ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

18/7/2022

სახელმწიფოს მმართველობა საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით

Comments

Read Now
 
Picture
პარლამენტი (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლები: 48, 63, 80, 81)
​
  • ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო; აქვს საკანონმდებლო ძალაუფლება;
  • განსაზღვრავს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მი­ მართულებებს;
  • აქვს მთავრობის იმპიჩმენტის უფლებამოსილება;
  • არჩეულია საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნებით და პასუხისმ­ გებელია ხალხის წინაშე.
პრემიერ-­მინისტრი (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 79)

  • მთავრობის მეთაური;
  • პრემიერ­მინისტრი განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს, ორგანიზაციას უწევს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს მთავრობის წევრების საქმიანობის კოორდინაციას და კონტროლს;
  • პრემიერ­მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობის წევრებს (მინისტრებს) პრეზიდენტის თანხმობით, ასევე უფლებამოსილია თანამდებობიდან გაანთავისუფლოს მთავრობის წევრები;
  • პრემიერ­მინისტრის კანდიდატურას საპარლამენტო უმრავლესობა წარუდგენს პრეზიდენტს. თავის მხრივ პრეზიდენტი ახდენს შერჩეული კანდიდატის ნომინირებას პარლამენტში კენჭისყრის მიზნით. პარლამენტი ამტკიცებს ან უარს აცხადებს კანდი­ დატის დანიშვნაზე. პრემიერ­მინისტრი პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე.

პრეზიდენტი (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 69)

  • პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი;
  • პრეზიდენტი არის სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი; პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში; არჩეულია საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნებით და პასუხისმ­ებელია ხალხის წინაშე.

სასამართლო ხელისუფლება (სასამართლოები)

(საქართველოს კონსტიტუცია, მუხლები: 82, 84)

  • სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები;
  • სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისთვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე;
  • მოსამართლე დამოუკიდებელია თავის ქმედებაში და მოქმედებს მხოლოდ კონსტიტუციისა და კანონით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში;
  • ნებისმიერი სახის ზეწოლა მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში მის გადაწყვე­ ტილებაზე გავლენის მოხდენის მიზნით არის აკრძალული და ისჯება კანონით.

საკონსტიტუციო სასამართლო (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 89)

  • საკონსტიტუციო დავების განმხილველი ორგანო;
  • იღებს გადაწყვეტილებებს კონსტიტუციის, კონსტიტუციური შეთანხმების, კანო­ ნების, მოქალაქეთა გაერთიანების შესახებ;
  • იხილავს რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუცი­ ორობასთან დაკავშირებულ დავას;
  • იხილავს დავას სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის შესახებ; იხილავს საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების კონსტიტუციუ­ რობის საკითხს;
  • პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით;
  • საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი კარგავს იურიდიულ ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.

უზენაესი სასამართლო (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 90)

  • უზენაესი სასამართლო არის უმაღლესი საკასაციო სასამართლო საქართვე­ლოში, რომლის ყველა გადაწყვეტილება საბოლოოა.

მაშინ, როდესაც სახელმწიფოს თითოეული შტო ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას მინიჭებული ძალაუფლების ფარგლებში, ურთიერთკონტროლის მექანიზმი აქტიურად მუშაობს, რომელიც თავის მხრივ სახელმწიფოში ძალაუფლების გადანაწილების პრინციპს ემყარება. ამ პრინციპის თანახმად სახელმწიფოს არც ერთ შტოს არ აქვს უფლება და შესაძლებლობა შეასრულოს სხვა შტოსთვის მინიჭებული ფუნქციები და უფლება­მოვალეობები.

„სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით.“ (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 5.4)

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი