ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

30/7/2022

არჩევნები და წამომადგენლობითი დემოკრატია

Comments

Read Now
 
Picture

​წარმომადგენლობითი დემოკრატიის დროს ხალხი ირჩევს წარმომადგენლებს და ანიჭებს მათ ნდობას, გადასცემს რა მათ ხელმძღვანელობის უფლებას.

ამ უფლების გადაცემა ხალხიდან მათ წარმომადგენლებზე არის დაფუძნებული ეფექტურობისა და ქმედითუნარიანობის პრინციპებზე. მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება ყოველდღიურად მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკური თუ სოციალური საკითხების განხილვაში. წარმომადგენლობითი ორგანოები (ხალხის მიერ არჩე­ული ხელისუფლება) სწორედ იმისთვისაა არჩეული, რომ შეინარჩუნონ კავშირი ხალხთან, ვინც მათ ძალაუფლებას ანიჭებს და უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესის წარმართვა სწრაფად და ეფექტიანად.

წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფუნცქიონირებისთვის უმნიშვნელოვა­ნესია ხალხთან კავშირის შენარჩუნება. ეს კავშირი შეიძლება გამოიხატებოდეს დადგენილი პერიოდულობით ჩატარებული არჩევნების სახით, ასევე
რეფერენდუმით, რომელიც პირდაპირი დემოკრატიის ფორმაა. წარმომადგენლის არჩევა მართვის ორგანოებსა თუ მთავრობაში არის ამომრჩეველთა მიმართ ანგარიშვალდებულების მაგალითი.

მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა გაიგონ თუ რა ძალა აქვს მათთვის განკუთვნილ ბიულეტენს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები თანაბრად იყვნენ ჩართულები არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ, რათა მათ მიერ არჩეულმა თანამდებობის პირებმა შეასრულონ თავიანთი პასუხისმგებლობები და მათივე კამპანიის დროს გაკეთებული დაპირებები. მოქალაქეებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ მათი წარმომადგენლები მათივე არჩეულები არიან და მათ ხელფასებს მოქალაქეები უხდიან (გადასახადების გადახდის საშუალებით).

თანამედროვე წარმომადგენლობით დემოკრატიაში გადაწყვეტილების მიღე­ბის დროს უმრავლესობას ენიჭება უპირატესობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უმრავლესობას შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს. დემოკრატია არა მხოლოდ უმ­რავლესობის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს, არამედ უნდა იცავდეს ყოველი მოქალაქის თავისუფლებასა და ღირსებას, რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური და პოლიტიკური უმცირესობების ჩათვლით. უმრავლესობას აკონტროლებს კანონი, რომლის მიზანია დააბალანსოს უმრავლესობის ძალის გამოყენება, რათა არ დაირღვეს უმცირესობათა უფლებები.

თანამედროვე დემოკრატიის ელემენტებია ძალაუფლების გადანაწილება და ადამიანთა უფლებების დაცვა. წარმომადგენლობითი დემოკრატიის ტრადიციუ­ლი ელემენტები, როგორებიცაა პერიოდული არჩევნები და სახელმწიფოს სხვა­ დასხვა ორგანოების მიერ ერთმანეთის კონტროლი, სრულად არ განაპირობებს ეფექტურ კავშირს ხალხთან. სწორედ ამ მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია სახელწიფოსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის შენარჩუნება. საზოგადოება, რომელიც აქტიურად არის ჩართული მართვის პროცესში, იძენს პასუხისმგებლო­ბის გრძნობას და შეგრძნებას, რომ ის სახელმწიფოს და ქვეყნის ნაწილია.

ამომრჩევლებისთვის არსებობს საკუთარი აზრისა და სურვილების გამოხატვის (ხმის მიცემის) ორი გზა. შესაბამისად, არსებობს დემოკრატიის ორი ფორმა: პირდაპირი და წარმომადგენლობითი.

პირდაპირი დემოკრატიის შემთხვევაში თვი­თონ ამომრჩევლები და არა მათი არჩეული წარმომადგენლები ან დანიშნული თანამდებობის პირები, ხმის მიცემით იღებენ გადაწყვეტილებებს იმ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანია. პირდაპირი დემოკრატიის ძირითადი ხელისშემწყობი ფაქტია ამომრჩეველთა შედარებით მცირე რაოდენობა და ისეთი საკითხი, რომელიც არ მოითხოვს ამომრჩეველ­თა მხრიდან დიდი დროისა და ენერგიის დახარჯვას. პირდაპირი დემოკრატია შეიძლება განხორციელდეს მაგალითად, სოფლის შეხვედრებზე, პროფესიული კავშირების ან ადგილობრივი ორგანიზაციების გენერალურ შეხვედრებზე და ა.შ.

თანამედროვე დემოკრატია უმეტესად წარმომადგენლობითია: მოქალაქეები პირდაპირ ირჩევენ საკუთარ წარმომადგენლებს, რომლებიც თავის მხრივ იღე­ ბენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ქმნიან კანონებს, შეიმუშავებენ პოლიტიკასა და სტრატეგიებს და ხელს უწყობენ მათ განხორციელებას.

კონსტიტუციით უზრუნველყოფილია პოლიტიკური ხელისუფლების განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობა, მათ შორის პირდაპირი დემოკრატიით, რაც ნიშნავს არა მაგალითად პარალამენტის დახმარებით, არამედ თავად მოქალაქე­ების მიერ გადაწყვეტილებების მიღებას მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სახელმ­წიფოებრივი და საჯარო საკითხების შესახებ. პირდაპირი დამოკრატიის სახეებია არჩევნები და რეფერენდუმი.

წარმომადგენელთა არჩევა არის პროცედურა, რომლის მეშვეობითაც, თითოე­ულ ადამიანს შეუძლია განახორციელოს მისი ერთ­ერთი ძირითადი უფლება – სა­კუთარი ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობა.

ადამიანთა უფლებების საყოველთაო დეკლარაციის 21-­ე მუხლში ვკითხულობთ:

ყოველ ადამიანს აქვს უფლება მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა­გამგეო­ბაში ან უშუალოდ, ანდა თავისუფლად არჩეულ წარმომადგენელთა მეშვეობით. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში.

ხალხის ნება უნდა იყოს საფუძველი მთავრობის ძალაუფლებისა; ეს ნება უნდა გამოიხატებოდეს პერიოდულ და გაუყალბებელ არჩევნებში, რომლებიც უნდა ტარდებოდეს საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების პირობებში, ფარული კენჭისყრით, ანდა სხვა თანაბარმნიშვნელოვანი ფორმების მეშვეობით, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმის მიცემის თავისუფლებას.

ნებისმიერ სახელმწიფოში არჩევნები არის მოქალაქეების მიერ ნების გამოხატ­ვის საშუალება და ქვეყნის დემოკრატიულობის საზომი. არჩევნების შედეგად ვი­ღებთ საკანონმდებლო, აღამსრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებს, მათ გეგმებს და პროგრამებს, როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე. აღნიშნული კი ორმხრივი შეთანხმების პროცესია და დაფუძნებულია მოქალაქეებზე ვინც უნდა მართოს ხელისუფლებამ. არჩევნები ეს არის გზა, რომლის შედეგადაც შეთან­ ხმებები გადაიზრდება ხელისუფლების პასუხისმგებლობებსა და უფლებებში.

არჩევნები არის შეთანხმების მექანიზმი, რომლის შედეგი არის შეთანხმება (კონტრაქტი) საზოგადოების წევრებისა ხელისუფლებასთან მმართველობასთან და­ კავშირებულ საკითხებზე, რომლებიც ეხება პოლიტიკას და მის განხორციელებას.

როდესაც ვსაუბრობთ არჩევნებზე თანამედროვე სახელმწიფოში, ვგულისხ­მობთ ქვეყნის უმაღლესი მმართველობის ორგანოს (პარლამენტი), აღმასრულე­ბელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირის (ტრადიციულად პრეზი­ დენტი), ასევე, პარლამენტის მიერ უმაღლესი თანამდებობის პირების არჩევას აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებში და ადგილობრივი ხელი­ სუფლების ორგანოების პირდაპირ არჩევნებს.

სამოქალაქო საზოგადოებას აქვს უმნიშვნელოვანესი როლი არჩევნების პრო­ცესში. აქტიური საარჩევნო სისტემის ქონა აუცილებალად არ განაპირობებს დე­მოკრატიულ არჩევნებს. საარჩევნო სისტემისა და კანონმდებლობის განხორცი­ ელებისას გამჭვირვალობა დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციებისთვის უმნიშვნელოვანია.

აქტიური სამოქალაქო საზოგადოება თვალყურს უნდა ადევნებდეს საარჩევნო პროცესების განვითარებას, რათა უზრუნველყოს გამჭვირვალობა, ანგარიშვალდე­ბულება, პროცესისა და შედეგის სანდოობა.

ეს გულისხმობს დაკვირვებას და კრი­ტიკული შეკითხვების დასმას წინასაარჩევნო პერიოდში (მაგალითად: გვაწვდის თუ არა მედია ზუსტ ინფორმაციას? რამდენად არიან პარტიები გამჭვირვალეები გაწეული ფინანსური დანახარჯების კუთხით? ადგილი აქვს თუ არა ადმინისტრაცი­ ული რესურსების გახარჯვას?), საარჩევნო კანონის შესახებ დისკუსიებში საკუთარი წვლილის შეტანას, არჩევნებზე დაკვირვებას და შედეგების დადასტურებას.

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი