ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

10/8/2022

გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა დემოკრატიის მშენებლობაში

Comments

Read Now
 
Picture

გენდერული თანასწორობის მნიშვნელობის გათავისება დღესდღეობით დემოკრატიის მშენებლობის ერთ­ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

მიიჩნევა, რომ რეალურად შეუძლებელია ნამდვილი დემოკრატიის ჩამოყალიბება გენდერული თანასწორობის გარეშე. სწორედ ამიტომ, მსოფლიო ბანკის 2012 წლის განვითარების ანგარიშში ხაზგასმულია გენდერის საკითხების მნიშვნელობა: „გენდერული თანასწორობა წარმოადგენს განვითარების ერთ­ერთ მიზანს. მეტიც, ის არის რაციონალურად დაგეგმილი ეკონომიკის საფუძველი. გენდერული თანასწორობა ზრდის შრომის ნაყოფიერებას და ხელს უწყობს მომავალი თაობების განვითარებას, უზრუნველყოფს რა ბალანს სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის“.

გენდერული თანასწორობა არის ადამიანის უფლებების ძირითადი პრინციპი. ის ერთ­ერთი ძირითადი წინაპირობაა ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებისთვის, რომელიც მოიცავს ქალთა და კაცთა თანაბარ ჩართულობას სოციალური ცხოვრე­ ბისყველა ასპექტში, დისკრიმინაციის გამორციხვას, ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის თანაბარუფლებიანობის უზრუნველყოფას, სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და ქალებისა და კაცებისთვის დასაქმების თანაბარ შესაძლებლობას.

საზოგადებაში, სადაც თანასწორობა დაცულია, ადამიანთა უფლებები, პასუხისმგებლობები და შესაძლებლობები არ არის განსაზღვრული სქესის მიხედვით. გენდერუ­ლი თანასწორობა იმას კი არ ნიშნავს რომ ქალები და კაცები ერთნაირები არიან, არამედ იმას, რომ ქალსა და კაცს უნდა ჰქონდეს ერთნაირი პროფესიული, სოცია­ლური, პოლიტიკური, ეკონომიკური, საოჯახო და ა.შ. შესაძლებლობები.

ბოლო 30­40 წლის განმავლობაში ქალთა და კაცთა როლის აღქმა შესამჩნევად შეიცვალა მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ სქესი ბიოლოგიურად განსაზღვრული ცნებაა, კულტურა და საზოგადოება თამაშობს დიდ როლს სქესთან დაკავშირებული ქმედებებისა და აღქმების ჩამოყალიბებასა და განვითა­ რებაში. ამასთანავე, საჭიროა განვასხვავოთ ცნებები, გენდერი და სქესი.

რა სხვაობაა ბიოლოგიურ სქესსა და გენდერს შორის?

ბიოლოგიური სქესი წარმოადგენს ანატომიურ და ფიზიკურ მახასიათებელს, რომელიც ჰყოფს ადამიანებს ქალებად და კაცებად. ბიოლოგიური და ფიზიკური განსხვავებები ქალებსა და კაცებს შორის ასახულია მათ შორის ანატომიურ სხვაობაში. ასევე ეს განსხვავებები გამოხატულია ჰორმონალურ და ბიოქიმიურ დონეზე ადამიანის სხეულში. სქესი ბიოლოგიურად არის განსაზღვრული. ქცევის ფორმებს, რომლებიც დაკავშირებულია ქალისა და კაცის სხვადასხვა ბიოლოგიურ ფუნქციებთან, ეწოდება სქესობრივი როლები.

ბიოლოგიურ განსხვავებასთან ერთად, ქალი და კაცი განსხვავდება სოციალუ­რი როლებითაც, ასევე ფსიქოლოგიური მახასიათებლებით და ქცევის ფორმე­ ბით. თანამედროვე სოციალურ მეცნიერებებში ტერმინი გენდერი გამოიყენება როგორც სქესის სოციალური მნიშვნელობა.

გენდერი მოიცავს ქალსა და კაცს შორის ფსიქოლოგიურ თავისებურებებს ქცევის ფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც განპირობებულია კულტურით. გენდერი არის სოციალური კონსტრუქტი, რომელიც განვითარებულია საზოგადოების მიერ და განსაზღვრავს ქალის და კაცის სოციალურ როლს, მათ სტატუსს სოციალური ცხოვრების ყველა ასპექტში. გენდერული როლები მოიცავს სოციალურად და კულ­ ტურულად განსაზღვრულ ქცევათა ფორმებს, ნორმებსა და ღირებულებებს ქალები­ სა და კაცებისთვის. გენდერული როლები იცვლება დროსა და სივრცეში. ესა თუ ის ქცევა, შეიძლება რომელიმე საზოგადოებაში კაცისთვის იყოს დამახასიათებელი, სხვა საზოგადოებაში კი ქალისთვის, ან ის რაც ქალისთვის დამახასიათებელ ქცე­ვად იყო მიჩნეული ერთ ეპოქაში, შეიძლება მიუღებელი აღმოჩნდეს სხვა ეპოქაში.

სოციალიზაციის პროცესში პიროვნება იძენს კულტურულად განსაზღვრულ როლებს და აიგივებს საკუთარ თავს ერთ­ერთ გენდერულ როლთან. გენდერული იდენტიფიკაცია ნიშნავს კულტურულად განსაზღვრული გენდერული როლის აღქმასა და გაზიარებას.

კულტურა ტრადიციულად საზოგადოების წევრებს მიაწერს ფსიქოლოგიურ და ქცევის მახასიათებლებს, რომელიც რომელიმე სქესთან არის დაკავშირებული. ფართოდ გავრცელებული აზრი ფსიქოლოგიურ და ქცევის მახასიათებლებზე, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ქალი ან კაცი, არის გენდერული სტერეოტიპი.

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი