ადამიანის უფლებები - კონცეფცია
|
სხვა უფლებები
- ადამიანის უფლებების არსი და ბუნება კაცობრიობის განვითარების პარალელურად
- ბავშვის უფლებათა კონვენცია - მიმოხილვა, მახასიათებლები და ძირითადი პრინციპები
- ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მახასიათებლები
- ინფორმაციის გავრცელება და სწავლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესახებ
- რაციონალური არსება, როგორც უფლების სუბიექტი
- ბავშვის უფლებათა კოდექსი
- ადამიანის უფლებათა აქტივიზმი და არასამთავრობო ორგანიზაციების როლი
- შენი უფლებები თუ სამსახურიდან გაგათავისუფლეს
- პირადი უფლებები - ძირითადი არსი და მიმართულებები
- სამოქალაქო ინტეგრაცია და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვა
- კანონის აღსრულება, ძალის გამოყენება და ადამიანის უფლებები
- მიგრაცია და ადამიანის უფლებები
- ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი
- მგზავრის უფლებები ევროკავშირის სივრცეში
- ადამიანის უფლებები და სახელმწიფოს ვალდებულებები
- დეკლარაცია გონებრივად ჩამორჩენილ პირთა უფლებების შესახებ
- ბიზნესი და ადამიანის უფლებები
- ციფრული კონფიდენციალურობა და ადამიანის უფლებები
- ინტერნეტის გათიშვა ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევას იწვევს
- კლიმატის ცვლილების გავლენა ადამიანის უფლებებით ეფექტურ სარგებლობაზე
- ჯანსაღი გარემოს უფლება
- დეკლარაცია უფლებადამცველთა შესახებ
- დეკლარაცია შიმშილისა და არასათანადო კვების აღმოფხვრის შესახებ
- ექსკლუზიური უფლებები
- სოციალურ-ეკონომიკური უფლებები
- საქართველო, ბიზნესი და ადამიანის უფლებები
- ადამიანის უფლებათა პატივისცემის ვალდებულება
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები
- ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლება
- ბავშვის უფლებათა კონვენცია
- პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება
- სტუდენტთა უფლებები
- საავტორო უფლებები
- ადამიანის უფლებათა წახალისება და დაცვა
- დემოკრატიული უფლებები
- ბუნებრივი და სამართლებრივი უფლებები
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება
- პაციენტის უფლებები
- სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები
- კანონი, საზოგადოება და ინდივიდის უფლებები
- ადამიანის კულტურული უფლებები
- კონვენციით გათვალისწინებული ბავშვთა უფლებები
- თეირანის კონფერენციის რეზოლუცია ადამიანის უფლებების შესახებ
- ადამიანური ღირსება
- კონვენციური უფლებები და მათი პრინციპები
- ადამიანის უფლებათა პატივისცემა
- საკუთრების უფლება
- საკანონმდებლო ინიციატივის უფლება
- სიცოცხლის უფლება
- ადამიანის უფლებათა დარღვევების კლასიფიკაცია
- პირადი თავისუფლებისა და პიროვნების უსაფრთხოების უფლება
- მოქალაქეობის უფლება
- თავშესაფრის უფლება
- ოთხი თავისუფლების კონცეფცია
- სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება
- დეკლარაცია განვითარების უფლების შესახებ
- ადამიანის უფლებათა დოკუმენტების ნუსხა
- პრესის თავისუფლება
- თავისუფლება და თანასწორობა
- უდანაშაულობის პრეზუმფცია – ადამიანის უფლებათა დაცვის ფუნდამენტი
- გაეროს ორგანოები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში
- კონვენცია ორგანიზებისა და კოლექტიური მოლაპარაკების უფლების შესახებ
- ადამიანის უფლებების ჩამონათვალი
- კონვენცია განათლების სფეროში დისკრიმინაციის წინააღმდეგ
- დეკლარაცია და სამოქმედო გეგმა "ბავშვებისთვის შესაფერისი მსოფლიო"
- საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია
- შრომის უსაფრთხოების შესახებ
- ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია
- არასრულწლოვნების დაცვა მავნე ზეგავლენისგან
- ინტელექტუალური საკუთრება - ადამიანის უფლების სფერო
- პერსონალური მონაცემების დაცვა
- ადამიანის უფლებები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში
- ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლება
- კონვენცია პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ
- გადაადგილების თავისუფლება
- სამოქალაქო თავისუფლებები და უფლებები
- ფიშინგი და მისგან თავის დაცვა
- ჯანმრთელობის დაცვის უფლება და ხელმისაწვდომობა
- ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმები
- სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები
- ადამიანის უფლებები და ცალმხრივი იძულებითი ზომები
- კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსი
- გლობალიზაცია - არსი და ტენდენციები
- განათლებაში დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კონვენცია
- ევროპის სოციალური ქარტია
- ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტრუმენტები
- სიტყვის თავისუფლება - არსი, კავშირი სხვა უფლებებთან და გამოწვევები
- ადამიანის უფლებათა განათლების სისტემის ჩამოყალიბება და განვითარება
- დეკლარაცია შეზღუდული შესაძლებლობების პირების უფლებების შესახებ
- ადამიანისა და მოქალაქის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების თვისებები
- ადამიანის უფლებების ძირითადი ღირებულებები
- ხელშეკრულებებში აღიარებული ადამიანის უფლებები
- ადამიანის უფლებათა იურიდიული დაცვა ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე
- არსებობს თუ არა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი უფლებები
- საკუთრების უფლება ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით
- კანონის უზენაესობა საერთაშორისო დონეზე
- განვითარების უფლების დეკლარაცია
- ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების არსი
- კოლექტიური უფლებები (მესამე თაობის უფლებები)
- ადამიანის უფლებების სფეროში განათლება როგორც კონფლიქტების პრევენცია
- 7 შეკითხვა და პასუხი ადამიანის უფლებების შესახებ
- ადამიანი და სოციალური ურთიერთობები
- კულტურული ტრადიციები და ადამიანის უფლებები
- ხელშეკრულებებში აღიარებული ადამიანის უფლებები
- ადვოკატთა როლის შესახებ ძირითადი პრინციპები
- ადამიანის უფლებები და სახელმწიფოს ინტერესები
- ევროპული ინიციატივები ბავშვთა უფლებებისათვის
- გაეროს დეკლარაცია ადამიანის უფლებების სწავლების შესახებ
- გარემოსდაცვითი საფრთხეები ადამიანის უფლებების ყველაზე სერიოზული გამოწვევაა
- დეკლარაცია ადამიანების მშვიდობის უფლების შესახებ
- დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ
- ადამიანის უფლებები, როგორც მსოფლიო კულტურისა და ცივილიზაციის ფენომენი
- ადამიანის უფლებების დაბა
- საქართველოს პოლიცია - უფლებები და მოვალეობები
- ადამიანის უფლებები ძველი წელთაღრიცხვიდან დღემდე
- კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ
- ადამიანის უფლებათა იურიდიული დაცვა ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
- ადამიანის უფლებათა კომიტეტი (CCPR)
- ადამიანის უფლებათა დაცვის თაობები
- საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ
- კონვენცია დასაქმების პოლიტიკის შესახებ
- დეკლარაცია ხალხთა მშვიდობის უფლების შესახებ
- ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია
- კონვენცია იძულებითი ან სავალდებულო შრომის შესახებ
- ადამიანის უფლებები და სახელმწიფოს ინტერესები
- OHCHR - ადამიანის უფლებათა დაცვის ინდიკატორები
- კონვენცია ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ
- ადამიანის უფლებების დამცველები
- ინდივიდების, ჯგუფების და საზოგადოებრივი ორგანოების უფლებების და მოვალეობების დეკლარაცია
- საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი აქტები ადამიანის უფლებათა შესახებ
- მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოში - მოქმედი ნორმები
- პირადი ცხოვრების უფლება
- განათლება, როგორც ადამიანის უფლება
- დეკლარაცია მშვიდობის უფლების შესახებ
- დეკლარაცია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ
- ორსულის, ახალნამშობიარების და მეძუძური დედის შრომითი უფლებები
- ადამიანის უფლებების საერთაშორისო კანონმდებლობა
- ვენის დეკლარაცია და სამოქმედო პროგრამა
- ქალთა უფლებები
- დეკლარაცია ადგილობრივი ხალხების უფლებების შესახებ
- ადამიანის უფლებები: კონცეფცია და არსი, წყაროები, კატეგორიები, ფუნქციები, პრინციპები
- ,,ფოკუსი ახალგაზრდობაზე" - ადამიანის უფლებათა საბჭო
- ადამიანის უფლებები ძველ ქართულ სამართლებრივ წყაროებში
- ოჯახში ძალადობა და მისი პრევენცია
- საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით
- ადამიანის უფლებათა საბჭოს დებატები ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ
- საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ
- მსოფლიოში 2 მილიონი ადამიანი იღუპება სამუშაოსთან დაკავშირებული დაავადებებისა და დაზიანებებისგან
- რა უნდა ვიცოდეთ შრომითი უფლებების შესახებ
- ადამიანის უფლებები და მოვალეობები
- ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების არსი
- დეკლარაცია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის თაობაზე
- დისკრიმინაცია და პრაქტიკული რჩევები დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად
- სათანადო საცხოვრებლის უფლება
- მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი
- კომუნიკაციის საშუალებები და ადამიანის უფლებები
- ადამიანის უფლებები COVID-19–ის წინააღმდეგ ბრძოლაში
- გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიშელ ბაჩელეტის განცხადება
- ნეგატიური და პოზიტიური უფლებები
- ბულინგი და მობინგი
- ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სისტემა
- ადამიანის უფლებათა კომისარი
ადამიანის უფლებები საქართველოში
სხვა თემები
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა
- ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, როგორც საქართველოს კანონმდებლობის ნაწილი
- ქალების ეკონომიკური გაძლიერება და გენდერული თანასწორობის სტრატეგიული მიდგომა
- შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის თაობაზე
- სამუშაო შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ
- გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა - რეკომენდაციის შესრულება
- საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ
- ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით საქართველო უმაღლეს საფეხურზეა
- დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო პროცესების მხარდასაჭერად
- გენდერული თანასწორობის საკითხებზე დადგენილი რეკომენდაციების შესრულება
- საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების დანერგვა
- კუთვნილი შვებულებით სარგებლობაზე დასაქმებულის უფლება
- ევროკავშირმა საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის მიღება დადებითად შეაფასა
- დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა
- ინიციატივა უსინათლოთა თემის წარმომადგენლებისთვის
- შეხვედრა შრომის უსაფრთხოებისა და შრომის უფლებების დაცვის საკითხებზე
- სემინარი ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე
- არასწორია ინფორმაცია, თითქოს სააკაშვილს შეხვედრის უფლება შეეზღუდა
- ბავშვთა უფლებები და გარემო
- ქალებისა და გოგონებისათვის ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა
- ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ პაქტის შესრულების ანგარიში
- გაერო-ს რეზოლუცია ადასტურებს რეგიონებიდან დევნილი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს
- ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა საქართველოში
- უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები მეპატრონეებს დაუბრუნდებათ
- უფასო იურიდიული დახმარება ოჯახში ძალადობის საქმეზე გადახდისუუნარო დაზარალებულს
- მარტოხელა დედის და მარტოხელა მამის სტატუსის განსაზღვრა ახლებურად მოხდება
- მსჯავრდადებულებსა და ბრალდებულებს დისტანციური სწავლების შესაძლებლობა ექნებათ
- ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია – „ნუ წაართმევ ბავშვობას“
- „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის ეფექტური აღსრულებისთვის
- გენდერული მგრძნობელობის შეფასების ინდექსი
- ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის გაძლიერება საქართველოში
- მსჯავრდებულებს ციფრულ უნივერსიტეტში დისტანციური სწავლის შესაძლებლობა ექნებათ
- მედიაცია, როგორც სამოქალაქო განათლების შემადგენელი
- საჭიროა დიდი ძალსხმევა, რომ ქვეყანაში ფემიციდი და ქალთა მიმართ ძალადობა ამოიძირკვოს
- მეწარმე დევნილებსა და ეკომიგრანტებს გრანტები გადაეცემათ
- შშმ პირთა სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა საქართველოში
- გაეროს მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ანგარიში
- ქალთა გაძლიერება ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში
- ანტიდემპინგის იმპლემენტაცია და მომხმარებლის უფლებების დაცვის აღსრულება
- ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსში” შესატანი ცვლილებით, მარტოხელა მშობლის სტატუსი ზუსტდება
- პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის კომუნიკაციის საკითხი ახლებურად დარეგულირდება
- სისხლის დონორობის უფლებასთან დაკავშირებული საკითხები
- მოქალაქეთა იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში
- ანგარიში არაფორმალურ ეკონომიკაში ქალთა უფლებების შესახებ
- გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საქართველოში
- ოჯახში ძალადობით დაზარალებულის მხარდაჭერის დამატებითი ღონისძიებები
- მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის ანგარიში
- საქართველოში ტრეფიკინგის კუთხით არსებული მდგომარეობა
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები იგეგმება
- თანამშრომლობის გაღრმავება ეუთოს ადამიანთა უფლებების ოფისთან (ODIHR)
- ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოში
- ადამიანის უფლებათა არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს განხილვა
- გაფრთხილება ინტერნეტ მომხმარებლების უფლებების დაცვის მიზნით
- საქართველო ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის სხდომაზე
- აღკვეთის ღონისძიების დამატების ინიციატივა
- სააკაშვილის უფლებები არ ირღვევა
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონის მონიტორინგის შედეგები
- საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ამსახველი ანგარიშების ეფექტიანობა
- ინიციატივა „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ იმპლემენტაციისთვის
- შეხვედრა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოში
- შშმ პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია
- მკვლელობაზე სასჯელი მკაცრდება
- შეხვედრა ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისართან
- ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება
- პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონი მიიღო
- შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხებზე
- საქართველოში გაზრდილია ქალზე ძალადობის ფაქტები
- ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიში
- საქართველოში 20723 უკრაინელი ლტოლვილია, მათ შორის 4500 ბავშვია
- იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის ხარისხის გაუმჯობესების შესახებ
- ძალადობის მსხვერპლთა კომპენსაციის წესის დადგენის შესახებ
- გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის პროექტი
- ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გამოწვევები და გეგმები
- ახალი სტრატეგია ქალების გაძლიერებისთვის
- ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
- გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცების შესახებ
- გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან"
- მომხმარებლის უფლებების დაცვას კონკურენციის ეროვნული სააგენტო განახორციელებს
- პარლამენტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მიიღო
- ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში
- ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების განხილვა აჭარაში
- კრედიტის ამოღების პროცესი ეთიკის კოდექსით რეგულირდება
- ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა
- გენერალურ პროკურატურაში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა
- ოჯახში ძალადობის მსხვერპლს სახელმწიფო სერვისების მიღების შესაძლებლობა ექნება
- დევნილ ვეტერანთა 110 ოჯახს თბილისში განსახლებაზე თანხმობა ეთქვა
- „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში
- პარლამენტი მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონზე მუშაობს
ადამიანის უფლებები მსოფლიოში
|
სხვა თემები
- ევროპარლამენტს სურს უზრუნველყოს სამუშაოდან გათიშვის უფლება
- მომხმარებელთა მონაცემების აღდგენის ინიციატივა მთელ მსოფლიოში
- ჯანსაღი გარემოს უფლება- ადამიანის საყოველთაო უფლება და გადაუდებელი მდგომარეობა
- თავშესაფარი და მიგრაცია ევროკავშირში: ფაქტები და ციფრები
- გაერო: ადამიანებით მოვაჭრეები აქტიურად იკვლევენ კიბერსივრცეს
- სუფთა და ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობა ადამიანის საყოველთაო უფლებად გამოცხადდა
- დევნილი ბავშვების პროგრამამ უნდა გაითვალისწინოს კლიმატის ცვლილების შედეგები
- ნახშირბადის ემისიების შემცირება - მიზნები და ძირითადი ზომები
- თაღლითობისა და კორუფციისგან თავისუფალი ხარისხიანი განათლებისთვის
- ადამიანებით ვაჭრობა: ექსპერტთა ჯგუფი GRETA ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს
- გენდერული ძალადობა: „ჩვენ უნდა შევწყვიტოთ პასუხისმგებლობის თამაში“
- IOM, UNHCR და UNICEF მოუწოდებენ ევროპის ქვეყნებს შეწყვიტონ ბავშვთა პატიმრობა
- გლობალური „კასკადური“ კრიზისები ადამიანს სერიოზულ საფრთხეს უქმნის
- მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვისთვის აქტიური მოქმედებაა საჭირო
- სოფლის მოსახლეობა სოციალურად დაცული უნდა იყოს
- ევროპარლამენტმა ციფრული სერვისების აქტი (DSA) მიიღო
- მსოფლიოში მშიერთა რიცხვი 46 მილიონით გაიზარდა
- ომის ორივე მხარე არღვევს ადამიანის უფლებებს და იყენებს მშვიდობიან მოსახლეობას „ცოცხალ ფარად“
- განვითარებად ქვეყნებში ქალების ერთი მესამედი თინეიჯერობაში მშობიარობს
- GOOGLE აბორტთან დაკავშირებულ მონაცემებს წაშლის
- ყოველ 24 წამში ერთი ავტოკატასტროფაში იღუპება
- მზარდი დეზინფორმაცია როგორც გლობალური პრობლემების სიმპტომი
- გაერო: მარიხუანას ლეგალიზაციამ შეიძლება გამოიწვიოს მისი მოხმარების ზრდა
- აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა
- მსოფლიოს სკოლების უმეტესობა ბავშვებისთვის ჯანსაღ გარემოს ვერ უზუნველყოფს
- მძიმე გარემო საბერძნეთის სამოქალაქო საზოგადოებისთვის
- ცვლილებებია საჭირო ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქიატრიული დახმარების სფეროში
- სანქციები და ზომები თავისუფლების აღკვეთის გარეშე ევროპაში
- მსოფლიოში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის დღე პირველად აღინიშნა
- მსოფლიოში იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა
- წარმატების მისაღწევად გაეროს ხელმძღვანელმა უნდა დანიშნოს გაბედული უფლებების დამცველი
- შიმშილი ლათინურ ამერიკაში: კონტინენტის მაცხოვრებლების მასობრივი გადაადგილება
- ოჯახური ძალადობა: ქვეყნებმა უნდა გააუმჯობესონ ბავშვების უსაფრთხოება და მსხვერპლთა დაცვა
- კომისია რასიზმის წინააღმდეგ აქვეყნებს ანგარიშებს დანიის, მონაკოსა და ესტონეთის შესახებ
- უსაფრთხო და ლეგალური აბორტის უფლება გარანტირებული უნდა იყოს
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება
- მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მესამედს არ აქვს წვდომა ინტერნეტზე
- გაერომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ცენტრალურ აზიაში უფლებების პრობლემებზე
- კლიმატის ცვლილება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ფსიქიკურ ჯანმრთელობას
- გარემოს დაბინძურება ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება
- ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გაერო ჩინეთთან ურთიერთობებს განავითარებს
- ჩილე ბოდიშს უხდის აივ-ით ინფიცირებულ ქალებს იძულებითი სტერილიზაციის გამო
- მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო TWITTER-ი დააჯარიმეს
- სემინარი ნარკოტიკებით გამოწვეული სექსუალური ძალადობის შესახებ
- როდესაც ომის დანაშაულების მტკიცებულებები ქრება
- ევროკავშირი: საერთაშორისო მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერება მთელ მსოფლიოში
- გაერო: იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა
- გლობალური შიმშილის თავიდან ასაცილებლად და უფლებების დასაცავად
- გაეროს ექსპერტები სინგაპურს სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის შემოღებისკენ მოუწოდებენ
- ოთხი ლიდერი: უფლებები ყურადღების ცენტრში, დემოკრატია აზიაში
- იუნესკოს მსოფლიო კონფერენცია ბარსელონაში აყალიბებს უმაღლესი განათლების მომავალს
- აშშ-ში აბორტის უფლების შესახებ მსჯელობა მწვავდება
- ბრძოლა სიღარიბის წინააღმდეგ - ბავშვთა შრომის დასასრულებლად
- „მსვლელობა სიცოცხლისთვის" ხორვატიაში
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება
- თურქმენეთში წყვილებს სიყვარულის გამოხატვისთვის აკავებენ
- კიბერდანაშაულის კონვენციის ახალ ოქმს 22-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი
- სლოვენია ხსნის პირველ ბარნაჰუსს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის
- მსოფლიოსთვის კლიმატის გავლენა კიდევ უფრო საშიში გახდება
- გაერო–მ ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის შემცვლელად ჩეხეთი აირჩია
- ლტოლვილთა ექსპლუატაციის რისკები პოლონეთში
- თალიბანმა ავღანელ ქალებს სახის დაფარვის გარეშე გარეთ გასვლა აუკრძალა
- გუანტანამოს "მუდმივი პატიმრების" მაღალი ღირებულება
- Amnesty International: რუსეთის ახალი დანაშაულებები უკრაინაში
- უკრაინაში პატიმრობაში მყოფი მიგრანტები
- პანდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ახალ სიმაღლეებს აღწევს
- თურქმენეთმა ქალის გარეგნობასა და გადაადგილებაზე შეზღუდვები დააწესა
- ადამიანის უფლებათა ექსპერტები გმობენ ომის გამშუქებელი ჟურნალისტების დევნას
- აშშ-ში შესაძლოა აბორტის უფლება აიკრძალოს
- სამუშაოს და ცხოვრების ბალანსი გადამწყვეტია ქალთა უფლებების გაძლიერებისთვის
- მიზნობრივი სოციალური დაცვის პროგრამები ვერ იცავს ადამიანის უფლებებს
- უკრაინელი ბავშვების ორ მესამედზე მეტმა იძულებით დატოვეს სახლები
- რუსეთის მთავრობამ HUMAN RIGHTS WATCH-ის ოფისი დახურა
- ბელორუსმა HUMAN RIGHTS WATCH-ის ვებ-გვერდი დაბლოკა
- გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთს წევრობა შეუჩერდა
- მილიარდობით ადამიანი სუნთქავს დაბინძურებულ ჰაერს
- ევროპაში ლტოლვილთა ტრეფიკინგის შემთხვევები გახშირდა
- HUMAN RIGHTS WATCH რუსეთს სამხედრო დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს
- გაერო რუსეთსა და უკრაინას ჰუმანიტარული ზავის მისაღწევად შუამავლობას სთავაზობს
- გაერო რუსეთსა და უკრაინას ჰუმანიტარული ზავის მისაღწევად შუამავლობას სთავაზობს
- თალიბებმა ქალებს კაცის გარეშე თვითმფრინავით მგზავრობა აუკრძალეს
- აუცილებელია უკრაინელი ბავშვების დაცვა მიგრაციაში სექსუალური ძალადობისგან
- UNICEF: უკრაინაში ომის დაწყებიდან 4.3 მილიონი ბავშვი დევნილად იქცა
- გაეროს რეზოლუცია „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჰუმანიტარული შედეგები“
- ევროკავშირი ლტოლვილთა დასახმრებლად ახალ პაკეტს მიიღებს
- უკრაინაში 1035 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 1 650 დაიჭრა
- გაერო უკრაინული ოჯახებისთვის უსაფრთხო „ლურჯ წერტილებს“ ხსნის
- ევროკავშირი: ..უკრაინელი ბავშვები ტრეფიკინგის საფრთხის წინაშე დგანან"
- მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და კრიზისის საფრთხის წინაშე დგას
- გაერო მოუწოდებს ქვეყნებს დაიცვან უკრაინელი ლტოლვილები ადამიანით მოვაჭრეებისგან
- რუსეთი, უკრაინა და სოციალური მედიისა და შეტყობინებების აპლიკაციები
- გაეროს კომიტეტი გმობს ბელორუსში სიკვდილით დასჯის აღსრულებას
- უკრაინაში ილახება ყველაზე ფუნდამენტური უფლებები – სიცოცხლე, თავისუფლება
- უკრაინიდან წამოსული ორი მილიონი ლტოლვილიდან 800 000 ბავშვია
- ევროპაში შესაძლოა ლტოლვილთა საუკუნის ყველაზე დიდი კრიზისი დადგეს
- გაერო აფართოებს ჰუმანიტარულ ოპერაციებს უკრაინაში
- ხარკოვის გარეუბანში რუსეთის მხარემ კასეტური საბრძოლო მასალები გამოიყენა
- რუსეთი მასწავლებლებს უკრაინის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას ავალებს
- გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საგანგებო შეხვედრა ჟენევაში
- ერთ კვირაში მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა უკრაინა
- ახალი სტრატეგია ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ 2022-2027 წლებში
- ძალადობა ან სექსუალური შევიწროება ქალებში ჰიპერტენზიის რისკს ზრდის
- GOOGLE მომხმარებლის პირადი ინფორმაციის შეგროვების უფლებას ზღუდავს
- გაერო: კოლონიალიზმის შედეგები ჯერ კიდევ იგრძნობა
- ევროპა: ვაჭრობის აკრძალვა უკანონო დასახლებებთან
- აბორტების რეგრესი, რომელიც ზიანს აყენებს ქალებს პოლონეთში
- ყირგიზეთი: ჩატ-ბოტი რთულ სიტუაციებში ქალებს ეხმარება
- ISIS-ის მებრძოლები ციხიდან გაიქცნენ, ბრძოლა მწვავდება, ათასობით დევნილი ადამიანი
- ტუნისელი აქტივისტი პოლიციის კრიტიკისთვის დააპატიმრეს
- გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა მიიღოს ზომები მიანმარში მომხდარ სისასტიკის აღმოსაფხვრელად
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კალენდარი
|
|
|
ეს უნდა იცოდე
|
სახელმწიფოს როლი ბავშვთა უფლებების დაცვაში
სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და სხვაგვარ ზომა, რათა შექმნას პირობები ბავშვთა უფლებების განხორციელებისათვის. სახელმწიფო დახმარებას უწევს მშობლებსა და კანონიერ მეურვეებს ბავშვის აღზრდაში. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ბავშვე სათანადო ზრუნვა ხდებოდეს და უნდა დაიცვას ბავშვი მშობლებისა თუ მასზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა ადამიანის მხრიდან ძალადობის, შეურაცხყოფისა და უგულებელყოფისგან. თუ ბავშვი მოკლებულია ოჯახის ზრუნვას, სახელმწიფო უწევს მას განსაკუთრებულ მფარველობას და დახმარებას. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას ყველა ბავშვისათვის, განსაკუთრებით კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთათვის. სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბავშვი ისეთი შრომისგან, რომელმაც შეიძლება ავნოს მის ჯანმრთელობას ან განვითარებას, ხელი შეუშალოს მის განათლებას ან გამოიწვიოს ბავშვის ექსპლუატაცია სხვა ადამიანების მხრიდან. სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბავშვი სახიფათო ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისგან, სექსუალური ექსპლუატაციისგან, მოტაცებისგან, გაყიდვისა და სხვა ქვეყნებში ექსპლუატაციის მიზნით წაყვანისგან, ასევე - წამებისა და ღირსებისშემლახველი მოპყრობისაგან. მშობლების და ოჯახის როლი ბავშვის აღზრდაში
ოჯახსა და მშობლებს აკისრიათ უმთავრესი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში. ორივე მშობელს შვილების მიმართ თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში. მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რის შესახებაც გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს. ვინ ითვლება ბავშვად
ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ადამიანი (არასრულწლოვანი). 7-წლამდე ასაკის ბავშვი ქმედუუნაროა, ხოლო 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი კი შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა. შესაბამისად, ბავშვის უფლებებისა და ინტერესების დაცვისა საკითხებში ბავშვს წარმოადგენენ მშობლები, ან სხვა კანონიერი წარმოამდგენლები. ბავშვთა უფლებები
გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის თანახმად, ბავშვს აქვს:
სახელმწიფოს ზრუნვა ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებზე
საქართველოში მოქმედებს “სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა”, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთათვის განკუთვნილი ქვეპროგრამები:
სახელმწიფოს ზრუნვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე
საქართველოში მოქმედებს “სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა”, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის განკუთვნილი ქვეპროგრამები:
ოჯახში ძალადობა
ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ქალთა მიმართ ძალადობა
ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა. ძალადობის ფორმები
ფიზიკური ძალადობა: ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ფსიქოლოგიური ძალადობა: შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას იწვევს; ეკონომიკური ძალადობა: ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვაპირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლებით შეზღუდვას; სექსუალური ძალადობა: სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; იძულება: ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება, ან რომლისგან თავის შეკავება, მისი უფლებაა, ან საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. უგულებელყოფა: მშობლის ან/და კანონიერი წარმომადგენლის მიერ ბავშვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, საფრთხისაგან დაუცველობა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა მაშინ, როდესაც მშობელს ან/და კანონიერ წარმომადგენელს აქვს სათანადო ინფორმაცია, შესაძლებლობა და ხელიც მიუწვდება შესაბამის მომსახურებაზე. ვინ ითვლება ოჯახის წევრად და სხვა პასუხისმგებელ პირად ოჯახში ძალადობის დროს
ოჯახის წევრად ოჯახში ძალადობის დროს ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ასევე, პირი, რომელთანაც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების საფუძველზე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს არასრულწლოვანი, რომელზე ზრუნვისა და რომლის კანონიერი ინტერესების დაცვის ვალდებულებაც დაეკისრა აღნიშნულ პირს იმავე სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების საფუძველზე; ვინ შეიძლება ჩაითვალოს ძალადობის მსხვერპლად
მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი). მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა განაცალკევა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა; ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი არის პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ არის მსხვერპლი, და რომელიც მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით შესაბამის სამსახურს/ორგანოს/მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს მიმართავს ვინ ითვლება მოძალადედ
ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით; შესაბამისი ორგანოებისათვის ძალადობის ფაქტის შეტყობინების უფლება
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენას და მასზე შესაბამის რეაგირებას უზრუნველყოფენ სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო ორგანოები, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის პირველადი იდენტიფიკაციის და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისადმი მიმართვის ვალდებულება აკისრიათ სამედიცინო დაწესებულებების, არასრულწლოვანთა შემთხვევაში − აგრეთვე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომლებს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სუბიექტებს. ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვის უფლება
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. ასევე, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მხოლოდ მსხვერპლის თანხმობით მიმართვის უფლება აქვს პირს, რომელიც მსხვერპლს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს. სამართლებრივი დაცვის მექანიზმები არსებობს ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისადა აღკვეთისათვის
ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება, თუ სამართალდარღვევა, კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების შესაბამისად. საქართველოს კანონი, ოჯახური ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ მსხვერპლთა დაცვისა და მოძალადისათვის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, იყენებს დამცავ და შემაკავებელ ორდერებს. დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც, ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, განისაზღვრება ძალადობის მსხვერპლთა დაცვის დროებითი ღონისძიებები. ეს ღონისძიებები არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. შემაკავებელი ორდერი შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც, ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. განსხვავება შემაკავებელ და დამცავ ორდერებს შორის
ემაკავებელ ორდერს პოლიციის თანამშრომელი, უშუალოდ, ფაქტზე რეაგირების დროს (კონკრეტული ძალადობის ფაქტის დროს პოლიციის გამოძახებისას) გამოსცემს და იგი დაუყოვნებლივ შედის ძალაში. შემაკავებელი ორდერის ასლი, ასევე დაუყოვნებლივ ეგზავნება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით, საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს, შესაბამისი ინფორმაციის სათანადო ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვის, სამართალდარღვევებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისა და სტატისტიკური მონაცემების წარმოების მიზნით და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, თუ შემაკავებელი ორდერი იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება; ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, თუ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული საკითხი არასრულწლოვანს შეეხება. მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. სასამართლო, უფლებამოსილი პირის განცხადების მიღებიდან, 10 დღის ვადაში განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს დამცავი ორდერის გამოცემის, გაუქმების, მოქმედების გაგრძელების ან გამოცემაზე უარის თქმის შესახებ. კანონის თანახმად, დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ან პირს, მსხვერპლის თანხმობით, რომელიც მსხვერპლს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს. აღნიშნულის თაობაზე ხსენებულმა პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასამართლოს. შემაკავებელი და დამცავი ორდერების მოქმედების ვადა
დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში, და დამატებით – არა უმეტეს 3 თვისა, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ. მხარეთა შერიგებისას მათ მიერ სასამართლოსათვის/პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლისათვის ერთობლივი მიმართვის საფუძველზე დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედება შეიძლება გაუქმდეს მოსამართლის/პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის შესაბამისი გადაწყვეტილებით, საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრულყოფილი შესწავლის შედეგად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჯერ კიდევ არსებობს მსხვერპლის ან მისი ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენის საფრთხე, აგრეთვე თუ მსხვერპლისა და მოძალადის შერიგება არ აფერხებს დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემას და არ იწვევს დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების გაუქმებას, თუ ჯერ კიდევ არსებობს მსხვერპლის ან მისი ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენის საფრთხე ან ქალის მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი ეწინააღმდეგება მსხვერპლის ოჯახის სხვა წევრთა (განსაკუთრებით – არასრულწლოვნის) ინტერესებს. შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით. რა სახის დახმარებითა და უფლებებით შეიძლება ისარგებლოს მსხვერპლმა
რა უფლებები შეიძლება შეეზღუდოს მოძალადეს დამცავი ორდერის გამოცემით
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ვხედავ, რომ ბავშვი მათხოვრობს, უმეთვალყურეოდ არის დარჩენილი ან სძინავს ქუჩაში
დარეკეთ და შეატყობინეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე 1505, თუ ხედავთ, რომ ბავშვი არის უმეთვალყურეოდ ქუჩაში; მათხოვრობს ან ვაჭრობს მარტო, ან ზრდასრულ პირთან ერთად; დღისით ან ღამით სძინავს ქუჩაში; არის სასკოლო ასაკის, მაგრამ დღის განმავლობაში მას ხშირად ხვდებით ქუჩაში. რა შემთხვევაში მიიჩნევა ბავშვი ოჯახში ძალადობის მსხვერპლად
ბავშვი მიიჩნევა ოჯახში ძალადობის მსხვერპლად, თუკი ოჯახის წევრი არღვევს ბავშვის კონსტიტუციურ უფლებებისა და თავისუფლებებს ისეთი ფორმებით, როგორებიცაა უგულებელყოფა ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობა ან იძულება. მსხვერპლად მიიჩნევა არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია, კერძოდ, როცა მშობლები ან სხვა კანონიერი წარმომადგენლები არ აკმაყოფილებენ ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ საჭიროებებს, არ იცავენ ბავშვს საფრთხისგან, უზღუდავენ ბავშვს საბაზისო განათლების უფლებას, არ ახორციელებენ ბავშვის დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელ მოქმედებებს. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა. როგორც იცავს კანონმდებლობა ბავშვს, თუ ის გახდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი
სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ბავშვი მშობლებისა თუ მასზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა ადამიანის მხრიდან ძალადობის, შეურაცხყოფისა და უგულებელყოფისგან. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულია “ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები”, რომელთა მიზანია ოჯახში და მის გარეთ ბავშვის ძალადობის ყველა ფორმისგან დაცვის ხელშეწყობა. აღნიშნული პროცედურების ფარგლებში კომპეტენტური ორგანოები ახორციელებენ: ძალადობის მსხვერპლი ბავშვის გამოვლენას; ბავშვის მდგომარეობის შეფასებას; ბავშვზე ძალადობის შემთხვევის შესახებ შესაბამისი ორგანოების ინფორმირებას; საჭიროების შემთხვევაში, მოძალადისაგან ბავშვის განცალკევებას; ძალადობის შემთხვევაზე ზედამხედველობას. ბავშვის მიმართ ძალადობისას, მსხვერპლის დაცვა და დახმარება უმთავრესად პოლიციისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს პასუხისმგებლობას განეკუთვნება. თუმცა ნებისმიერი პირი ან უწყება, რომელსაც რაიმე შეხება აქვს ბავშვთან, ვალდებულია აცნობონ პოლიციას ან/და სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვზე ძალადობის ფაქტის შესახებ. პოლიცია: ოპერატიულად რეაგირებს ბავშვზე ძალადობის ფაქტების გამოვლენაზე; აღკვეთს ბავშვზე ძალადობის ფაქტებს; სოციალურ მუშაკთან ერთად აღასრულებს ოჯახისგან (მოძალადისგან) ბავშვის განცალკევების გადაწყვეტილებას; გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოფს ბავშვის გადაყვანას სამედიცინო დაწესებულებაში; გამოსცემს შემაკავებელ ორდერს და იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის განცალკევების შესახებ. სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს: ძალადობის მსხვერპლი ან სავარაუდო მსხვერპლი ბავშვის შეფასებას; შემთხვევის მართვას; კონსულტირებას; საჭირო მომსახურებებში ბავშვის განთავსებას; ბავშვის მდგომარეობაზე ზედამხედველობას რა არის დისკრიმინაცია
დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს, რაიმე ნიშნის მიხედვით, არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს. საქართველოში მოქმედებს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომლის მიზანიცაა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. ვის შეიძლება მივმართო, თუ ვთვლი, რომ გავხდი დისკრიმინაციის მსხვერპლი
რა ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება ეკისრებათ დაწესებულებებს დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად
დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ნებისმიერი დაწესებულება ვალდებულია:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაერთიანებული ერების 2006 წლის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეკუთვნებიან პირები, ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული მყარი დარღვევებით, რომელთა ურთიერთქმედებამ სხვადასხვა დაბრკოლებებთან შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ პირის სრულ და ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სხვებთან თანაბარ პირობებში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებები
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს 2006 წლის კონვენციის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სხვა პირთა თანაბრად აქვთ:
სოციალური დახმარების ღონისძიებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური დახმარება ითვალისწინებს როგორც ფინანსური სახის (სოციალური პაკეტი–პენსია, სხვა სახის ფულადი დახმარება), ისე ტექნიკური და სხვა საშუალებებით (სავარძელ–ეტლები, საპროთეზო–ორთოპედიული ნაკეთობები და სხვა სახის დამხმარე საშუალებები) უზრუნველყოფას. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სოციალური პაკეტის–პენსიის დანიშვნის საფუძვლებს. სოციალური პაკეტი ენიშნებათ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც 18 წლის ასაკის შემდეგ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. |