ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

13/2/2022

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება

Comments

Read Now
 
Picture
აღმასულებელი ხელისუფლებას გააჩნია ისეთი უფლებამოსილებები და მოქმედების სივრცე, რომლითაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადამიანის უფლებების დაცვაზე და ქვეყნის დემოკრატიულობის კურსის განსაზღვრაზე.

‘’აღმასრულებელი ხელისუფლება მოვალეა დაიცვას და ხორცი შეასხას კანონს’’. საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.

,,საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას“. აღნიშნული ჩანაწერი წამოადგენს კონსტიტუციურ-ფუნქციურ გარანტიას და ზუსტად განსაზღვრავს აღმასრულებელი ხელისუფლების ძირითად კომპეტენციას და ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას ხელისუფლების დანაწილებისა და უფლებამოსილებების გამიჯნის პროცესში. ,,მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე’’.

აქედან გამოდინარე თვალნათლივ ჩანს ხელისუფლების კონტროლის მაგალითი, როდესაც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო აქტში პირდაპირ არის გათვალისწინებული კონტროლის მექანიზმი. აღმასულებელი ხელისუფლების ყოველი მოქმედება უნდა იქნეს გაკონტროლებული საკანონმდებლო ორგანოს მიერ, ამისათვის არსებობს შიდა სახელწიფოებრივი ბერკეტები, რომლებიც მიუთითებს ქვეყნის განვითრებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს სტატუსზე.

,,იქ სადაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ორ სხვადასხვა ორგანოს უპყრია ხელთ, საკანონმდებლო ორგანო ცდილობს აღმასრულებელ ხელისუფლებას იმდენი ძალაუფლება არ მიანდოს, რომ მან პირველის დამოუკიდებლობა შელახოს’’.    აქედან გამომდინარე უკვე აშკარა ხდება რატომ არის საჭირო საკანონმდებლო ორგანოს გააჩნდეს მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციები და კონტროლის ბერკეტები.

ხელისუფლების საკონსტიტუციო დანაწილების შემთხვევაში, თავისთავად იგულისხმება, რომ კანონებს იღებს პარლამენტი, როგორც არჩევითი ორგანო, ხოლო მიღებული კანონების აღსულებას უზრუნვეყოვს აღმასულებელი ხელისუფლება. აღმასულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს მთავრობა პრემიერ მინისტრისა და მინისტრების შემადგენლობით.

აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებები ხშირ შემთხვევებში განისაზღვრება ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო აქტით და ასვე სტრუქტურული ნორმატიული აქტების მეშვეობით. ისევე როგორც ხელისუფლების დანაწილების პრინციპის მქონე ქვეყნებში, საქართველოშიც მთავრობის კომპეტენციები განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული მასალით: საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ კანონის აღსრულებით, ამასთანვე მას ფართო განმკარგველითი ფუნქციები აქვს შეთვისებული, რომლებსაც ნორმატიული თუ ინდივიდუალური აქტების გამოცემით ახორციელებს. მისი ბუნებითი მახასიათებელი თვისება სახლემწიფოს განმკარგველ და ყველაზე აქტიური როლის მქონე ხელისუფლებად წარმოგვიდგენს. აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურა მრავალფეროვანია იგი წარმოგვიდგება სამინისტროების, უწყებებით, დაქვემდებარებული სტრუქტურებით რეგიონალურ თუ ადგილობრივ დონეზე.

აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციას განეკუთნება ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხები რომლებიც ქვეყნის განვითარებასა და ადამინის ფუნდამეტური უფლებების დაცვას ემსახურება, ეს იქნება თავდაცვითი, საპოლიციო, საგანმანათლებლო, ჯანდაცვითი თუ ეკონომიკური. იგი ვალდებული ყოველივე იღონოს იმსათვის, რომ მისი პრაქტიკული საქმიანობა განახოციელოს კეთილსინდისიერად და ყოვლისმომცველად.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ადგილობრივი ან რეგიონული მთავრობა უფრო ეფექტურია ვიდრე ცენტრალური მთავრობა. ეს განპირობებულია იქიდან, რომ ხალხს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ მათი საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამიტომ აუცილებლობა წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის მექანიზმების არსებობა საკანონმდებლო ორგანოს
 
ხელში. მოქალაქეები რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს წევრს ირჩევენ მათ უნდა ქონდეთ განცდა და მოლოდინი იმისა, რომ მის მიერ არჩეული პირი, მოახერხებს აღმასრულებელი ხელისუფლები უმაღლესი ორგანოს მთავრობის კონტროლს.

მთავრობა, როგორც ასეთი ფუნქციონირებს, როგორც კოლეგიური სათათბირო ორგანო, რომელ კოლეგიურ ორგანოსაც პერემიე-მინისტრი ხემძღვანელობს, აღმასრულებელ მართველობაში რამდენიმე მინისტრს ცალკეული სფეროების მიხედვით აქვთ მართვა გამგეობა დანაწილებული.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საპარლამენტო მართველობის ქვეყნებში ეს იქნება საპარლამენტო მონარქია თუ საპარლამენტო რესპუბლიკა მთავრობას ორივე შემთხვევაში უჭირავს ცენტრალური ადგილი და ასრულებს ღმასრულებელ უფლებამოსილებებს. ამავდოულად, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ იგი ერევა საპარლამენტო საქმიანობაში, კანონის ინიცირების კონსტიტუციური უფლების საფუძველზე და ახდენს კონკრეტული კანონის ინიცირებას, ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ინიცირებული კანონპროექტი აპრიორი არ არის იმისა, რომ პარლამენტი მას დაეთანხმება და აქცევს ნორმატიულ აქტად, აღნიშნულიც წარმოადგენს პარლამენტის ანუ საკანონმდებლო ორგანოს აფსოლიტურ დისკრეციას და ხაზსს უსვამს მის დომინანტურ მდგომარეობას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე.
გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი