ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

15/9/2022

დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო

Comments

Read Now
 
Picture

საერთაშორისო დონეზე კანონის უზენაესობის განხორციელების გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა უთანხმოებების მშვიდობიანი საშუალებებით მოგვარება. საერთაშორისო საზოგადოებაში, არსებობს, როგორც კარგად ცნობილია, დავების მშვიდობიანი საშუალებებით მოგვარების ორი ტიპი: დიპლომატია და სასამართლო გადაწყვეტილება. ბევრი დავაის გადაწყვეტა ხდება დიპლომატიის მეშვეობით, ე.ი. მოლაპარაკებებით, შუამავლობით, გამოკითხვით და მორიგებით. მაგრამ, თუ დიპლომატია წარმატებას ვერ აღწევს, ან არაადექვატურია, არსებული დავის მოსაგვარებლად, მხარეებმა შეიძლება აირჩიონ სასამარლო, ე.ი. წარუდგინონ მათი საქმე დამოუკიდებელ მესამე მხარეს, გადასაწყვეტად.

საერთაშორისო საზოგადოებაში არ არის სასამართლო მექანიზმების ნაკლებობა. პირიქით. ზოგჯერ ამტკიცებენ, რომ ასეთი მექანიზმების რაოდენობა ზედმეტიც კია.

სასამართლომ შეიძლება მიიღოს არბიტრაჟის ფორმა, მაგალითად, მუდმივი საარბიტრაჟო სასამართლოს ან კონკრეტული შემთხვევისთვის დანიშნული არბიტრების ფორმით. მან ასევე შეიძება მიიღოს სასამართლო გარიგების ფორმა.

ზუსტი განსაზღვრის მიხედვით, არსებობს დაახლოეით 15 საერთაშორისო და რეგიონალური სასამართლო, რომელთა უმეტესო მუდმივია. მუდმივ სასამართლოებს შორისაა გაეროს საერთაშორისო სასამართლო, რომელიც გაეროს ძირითად სასამართლო ორგანოს წარმოადგენს, საერთაშორისო საზღვაო ტრიბუნალი, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო, ევროპის სასამართლო, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო, ადამიანის უფლებების პანამერიკული სასამართლო, აფრიკის ადამიანის და ხალხების უფლებების სასამართლო.

არც ისაა პრობლემა, რომ საერთაშორისო კანონმდებლობის სფეროში სასამართლოები, საბჭოები და სხვა სასამართლო ორგანოები არაა დამოუკიდებელი ან მიუკერძოებელი. გაეროს საერთაშორისო სასამართლო, საზოგადოდ, ძალზე დაფასებულია, მისი მოსამართლეების პროფესიონალური მიუკერძოებლობისა და კომპეტენციის გამო და ასევე აფასებენ სხვა აღნიშნულ სასამართლოებასც. გაეროს საერთაშორისო სასამართლო ღიაა ყველა სახელმწიფოსთვის, რომლებიც არიან მისი დებულების მხარეები. ეს ნიშნავს ყველა სახელმწიფოს, რომელიც გაეროს წევრია, ასევე სახელმწიფოებს, რომლებიც არ რიან წევრები, გარკვეული პირობებით.
საერთაშორისო დონეზე ყველაზე გამოკვეთილი პრობლემაა მათი იუისდიქციის ხასიათი. ეროვნული კანონმდებლობის შემთხვევაში, კანონის უზენაესობის თვალსაზრისით,
 
მიუღებლად ჩაითვლება, თუ დავის მხარეებს შეეძლებათ განსაზღვრონ, გააჩნია თუ არა სასამართლოს იურისდიქცია მათი საქმის მოსმენისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასეთი სისტემის გარდაუვალი შედეგი იქნება ის, რომ დავები გადასაწყვეტი დარჩება.

ნათელია, რომ ეროვნულ დონეზე კანონის უზენაესობისთვის საჭიროა, რომ სასამართლოს გააჩნდეს ძალდატანებითი იურისდიქცია. ეს ნიშნავს, რომ ისინი გადაწყვეტილებას იღებენ ნეიტრალური კრიტერიუმების საფუძველზე, არ არიან მონაწილე მხარეების თანხმობაზე, მიუხედავად იმისა, გააჩნიათ თუ არა მათ კომპეტენცია მიიღონ გადაწყვეტილება საქმესთან დაკავშირებით.

ზოგიერთ ზემოთ აღნიშნულ საერთაშორისო სასამართლოს გააჩნია ძალდატანებითი იურისდიქცია. ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო ამის მაგალითია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სახელმწიფო ვერ გახდება ევროსაბჭოს წევრი, თუ ის არ სცნობს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს ძალდატანებით იურისდიქციას. მაგრამ სხვა სასამართლოებს არ გააჩნიათ ძალდატანებითი იურისდიქცია და საჭიროებენ მხარეთა თანხმობას, იმისათვის, რომ შესძლონ საქმის მოსმენა. ეს მოიცავს, რაც ყველაზე გამორჩეული და პობლემურია, გაეროს საერთაშორისო სასამართლოს, სადავო საქმეებთან მიმართებაში. შესაბამისად, მოპასუხე სახელმწიფოებს შეუძლიათ, თუ მათ ასე სურთ, დაბლოკონ დავების გადაწყვეტა მომჩივან სახელმწიფოებთან, გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიერ ან სასამართლოს ან საარბიტრაჟო გადაწყვეტის ნებისმიერი სხვა ფორმით. ამგვარად, დავები შეიძლება გადასაწყვეტი დარჩეს. ეს ასევე არადამაკმაყოფილებელია, უფრო ზოგადი აზრითაც: თუ არ მიიღება განმსაზრვრელი განაჩენი, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით, ეს ძირს გამოუთხრის საერთაშორისო კანონმდებლობის ზუსტი შინაარსის გარკვეულობას. კარგად ცნობილი ფაქტია, რომ დავების პრევენცია ან გადაწყვეტა შესაძლებელია დიპლომატიის მეშვეობით, თუ არსეობს გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მკაფიო გადაწყვეტილება ანალოგიურ საქმეზე.
​
ამ კონტექსტშ უნდა აღინიშნოს,. რომ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს დებულების 36 მუხლის 2 პუნქტი შეიცავს დებულებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოებს შეუძლიათ წინასწარ მისცენ თანხმობა სასამართლოს ძალდატანებით გადაწყვეტილებაზე იმ სახელმწიფოების წინააღმდეგ საქმეებში, რომლებმაც იკისრეს იგივე ვალდებულებები. ამჟამად ეს დებულება არაა ძალზე ეფექტური. ჯერ–ჯერობით მხოლოდ 67 ქვეყანამ მიიღო სასამართლოს ძალდატანებითი იურისდიქცია. სამწუხაროდ, ამ სახელმწიფოებიდან ბევრმა ასევე გაითვალისწინა მრავალრიცხოვანი დათქმები დ ამდენად, მოთხოვნა, რომ მეორე მხარემ იკისრა იგივე ვალდებულება, უმეტესად ილუზიას წარმოადგენს.

ნათელია, რომ საერთაშორისო დონეზე კანონის უზენაესობის განხორციელებისთვის წინ მიმავალი გზაა გაეროს საერთაშორისო სასამართლოს ძალდატანებითი იურისდიქციის მიღება დებულების 36 მუხლის 2 პუნქტის შესაბამისად. ამ თვალსაზრისით ევროპა შეიძლება მოდელად იქნას გამოყენებული: საელმწიფოები არ შეიძლება გახდნენ ევროკავშირის ან ვროსაბჭოს წევრები, თუ ისინი არ სცნობენ ლუქსემბურგში არსებული ევროპის სასამართლოს დ სტრასბურგში არსებული ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს ძალდატანებით იურისდიქციას, შესაბამისად. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ევროპის ყველა სახელმწიფოს არ მიუღია გაეროს საერთაშორისო სასამართლოს ძალდატანებითი იურისდიქცია.
 
ნორმების და ინსტიტუტების, მათ შორის, სასამართლოების გავრცელებასთან ერთად შექმნილი კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ მოსამართლეებისთვის სულ უფრო და უფრო რთული იქნება საერთაშორისო კანონმდებლობის თანმიმდევრულად ინტერპრეტაცია და გამოყენება. მაგრამ მოსამართლეებმა, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე, უპასუხეს ამ სირთულეს იმით, რომ სულ უფრო და უფრო მეტად მიმართავენ ცნობისთვის სხვა სასამართლოების გადაწყვეტილებებს და ამგვარად ქმნიან მეავალდონიან თუ მრავალსისტემიან ურთიერთქმედებას. ღია კომუნიკაციის, დიალოგის და მსგავსი დაწესებულებების გადაწყვეტილებებზე დაყრდნობის პრაქტიკა , სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი შეუსაბამობების და ბუნდოვანების თავიდან აცილებას, საერთაშორისო კანონმდებლობის გამოყენებისას.

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი