ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

8/2/2022

დიდი ქართველები - ივანე მაჩაბელი

Comments

Read Now
 
Picture
ივანე მაჩაბელი (1854 -1898) — ქართველი მწერალი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე.

ივანე მაჩაბელი დაიბადა გაღარიბებული მემამულის გიორგი მაჩაბლის ოჯახში. ბავშვობა მან უკიდურეს გაჭირვებაში გაატარა. ივანე აღზარდა პაპიდამ, ელენე დიასამიძემ. ივანე მაჩაბელი 14-15 წლის ასაკში იწყებს ლექსების წერას. საშუალო ცოდნას იგი თბილისში, გიმნაზიაში იღებს. ჭაბუკი გატაცებით ეწაფება ქართულ და რუსულ ლიტერატურას, ბეჯითად სწავლობს უცხო ენებს. გიმნაზიის კურსის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ, 1871 წელს, მიემგზავრება პეტერბურგში, თავის ძმასთან – ვასილთან, რომელიც უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.

ივანე მაჩაბელი ამ დროს ბუნებისმეტყველებით იყო გატაცებული და სწორედ ამ დარგზე შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტში. მალე, ძმის ზეგავლენით, იგი დაინტერესდა იურიდიული მეცნიერებით და ეს ფაკულტეტიც დაასრულა. პეტერბურგის უნივერსიტეტში ორ ფაკულტეტზე სწავლას ი. მაჩაბლისათვის ხელი არ შეუშლია გაეღრმავებინა თავისი ერუდიცია ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროში. იგი გაუტაცნია პროგრესულ საზოგადოებრივ იდეებს.

ივანე მაჩაბლის მსოფლმხედველობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდენეს 60-70-იანი წლების რუსეთის რევოლუციონერ-დემოკრატებმა. ამ დროს რუსეთის რევოლუციურ-ხალხოსნურ მოძრაობაში მონაწილეობას იღებდნენ მოწინავე ქართველი ახალგაზრდებიც. აღსანიშნავია, რომ ქართველ რევოლუციონერ ხალხოსნებს სამშობლოში დაბრუნებისას პრაქტიკულად დაუკავშირდა ივანე მაჩაბელი.

1873 წლის ზაფხულში, ბანკის საქმეების გამო, პეტერბურგში ჩავიდა ილია ჭავჭავაძე, რომელიც ახლო ურთიერთობაში იყო ვასილ მაჩაბელთან. ივანე მაჩაბელმა ილიას გაუზიარა თავისი განზრახვა და სთხოვა ერთად ეთარგმნათ შექსპირის ნაწარმოებები. 1873 წლის „კრებულის“ მეათე ნომერში დაიბეჭდა „მეფე ლირის“ პირველი მოქმედების თარგმანი.

1874 წელს ივ. მაჩაბელი სამშობლოში დაბრუნდა და იმავე წლის ბოლოს, აგრონომიულ მეცნიერებათა შესწავლის მიზნით, გაემგზავრა ოპენჰაიმის აკადემიაში (შტუტგარტის მახლობლად), სადაც ორი წელი დაჰყო.

1878 წელს ივ. მაჩაბელი საფრანგეთიდან პეტერბურგს გაემგზავრა, სადაც ქართველ სტუდენტთა წრეში მოხსენებებს კითხულობდა ლიტერატურულ თემებზე, ერთი წლის შემდეგ იგი საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში და ლიტერატურულ-პუბლიცისტურ მოღვაწეობას მიჰყო ხელი. 1883 წელს იგი გაზეთ „დროების“ რედაქტორი ხდება. მაგრამ 1885 წლის სექტემბერში, გაზეთი დაიხურა მთავრობის მიერ, მეფის ხელისუფლების საწინააღმდეგო წერილების სისტემატურად ბეჭდვის გამო, გაზეთის რედაქტორი კი პასუხისგებაში მისცეს და სამუდამოდ აუკრძალეს რაიმე გამოცემის რედაქტორობა.

1897 წლის მაისში ივანე მაჩაბელი მძიმე ავად გახდა ჩირქოვანი პლევრიტით. 1898 წლის 26 ივნისს ქალაქში ხმა დაირხა ივანე მაჩაბლის უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ.
გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი