ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

22/12/2021

მედიის გავლენა საზოგადოებაზე

Comments

Read Now
 
Picture
​მრავალფეროვანი, დაბალანსებული, პროფესიონალური და პლურალისტული მედია, რომელიც პროფესიული ჟურნალისტიკის ეთიკურ სტანდარტებს ეფუძნება და მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლს ასრულებს, ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების აუცილებელი კომპონენტია.

და პირიქით, ასეთი მედიის არსებობა მხოლოდ დემოკრატიულ ქვეყანაშია შესაძლებელია. პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, ფაქტებზე დამყარებული, პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ჟურნალისტიკა უცხო რამ იყო ათწლეულების განმავლობაში. 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველო დემოკრატიის მშენებლობას შეუდგა და ქართული მედია ამ პროცესში საკუთარი ადგილის პოვნას ცდილობს.
 
საინტერესოა რა გავლენას ახდენს მედია საზოგადოებაზე და როგორ აღიქვამს აუდიტორიას ზომბებად თუ საზოგადოებად?!
 
მოგეხსენებათ ზოგადად, მედია დაკავებულია ისეთი თემების გაშუქებით, როგორებიცაა სიღარიბე, ჯანდაცვა, განათლება და მსოფლიოში მომდინარე მოვლენებით. მედია მოიაზრებოდა, როგორც საზოგადოების ინფორმატორი. განვითარების მოდელის თანახმად, მედია ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეროვნული თვითშეგნების გაღვივებაში.
 
მას-მედია და ნაციონალური განვითარება” წერს, რომ: ,,კომუნიკაცია ზეგავლენას ახდენს განვითარებად კულტურებზე. ის ხელს უწყობს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. მობილიზებას ახდენს ადამიანური რესურსების და მათგან ყურადღების მიპყრობას მოითხოვს– რა იცის ან რას ფიქრობს ხალხი ეროვნული განვითარების შესახებ, განსაკუთრებით, მათი დამოკიდებულებების და სოციალური ჩვეულებების წახალისებას, ცოდნის უზრუნველყოფას, რაც ხელსაყრელი იქნება განვითარებისთვის.

მნიშვნელოვანია ინფორმაციის როლი, ხალხმა უნდა იცოდეს ის ინფორმაცია, რომელიც მათთვის საჭიროა, რომ იმოქმედონ სწორი მიმართულებით. მედია უნდა ქმნიდეს შესაძლებლობებს, რაც ხელს შეუწყობს დებატებს. ეს ყველაფერი ეთიკისა და პასუხისმგებლობის საკითხებსაც წამოჭრის. ეროვნული განვითარება გულისხმობს განვითარებას საკუთარი ძალისხმევით.
მედიას  დიდი გავლენა აქვს საზოგადოებაზე. მას შეუძლია ფსიქოლოგიური ზემოქმედება ადამიანზე.

ის რაც აქამდე დაუჯერებლად მიგვაჩნდა, მედიის დახმარებით ეს ჩვეულებრივ მობლენადაც კი შეიძლება ჩვთვალოთ. მედიას შეუძლია შენდაუნებურად შეგიქმნას წარმოდგენა ამა თუ იმ ადამანზე. განგაწყოს დადებითად ან უარყოფითად.

მედიას შეუძლია საზოგადოების დეზინფორმაცია ისე, რომ  ადამიანთა უმეტესობა ამას ვერც მიხვდეს. განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ინფორმაციის გადამოწმება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

მედიას შეუძლია საზოგადოების მსოფლმხედველობის განვითარება ან პირიქით დაქვეითება .
მედიაში დაწერილი წარმოთქმული ერთი შეხედვით უწყინარი, ფრთიანი ფრაზები, რომლებსაც თითქმის ყოველდღიურად მოკრავთ ყურს, ღრმად რომ ჩავუკვირდეთ ხელს უწყობს სიძულვილის ენის ჩამოყალიბებას, გაძლიერებას ან იმგვარ სტერეოტიპიზაციას, რომელიც ადვილად გადადის ქსენოფობიასა თუ გენდერულ ბალანსთან წინააღმდეგობაში.

მას-მედია ხშირად ადამიანს სტერეოტიპებით აზროვნებას აჩვევს. ამის შედეგად, ინფორმაციის მომხმარებლის ინტელექტუალური დონე იმდენად ეცემა, რომ ცნობიერებაში სტერეოტიპების გამყარების ერთ-ერთ აუცილებელ ინსტრუმენტად გამეორება იქცევა. დროის უკმარისობას, ასევე ოპერატიულობის უზრუნველყოფისა და აუდიტორიაზე მაქსიმალური ზემოქმედების აუცილებლობას იქამდე მივყავართ, რომ ჟურნალისტები უპირატესობას სანახაობით და სენსაციურ მოვლენებს ანიჭებენ.

ამ ინფორმაციის მიმღები ადამიანები იძულებულნი არიან, ინფორმაცია, სოციალური ფენომენები და მოვლენები ჩვეული მექანიზმებითა და პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ახსნან. დღესდღეობით, ჩვენს საინფორმაციო სისტემაში ჯერ კიდევ არ არსებობს პირობები მსოფლიოს ობიექტური სურათის შექმნისთვის, ხოლო ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საზოგადოების პროგრესის სამსახურში შემეცნების ინსტრუმენტებად ჯერ კიდევ არ ქცეულან.
მას-მედიის მუშაობის კიდევ ერთი მეთოდია ინფორმაციის მითოლოგიზაცია (ბერძ. mythos-გადმოცემა, თქმულება). ადამიანთა ცნობიერებაში მითების განმტკიცების ტექნიკა მასმედიაში დიდ როლს თამაშობს.

მითები მკვიდრდებიან ცნობიერებაში და ადამიანების გრძნობებსა და ქცევაზე ახდენენ გავლენას. მითები ძალზე სიცოცხლისუნარიანნი არიან, რაც იქიდან გამომდინარეობს, რომ რეალური ფაქტებისა და მოვლენების გვერდის ავლით მათ უკვე  გარანტირებული აქვთ ჭეშმარიტებისა და დოგმატის სტატუსი.

საბოლოო ჯამში, მოვლენები, რომელთა სინამდვილის შემოწმების სურვილი ან შესაძლებლობა ინფორმაციის მიმღებს არ ჰქონია, მას სრულ ჭეშმარიტებად ესახება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი სრულიად შეესაბამება მის წარმოდგენაში არსებული სამყაროს სურათს. ამის შედეგად ვიღებთ სიტუაციას, როდესაც ადამიანები ნამდვილ ფაქტებს სისულელედ და მონაჩმახად აღიქვამენ.

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ  მედია  უმნიშვნელოვანესი ორგანიზმია, რომელიც არსებით გავლენას ახდენს საზოგადოების ცნობიერებაზე და სამოქალაქო სექტორის ჩამოყალიბებაზე. ის მაინც უმძლავრესი ინსტიტუტია თანამედროვე ღირებულებების არტიკულირების თვალსაზრისით.

ამდენად, ჟურნალისტები არ უნდა ივიწყებდნენ საკუთარ პასუხისმგებლობას სინდისის წინაშე, ვინაიდან  მათი  გავლენა საზოგადოებაზე  ძალიან დიდია, მითუმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.
გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი