ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

14/7/2022

ბიუროკრატიის სასიცოცხლო ციკლი, დისფუნქციები, უუნარობა და ბიუჯეტზე ორიენტირებულობა

Comments

Read Now
 
Picture
ტერმინი ბიუროკრატია 1745 წელს დაამკვიდრა დე გურნემ, რომელმაც სიტყვა „ბიუროს“, რაც დაწესებულებას ნიშნავს, დაუმატა ნაწილი, რომელიც ძველ ბერძნულ ენაზე „მართვას“ ან „ძალაუფლებას“ გულისხმობს.

​ტერმინი, თავდაპირველად, სამთავრობო დაწესებულებების მიმართ გამოიყენებოდა, დღეს კი ის ნებისმიერ დიდ ორგანიზაციას შეგვიძლია შევუსაბამოთ, სადაც კი ამის შესაძლებლობა გვაქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ბიუროკრატიის რამდენიმე გაგება ეფექტური ადმინისტირების საშუალებად შეიძლება მივიჩნიოთ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას უარყოფითი დატვირთვაც ჰქონდა და არაეფექტურობასთან და საქმის დროში გაჭინაურებასთან ასოცირდებოდა. დროთა განმავლობაში მის მიმართ დამოკიდებულება კიდევ უფრო შეიცვალა და, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს დიდი ორგანიზაციები თუ სამთავრობო დაწესებულებები ბიუროკრატიული სისტემის არსებობას ერთგვარ ბარიერადაც კი განიხილავენ.

ტერმინი ბიუროკრატია სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება. მასში იგულისხმება:
1. სახელისუფლებო სამსახურებისა და სააგენტოების ერთობლიობა (ფრანგული სიტყვიდან bureau), რომელიც სახელმწიფო მმართველობის მუდმივობას ქმნის; ეს, თავის მხრივ, საზოგადოებრივი მოვალეობების აღსრულებას გულისხმობს, პოლიტიკური ლიდერების ცვლილების მიუხედავად.

2. ბიუროკატია, გამოიყენება უკიდურესად ნეგატიური დატირთვითაც და მასში იგულისხმება ორგანიზაციების არაეფექტური მართვა, რაც გართულებული ბიუროკრატიზმის (Red Tape) ნიშნით წარმოებული პროცესის აღმნიშვნელია.

3. სტრუქტურული მოწყობის გარკვეული ფორმა, სადაც მომუშავე ადამიანები იერარქიული რანგის მიხედვით არიან გადანაწილებულნი და მრავალრიცხოვან წესებს ემორჩილებიან.

4. ყველა საჯარო მოხელე არჩეული თუ დანიშნული, მაღალი და დაბალი რანგის. აქედან გამომდიდარე ხაზინის უფროსი ისეთივე ბიუროკრატია, როგორც ხაზინის დეპარტამენტში მომუშავე დაბალი რანგის მოადგილე.

ბიუროკრატი წარმოგვიდგენია ადამიანად, რომელიც ზის საოფისე მაგიდასთან და ფურცლებს აშრიალებს მოსახლეობის სახელით. მაგრამ ბიუროკრატების უმეტესობა გაცილებით აქტიურ ცხოვრებას ეწევა. ისინი არიან პოლიციის ოფიცრები, მასწავლებლები, მეხანძრეები, მეცნიერები და ასტრონავტები.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანის სამუშაოს აღწერილობა ემთხვევა ზევით ნახსენებ სურათს და ნამდვილად სამუშაო მაგიდასთან ზის მთელი დღის განმავლობაში, ისინიც ბიუროკრატთა ფენის ისეთივე წარმომადგენლები არიან, როგორებიც სხვა კატეგორის მოხელეები, მაგალითად, ნაგვის შემგროვებლები და ქუჩის სარემონტო სამუშაობით დაკავებულნი. 

ენტონი დაუნსის მიერ სისტემური თეორიის გამოყენება ბიუროკრატიასთან მიმართებაში, სადაც მან ნებისმიერი ორგანიზაციის ბიუროკარატიის განვითარება ადამიანის სასიცოცხლო განვითარების ფაზების ფონზე მიმოიხილა. ენტონი დაუნსის მიერ 1964 წელს რენდ კორპორეიშენის პერიდოულ გამოცემაში გამოქვეყნებული სტატია სახელწოდებით „ბიუროკრატიის შინაგანი მხარე“ გამოკვეთს  ბიუროკრატიის დაბადების, ზრდისა და სტაგნაციის საფეხურებს, რაც ბიუროკრატიის სიკვდილის ფაზით სრულდება. ენტონი დაუნსის მოსაზრებით, ბიუროკრატიის სიცოცხლისუნარიანობა და ეფექტურობა, დიდწილად, სწორედ მის სასიცოცხლო განვითარების ფაზაზეა დამოკიდებული და ადმინისტრაციული საქმის შესრულებასზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს.  

ბიუროკრატიული დისფუნქციები - ბიუროკრატიული სტრუქტურის პათოლოგიური ელემენტები, რომლებიც, უმეტეს შემთხვევაში, მას არაეფექტურს ხდიან; საჯარო მოხელეებს ზეწოლა აიძულებს წესებისადმი დამორჩილებას. ეს მიზანია და არა საშუალება. არსებობს ბიუროკრატიული დისფუნქციის არაერთი ფორმა, რომელიც მაქსიმალურად აკნინებს ბიუროკრატიის მუშაობას და თანადროულად ხელს უწყობს ბიუროკრატიის მიმართ საკმაოდ სტერეოტიპული ნეგატიური აღქმების ფორმირებას. 

ბიუროკრატიული უპიროვნებობა - ფორმალური ორგანიზაციული სტრუქტურის დეჰუმანიზებული პრაქტიკა, როცა სავსებით გამორიცხულია პიროვნული და ემოციური ფაქტორის მხედველობაში მიღება  და ბიუროკრატი ფუნქციონირებს როგორც მუდმივად მომუშავე „ძრავის ერთ-ერთი ხრახნი“. ბიუროკრატიული უპიროვნებობა ორგანიზაციულ ეფექტურობას ზრდის და ხელმძღვანელს საშუალებას აძლევს, ისეთი რამ განახორციელოს, რისი შესრულების შესაძლებლობა მარტოს არ ექნებოდა. ნორმალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, ორიგანიზაციებმა მნიშვნელოვანი სირთულეები შეიძლება შეუქმნას ინდივიდს.

ეს განაკუთრებით მიესადაგება საჯარო დაწესებულებებს, რომლებიც  დასჯისა და დაბეგვრის ფუნქციას ასრულებენ ან სარგებელის გაცემას აკონტროლებენ. როგორებიცაა: საკვების ტალონი და უმუშევრობის კომპენსაცია. პიროვნების უგულებელყოფა ქმნის მორალური დანაშაულის გრძნობის თავიდან აცილების შესაძლებლობას. მაგალითად, სამხედრო სტრატეგებისთვის ემოციურად მეტად ადვილია შეარჩიოს დაბობვის სამიზნე, ვიდრე მსროლელისათვის, რომ ესროლოს რამდენიმე მეტრის მოშორებით მყოფ მტრის ჯარისკაცს, რომლის სახესაც გარკვევით ხედავს. იმავე პრინციპით, კეთილდღეობის სააგენტოს ბიუჯეტის ანალიტიკოსისათვის გაცილებით ადვილია შეუწყვიტოს ღარიბ სტუდენტს სკოლის სადილისათვის განკუთვნილი დაფინანსება, ვიდე სკოლის კაფეტერიაში მომუშავე საკვების გამყიდველს, რომელიც ხედავს,  როგორ რჩება მშიერი სტუდენტი, როცა სადილის ფული არა  აქვს. აღნიშნული ტერმინი აქტიურად უკავშირდება მენეჯერიზმის სკოლას და ფართოდ აპრობირებული გახლდათ ჰუმანური სკოლის საჯარო ადმინისტრირების თეორიაში დამკვიდრებამდე. 

ბიუროკრატიული უუნარობა - აღნიშნული ტერმინი პირველად სოციოლოგმა, რობერტ მერტონმა გამოიყენა იმის აღსანიშნავად, რომ ბიუროკრატებს აქვთ „დასწავლილი უუნარობა“  რომელზეც ის საკუთარ ნაშრომში - ბიუროკრატიული სტრუქტურა და პერსონა აქტიურად საუბრობდა და ამ ფენომენს „აღმოჩენაც“ კი უწოდა. ეს ტერმინი ეხება „ისეთ მდგომარეობას, როცა ვინმეს უნარები ან საერთოდ უგულებელყოფილია, ან მიჩნეულია როგორც არაადეკვატური.

ტრენინგსა და უნარებზე დამყარებულმა ქმედებებებმა, რომლებიც წარსულში წარმატებით გამოიყენებოდა, შეცვლილ პირობებში შესაძლოა, გამოიწვიოს უადგილო რეაქცია“. მერტონის მიხედვით, ბიუროკრატია ადამიანებს მუდმივად აიძულებს იყვნენ დისციპლინირებულნი და თანმიმდევრულნი. ეს ზეწოლა კი ბიუროკრატებს აიძულებს წესების მიმართ მორჩილება გაიხადონ მიზნად და არა საშუალებად - ანუ ერთგვარი ბრმა თანხმობა გამოუცხადონ წესებს. ბიუროკრატიული სტრუქტურა ქცევის და საღი აზრის  ნაცვლად ყურადღებას  ურთიერთობების დეპერსონიფიცირებასა  და თანამდებობის თანმდევ შეძენილ ძალაუფლებასა და ავტორიტეტზე ამახვილებს. აქედან გამომდინარე, იდეები  და შეხედულებები არა მათი ღირებულებების, არამედ პიროვნების, რომელიცამ იდეასგამოთქვამს, რანგის მიხედვით ფასობს. საბოლოო ჯამში, ბიუროკრატიული უუნარობა ბიუროკრატიული დისფუნქციის საფუძველი ხდება. 

ბიუჯეტის მაქსიმიზებაზე ორიენტირებული ბიუროკრატი - საზოგადოებრივი საჭიროების გათვალისწინების ნაცვლად, პირადი მიზნებისა და პრესტიჟისათვის ფინანსური სახსრების გაზრდაზე ორიენტირებული სააგენტოს მენეჯერი. მთავრობის ბინძურ სამყაროში ინდივიდი შესაძლებელია იყოს იმ დონეზე მნიშვნელოვანი როგორც მისი ბიუჯეტია. ბიუროკრატიული შეძახილი „ჩემი ბიუჯეტი უფრო დიდია ვიდრე შენი“ ხშირად ისმის ხოლმე წლიური ბიუჯეტის შემუშავებისას მიმდინარე დაპირისპირების დროს. საქმე გვაქვს უნივერსალურ ფენომენთან, როცა ბიუჯეტის მაქსიმიზაცია ხდება პირველადი მნიშვნელობის საგანი და არა იმაზე ზრუნვა, თუ რა რაოდენობის დანახარჯებია საჭიროა სააგენტოსთვის წლის განმავლობაში დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად. სერ ჰამფრი ეპლბი ამ ფენომენს ბრიტანეთის საჯარო სამსახურში მომუშავე თავის კოლეგას შემდეგნაირად განუმარტავს - „ჩვენ წარმატებას ვზომავთ ჩვენი პერსონალის და ბიუჯეტის მიხედვით. აქედან გამომდინარე, დიდი დეპარტამენტი უფრო წარმატებულია, ვიდრე პატარა.“ 

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი