ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

16/9/2022

საქსტატი - საშუალო ხელფასი 1,541 ლარამდე გაიზარდა

Comments

Read Now
 
Picture

​სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1% (213 ლარით) გაიზარდა და 1,541 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3,108 ლარი (გაიზარდა 43.1%-ით);
⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2,671 ლარი (გაიზარდა 13.4%-ით);
⦁ მშენებლობა - 2,177 ლარი (გაიზარდა 8.5%-ით);
⦁ სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 2,026 ლარი (გაიზარდა 16.6%-ით).

II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1,240 ლარით, ხოლო კაცების - 1,828 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 162 ლარი (15.1%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 268 ლარი (17.2%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი.

Share

Comments

16/9/2022

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მონიტორინგი

Comments

Read Now
 
Picture

​გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები, საერთაშორისო ექსპერტთან ერთად, მეწყერსაშიშ ტერიტორიებზე საველე კვლევებს ახორციელებენ. კვლევების შედეგების საფუძველზე, საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, 11 შერჩეულ არეალში თანამედროვე მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდება.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიაზე გეოლოგიური საფრთხეების ინსტრუმენტული მონიტორინგული ქსელის გაუმჯობესებას.

პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით. პროგრამა მიზნად ისახავს წყალდიდობების, მეწყრებისა და კლიმატით გამოწვეული სხვა ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური კატასტროფების რისკის შემცირებას და მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მაქსიმალურ დაცვას.

Share

Comments

16/9/2022

განრიდებული ახალგაზრდები პროგრამირების ონლაინ საბაზისო სასწავლო კურსს გაივლიან

Comments

Read Now
 
Picture

საქართველოს პროკურატურასა და „სქილვილ აკადემიას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში განრიდებული არასრულწლოვნები და 18-დან 21 წლამდე პირები, რომელთაც დაასრულეს განრიდება/მედიაცია, პროგრამირების ონლაინ საბაზისო სასწავლო კურსს უფასოდ გაივლიან. მემორანდუმს ხელი საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა და „სქილვილ აკადემიის” დირექტორმა თეიმურაზ მაღრაძემ მოაწერეს.

ღონისძიებას გენერალური პროკურატურის თანამშრომლები და „სქილვილ აკადემიის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „სქილვილ აკადემიის” მხარდაჭერით, სასწავლო კურსი 7 თვის მანძილზე ონლაინ წარიმართება, რომლის ფარგლებშიც, მსმენელებს პროგრამირების სხვადასხვა მიმართულებების შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ. სასწავლო კურსს პირველ ეტაპზე, განრიდებული 25 ახალგაზრდა გაივლის. განრიდებული პირები დასაქმების ბაზარზე მოთხოვნად პროფესიას შეისწავლიან, რაც მათ თვითრეალიზების და დასაქმების მეტ შესაძლებლობას მისცემს. საქართველოს პროკურატურის მიზანია მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს წარსულში კანონთან კონფლიქტში მყოფი ის ახალგაზრდები, რომელთა მიმართ გამოყენებული სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული ღონისძიებები წარმატებით განხორციელდა.
​
აღნიშნული ინიციატივა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს არასრულწლოვანთა და 18-დან 21 წლამდე ასაკის პირთა განრიდების მიზნების საბოლოოდ მიღწევას, რაც მათ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილების უზრუნველყოფას გულისხმობს. მემორანდუმის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საქართველოს პროკურატურასა და „სქილვილ აკადემიას” შორის თანამშრომლობის გაძლიერება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიმართულებით. საქართველოს პროკურატურა სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მომავალშიც განაგრძობს.

Share

Comments

15/9/2022

საარსებო მინიმუმი 1.5-ით, 246 ლარამდე გაიზარდა

Comments

Read Now
 
Picture

​სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აგვისტოში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 246.8 ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 1.5 ლარით მეტია.

ზოგადად, საარსებო მინიმუმის ზრდა ინფლაციის მაღალ დონესთანაა დაკავშირებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ცხოვრება ძვირდება. შეგახსენებთ, რომ აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 10.9% შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 25.7 ლარით არის გაზრდილი. 

როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს? 

საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს. 

საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია. 

საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება.

Share

Comments

14/9/2022

გაუმჯობესებული ეპიდვითარების ფონზე, სკოლებისთვის განახლებული რეკომენდაციები შემუშავდა

Comments

Read Now
 
Picture

15 სექტემბერს საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი იწყება. ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სკოლებისთვის განახლებული რეკომენდაციები შეიმუშავა.

შემსუბუქებული რეკომენდაციების თანახმად, გაუქმებულია სკოლის შენობაში დეზობარიერის გავლით შესვლის, თერმოსკრინინგის განხორციელებისა და პირბადის ტარების ვალდებულება.

სკოლაში პირბადე საიზოლაციო სივრცეში მყოფმა და დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულმა პირებმა 10 დღის განმავლობაში უნდა ატარონ. ამასთან, პირბადის ტარება მიზანშეწონილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის იმ შემთხვევაში, თუ მათი სამუშაო მოითხოვს მოსწავლესთან პირისპირ კონტაქტს 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით. ახალი სასწავლო წლიდან საკლასო ოთახებსა და დერეფნებში მოსწავლეებს შორის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვისა და მოსწავლეთა ცვლებში გადანაწილების ან საგაკვეთილო ცხრილის განტვირთვის მიზნით ჰიბრიდული სწავლების შემოღების ვალდებულებაც მოიხსნება.

2022-2023 სასწავლო წლიდან დისტანციური სწავლების არჩევის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რისკჯგუფს წარმოადგენენ – შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობისა და მშობლის მიმართვის საფუძველზე, მათ ექნებათ საშუალება გადავიდნენ შინ სწავლების რეჟიმზე. Covid-19-ის გამოვლენის შემთხვევაში, ვირუსის შიდა გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სკოლის მასწავლებელი/თანამშრომელი ან/და სკოლის მოსწავლე დაექვემდებარება იზოლაციას ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ვადით. აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებული პირები აღარ დაექვემდებარებიან კარანტინს.

შესაბამისად, ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, სკოლებზე არ გავრცელდება წერტილოვანი შეზღუდვები, რაც ცალკეული კლასის/კლასების ან სკოლის სრულად დისტანციური სწავლის მოდელზე გადასვლას გულისხმობდა. ამასთან, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებს არ ექნებათ ვალდებულება, ორ კვირაში ერთხელ ჩაატარონ მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება. განახლებული რეკომენდაციები სკოლის ტერიტორიაზე არსებული საკვები დაწესებულებებისა და სასკოლო წრეების შეზღუდვების მოხსნასაც ითვალისწინებს.
​
შესაბამისად, 2022-2023 სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განახლდება სასკოლო ბუფეტებისა და სასკოლო წრეების ფუნქციონირება. სკოლებში ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კვლავ უზრუნველყო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აღჭურვა საჭირო რესურსების, ჰიგიენური საშუალებებისა და ინვენტარის მარაგით. გარდა ამისა, წელსაც გაგრძელდება სკოლებში უსაფრთხო გარემოს სისტემური მონიტორინგი, როგორც სამინისტროს წარმომადგენლების, ასევე, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხრიდან. შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632 726 მოსწავლე ისწავლის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 30 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.
საქართველოს სკოლებში ქვეყნის მასშტაბით ჯამში 55 717 პირველკლასელი დაიწყებს სწავლას, მათ შორის, 1 868 ბავშვი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე ჩაირიცხა. პირველკლასელთა გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით, სამინისტრომ დამატებით უზრუნველყო სკოლების შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსითა და ინვენტარით აღჭურვა.

Share

Comments

13/9/2022

ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა და სატრანზიტო დერეფნის განვითარება

Comments

Read Now
 
Picture

​ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, თბილისში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის და სატრანზიტო დერეფნის განვითარება იწყება.

„დღეს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და ფინანსთა სამინისტროს შორის, ხელი მოეწერა სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს პროექტისთვის „მდგრადი ურბანული მობილობა“. შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და KfW-ს თბილისის ოფისის დირექტორმა, ბირგიტ ჰოლდერიდ კრესმა. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი. შეთანხმებებით გათვალისწინებულია რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ, 47 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიანი სესხის, ასევე, 1.5 მლნ ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფა“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

მათი ცნობით, პროექტი ითვალისწინებს ურბანული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსებას, კერძოდ, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემისა და თბილისის სატრანზიტო დერეფნების მოწყობას.

„თბილისში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარება გაზრდის გზებზე უსაფრთხოებას, ამასთან, ხელს შეუწყობს ქალაქში საცობების შემცირებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პროექტის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია/სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო. შესაბამისად, განსაკუთრებულ შეთანხმებას რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს შორის, ხელი მოაწერეს თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ და KfW-ს თბილისის ოფისის დირექტორმა, ბირგიტ ჰოლდერიდ კრესმა“, – აცხადებენ უწყებაში.

Share

Comments

12/9/2022

ციფრული ეკონომიკის მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები

Comments

Read Now
 
Picture

​დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ციფრული ეკონომიკის მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ თემატურ მოკვლევას იწყებს. თემატური მოკვლევის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

ეკა სეფაშვილის თქმით, ციფრული ეკონომიკა დღევანდელი მსოფლიოს განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და საქართველოც ამ მიმართულებით ვითარდება, რაც, მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბიზნესის განვითარებისთვის, არამედ ქვეყანაში დემოკრატიული განვითრებისა და მდგრადობის უზრუნველყოფისათვის. „ეს არის იმ მნიშვნელოვანი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მეტ გამჭვირვალობასა და ანგარიშგებას, ასევე მოსახლეობის მეტ ჩართულობას ნებისმიერ პროცესში, იქნება ეს გადაწყვეტილების მიღება თუ აღსრულებასთან დაკავშირებული პროცესები. ამდენად, ჩვენმა კომიტეტმა მიზანშეწონილად ჩათვალა, შევისწავლოთ რა ვითარებაა ქვეყანაში, როგორია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც არეგულირებს ამ სფეროს, როგორია შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების დონე და ბიზნესისა და მომხმარებლის მზაობა ამ სერვისების დანერგვისა თუ მათი მოხმარების მიმართულებით”,- განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თემატურ მოკვლევაში პარლამენტის წევრებთან ერთად, მთავრობის, ბიზნესის, აკადემიური წრეების და კერძო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. თემატური მოკვლევა USAID-ის პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდება.

Share

Comments

12/9/2022

სტუდენტების დაფინანსება სახელმწიფო-სასწავლო გრანტით

Comments

Read Now
 
Picture

​საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო-სასწავლო გრანტით სტუდენტთა დაფინანსებას აგრძელებს.  მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განცხადებების მიღება დაიწყო. აღნიშნულ თემაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას პროგრამის პირობები გააცნო.

მინისტრის მოადგილის თქმით, სტუდენტთა სახელმწიფო-სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს, წელსაც ითვალისწინებს უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის დაფინანსებას სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობით.

როგორც ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა, 2022 წელს სოციალური პროგრამის ფარგლებში მოქმედ 13 კატეგორიას დაემატა კიდევ ერთი კატეგორია – „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილის, ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები, სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები ან მათ შვილები“.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ინფორმაციით, სამინისტრო აგრძელებს წინა წლებში მოქმედი შემდეგი სოციალური კატეგორიების დაფინანსებას: მაღალმთიანი სოფლების სტატუსის მქონე სკოლების კურსდამთავრებულები; სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან; ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა შვილები, მკვეთრად/მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები; ობოლი (უდედმამო) სტუდენტები; მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები; სოციალურად დაუცველი სტუდენტები (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ქვევით); სტუდენტები, რომლებიც იმყოფებოდნენ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ; აზერბაიჯანულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები; სომხურენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები; სტუდენტები, რომელთაც მოპოვებული ჰქონდათ რეპატრიანტის სტატუსი; ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლების კურსდამთავრებულები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები; აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირები.

Share

Comments

9/9/2022

საქართველოში პანდემიამ ციფრული უთანასწორობა გააღრმავა

Comments

Read Now
 
Picture

​მიუხედავად იმისა, რომ განათლებისა და მეცნიერების სექტორმა მყისიერად უპასუხა პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს, პანდემიამ გააღრმავა ციფრული უთანასწორობა, - ამის შესახებ აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის 2022-2030 წლების სამოქმედო გეგმაში. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ შეეხო ქალაქებიდან მოშორებით მდებარე სკოლებს და დაბალი სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობის მქონე პირებს, სსსმ და შშმ პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე თავშესაფრის მაძიებლებს, ლტოლვილებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს.

როგორც სტრატეგიაშია აღნიშნული, 2020 წლის მარტში, მოსწავლეთა 10%-ს ხელი არ მიუწვდებოდა ინტერნეტსა და შესაბამის მოწყობილობაზე სახლის პირობებში. მათ შორის, დიდ წილად სოფლად მცხოვრებ მოსწავლეებს არ ჰქონდათ შესაბამისი მოწყობილობები და არ მიუწვდებოდათ ხელი ინტერნეტზე.

„საშუალოდ, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი მერყეობს 40%-იდან 70%-მდე, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს დონე 15%-ია, უმეტესად, მაღალმთიან და სასოფლო დასახლებებში. მონაცემების მიხედვით, პანდემიამდე ქალაქის სკოლების მოსწავლეების 82%-ს ჰქონდა ინტერნეტზე წვდომა და ასევე ფლობდნენ კომპიუტერებს, ხოლო რეგიონში და სოფლად მცხოვრები მოსწავლეებისთვის ეს მაჩვენებელი 70%-ს შეადგენდა“, - წერია სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში, სადაც ასევე მოყვანილია Human Rights Watch-ის 2022 წლის იანვარში გამოქვეყნებული ანგარიშის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ბევრი მოსწავლე შეფერხებებს აწყდებოდა დისტანციური სწავლებისას, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში ცუდი ინტერნეტ კავშირის, ღარიბ ოჯახებში შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობების უქონლობის და ონლაინ სწავლებაში მასწავლებელთა გამოუცდელობის გამო.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა მნიშვნელოვანი განსხვავებები სასწავლო პროცესში ციფრული რესურსების გამოყენების, ასევე მასწავლებლების ციფრული კომპეტენციების ფლობის მიმართულებით. კერძოდ, კერძო სკოლების, თბილისის და ქართულენოვანი სკოლების მასწავლებლები გაცილებით აქტიურად იყენებენ ინფორმაციულ-ციფრულ ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში და უკეთ აქვთ განვითარებული ციფრული კომპეტენციები, ვიდრე მათი კოლეგები, რომლებიც დასაქმებული არიან საჯარო, რეგიონში მდებარე თუ არაქართულენოვან სკოლებში“, - წერია დოკუმენტში.

გარდა ამისა, განათლების სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში ხაზგასმულია, რომ არაქართულენოვან სკოლებს აქვთ დამატებითი პრობლემები, კერძოდ: პროფესიული განვითარების შეზღუდული შესაძლებლობები ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მიმართულებით; არასაკმარისი რესურსები მშობლიურ ენებზე (სომხური და აზერბაიჯანული), Teams-ის პლატფორმის გამოყენების მიმართულებით და ზოგადად, აღნიშნულ ენებზე ელექტრონული რესურსების ნაკლებობა.

Share

Comments

8/9/2022

განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის 2022 − 2030 წლების სამოქმედო გეგმა

Comments

Read Now
 
Picture

​საქართველოს მთავრობამ განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის, 2022 − 2030 წლების, სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში მოსწავლეების მნიშვნელოვანი ნაწილი ზოგადი განათლების საფეხურს მინიმალური საბაზო კომპეტენციებით ასრულებს, რაც მათ ხელს უშლით 21-ე საუკუნის პროფესიებისა და ადგილობრივი თუ გლობალური შრომის ბაზრისთვის მომზადებაში. დოკუმენტში ასევე წერია, რომ 15-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის ყოველი მეოთხე არ სწავლობს, არ არის დასაქმებული და არც გადამზადებას გადის. პროფესიული განათლების სექტორის მცირე ზომა და მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი, კი კვლავ გამოწვევად რჩება.

განახლებულ სტრატეგიაში ნათქვამია, რომ არსებული გამოწვევები მოსწავლეებისა და სტუდენტების აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას და დასაქმების სექტორებს შორის კავშირის გაძლიერებას აფერხებს.

ასევე გამოწვევადაა დასახელებული, კომპეტენტური ადამიანური რესურსის ნაკლებობა და მათი მისაწვდომობა. მაგალითისთვის მოყვანილია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პერსონალი, რომელთა დიდ ნაწილს შესაფერისი კვალიფიკაცია არ აქვს. უნარების ნაკლებობაზეა ყურადღება გამახვილებული პროფესიული განათლების მასწავლებლების შემთხვევაშიც.

რაც შეეხება აღნიშნული გამოწვევებიდან გამოსავლის გზებს: სტრატეგიაში წერია, რომ 2030 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მაღალი ხარისხის სისტემა ინდივიდებს შესაძლებლობას მისცემს, თავიანთი კომპეტენციებისა და შესაძლებლობების განსავითარებლად საუკეთესო არჩევანი გააკეთონ. მაგალითად ერთ-ერთ ნაწილში ნათქვამია, რომ სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საგანმანათლებლო სისტემის ყველა დონეზე წარმატებული მასწავლებლების, ტრენერებისა და განათლების სპეციალისტების პროფესიაში მოზიდვის და მათი უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის მექანიზმები შეიქმნება.

ამასთან, სადოქტორო პროგრამები დაუახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს და სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებებისა და შესაძლებლობების ასახვას უზრუნველყოფს. განათლების სხვადასხვა საფეხურზე მასწავლებლებისთვის მაღალხარისხიანი და მრავალფეროვანი სწავლა/სწავლების რესურსები ხელმისაწვდომი გახდება.

Share

Comments

7/9/2022

სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი

Comments

Read Now
 
Picture

​გზებზე სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი იგეგმება. ამის შესახებ პარლამენტის 2022 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმაშია აღნიშნული.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა განხორციელდეს ცვლილებები, რომლის შესაბამისადაც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოახდენს სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის გზებზე კონტროლს.

გარდა ამისა, გეგმაში ნათქვამია, რომ კონტროლი უნდა დაიწყოს დასაწყისისათვის მსხვილ ქალაქებში, როგორიცაა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი. 

„კერძოდ, დეპარტამენტი უზრუნველყოფს იმ სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების დაჯარიმებას, რომელთა სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველობა გადააჭარბებს დადგენილ ნორმას“, - წერია სამთავრობო გეგმაში.

Share

Comments

7/9/2022

აგვისტოში საქართველოში 912,041 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა

Comments

Read Now
 
Picture

​ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგვისტოს თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. 2022 წლის აგვისტოში საქართველოში 912,041 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით +195.5%-ს შეადგენს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 67.1 %-ს შეადგენს.

მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტული ვიზიტების აღდგენის დინამიკა. 2022 წლის აგვისტოში საქართველოში 582,995 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +135.8%-ს შეადგენს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 77.4 %-ს შეადგენს.

2022 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში 3,256,370 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +208.9%-ია. 2019 წლის 8 თვის მონაცემებთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 51.5 %-ს შეადგინა.

2022 წლის 8 თვეში საქართველოში 2,251,978 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2021 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდთან შედარებით ზრდა +155%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 65.3%-ს შეადგენს.

Share

Comments

4/9/2022

დასაბამიდან დღემდე: საქართველო IX-XI საუკუნეებში

Comments

Read Now
 
Picture

​VIII საუკუნის ბოლოს არაბთა სახალიფოს დასუსტების პროცესი დაემთხვა საქართველოში სამეფო-სამთავროების ჩამოყალიბების პროცესს. ერთ-ერთი პირველი ჩამოყალიბდა კახეთის სამთავრო, რომელიც ქართლის საერისმთავროს გამოეყო. კახეთის სამტავროს დაარსება წანარებს უკავშირდება. კახეთის სამტავროს ცენტრი იყო თიანეთი, ხოლო სამთავროს სათავეში ქორეპისკოპოსი ედგა. თავდაპირველად ქორესპიკოპოსი არჩევიტი იყო, შემდგომში ეს თანამდებობა ორი საგვარეულოს, დონაურების და არევმანელების საგვარეულოს ეკავა. VIII საუკუნის II ნახევარში კახეთის აღმოსავლეთით ჩამოყალიბდა ჰერეთის სამთავრო. IX საუკუნის ბოლოს ჰერეთის მთავარმა „რანთა მეფის“ ტიტული მიიღო. ჰერეთის სამთავრი ცდილობდა ძველი ალბანეთის ტერიტორიების დაკავებას.

VIII საუკუნის დასაწყისში დაიწყო აფხაზეთის საერისთავოს გაძლიერება. მურვან-ყრუმაც ვერ შეძლო ანაკოფიის აღება. აფხაზეთმა დაიწყო გაფართოება და დაიკავა აფშილეთი. VIII საუკუნის II ნახევარში ლეონ II-მ ისარგებლა ბიზანტიის დასუსტებით და ხაზარების დახმარებით საკუთარი ხელისუფლება მთელ ეგრისზე გაავრცელა და აფხაზთა სამეფოს პირველი მეფე გახდა. აფხაზთა სამეფოს დედაქალაქი იყო ქუთაისი. ის დაყოფილი იყო საერისთავოებად. აფხაზთა მეფეები იბრძოდნენ საქართველოს გაერთიანებისთვის.

აღწევს წარმატებებს. ივანე მარუშის ძე აფხაზეთის მეფის ერისთავი იყო. მან კარგად იცოდა რომ შექმნილ ვითარებაში ვისაც შეეძლო საქართველოს გაერთიანება იყო დავით III ბაგრატიონი. დავით ბაგრატიონი რომელიც კურაპალატის ბიზანტიურ ტიტულს ატარებდა, ტაოს მფლობელი იყო. ამ დროს ქართველთა სამეფოს მმართველი იყო ბაგრატ II. მიუხედავად ამისა დავით კურაპალატს გაცილებით დიდი სახელი და გავლენა ჰქონდა. ივანე მარუშის ძემ დავითს შესთავაზა ან თვითონ დაეკავებინა ქართლი ან მისი მემკვიდრე ბაგრატი დაესვა ქართლის გამგებლად. დავით კურაპალატს შვილი არ ჰყავდა. დავითმა იშვილა და მის მემკვიდრედ გამოაცხადა ბაგრატ II-ის შვილიშვილი ბაგრატ III. დავით კურაპალატი და ივანე მარუშის ძე სწორედ ბაგრატში ხედავდნენ საქართველოს გამაერთიანებელს. ბაგრატ III-ს სრული კანონიერი უფლება ჰონდა ყოფილიყო საქართველოს გამაერთიანებელი. გარდა იმისა რომ ბაგრატი დავით კურაპალატის და ბაგრატ II-ის მემკვიდრე იყო, ის ამავდროულად აფხაზეთის მეფის უსინათლო თეოდოსის დის შვლი იყო. ამიტომ მას ეკუთვნოდა აფხაზეთის მეფის ტახტიც.

975 წელს დავით კურაპალატმა შეკრიბა ჯარი და შიდა ქართლში შევიდა. გაიგეს თუ არა მისი მოსვლა, კახელებმა სასწრაფოდ დატოვეს ქართლი. დავითმა შეკრიბა უფლისციხეში ქართლის აზნაურობა და განუცხად რომ ბაგრატ III არის მისი შვილი და ყველა მას უნდა დაემორჩილოს. დავითმა ქართლის მმართველად ბაგრატი დატოვა, მეურვედ კი მისი მამა გურგენი დაუნიშნა. ქართლის აზნაურობა არ აპირებდა ასე მარტივად დამორჩილებოდნენ ბაგრატს. როდესა დავითმა დატოვა ქართლი, ქართლის აზნაურები დაუკავშირდნენ კახეთის ქორეპისკოპოს და ქართლის დაკავება შესთავაზეს. კახელებმა მართლაც ილაშქრეს ქართლში, დაიკავეს უფლისციხე. ტყვედ იგდეს ბაგრატ III, მისი მამა გურგენი და ბაგრატის დედა გურანდუხტ დედოფალი. როგორც კი გაიგო ქართლის დაკავების ამბავი დავითმა, ჯარით დაიძრა კახეთის ქორეპისკოპოსის წინააღმდეგ. კახელებმა ვერც ამჯერად გაბედეს დავითთნ დაპირისპირება და ქართლი დატოვეს.

ამავე პერიოდში დაიძაბა ვითარება ვითარება დასავლეთ საქართველოში. უსინათლო თეოდოსის მმართველობამ აფხაზეთში შფოთი და არეულობა მოიტანა. ასეთ ვითარებაში ისევ ივანე მარუშის ძის ინიციატივით გადაწყდა რომ აფხაზეთის მეფე ბაგრატ III გამხდარიყო. 978 წელს ქუთაისში ბაგრატი აფხაზთა მეფედ აკურთხეს. თეოდოსი ტაოში გაგზავნეს. ბაგრატმა მიიღო მეფე აფხაზთა ტიტული. ვიდრე დავითი ბიზანტიას ეხმარებოდა, ბაგრატ III-ს მოუწია ქართლის აჯანყებული აზნაურების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაილაშქრება.

978 წელს ბიზანტიაში კიდევ ერთი აჯანყება მოეწყო, ამ აჯანყებას ხელმძღვანელობდა ბარდა ფოკა. აჯანყებას მხარი დაუჭირა დავით კურაპალატმა, რადგან ის უკმაყოფილო იყო იმ პირობებით რა პირობითაც მას ახალი ტერიტორიები გადაეცა. დავითს ბასიანის ბაგრატისთვის გადაცემის სურვილი ჰქონდა. ბასილი II-მ დაამარცხა ბარდა ფოკა და დავით კურაპალატის წინააღმდეგ დაიძრა. იმპერატორთან შერკინებას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ დავითმა თავი დამარცხებულად გამოაცხად და თავისი მიწები ბიზანტიის იმპერატორს უანდერძა.

ამ პერიოდში ბაგრატი თავისი ძალაუფლების გაფართოებით იყო დაკავებული. ბაგრატმა გადაწყვიტა დაემორჩილებინა კლდეკარის ერისთავი რატი ბაღვაში, რომელიც მეფის ძალაუფლებას არ ცნობდა. ბაგრატ III კლდეკარის ერისთავის წინააღმდეგ დაიძრა. რატი მიხვდა, რომ ბაგრატს ვერ დაუპირისპირდებოდა, ამიტომ მან ეშმაკობას მიმართა. მან დავით კურაპალატს შეატყობინა ბაგრატი ჩემს წინააღმდეგ კი არა, შენს წინააღმდეგ მოდისო. დავითმა დაიჯერა და ჯარის შეკრება დაიწყო. ვითარება უკიდურესად დაიძაბა. დავითის და ბაგრატის შერკინება საქართველოს დამარცხებას ნიშნავდა. დავითი და ბაგრატი მიუხვდა შექმნილ ვითარებას. 1001 წელს გარდაიცვალა დავით III კუტაპალატი. სავარაუდოა რომ ის ბიზანტიელებმა მოწამლეს. ბასილ II-მ სასწრაფოდ დაიკავა დავითის ტერიტორიები. როდესაც მასთან ბაგრატ III გამოცხადდა იმპერატორთან, ბასილმა მას მხოლოდ კურაპალატის ტიტული უბოძა. ბაგრატმა დავითისგან მიიღო ტიტული მეფე ქართველთა. ამიერიდან ბაგრატ III იწოდებოდა „მეფე აფხაზთა და ქართველთა“.

1008 წელს გარდაიცვალა ბაგრატის მამა გურგენი. და მისი სამფლობელოებიც ბაგრატს დარჩა. ამის შემდეგ ბაგრატმა კახეთის და ჰერეთის შემოერთება განიზრახა. ბაგრატმა კახეთის ქორეპისკოპოს დამორჩილება შესთავაზა, მან უარი განაცხადა და ბაგრატს შეუთვალა, ჩვენს შორის ყველაფერი ომმა გადაწყვიტოსო. ბაგრატი შევიდა კახეთის სამთავროში და მალევე დაიმორჩილა. ამის შემდეგ მან ჰერეთის დამორჩილებაც შესძო. თუმცა კახეთ-ჰერეთის შემოერთება მან საბოლოოდ მხოლოდ 1010 წელს შესძლო. ბაგრატ III უკვე იწოდებოდა „მეფე აფხათა, ქართველთა, რანთა და კახთა“.

1014 წელს გარდაიცვალა საქართველოს სამეფოს პირველი მეფე ბაგრატ III. მეფე მის მიერ აგებულ ბედიის ტაძარში დაკრძალეს.

ბაგრატ III–ის შვილმა, გიორგი I-მა პრეტენზია განაცხადა დავით III კურაპალატის მემკვიდრეობაზე. ბიზანტიის იმპერატორი ბასილ II 1021 წელს შეიჭრა საქართველოში და დაიწყო საქართველო-ბიზანტიის ომი (1021-1023). საქართველოს სამეფო დამარცხდა შირიმნის ბრძოლაში და დაკარგა ჯავახეთი, კოლა, არტტანი და ტაო. საქართველო-ბიზანტიის შემდეგი ომით დაიწყო გიორგი I-ის მემკვიდრის, ბაგრატ IV–ის მეფობა. ბაგრატის მეფობის დროს ბიზანტიის იმპერიას ემხრობოდა გავლენიანი ფეოდალი ლიპარიტ IV, დემეტრე უფლისწული და სხვები. დემეტრე უფლისწულმა და დედოფალმა ალდემ ბიზანტიას გადასცეს საქართველოს ჩრდილო–დასავლეთში მდებარე ანაკოფიის ციხე. ბაგრატმა სულა კალმახის ერისთავის დახმარებით შეძლო ლიპარიტ IV–ს დამორჩლება და ის ბიზანტიაში გააძევა. დამოუკიდებლობას ინარჩუნებდნენ კახეთ–ჰერეთის სამეფო, თბილისის საამირო და სომხითის სამეფო. 1045 წელს ბაგრატ IV-ს სომეხმა დიდებულებმა გადასცეს ქალაქი ანისი, მაგრამ ბაგრატმა ანისი ვერ შეინარჩუნა და ის ბიზანტიამ შეიერთა. გიორგი I, ბაგრატ IV და გიორგი II კურაპალატის ბიზანტიურ სამოხელეო ტიტულს ატარებდნენ.

XI საუკუნეში საქართველოს სიახლოვეს გაჩნდა სელჩუკთა სახელმწიფო. 1064 წელს მოხდა ალფ-არსლანის ლაშქრობანი საქართველოში. 1071 წელს მანასკერტის ბრძოლაში სელჩუკებმა სასტიკად დაამარცხეს ბიზანტია და შეუდგნენ კავკასიის დაპყრობას. მომთაბარე სელჩუკები საფრთხეს წარმოადგენდა საქართველოს ფეოდალური სოფლის მეურნეობისთვის. XI საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო სელჩუკთა განუწყვეტელი შემოსევები, რაც დიდი თურქობის სახელითაა ცნობილი. საქართველოს მეფის ხელისუფლება პრაქტიკულად მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე ვრცელდებოდა. გიორგი II–მ იკისრა სელჩუკთა სახელმწიფოს მოხარკეობა, მაგრამ ამან საქართველო ვერ იხსნა შემოსევებისგან. მომთაბარე სელჩუკები სულთანს არც ემორჩილებოდნენ. გიორგი II-მ 1089 წელს საკუთარ ვაჟი 16 წლის დავითი მეფედ აკურთხა. გიორგი მეფე ფაქტობრივად ქვეყნის მართვას ჩამოსცილდა. მან ამის შემდეგ დიდხანს იცოცხლა, მაგრამ ქვეყნის მართვაში აღარ მონაწილეობდა, თუმცა მეფის ტიტულს ინარჩუნებდა.

IX-XI საუკუნეებში ქართულმა კულტურამ კიდევ უფრო მაღალ დონეს მიაღწია. შეიქმნა ქართული მწერლობის მნიშვნელოვანი ძეგლები: უცნობი ავტორის „კოსტანტი კახის მარტვილობა“ (IX ს.), „კოლაელ ყრმათა წამება“ (IX ს.), სტეფანე მტბევარის „მიქელ-გობრონის მარტვილობა“, გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“. ამავე პერიოდში მოღვაწეობდნენ ჰიმნოგრაფები: იოანე-ზოსიმე, იოანე მინჩხი, მიქაელ მოდრეკილი, სტეფანე სანანოისძე ჭყონდიდელი და სხვა. იოანე-ზოსიმეს ეკუთვნის ქართული ენის სადიდებელი ჰიმნი „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“. XI საუკუნე ნაყოფიერი იყო ისტორიული მწერლობისთვის. ამ დროს დაიწერა ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრება“, უცნობი ავტორის „მატიანე ქართლისა“ და სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა“. ეს ნაწარმოებები XII საუკუნეში „ქართლის ცხოვრების“ კრებულში შევიდნენ.

ორიგინალური ნაწარმოებების შექმნა, ძველი ხელნაწერების გადაწერა, თარგმნა ძირითადად ხდებოდა ეკლესია-მონასტრებში. მათი სიმრავლით გამოირჩეოდა სამხრეთ საქართველო. ამაში დიდი წვლილი შეიტანა გრიგოლ ხანძთელმა, რომელიც სათავეში ედგა სამონასტრო ცხოვრებას ამ მხარეში. იქ მდებარეობდა ისეთი მნიშვნელოვანი კულტურული კრები, როგორიც იყო ხანძთა, ოპიზა, შატბერდი, იშხანი, ოშკი და სხვა. შატბერდის მონასტერში შეიქმნა შატბერდის კრებული, თხზულებათა კრებული, რაც უნდა სცოდნოდა იმ დროის ყველა განათლებულ ადამიანს.

IX-XI საუკუნეებში ქართული ეკლესია-მონასტრები არსდებოდა საზღვარგარეთაც. ერთ-ერთი პირველი იყო პალესტინაში საბაწმიდის ლავრა. X საუკუნის მეორე ნახევარში დაფუძნდა ქართული სამონასტრო კოლონია სინის მთაზე. სწორედ აქ მოვაწეობდნენ იოანე-ზოსიმე და იოანე მინჩხი. მნიშვნელოვანი ცენტრი იყო ილარიონ ქართველის მიერ მცირე აზიაში დაარსებული ულუმბოს მონასტერი. საქართველოს სამეფოს გარეთ 50-მდე მონასტერი იყო დაარსებული. მათ ხელმძღვანელობდა ათონში, სოფელ ერისოში დაარსებული საეპისკოპოსო კათედრა. X საუკუნის ბოლოს ათონის მთაზე იოანე მთაწმინდელის თაოსნობით დაიწყო ქართული ონასტრის მშენებლობა. ივერთა მონასტრის გაძლიერებაში დიდი წვლილი შეიტანა თორნიკე ერისთავმა. იოანე მთქმინდელის შემდეგ მონასტრის წინამძღვარი გახდა მისი ძე ექვთიმე. ექვთიმე მთაწმინდელმა თარგმნა ქართულიდან ბერძნულად „სიბრძნე ბალავარისი“, ხოლო ბერძNულიდან ქართულად „დავითნი“, სახარება, წმინდა მამების თხზულებანი. მისი საქმიანობა განაგრძო გიორგი მთაწმიდელმა (1009-1065). მან 1057 წელს ანტიოქიის პატრიარქის წინაშე დაიცვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. მანვე დატოვა 60-ზე მეტი ნათარგმნი შრომა. 1083 წელს ბიზანტიაში მყოფი ქართველებისთვის გრიგოლ ბაკურიანის ძემ დააარსა პეტრიწონის მონასტერი. ქართული მონასტერი არსებობდა ანტიოქიის მახლობლად, შავ მთაზე. აქ მოღვაწეობდა ეფრემ მცირე. მან სხვადასხვა სახის 70-მდე თხზულება თარგმნა. XI საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მშენებლობა. მას ხელს უწყობდნენ ბაგრატ IV და მისი დედა მარიამი.

IX-XI საუკუნეებში შეიქმნა ქართული არქიტექტურის რამდენიმე უნიკალური ძეგლი. XVIII-IX საუკუნეების მიჯნაზე აშენდა გურჯაანის ყველაწმინდა, საქართველოში ერთადერთი ორგუმბათიანი ტაძარი. შემდგომში ამ მიმართულებამ განვითარება არ ჰპოვა. ქსნის ხეობაში აშენდა წირქოლისა და არმაზის ეკლესიები, რომლებსაც გუმბათი ორფერდა სახურავის ქვეშ აქვთ მოყოლილი. X საუკუნეში აშენდა ოპიზა, კუმურდოს ტაძარი, ოშკი, ხახული, ბედია, კვეტერა. XI საუკუნეში აშენდა საქართველოს სამი ყველაზე დიდი ტაძარი: ქუთაისში ბაგრატის ტაძარი (1003) მცხეთაში სვეტიცხოველი (1010-1029), კახეთში ალავერდი. ბაგრატის ტაძარშია დაფიქსირებული საქართველოში არაბული ციფრების გამოყენების პირველი შემთხვევა. XI საუკუნეში აიგო ასევე სამთავისი, ნიკორწმინდის ტაძარი, მანგლისის სიონი და სხვა. X-XI საუკუნეებში აშენდა მნიშვნელოვანი ციხესიმაგრეები ხერთვისი და აწყური.

განვითარების მაღალ დონეს მიაღწია ოქრომჭედლობამ. ამ პერიოდის საუკეთესო ნიმუშია ბედიის ბარძიმი. აღსანიშნავია ატენის სიონის მოხატულობა, ადიშისა და ჯრუჭის სახარებების მინიატურები.

Share

Comments

1/9/2022

საქართველოში ინტერნეტით უზრუნველყოფის მაჩვენებელი გაიზარდა

Comments

Read Now
 
Picture

​ინტერნეტით უზრუნველყოფილია საქართველოს შინამეურნეობების 88.4%, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.3 პროცენტული პუნქტით აღემატება - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2022 წლის გამოკვლევის შედეგებშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 1.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა საქალაქო, ხოლო 3.5 პროცენტული პუნქტით სასოფლო დასახლებებში და შესაბამისად - 92.8% და 82.4% შეადგინა.

აღსანიშნია, რომ რეგიონების მიხედვით ინტერნეტით უზრუნველყოფის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა (94.8%) და აჭარაში (93.3%) დაფიქსირდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტერნეტით 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 79.8%-მა ისარგებლა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.4  პროცენტული პუნქტით აღემატება.

საქალაქო დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 85.6%-ით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 70.9%-ით განისაზღვრა. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 79.5%-ს, ხოლო კაცების შემთხვევაში 80.2%-ს შეადგენს.

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ამ მაჩვენებლის მნიშვნელობა ყველაზე მაღალია 15-29 წლის მოსახლეობაში და 98.7%-ს შეადგენს.

15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან, რომლებიც ბოლო 3 თვის განმავლობაში სარგებლობდნენ ინტერნეტით, 92.8% ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე მოიხმარდა, 6.4% - კვირაში ერთხელ მაინც (თუმცა არა ყოველდღე), 0.8% კი - უფრო იშვიათად.

Share

Comments

1/9/2022

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განცხადებები 30 ნოემბრის ჩათვლით მიიღება

Comments

Read Now
 
Picture

​სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განცხადებები პირველი სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით მიიღება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის დაფინანსების მიზნით, განცხადებების შემოტანა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების შეეძლებათ.

„თბილისის მერიის მიერ დაფინანსდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხნენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი და კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, ან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულაზე. სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში (არაუმეტეს 1 125 ლარი) 50%, 70% ან 100% დაფინანსება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პროგრამით პირველკურსელი სტუდენტებიც ისარგებლებენ.

„მინდა ავღნიშნო, რომ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამით პირველკურსელი სტუდენტებიც ისარგებლებენ. მინდა, მივულოცო მათ სტუდენტობა და ვუსურვო წარმატებები ცხოვრების ახალ ეტაპზე“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის მიხედვით, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტებს და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს სწავლა უფინანსდებათ სამივე აკადემიურ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა), ასევე, გაიცემა ფინანსური წახალისება სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული მაგისტრანტებისთვის (თბილისის მერიის სტიპენდია).

პროგრამის ფარგლებში, 2021-2022 სასწავლო წელს 3 964 სტუდენტს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა, მათ შორის 2 962 სტუდენტს დაუფინანსდა სწავლა, ხოლო 1 038 წარჩინებულ მაგისტრანტზე თბილისის მერიის სტიპენდია გაიცა.

Share

Comments

30/8/2022

მედიკამენტების რეფერენტული ფასების რეფორმა

Comments

Read Now
 
Picture

​ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ფასების შემცირების ახალ რეფორმაზე - რეფერენტული ფასების დადგენაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ზედა ზღვარს დააწესებს თუ რა ფასად უნდა მოხდეს მედიკამენტების რეალიზაცია ან მათი იმპორტი. ფასები კი სხვა ქვეყნებთან შედარების საფუძველზე, კონკრეტული ფორმულით უნდა დადგინდეს. რეფერენტული ფასები ძირითადად იმ მედიკამენტებზე გავრცელდება, რომელიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. ესენია: ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატები.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს, ამ დროისთვის ექსპერტებთან მუშაობენ, რომელთა რეკომენდაციით რეფერენტული ქვეყნების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.

მინისტრის განმარტებით, 2023 წლის იანვრიდან ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე რეფერენტული ფასები უკვე დაწესდება, მომდევნო ეტაპზე კი რეფერენტული ფასი მთლიან ბაზარზე გავრცელდება.

"ჩვენთან ერთად მუშაობენ ექსპერტები, რომლებიც ამ პროექტის სხვა ქვეყნებში წარმატებით დანერგვაში იყვნენ ჩართულები. მათი რეკომენდაციებით ხდება რეფერენტული ქვეყნების შერჩევა. ქვეყნები როგორც გეოგრაფიული მდებარეობით, ასევე ეკონომიკური პარამეტრებიდან გამომდინარე განისაზღვრება. საორიენტაციოდ 5-7 ქვეყანა უკვე შერჩეულია, აქედან რამდენი დარჩება არ ვიცი. ამ ქვეყნებში მედიკამენტებზე ფასები იქნება ჩვენთვის ის რეფერენტული ფასი, სადაც ტრანსპორტირების, სხვადასხვა ლოჯისტიკური ხარჯების გათვალისწინებით იქნება ის მაქსიმუმი, რაც შეეძლება რომ საცალო ქსელში ჰქონდეს მედიკამენტს.

ჩვენ იმდენად ოპერატიულად მივყვებით პროექტს, როგორც დაგეგმილი გვქონდა. უკვე მომდევნო წლის იანვრიდან ქრონიკული დაავადებებისა და ონკოლოგიური დაავადებების პრეპარატებზე რეფერენტული ფასები გვექნება და საპილოტო ვერსიით გაეშვება, შემდეგ ეტაპზე მთლიანად ბაზარზე გავრცელდება“ - აცხადებს მინისტრი.

Share

Comments

30/8/2022

კრიპტოაქტივებისთვის სამართლებრივი ჩარჩო შეიქმნება

Comments

Read Now
 
Picture

​საქართველოს მთავრობამ ფინანსური სექტორისთვის განახლებული საკანონმდებლო ჩარჩო დაამტკიცა, რომელიც კრიპტოაქტივებით ვაჭრობისა და ფინტექ-ინდუსტრიის დამატებით რეგულირებას გულისხმობს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს უკვე გადაეგზავნა, ხოლო ცვლილებების მიღება საშემოდგომო სესიაზე იგეგმება. „ჩვენი მოლოდინია, რომ შემოდგომაზე, საქართველოს ექნება განახლებული კანონმდებლობა, რომელიც ფინანსურ სექტორს მნიშვნელოვნად განავითარებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი სამ მნიშვნელოვან დირექტივასთან დაახლოებას ითვალისწინებს, ესენია - „ევროკავშირის საგადასახადო სერვისების დირექტივა“ (PSD2), „კაპიტალური მოთხოვნების დირექტივა“ (CRD) და „ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული სერვისების მომწოდებლების შესახებ დირექტივა“ (VASP).

ეს უკანასკნელი დირექტივა, რომელიც ვირტუალური აქტივებით ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭებას და შესაბამისი ვალდებულებებისა და უფლებების განსაზღვრას გულისხმობს, საქართველოში კრიპტოინდუსტრიის მდგრადი რეგულირების მიმართ გადადგმული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

„[VASP-დირექტივა] განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში კრიპტომომსახურებისა და კრიპტოგაცვლითი ორგანიზაციებისთვის ლეგალური გარემოს ჩამოყალიბებისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა და დასძინა, რომ აღნიშნული დირექტივა კომპანიების მიმართ ფულის გათეთრებასთან ბრძოლისა და ტერორიზმის არდაფინანსებასთან დაკავშირებით ნათლად გაწერილ მოთხოვნებს გულისხმობს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოს ფინანსური კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან სინქრონიზაცია მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რადგან საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, კრიპტოჰაბად გადაქცევა სურს. საინტერესოა, რომ მსგავსი პათოსის ხედვა არის გაწერილი საქართველოს 2020-2025 წლების განვითარების სტრატეგიაში, რომელიც მთავრობამ ჯერ კიდევ 2020 წელს დაამტკიცა. 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომლის შესახებაც ეკონომიკის მინისტრმა დღეს განაცხადა, გლობალური კრიპტოინდუსტრიის მსხვილ მოთამაშეებს საქართველოში შემოსვლას გაუმარტივებს. ასეთ კომპანიებს შორისაა მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟა Binance-ი, რომელიც საქართველოში რეგიონული ოფისის გახსნას განიხილავს, მაგრამ ამისთვის შესაბამისი სალიცენზიო-საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას ელოდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გლობალური კრიპტობაზრის სხვა დიდ მოთამაშეებსაც შეხვდა, მათ შორის ბლოკჩეინ-კომპანია Ripple-ისა და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდესი კრიპტობირჟის, FTX-ის წარმომადგენლებს. როგორც თავის დროზე გახდა ცნობილი, ორთავე კომპანია საქართველოში რეგიონული ოფისის გახსნითაა დაინტერესებული. 

Share

Comments

28/8/2022

სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა - დასაქმების მაჩვენებელი

Comments

Read Now
 
Picture

სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა 1 მარტს ამოქმედდა და მის ფარგლებში საარსებო შემწეობის მიმღებ მოქალაქეებს საჯარო უწყებაში სხვადასხვა სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა აქვთ.

2022 წლის ივნისის მდგომარეობით, პროგრამაში ჩართულია 20 ათასამდე სოციალურად დაუცველი.

“საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამასთან დაკავშირებით, სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიმართა 42.9 ათასზე მეტმა მოქალაქემ, საიდანაც 18.3 ათასზე მეტი გადამისამართდა კონკრეტულ ვაკანსიაზე, სოციალური ხელშეკრულება გაფორმებული იქნა 12.6 ათასამდე პროგრამის მოსარგებლესთან, მათ შორის: 922 ხელშეკრულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ-ებშია გაფორმებული, ხოლო 11.6 ათასზე მეტი ხელშეკრულება, ადგილობრივ თვითმმართველობებში გაფორმდა.

თბილისი - 130, იმერეთი - 1 948, კახეთი -1 852, ქვემო ქართლი - 441, შიდა ქართლი - 260, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 2 060, აჭარა - 1023, სამცხე-ჯავახეთი - 659, მცხეთა-მთიანეთი - 496, გურია - 1 731, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1 030,”- ნათქვამია ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში.

სოციალური დასაქმების პროექტის ფარგლებში ვაკანსიებზე მოქალაქეები სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმდნენ, მათ შორის სკოლის დარაჯად, მეეზოვედ, ელექტრიკოსად, რეინჯერის დამხმარედ, დამლაგებლად და სხვა პოზიციებზე.
მთავრობის ინფორმაციით, სრულ განაკვეთზე ამ პოზიციებზე ანაზღაურება 300 ლარი, ნახევარ განაკვეთზე კი 150 ლარია.

Share

Comments

26/8/2022

სასმელი წყლის ხარისხის და რესურსების შესახებ ინფორმირებისთვის

Comments

Read Now
 
Picture

​გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით სემეკთან არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში დაიწყო პროექტი სახელწოდებით – „სასმელი წყლის ხარისხისა და წყლის რესურსების შესახებ რეგიონების მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება“.

პროექტის მიზანია სასმელი წყლის ხარისხისა და წყალის, როგორც ენერგიის წყაროს საკითხებში რეგიონების მოსწავლე-ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონის გაზრდა, სამიზნე მუნიციპალიტეტებში მოსწავლე-ახალგაზრდობის ენერგოეფექტიანობისა და ენერგიის დაზოგვის თემებით დაინტერესება, წყლის რესურსებზე ზრუნვისა და დაცვის იდეის გაძლიერება, ახალგაზრდების ჩართულობის გასაზრდელად მდგრადი მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

ინიციატივის შედეგად დაახლოებით 300-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს ინფორმაციას სასმელი წყლის ხარისხისა და რესურსების შესახებ. პროექტი განხორციელდება ქ. ბათუმში, ქ ქუთაისში, ასპინძის, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ხაშურისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში.

პროექტის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგები სასმელი წყლის ხარისხის მნიშვნელობის და მისი მახასიათებლების, წყლის რესურსების ეფექტიანად გამოყენებისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე. გარდა ამისა, გაიმართება საჯარო ლექციები ენერგეტიკის სექტორში ქალების როლის გაძლიერებისა და ენერგეტიკოსის, როგორც მომავლის პროფესიის შესახებ. პროექტი მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს დაიწყო და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. სასწავლო ცენტრის შესახებ: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სპეციალური სასწავლო კურსების/პროგრამების განხორციელება, აქტივობებისა და საქმიანობების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, დაინტერესებულ პირებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაცვლა, კვლევების ჩატარება, სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის პროექტების მომზადება. გაეროს ბავშვთა ფონდის შესახებ:

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) 70 წელზე მეტია მუშაობს მსოფლიოს ყველაზე რთულ რეგიონებში, რათა დაეხმაროს მსოფლიოს ყველაზე მოწყვლად ბავშვებს. 190-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულში, ჩვენ ვმუშაობთ ყოველი ბავშვისთვის ყველგან, რათა ავაშენოთ უკეთესი მსოფლიო ყველასთვის. იუნისეფი 20 წელზე მეტია ეხმარება ეხმარება საქართველოს მთავრობას ბავშვთა უფლებების დაცვასა და ბავშვის უფლებათა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ყველაზე დაუცველ ბავშვებს, ხელი შევუწყოთ მათ გაძლიერებასა და სოციალურ ინკლუზიას, შევამციროთ უთანასწორობა, რაც უარყოფითად ზემოქმედებს ბავშვებსა და მათ ოჯახებზე.

Share

Comments

25/8/2022

კრიპტომაინერების თავდასხმები (ვებ შეტევები) და ადგილობრივი საფრთხეები გაძლიერდა

Comments

Read Now
 
Picture

​2022 წლის მეორე კვარტალში ფინანსური მავნე პროგრამების და გამოსასყიდი პროგრამების თავდასხმები კომპიუტერის მომხმარებელთა წინააღმდეგ საქართველოში შესუსტდა, ხოლო კრიპტომაინერების თავდასხმები ინტერნეტის საშუალებით (ვებ -შეტევები) და ადგილობრივი საფრთხეები გაძლიერდა, მაშინ როცა პირველ კვარტალში თავდასხმულთა წილის კლების ტენდენცია გაგრძელდა.

ამრიგად, „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემებით საანგარიშო პერიოდში ფინანსური მავნე პროგრამების შეტევები ნულამდე შემცირდა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2021 წლის აპრილ-ივნისში 0,4% იყო. ამა წლის მეორე კვარტალში, იმ მომხმარებელთა წილი, რომლებმაც გამოსასყიდი პროგრამების თავდასხმა განიცადეს 0,1%-დან შემცირდა 0,06%-მდე, 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

საქართველოში 2022 წლის აპრილ-ივნისში იმ მომხმარებელთა წილი, რომელსაც თავს დაესხნენ ფარული კრიპტომაინერები 1,14% იყო, 2021 წლის მეორე კვარტალში კი ეს მაჩვენებელი 0,38%-ს შეადგენდა. გარდა ამისა, მკვეთრად გაიზარდა კომპიუტერების მომხმარებელთა წილიც, რომლებსაც თავს დაესხნენ ინტერნეტის საშუალებით: 2022 წლის მეორე კვარტალში დარეგისტრირდა ასეთ მომხმარებელთა 9,37%, წინა წლის 4,45%-თან შედარებით. ზრდა დაფიქსირდა ლოკალური საფრთხეების სფეროშიც (მავნე პროგრამა, რომელიც შედის მოწყობილობებში სხვადასხვა მოსახსნელი მედიიდან, როგორიცაა სმარტფონები, USB ფლეშ დრაივები ან მეხსიერების ბარათები): საქართველოში მომხმარებელთა წილმა, რომლებიც შეეჯახნენ მსგავსი სახის ადგილობრივ საფრთხეებს, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში შეადგინა 15,35%, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში 8,93%-ს შეადგენდა. იმისათვის, რომ არ გახდნენ კიბერშეტევების მსხვერპლი, კომპანიის ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ პერსონალურ მომხმარებლებს არ მიჰყვნენ საეჭვო ბმულებს სოციალურ ქსელებში, ფოსტასა და მყისიერ მესინჯერებში, ეჭვით მოეკიდონ მომგებიან შეთავაზებებს, გამოიყენონ სხვადასხვა ძლიერი პაროლი ყველა ანგარიშზე და დააინსტალირონ საიმედო უსაფრთხოების გადაწყვეტა მათ მოწყობილობაზე.

კორპორატიულ მომხმარებლებს ურჩევენ რეგულარულად ჩაატარონ კიბერცნობიერების ასამაღლებელი ტრენინგები თანამშრომლებისთვის, სადაც მათ შეეძლებათ განავითარონ ციფრულ გარემოში უსაფრთხო ქცევის პრაქტიკული უნარები, შექმნან სარეზერვო ასლები და დაშიფრონ ფაილები დამატებითი დაცვისთვის მოწყობილობის დაკარგვისა და მონაცემთა გაჟონვის შემთხვევაში, რეგულარულად განაახლონ პროგრამული უზრუნველყოფა. ასეთი სახის განახლებებში დეველოპერები ასწორებენ იმ დაუცველობებს, რომლითაც შეიძლება ისარგებლონ თავდამსხმელებმა, გარდა ამისა ყოვლისმომცველი დაცვისთვის გამოიყენონ სწორი გადაწყვეტა მარტივი მენეჯმენტით და უსაფრთხოების დადასტურებული მახასიათებლებით.

Share

Comments

24/8/2022

II კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ მოგზაურობის მაჩვენებელი 4.6-ჯერ გაიზარდა

Comments

Read Now
 
Picture

​სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოში გამყვანი ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2022 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ, საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 515.2 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.6-ჯერ მეტია.

აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 406.1 ათასი შეადგინა, რაც 3.9-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

რაც შეხება ასაკობრივი კატეგორიებს, გასვლების უდიდესი ნაწილი, 47.3 პროცენტი, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა (234.7 ათასი) და რუსეთის (45.2 ათასი) ფედერაციაში ფიქსირდება.

რაც შეეხება ვიზიტების მიზნობრიობას, 2022 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (42.5 პროცენტი) საყიდლების მიზნით განხორციელდა.

Share

Comments

23/8/2022

იუსტიციის სამინისტროსა და მეცნიერებათა აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

Comments

Read Now
 
Picture

​იუსტიციის სამინისტროსა და მეცნიერებათა აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი იუსტიციის სამინისტროსა და მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის ახალ პლატფორმას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეები შეიმუშავებენ და განახორციელებენ ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით, საგანმანათლებლო და სამართლებრივ პროექტებს, ორგანიზებას გაუწევენ კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, სემინარებს, მრგვალ მაგიდებსა და საჯარო დისკუსიებს; გამოაქვეყნებენ სამეცნიერო ნაშრომებს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალ „მაცნესა“ და იუსტიციის სამინისტროს ჟურნალ „იუსტიციაში“ (Iustitia).

„მემორანდუმს ხელი მოაწერეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ.

მეცნიერებათა აკადემიასთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება კიდევ ერთი ნაბიჯია სამეცნიერო დასკვნებსა და ანალიტიკაზე დაფუძნებული სამართალშემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობისათვის, რაც იუსტიციის სამინისტროს 2022-2024 წლების სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

ამ მიზნით იუსტიციის სამინისტრომ უკვე არაერთი აქტივობა განახორციელა: დაფუძნდა ორენოვანი სამართლებრივი ჟურნალი „იუსტიცია“, რომლის ორი ნომერი უკვე ხელმისაწვდომია; იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნა და სხვადასხვა დარგის გამოჩენილი სპეციალისტებით დაკომპლექტდა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც იუსტიციის მინისტრისთვის წარსადგენად კანონპროექტებს, კონცეფციებს, დასკვნებსა და მოსაზრებებს შეიმუშავებს; ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტები გაფორმდა საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებთან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share

Comments

22/8/2022

ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საქართველოში

Comments

Read Now
 
Picture

​სიჩქარის გადაჭარბება, დარღვევით გასწრება, უწყვეტი ზოლის გადაკვეთა, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელის წესების უგულებელყოფა, დისტანციის დაუცველობა - ეს და სხვა მრავალი მანკიერი ჩვევა, რომლებიც ქართველ მძღოლებსა თუ ქვეითებს ახასიათებთ, საბოლოოდ ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაში აისახება და არცთუ სახარბიელო შედეგებს წარმოგვიდგენს. თბილისსა თუ სხვა დიდ ქალაქებში მხოლოდ 2021 წელს 5900-მდე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი გელა კვაშილავა „თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ წამოწყებულ კამპანიას „იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ ეხმიანება და აცხადებს, რომ ასეთი მსხვილი კომპანიის მიერ მსგავსი წამოწყება ერთი მხრივ მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ცნობიერების ამაღლებას, ხოლო მეორე მხრივ მაგალითი ხდება სხვა კომპანიებისათვის, გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა და ხელი შეუწყონ გზებზე მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებას, რაც დღეისათვის ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა.

„მხოლოდ 2021 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 450 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7700-ზე მეტი დაშავდა. კიდევ უფრო დიდია ისეთ ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვი, სადაც არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ავტომობილები და შედეგად, ქალაქში ისედაც გადატვირთული მოძრაობის პირობებში, დამატებითი საცობები წარმოიქმნა. აქედან გამომდინარე, პრობლემა და გამოწვევა ამ მხრივ საკმაოდ სერიოზულად დგას“, - აცხადებს ექსპერტი გელა კვაშილავა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საგზაო მოძრაობის მონაწილეები არიან არა მხოლოდ ავტომფლობელები, არამედ ფეხით მოსიარულეები, ველოსიპედისა და სკუტერის მძღოლებიც. კვაშილავას თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მობილობა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, საგზაო უსაფრთხოებაზე ზრუნვა ნებისმიერი მოქალაქისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი უნდა გახდეს. მისი თქმით, აუცილებელია, გზებზე დაინერგოს ურთიერთპატივისცემის კულტურა, დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები და ამაღლდეს ცნობიერება.

„ერთ-ერთი პრობლემა გზებზე მაღალი სიჩქარეა, რომელიც ქალაქში 40-50 კმ/სთ უნდა იყოს, ხოლო სკოლებთან - არაუმეტეს 30 კმ/სთ-ისა, რადგან ბავშვები ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ყველაზე მეტად დაუცველები არიან. 1 კმ/სთ-ით სიჩქარის შემცირება 4%-ით ამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევის ალბათობას“.

ექსპერტი ხაზს უსვამს ბიზნესის როლს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.

„მნიშვნელოვანია, მსგავს კამპანიებს პერმანენტული ხასიათი ჰქონდეს. „თეგეტა ჰოლდინგი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა და თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, საკმაოდ ფართო აუდიტორიაზე შეუძლია სასიკეთო გავლენის მოხდენა. ცნობიერების ამაღლების არეალი და სანდოობა მის შემთხვევაში საკმაოდ მაღალი იქნება და მეტად იმოქმედებს ადამიანების ქცევის ცვლილებაზე. ვფიქრობ, თეგეტასგან მაგალითი სხვა კომპანიებმაც უნდა აიღონ. ბიზნესი, საზოგადოება და მთავრობა - პასუხისმგებლობას ყველა უნდა იზიარებდეს“, - აცხადებს კვაშილავა.

„მიუხედავად შეზღუდვებისა, რომლებიც დღეს გზებზე არსებობს, სტატისტიკა მაინც მძიმეა. ბევრი ავტოავარიის მიზეზი ისევ გადაჭარბებული სიჩქარე და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაა. ჩვენი კამპანიის მიზანი სწორედ საგზაო მოძრაობის კულტურის შესახებ საზოგადოებაში დისკუსიის დაწყებაა. მნიშვნელოვანია, ყველამ გავიზიაროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ერთად გადავდგათ ნაბიჯები უკეთესი საგზაო მოძრაობისთვის. მჯერა, რომ კამპანიის ფარგლებში შექმნილი დამატებითი 20 ნიშნით საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ მანკიერ ქცევებს და მოვუწოდებთ, გახდნენ ძირეული ცვლილებების მონაწილეები“, - ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

„თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ კამპანიისთვის შექმნილი ახლებური საგზაო ნიშნები, ერთი მხრივ, კონკრეტულ პრობლემებზე საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების ფუნქციას ასრულებს, მეორე მხრივ კი, მოქალაქეებს ქცევის ცვლილებისკენაც უბიძგებს.

Share

Comments

19/8/2022

II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 4%-ით შემცირდა

Comments

Read Now
 
Picture

​2022 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.1 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა 36.2 ათასი კაცით (4.4%) გაიზარდა და 867.9 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 19.4 ათასით გაიზარდა (5.1%) და 401.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 63.0 ათასით (18.3%) შემცირდა და 281.6 ათასი შეადგინა.

2022 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა 50.2 ათასი კაცით (6.1%) გაიზარდა, თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაზრდილია 18.9 ათასით (4.9%), ხოლო უმუშევართა რიცხოვნობა 8.1 ათასითაა (2.8%) შემცირებული.

„2022 წლის II კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 51.5 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 42.2 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 2.3 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. დასაქმების დონე გაიზარდა, როგორც ქალაქის ტიპის (0.9 პრცენტული პუნქტით), ისე სოფლის ტიპის (3.7 პროცენტული პუნქტით) დასახლებებში და შესაბამისად, 42.8 პროცენტი და 41.4 პროცენტი შეადგინა.

2022 წლის II კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.4 პროცენტს შეადგენდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

2022 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე როგორც საქალაქო, ისე სასოფლო ტიპის დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2022 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 3.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 4.0 პროცენტული პუნქტით.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2022 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.8 პროცენტს, ხოლო კაცებში 64.2 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 0.5 პროცენტული პუნქტით.

2022 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში შესაბამისად 1.6 და 2.9 პროცენტული პუნქტით,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Share

Comments

19/8/2022

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 35.3 პროცენტით გაიზარდა

Comments

Read Now
 
Picture

​სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 188.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35.3 პროცენტით მეტია.

მათივე ცნობით, აქედან ექსპორტი 3 100.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (36.4 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 7 087.4 მლნ. აშშ დოლარს (34.8 პროცენტით მეტია).

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარ-ივლისში 3 986.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.1 პროცენტია.

„2022 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (475.6 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (351.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (339.1 მლნ. აშშ დოლარი)

2022 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 66.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 226.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (874.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (619.0 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 521.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 214.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 094.6 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წლის იანვარ-ივლისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 621.0 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 20.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 370.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 354.3 მლნ. აშშ დოლარით (11.4 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წლის იანვარ-ივლისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 759.7 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 718.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 10.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 490.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.9 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.

Share

Comments
<<Previous
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი