ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

10/2/2022

დასაბამიდან დღემდე: VI საუკუნე - მეფობის გაუქმება ქართლში

Comments

Read Now
 
Picture
VI საუკუნე კავკასიაში ირანის აქტიურობით დაიწყო. 510 ირანმა წელს გააუქმა მეფობა ალბანეთში, ხოლო სომხეთის სამეფო წინა საუკუეში იყო გაუქმებული. ცხადი იყო, რომ ირანი ქართლშიც იმავეს აპირებდა. ირანის შაჰმა ქართლის მეფე გურგენს ქრისტიანობის უარყოფა და ზოროასტრიზმის მიღება მოსთხოვა. გურგენის აჯანყება 523 წელს დამარცხებით დასრულდა, მეფემ თავი ბიზანტიას შეაფარა. ამით ქართლში მეფობა გაუქმდა. ქართლის მმართველი გახდა ირანელი მოხელე მარზპანი.

533-537 წლებში ქართლში მივიდნენ ასურელი მამები: იოანე ზედაზნელი, დავით გარეჯელი, აბიბოს ნეკრესელი, შიო მღვიმელი, იოსებ ალავერდელი, ანტონ მარტყოფელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, ისე წილკნელი, სტეფანე ხირსელი, ზენონ იყალთოელი, მიქაელ ულუმბოელი და ისიდორე სამთავრელი. მათი მიზანი ქართლში ქრისტიანობის განმტკიცება იყო. მათ ჩაუყარეს საფუძველი სამონასტრო ცხოვრებას. მათ მიერ დაარსებული მონასტრები ქართული მწიგნობრობის და კულტურის კერებად იქცნენ.

VI საუკუნის II ნახევარში ეგრისში განცდილმა მარცხებმა შეასუსტა ირანელთა პოზიციები აღმოსავლეთ საქართველოში. ქართლში მეფობის გაუქმებას ხელი დიდად შეუწყო დიდაზნაურთა პოზიციამ, რომლებსაც სურდათ სამუდამოდ დაუფლებოდნენ იმ მიწებს, რომლებიც მეფისგან დროებით მიიღეს. ამიტომ დიდაზნაურებმა ირანს დაუჭირეს მხარი. ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ დიდაზნაურებმა ხელში ჩაიგდეს მიწების ძირითადი ნაწილი და უკვე მზად იყვნენ დაპირისპირებოდნენ ირანს.

571 წელს სომხეთში ვარდან მამიკონიანის მეთაურობით დიდი ანტიირანული აჯანყება დაიწყო. სომხებს ქართველებიც მიემხრნენ. აჯანყებულებმა დახმარება ბიზანტიას სთხოვეს. ბიზანტიის იმპერატორი იუსტინე II დიდი ხანია ზავის დარღვევისთვის საბაბს ეძებდა. შექმნილი ვითარებით ისარგებლეს ქართლელებმა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინეს. ერისთავებს მეფე აღარ სურდათ, რადგან ხელშეუხებელი უნდა ყოფილიყო ერისთავების უფლებები დასაკუთრებულ მიწებზე. ამიტომ ქვეყნის ნომინალურ მმართველი გახდა ერისმთავარი, რომელიც იყო პირველი თანასწორთა შორის. მისი ხელისუფლება მხოლოდ სიმბოლურად ითვლებოდა უზენაესად. ერისმთავრს არ ჰქონდა ურჩი ერისთავის გადაყენების უფლება. პირველი ერისმთავარი გუარამი გახდა, რომელიც ბაგრატიონების საგვარეულოდან იყო. ბიზანტიის იმპერატორმა გუარამს კურაპალატის ტიტული უბოძა.

579 წელს ხოსრო I გარდაიცვალა, ახალი შაჰი ჰორმიზდ IV იძულებული გახდა შეგუებოდა ქართლში ადგილობრივ მმართველობას. თუმცა ქართლის ერისმთავარი შაჰის ვასალი გახდა. ამას ქართლში მოჭრილი მონეტებიც ადასტურებს, მათზე გამოსახულია ჰორმიზდ IV და ცეცხლის ემბლემა.

VI საუკუნის ბოლოს ირანში შიდაარეულობის გამო ხოსრო II იძულებული გახდა ბიზანტიისთვის დაეთმო ზოგიერთი პროვინცია, მათ შორის ქართლი და სომხეთი. ქართლი მთლიანად გათავისუფლდა ირანის ბატონობისგან. ამ დროს ერისმთავარი იყო სტეფანოზ I. ბიზანტიის იმპერატორმა მას პატრიკიოსის ტიტული უბოძა. ბიზანტიის ტიტულებს ატარებდნენ სტეფანოზის ძმა, შვილი და შვილიშვილიც. სტეფანოზ I შეეცადა ძალაუფლება განემტკიცებინა, მაგრამ ირანელთა შიშით მეფობის ტიტული ვერ მიიღო. სტეფანოზის მმართველობის დროს აიგო მცხეთის ჯვარი.

ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ დაირღვა კავკასიის სახელმწიფოების რელიგიური ერთობა. სომხეთში მონოფიზიტობა დამკვიდრდა, ქართლსა და ბიზანტიაში კი დიოფიზიტობა. VII საუკუნე საუკუნის დასაწყისში. ცურტაველი ეპისკოპოსი მოსე, წარმოშობით სომეხი, რომელიც მონოფიზიტობას უჭერდა მხარს, გაიქცა სომხეთში და დახმარება ითხოვა. სომხეთის კათალიკოსსა და ქართლის კათოლიკოს კირონ I-ს შორის გაიმართა წერილობითი პოლემიკა. საბოლოოდ ყველააფერი 608 წლის საეკლესიო განხეთქილებით დასრულდა.

VII საუკუნის დასაწყისში ხოსრო II-მ წელს ბიზანტიის იმპერიას ომი გამოუცხადა და თავდაპირველად წარმატებებს მიაღწია. VII საუკუნის 10-იან წლებში ირანისგან შევიწროებული ერისმთავარი ადარნასე და კათალიკოსი კირონი იძულებულები შეიქმნენ ქართლი დაეტოვებინათ. ადარნასე კახეთში გაიხიზნა, ხოლო კირონის შესახებ არსებობს მოსაზრება, რომ ჯერ ფაზისში მოღვაწეობდა, შემდეგ კი ალექსანდრიის პატრიარქი გახდა.

ირანთან ომში მდგომარეობა შეცვალა ბიზანტიის ახალმა იმპერატორმა ჰერაკლემ. 627 წელს ჰერაკლე ეგრისში შეიჭრა, დაუკავშირდა ჩრდილო კავკასიელ ხაზარებს და მათთან ერთად გალაშქრა თბილისზე. ხანგრძლივი ალყის მიუხედავად ჰერაკლემ და ხაზარებმა ქალაქის აღება ვერ შესძლეს. 628 წელს ხაზარები კვლავ მიადგნენ თბილისს, აიღეს ქალაქი და საშინლად ააოხრეს იგი. იმავე წელს დაიდო ზავი ბიზანტიასა და ირანს შორის. ჰერაკლემ დაიბრუნა: სომხეთი, სირია, მესოპოტამია და ეგვიპტე. მასვე ერგო ქართლიც.
გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი