ემიჯნება, შესაძლოა, მეტად სამარცხვინო მდგომარეობაში აღმოჩნდესRead Nowპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ბოიკოტს უცხადებს სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებულ პროცესს შესაძლოა, შემდეგში მეტად სამარცხვინო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
მისივე თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო პროცესიდან გაქცევა ბრძოლის ველიდან გაქცევის ტოლფასია. „ინკლუზიური პროცესი უკვე არის, მაგრამ რა ვუყოთ იმ ადამიანებს, ვისაც უბრალოდ სურვილი არ აქვთ, რომ ამ პროცესში იყვნენ ჩართულნი და ვისაც ურჩევნია, იყოს ჩასაფრებულის მდგომარეობაში, იყოს იმის გულშემატკივარი, რომ პროცესები ცუდად მიმდინარეობდეს. ამაში ხედავენ საკუთარ შესაძლებლობას, დრო იხელთონ და პროცესებით ხელი მოითბონ. ბოიკოტს უცხადებენ პროცესს, რომელშიც მონაწილეობენ არა მხოლოდ ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, არამედ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ცოტა ფრთხილად ბედავდნენ პროცესის მხარდაჭერას და ჩართულობას. მიუხედავად ამისა, პროცესი მიმდინარეობს. შესაძლოა, შემდეგ მეტად სამარცხვინო მდგომარეობაში აღმოჩნდეს ხალხი, ვინც ამ პროცესებს ემიჯნება და ცდილობს, პასუხისმგებლობა არ აიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპული რეკომენდაციები მათაც ავალდებულებს, მეტი პასუხისმგებლობით იყოს გამსჭვალული თითოეული მათი განცხადება, დამოკიდებულება. როდესაც ისეთ პროცესებზე გვაქვს საუბარი, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ოპოზიცია უნდა იყოს ჩართული, ასეთ დროს პროცესიდან გაქცევა დაახლოებით იგივეა, რაც ბრძოლის ველიდან გაქცევა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. რაც შეეხება სახალხო დამცველის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძის განცხადებას, კითხვაზე, „ვაშაძის განცხადების მიზანი დანარჩენი ოპოზიციის ბულინგი ხომ არ არის“, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ შესაძლოა, ამისი სურვილი ჰქონდეს, თუმცა არ ჰგონია, რომ განხორციელებადი იყოს. „შეიძლება, მას ასეთი სურვილი ჰქონდეს, თუმცა არ მგონია, რომ ასეთი ტიპის მცდელობები წარმატების პრეტენზიის მქონე იყოს. შესაძლოა, ეს უნდოდეს, მაგრამ რეალურად, არ მგონია, განხორციელებადი იყოს“, – აღნიშნა სარჯველაძემ. 12 პუნქტის ირგვლივ ყველა სამუშაო ჯგუფში მუშაობა იყო უაღრესად საქმიანი და პროაქტიული. ფაქტობრივად თითოეული მიმართულებით ხელშესახები პროგრესია და ეს პროგრესი უზრუნველყო იმან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ სამუშაო ჯგუფებში შექმნა ისეთი გარემო, სადაც, თითოეული სუბიექტის პოზიციები იყო მოსმენილი და უმეტესი მათგანი გაზიარებულიც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ფაქტი არის, რომ ეს სამუშაო პროცესი იყო ინკლუზიური, იმიტომ რომ რეკომენდაციების სრული პაკეტის გათვალისწინება მოხდა. ინკლუზიურობის ყველაზე ობიექტური კრიტერიუმი ზუსტად ის, რომ განსხვავებული პოლიტიკური თუ სამოქალაქო ავტორები რა საკითხსაც სვამენ პროცესის დროს, რამდენად ხდება ამ რეკომენდაციების გათვალისწინება საბოლოო ჯამში. მე არ გამკვირვებია, რომ ზოგიერთმა ამ სუბიექტმა, ვინც თითქოს ადამიანის უფლებებს იცავს, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, 2020 წლის ეუთო/ოდირის რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც შშმ პირთა საარჩევნო პროცესებზე მისაწვდომობას ავალდებულებდა სახელმწიფოს, არცერთი რეკომენდაცია და წინადადებაც კი არ წარმოგვიდგინა და ამ ნაწილს, ასე უპასუხისმგებლოდ მოეკიდა, როცა ჩვენ კონკრეტული ხედვა გვქონდა ამასთან დაკავშირებით. ეს ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა. ამის მერე კიდევ რომ გამოდიან და ინკლუზიურობაზე აკეთებენ შენიშვნებს, ვფიქრობ ღიმილისმომგვრელი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის, ვინაიდან, ჩვენი საზოგადოება ხედავს ვინ, რა პასუხისმგებლობით, ან, უპასუხისმგებლობით უდგება ამ პროცესებს“, - განაცხადა იონათამიშვილმა. „მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ 12-ვე პუნქტი ჯეროვნად შესრულდეს. რაც შეეხება შეფასებას – შეფასება ჩვენი საქმე არ არის, შეფასებას შემფასებელი აკეთებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ობიექტური შეფასების იმედი გვაქვს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი ინიციატივების მისაღებად მზადაა და მთავარია, ისინი საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში იყოს. „შექმნილია სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი. ეს 12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პუნქტია. რა თქმა უნდა, ამ სამუშაო პროცესში ყველა სუბიექტი უნდა იყოს ჩართული. თუ ვინმეს რაიმე ინიციატივა აქვს, ის უნდა წარმოადგინოს ამ სამუშაო ჯგუფში. ყველაფერს განვიხილავთ. ჩვენ მარტივი მიდგომა გვაქვს – ნებისმიერ ინიციატივას განვიხილავთ, ნებისმიერ ინიციატივაზე ვიმსჯელებთ. მთავარია, ეს ინიციატივები საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას, საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს. თუ [ინიციატივები] შესაბამისობაში იქნება ევროპულ პრაქტიკასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან, რა თქმა უნდა, ყველაფერზე ვიმსჯელებთ. ისეთს არაფერს გავაკეთებთ, რაც სტანდარტებთან თანხვედრაში არ იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, 2024 წლიდან, ელექტრონული აპარატურის გამოყენებით, ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვის შესახებ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ირაკლი კობახიძის თქმით, ელექტრონული ხმის მიცემა საბოლოოდ გაამყარებს საზოგადოების ნდობას ხმების დათვლის პროცესის მიმართ, აღმოფხვრის საარჩევნო ოქმებში დისბალანსის პრობლემას და სამუდამოდ დაასრულებს სპეკულაციებს ე.წ. საარჩევნო კარუსელებთან დაკავშირებით. „როგორც მოგეხსენებათ, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაზე, რომლის ერთ-ერთი პუნქტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვას შეეხება. შესაბამისი რეფორმის განსახორციელებლად, საქართველოს პარლამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფის მიერ უახლოეს მომავალში შემუშავდება კანონპროექტების პაკეტი, რომელიც, არსებითად, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს და სამუშაო ჯგუფში პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით განხილულ თემებს დაეფუძნება. სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი წინადადებების ნაწილი საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვას ეხებოდა. ამასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება 2024 წლიდან, ელექტრონული აპარატურის გამოყენებით, ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვის შესახებ. გასულ წელს, სრულად ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ჩატარდა ხმის მიცემის პროცედურა ქალაქ თბილისის კრწანისის რაიონში. წელს, ელექტრონული აპარატურის გამოყენებით შედგა საკრებულოს შუალედური არჩევნები ბათუმის მუნიციპალიტეტის რვა საარჩევნო უბანზე. თანამედროვე ტექნოლოგიებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წარმატებული გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, ეს ინიციატივა 2024 წლიდან ფართო მასშტაბით დავნერგოთ. კერძოდ, ჩვენი გადაწყვეტილებით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს, ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონული აპარატურის გამოყენებით განხორციელდება. ელექტრონული ხმის მიცემა საბოლოოდ გაამყარებს საზოგადოების ნდობას ხმების დათვლის პროცესის მიმართ, აღმოფხვრის საარჩევნო ოქმებში დისბალანსის პრობლემას, სამუდამოდ დაასრულებს სპეკულაციებს ე.წ. საარჩევნო კარუსელებთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს ამომრჩეველთა 70%-ზე მეტის ხმების დათვლასა და შედეგების გამოქვეყნებას კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე წუთში, ასევე მოხსნის ეგზიტპოლებისა და ხმების პარალელური დათვლის (ე.წ. „პივიტის“) გაყალბებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. შესაბამისად, ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი, რომელიც არჩევნების შედეგების გარშემო მანიპულირების პრობლემას მინიმუმამდე შეამცირებს. ჩვენს ინიციატივას უახლოეს დღეებში მიეცემა კანონპროექტის სახე, რის შემდეგაც, საქართველოს მთავრობასთან, ცესკოსთან და დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების საფუძველზე, გადაიდგმება პრაქტიკული ნაბიჯები საარჩევნო უბნების ხმის მიცემის აპარატურით აღჭურვისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ მეორე და მესამე მოსმენით მხარი არ დაუჭირა ინიციატივას, რომელიც უკავშირდება სახალხო დამცველს, დღეს შალვა პაპუაშვილი ხვდება ყველა ოპოზიციურ წარმომადგენელს, მათ შორის რადიკალებს და კიდევ ერთხელ აუხსნის, დაარწმუნებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე გახდა. ამასთან, ირაკლი ზარქუა დარწმუნებულია, რომ დეკემბერში საქართველო აირჩევს სახალხო დამცველს და არა კონკრეტული პარტის ინტერესების გამტარებელს. „პროცესი მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე გავხადეთ. რაც ძველი მეთოდოლოგია იყო, ის დავტოვეთ და ნებისმიერ ჯგუფს მეტი შესაძლებლობა მივეცით, წარმოადგინოს მათი კანდიდატურა. წინა რეგლამენტით ეს შესაძლებელი არ იყო. უფრო ღია, უფრო გამჭვირვალე გახდა და დარწმუნებული ვარ, დეკემბერში საქართველო აირჩევს სახალხო დამცველს და არა კონკრეტული პარტიის ინტერესების გამტარებელს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ. ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“ მსოფლიოში არ არის. ისინი ყოველთვის ცდილობენ, როდის როგორ აწყობთ, იმ ქვეყნის ინტერესები გაატარონ. ჩვენ ვცდილობთ სხვა რამეს. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის პრიორიტეტი საქართველოს ინტერესებია.
„ჩვენ ვცდილობთ საქართველოს ინტერესებიდან გამოვიდეთ. ისინი ცდილობენ საქართველოს ინტერესებს რუსული ინტერესები დაარქვან. ჩვენ ყოველთვის გამოვდივართ საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან და ყველამ დაიმახსოვროს - რომელი ქვეყნის ინტერესები არ უნდა ატარონ, (ელენე ხოშტარიამ რუბლების სანაცვლოდ, სხვამ სხვა რამის სანაცვლოდ) საბოლოო ჯამში, ყველა სხვა ქვეყნის ინტერესი იქნება მეორეხარისხოვანი და პირველ პლანზე იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესები. ამას არ გვპატიობენ, ამისთვის გვებრძვიან“, - განაცხადა მდინარაძემ. მან გაიხსენა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო და ახლა საუბრობენ რუსული ინტერესების გატარებაზე სხვისი მხრიდან. მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს თავის პარტნიორებთან. რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, ამიტომ ისინი ვერც არჩევნებს იგებენ და ვერც რევოლუციას აწყობენ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მან აღნიშნა, რომ საზოგადოება ხედავს რა არის ფაქტები და რა არის სიმართლე.
„ივლისსა და აგვისტოში საპარლამენტო უმრავლესობა ძალიან აქტიურად მუშაობდა იმისათვის, რომ 12 პუნქტი შესრულებულიყო. ყველა მიმართულებით არის პროგრესი, ეს არის ჩვენ მიერ გაკეთებული საქმე. საზოგადოება ხედავს როგორ მუშაობდა პარლამენტი, საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, რომლებსაც აქვთ კონსტრუქციული დამოკიდებულება. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, საზოგადოება მათ დამოკიდებულებასაც ხედავს. ისინი ყოველდღიურად რადიკალიზმზე და პოლარიზაციაზე საუბრობენ - მათ აქვთ დესტრუქციული როლი. მთავარია, რომ მათ მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა არის ნულოვანი. ეს არის მთავარი მიზეზი რატომაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს ძალიან მცირე მხარდაჭერა და ნულოვანი რესურსი რომ რაიმე არეულობა მოაწყოს ქვეყანაში და ომში ჩართოს. იგივე ეხება არჩევნებს. არჩევნებსაც სჭირდება იგივე, რაც ქუჩას, არც იქ აქვთ ხალხის მხარდაჭერა. შესაბამისად, ვერც არჩევნებს იგებენ და ვერც რევოლუციას აწყობენ. ეს არის დღევანდელი რეალობა და ხვალაც ასე იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. სახალხო დამცველის განცხადებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური განცხადებები. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ნინო ლომჯარიას დიდი ხანია ყველაფერზე პოლიტიკურად ანგაჟირებული პოზიცია აქვს.
ამასთან, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მოქმედ ომბუდსმენს ახსენებს, რომ სახალხო დამცველის არჩევის წესი არ იცვლება. “სახალხო დამცველი სამწუხაროდ დიდი ხანია ამ ნარატივში ზის. რა ნარატივიც არის, რომ ყველაფერზე პოლიტიკურად ანგაჟირებული პოზიცია ჰქონდეს. ხომ არის საუბარი, რომ იყოს ინკლუზიურობა, უფრო ფართო მონაწილეობა იყოს, როგორც კი ამ მიმართულებით გადადგამ ნაბიჯს მაშინვე აღარ მოსწონთ ეს. არჩევის წესი არ იცვლება, როგორც ირჩეოდა ისევ ისე აირჩევა, მაგრამ საშუალება ეძლევა, რომ გაცილებით მეტმა ადამიანმა განაცხადოს ვისაც პოტენციურად აქვს ამის სურვილი თავისი კანდიდატურის წარდგენისა და კომისიამ მოახდინოს შეფასება. შემდეგ ამ ფართო არჩევანიდან წარადგენენ შესაბამისი სუბიექტები პარლამენტის წინაშე მათთვის სასურველ კანდიდატს,” – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი. რაც შეეხება ხელისუფლების ოპონენტების პოზიციას. ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც კანონპროეტს მხარი არ დაუჭირა, სრულად იზიარებს სახალხო დამცველის შენიშვნებს. მეორე ნაწილი კი იგივე პოზიციაზე რჩება და აღნიშნავს, რომ ომბუდსმენის განცხადება მათ დამოკიდებულებაზე გავლენას ვერ მოახდენს. ყველამ იხილა მათ შორის პრესკონფერენცია, რომელიც პრემიერს, ვარჰეისა და ბორელის მონაწილეობით გაიმართა და ძალიან პოზიტიური გზავნილები გაჟღერდა ამ პრესკონფერენციაზე საქართველოს ევროპულ კურსთან, ჩვენს დღის წესრიგთან, ჩვენს მიერ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„პრემიერი წარდგა ძალიან დეტალური ანგარიშით იმის შესახებ, თუ როგორ სრულდება როგორც ასოცირების შეთანხმება, ასევე 12 პუნქტი, აქედან გამომდინარე გვაქვს ძალიან კარგი პროგრესი და წინსვლა და ეს პრესკონფერენცია და ვიზიტიც მთლიანად ამის გამოხატულება იყო. ჩვენ აბსოლუტურად ყველას ვაჩვენებთ, რომ ყველა კარი არის გახსნილი. ოპოზიციურ, საპარლამენტო პარტიებს შეუძლიათ ნებისმიერ პროცესში მონაწილეობა და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ვაკეთებთ მაქსიმუმს. ზოგადად არის ღიაობა ნებისმიერ ინიციატივასთან მიმართებით. ჩვენ არა მარტო ვისმენთ ოპოზიციის მოთხოვნებს, არამედ არაერთი საკითხია უკვე გათვალისწინებული იმ პროექტებში, რომელიც არის მომზადებული და წარდგენილი საპარლამენტო განხილვისთვის. რაც შეეხება [რადიკალურ] ოპოზიციას, ისინი თუ არ ჩაერთვებიან გარკვეულ პროცესებში, ეს მთლიანად მათი პასუხისმგებლობაა, მთავარია ეს ობიექტურად შეფასდეს ყველა დამკვირვებლის მხრიდან“, - აღნიშნა კობახიძემ. ,,მმართველი პარტია და მთავრობა კარს ვუხსნით ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, ყველა ოპოზიციურ პარტიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო”-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია არ იღებს მონაწილეობას ამ პროცესში. „მე უკვე ვახსენე და მინდა გავიმეორო, რომ მმართველი პარტია და მთავრობა კარს ვუხსნით ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, ყველა ოპოზიციურ პარტიას. როგორც ვახსენე ჩემს განაცხადში, სამწუხაროდ, ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, განსაკუთრებით მთავარი ოპოზიციური პარტია არ იღებს მონაწილეობას ამ პროცესში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, გავიმეორო და დავადასტურო ჩვენი სრული მზაობა, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ვითანამშრომლებთ, მათ შორის მათთან, ვინც პარლამენტში, ან პარლამენტს მიღმა არიან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან. როგორც ბატონმა ჟოზეფ ბორელმა ბრძანა, არა მარტო მთავრობა, არამედ, მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა იღებდეს ამ პროცესში მონაწილეობას. ამიტომ, ეს არის ჩვენი ნათელი განზრახვა და მოტივაცია. საქართველო არის მზად, მმართველი პარტია არის მზად, რომ 12-ვე პრიორიტეტი შესრულდეს“, – განაცხადა პრემიერმა. სრულიად არარელევანტურია ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს. აბსოლუტურად წარუმატებლობისთვის არის განწირული ნებისმიერი მათ მიერ დაანონსებული აქცია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი არის არა ქვეყანაში, არამედ რადიკალურ ოპოზიციაში. „ისინი რჩებიან საკუთარ დღის წესრიგში, მუდმივად საუბრობენ აქციებზე, რიგგარეშე არჩევნებზე, თუმცა საკუთარ ტონზე ეტყობათ, რომ თვითონაც არ სჯერათ იმ მოთხოვნების, რომლებსაც აყენებენ. რა თქმა უნდა, სრულიად არარელევანტურია ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს. აბსოლუტურად წარუმატებლობისთვის არის განწირული ნებისმიერი მათ მიერ დაანონსებული აქცია. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. თუ არ ვცდები, ასეთი სიტყვები იყო გამოყენებული – „უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი“. ერთადერთი ადგილი, სადაც უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია, ეს არის რადიკალური ოპოზიცია. შიგნით აქვთ მათ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც, როგორც ჩანს, დაძლევადი აღარ არის. ამას საზოგადოება ხედავს, ყველამ იცის, რომ შიგნით არის ფლანგები, სააკაშვილი, მელია და ასე შემდეგ, ერთმანეთს ვერ იტანენ, ერთმანეთს ერჩიან. ეს გარეთაც არის უკვე გამოტანილი. მეტიც, მათი მხარდამჭერებიც კი უკვე ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული. ეს არის შიდა დაპირისპირებები, ეს არის საერთო სისუსტე, რომელსაც ისინი ავლენენ. მათ ჰქონდათ არაერთი მცდელობა, აერიათ ქვეყანაში ვითარება. ყველა ეს მცდელობა ჩავარდა და ესეც განაპირობებს იმედგაცრუებას მათი პარტიის რიგებში. პირდაპირ საჯაროდ, „ფეისბუქზე“ აგინებენ ერთმანეთს და ერთმანეთის მხარდამჭერები აგინებენ ერთმანეთს. ამ პარტიის მხარდამჭერები, წარმომადგენლები აგინებენ „ფეისბუქით“ ერთმანეთს. აკრიტიკებენ საკუთარი პარტიის ხელმძღვანელობას და ასე შემდეგ. ეს არის აბსოლუტურად ღია წყაროები. სოცმედიას დააკვირდით და ნახავთ, რამდენად მასშტაბურია დაპირისპირება რადიკალური ოპოზიციის შიგნით, კონკრეტულად „ნაცმოძრაობის“ შიგნით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. |