ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

7/1/2022

საქართველოს პოლიცია - უფლებები და მოვალეობები

Comments

Read Now
 
Picture
სამართალდაცვა
საქართველოს კონსტიტუციით „ადამიანის სიცოცხლე დაცულია“. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა უზრუნველყოს ყველა ადამიანის სიცოცხლის უფლების დაცვა შესაბამისი სამართლებრივი სისტემით და უზრუნველყოს კანონის ეფექტიანი აღსრულება.

კანონი უნდა კრძალავდეს სიცოცხლისათვის საფრთხის შემქმნელ მოქმედებას და სიცოცხლის წართმევას, რისთვისაც უნდა აწესებდეს სამართლებრივ პასუხისმგებლობას. თუ კანონი საკმარისად განჭვრეტადი იქნება და საშუალებას მისცემს მათ, გაით- ვალისწინოს როგორც ქმედების არამართლზომიერება, ისე მოსალოდნელი სასჯელი, უფრო ნაკლები იქნება ძალის გამოყენების საფრთხის შემცველი ქმედებების რიცხვი.

დემოკრატიული საზოგადოების სამართლებრივი ფუნქციონირების ერთ- ერთი უმთავრესი ელემენტი გულისხმობს, რომ პოლიციის ყველა თანამშრომელმა უნდა იცოდეს, გააზრებული ჰქონდეს და შეეძლოს ადამიანის უფლებების სტანდარტების გამოყენება თავის ყოველდღიურ საქმიანობაში. 

სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ქმედების დასარეგულირებლად მოქმედებს ინსტრუქციები, სადაც დეტალურად არის განმარტებული მოწესრიგებული ძალის, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის, გამოყენების პირობები. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს კანონი აძლევს შესაძლებლობას ცხადად წარმოიდგინოს როდისაა მისი მოქმედება მართლზომიერი და როდის არა.

პოლიციის ოპერაციები ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ სასიკვდილო ძალის გამოყენება და სიცოცხლის მოსპობის რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების საკანონმდებლო რეგულირება კითხვებს არ უნდა აჩენდეს.

საქართველოს კანონმდებლობით, პოლიციელისათვის დაუშვებელია სამოქალაქო ტანსაცმელში ცეცხლსასროლი იარაღის ღიად, გამოსაჩენად ტარება, ასევე დაუშვებელია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პირადი ინტერესებისათვის.

პოლიციელი, სხვა უნარებთან ერთად, უნდა ფლობდეს დარწმუნების, მოლაპარაკებისა და შუამავლობის უნარ-ჩვევებს, რაც აუცილებელია კრიტიკულ სიტუაციებში ძალის გამოყენების შემთხვევების მინიმუმამდე შემცირებისათვის. პოლიციელი პატივს უნდა სცემდეს სიცოცხლის უფლებას და ყველა საპოლიციო ღონისძიება უნდა განახორციელოს სიცოცხლის უფლების პატივისცემით.

თავისი მოვალეობის შესრულებისას შეძლებისდაგვარად უნდა შეეცადოს, მიმართოს არაძალისმიერ მეთოდებს და სამართალდარღვევის აღსაკვეთად არ გამოიყენოს აუცილებელზე მეტი ძალა ან/და ცეცხლსასროლი იარაღი.

ძალის ანდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება პოლიციელს მინიჭებული აქვს საკუთარი ან სხვა ადამიანის, მათ შორის, სამართალდამრღვევის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად და არა სიცოცხლის მოსასპობად. პოლიციელი ვალდებულია, ისე დაგეგმოს და აკონტროლოს ოპერაცია, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს ძალის, მათ შორის ლეტალური ძალის, გამოყენება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. პოლიციელმა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს ძალა დაკავებული პირის მიმართ, როდესაც ეს აუცილებელია დაკავების ადგილზე უსაფრთხოებისა და წესრიგის შესანარჩუნებლად, ან, თუ საფრთხე ემუქრება პიროვნების უსაფრთხოებას.

პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შე ნახვის, ტარებისა და გამოყენების წესის შესახებ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს უფლება აქვს, სპეციალური საშუალებები გამოიყენოს აუცილებლობის პრინციპის გათვალისწინებით.

სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე უფლებამოსილმა პირმა წინასწარ უნდა გააფრთხილოს სათანადო პირი და მისცეს მას საკმარისი დრო, რათა მან შეასრულოს პოლიციელის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მოქალაქის ან უფლებამოსილი პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, სხვა მძიმე შედეგი, ან, თუ შექმნილ სიტუაციაში შეუძლებელია გაფრთხილება.

სპეციალური საშუალებების გამოყენება აკრძალულია ორსულობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი ახორციელებენ შეიარაღებულ ან ჯგუფურ თავდასხმას, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ უფლებამოსილ პირებს, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა და უფლებამოსილ პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით შეუძლებე ლია თავდასხმის მოგერიება.

პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, სპეციალური საშუალების სახე, ფიზიკური იძულების ინტენსივობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდარღვევის ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებით.

საქართველოს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრულია, რომ საპოლიციო ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შერჩეული საპოლიციო ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული.

პოლიციელი უფლებამოსილია, პროპორციულად გამოიყენოს იძულების ღონისძიებები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას.

პოლიციელი უფლებამოსილია, გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გავლილი აქვს სპეციალური მომზადება. პოლიციელი ვალდებულია, ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ან/და პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელი ან შეუძლებელია.

პოლიციელის მხრიდან გამოყენებული იძულების ღონისძიების სახე და ინტენსიურობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.

ამასთანავე, იძულების ღონისძიების გამოყენებისას პოლიციელი უნდა შეეცადოს, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური და თანაზომიერი იყოს. პოლიციელს უფლება აქვს, უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი. პირის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს მისი გამოყენების შესახებ სიტყვიერი გაფრთხილება – „პოლიციაა, სდექ, თორემ გესვრი!“, შემდეგ – გამაფრთხილებელი გასროლა.

აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა არ განხორციელდეს. ცეცხლ-სასროლი იარაღის ისეთი გამოყენება, რომელიც შეიცავს სასიკვდილოდ დაჭრის საფრთხეს, შეიძლება მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ან უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.
გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი