ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

12/7/2022

დემოკრატიის ძირითადი პრონციპები და მახასიათებლები

Comments

Read Now
 
Picture
მო­ქა­ლა­ქე­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა – მარ­თა­ლია არ­ჩევ­ნებ­ში
მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მო­ქა­­ლა­ქის ერ­თ-ერთ მთა­ვარ 

პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბად არის მიჩ­ნე­უ­ლი, თუმ­ცა
რე­ა­ლუ­­რად, ის მხო­ლოდ ერ­თ­-ერ­თი გზა­აბ რომ­ლი­თაც მო­ქა­ლა­ქეს 
დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შე­უძ­ლია მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა.
იყო ინფორ­მი­რე­ბუ­ლი და გქონ­დეს შე­ნი პო­ზი­ცია რი­გი სა­კითხე­ბის მი­მართ, გა­მო­ხა­ტო მხარ­და­ჭე­რა ამა თუ იმ საკითხის მი­მართ სხვა­დას­ხ­ვა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჯგუფ­სა თუ ასო­ცი­ა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბით, პე­ტი­ცი­ა­ზე 
ხელ­მო­წე­რით, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თ­­ვის წე­რი­ლის მი­წე­რით, ასე­ვე სხვა­დას­ხ­ვა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ შეკ­რე­ბებ­სა თუ
მშვიდო­ბი­ან და საპ­რო­ს­ტო აქ­ცი­ებ­ზე დას­წ­რე­ბით, ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მე­ქა­ნიზ­მე­ბია დე­მოკ­რა­ტი­ულ 
სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის და­სა­ფიქ­სი­რებ­ლად.

ისეთ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის­გან იზო­ლი­­რე­ბუ­ლი­ა, „შე­მოწ­მე­ბი­სა და
და­ბა­ლან­სე­ბის” სის­ტე­მის ძი­რი­თა­დი ელე­მენ­ტე­ბი იკარ­გე­ბა და სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებ­მა შე­საძ­ლოა იგ­რ­ძ­ნონ 
სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და იმოქ­მე­დონ შეზღუდ­ვე­ბის გა­რე­შე.

ამან კი შე­საძ­ლოა სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებ­სა და მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ მოქ­­მე­დე­ბის­კენ უბიძ­გოს, რაც თა­ვის მხრივ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კე­თილ­დღე­ო­ბის უზ­­რუნ­ველ­ყო­ფის­კენ არ იქ­ნე­ბა
მი­მარ­თუ­ლი და შე­საძ­ლოა ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვის მი­ზე­ზიც კი გახ­დეს. 

ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა – პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და უკუ­კავ­ში­რი მი­ღე­ბულ გა­დაწყ­ვეტი­ლე­ბებ­სა და გა­დად­გ­მულ
ნა­ბი­ჯებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ლი­დე­რე­ბი ან­გა­რიშ­ვალ­­დე­ბუ­ლი არი­ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­შებ ასე­ვე მთავ­რო­ბის სხვა შტო­ე­ბის მი­მართ პარ­ლა­მენ­ტი­სა და სა­სა­მარ­თ­ლოს ჩათ­ვ­ლით.

ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა უბიძ­გებს მთავ­რო­ბას მი­ი­ღოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი და იმოქ­მე­დოს ხალ­ხის ნე­ბის მი­ხედ­ვით.

კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა – არის ერ­თ­-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრინ­ცი­პი დე­­მოკ­რა­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში,
​რად­გან ამ პრინ­ცი­პის თა­ნახ­მად, არა­ვინ დგას კანონ­ზე მაღ­ლაბ ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლია და­იც­ვას კა­ნო­ნი და 
თა­ნაბ­რად აგოს პა­სუ­ხი კა­ნო­ნის დარ­ღ­ვე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში.

ძა­ლის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის კონ­ტ­რო­ლი – ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­­ბი შეზღუ­დუ­ლე­ბი არი­ან
ძა­ლა­უფ­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის კუთხით და ამ მი­­მარ­თუ­ლე­ბით მას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიბ კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა და
სხვა­დას­ხ­ვა ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბი აკონ­ტ­რო­ლე­ბენ.

ამ პრინ­ცი­პის ერ­თ­-ერთ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს ას­პექტს „შემოწმებისა დაბა­ლან­სების“ ძლი­ე­რი სის­ტე­მა 
წარ­მო­ად­გენს, რაც გუ­ლის­ხ­მობს ძა­ლა­უფ­ლე­ბის კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ურ გა­და­ნა­წი­ლე­ბას, სა­ხელ­მ­წი­ფო შტო­ებს შო­რის
უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­­ბი­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბას, (აღმასრულებელი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა– 
პრე­ზი­დენ­ტი, სა­სა­მარ­თ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა – სასამართლოები და სა­კა­ნონ­მ­დებ­­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა – 
პარ­ლა­მენ­ტი).

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი – ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რი ღირ­სე­ბის პა­­ტი­ვის­ცე­მა. რო­დე­საც ადა­მი­ან­თა
უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღ­ვე­ვა, ადა­მი­ა­ნებს არ აქვთ ლო­­ი­ა­ლუ­რო­ბის გან­ც­და მთავ­რო­ბის მი­მართ. მარ­თა­ლია 
მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი­ა, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა დათ­მონ ძა­ლა­უფ­ლე­ბის ნა­წი­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად არ­ჩე­უ­ლი მთავ­რო­ბის
სა­სარ­გებ­ლოდბ თუმ­ცა მთავ­რო­ბა არ­სე­ბობს იმის­თ­ვის, რომ უზ­რუნ­­ველ­ყოს მო­ქა­ლა­ქე­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა.

თა­ნას­წო­რო­ბა – ყვე­ლა პი­როვ­ნე­ბაბ რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი, ღი­რე­ბუ­ლია თა­ნაბ­რად. ყვე­ლას უნ­და ჰქონ­დეს თა­ნას­წო­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და მარ­თ­ლ­მ­სა­­ჯუ­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბი. არა­ვინ არ უნ­და იყოს 
დის­კ­რი­მი­ნი­რე­ბუ­ლი რა­სის, რე­ლი­გი­ის, ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის კუთ­ვ­ნი­ლე­ბის, გენ­დე­რის ან სექ­სუ­ა­ლუ­რი 
ორი­ენ­ტა­ცი­ის გა­მო.

უფ­ლე­ბა­თა ბი­ლი – ყვე­ლა პი­როვ­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბი და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი და­ცულია ქვე­ყა­ნა­ში. ბევ­რი 
დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნის კონ­ს­ტი­ტუ­ცია მო­ი­ცავს უფ­ლე­ბა­თაბილს და უზ­რუნ­ველ­ყოფს ამ უფ­ლე­ბა­თა დაც­ვას.

რე­გუ­ლა­რუ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თ­ლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი – რე­გუ­ლა­რუ­ლი არ­­ჩევ­ნე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რა­თა
პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი იყ­ვ­ნენ ან­გა­რიშ­ვალ­დე­­ბუ­ლე­ბი იმ ხალ­ხის წი­ნა­შებ ვი­საც ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან.

თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თ­ლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის შე­მად­გე­ნე­ლი კომ­პო­ნენ­ტი ასე­ვე არის ის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევრებს ჰქონ­დეთ სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში არ­ჩე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა, რაც ამ­ცი­რებს მდი­და­რი ან მმარ­თ­ვე­ლი კლა­სის ძა­ლა­უფ­ლე­ბას. ეს არის დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხალ­ხის და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნად მი­ი­ღონ 
დე­მოკ­რა­ტი­ულად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გი.

მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი სის­ტე­მე­ბი – იმი­სათ­ვის, რომ არ­ჩევ­ნებ­მა ასა­ხოს დე­მოკ­რა­­ტი­უ­ლი იდე­ა­ლე­ბი და 
ოპო­ზი­ცი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, უნ­და არ­სე­ბობ­დეს მრა­ვალპარ­ტი­უ­ლი სის­ტე­მა, რად­გან მხო­ლოდ 
მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი სის­ტე­მის არ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­ი­გებს ხალ­ხი ოპო­ზი­ცი­ურ შე­ხე­დუ­ლე­ბებს და მი­ე­ცე­მა
კან­დი­დატ­(ებ­)ის არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა.

ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა – დე­მოკ­რა­ტი­ულ სის­ტე­მა­ში ზო­გა­დად მი­ღე­ბუ­­ლი­ა, რომ მთავ­რო­ბამ უნ­და და­უშ­ვას კერ­ძო მე­სა­კუთ­რე­ო­ბისბ ბიზ­ნე­სი­სა და სა­მუ­­შა­ოს თა­ვი­სუფ­ლად არ­ჩე­ვის უფ­ლე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ხა­რის­ხი, თუ რამ­დე­ნად რე­გუ­ლირ­დე­ბა ეკო­ნო­მი­კა მთავ­რო­ბე­ბის მი­ერ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ქვეყ­ნე­ბის მი­ხედ­ვით.

პო­ლი­ტი­კუ­რი ტო­ლე­რან­ტო­ბა – ყვე­ლა ინ­დი­ვიდს, მა­ში­ნაც კი თუ ის წარ­მო­ად­­გენს უმ­ცი­რე­სო­ბის მო­საზ­რე­ბას, უნ­და ჰქონ­დეს აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბი­სა და მოქ­­მე­დე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ამას­თან, ეს არ უნ­და მოხ­დეს 
უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის ჯგუ­ფე­ბის შე­ვიწ­რო­ვე­ბით და მა­თი მო­საზ­რე­ბე­ბი და­ცუ­ლი უნ­და იყოს კა­ნო­ნის მი­ერ მა­ში­ნაც კი, თუ ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლის­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი­ა.

აუცი­ლე­ბე­ლი­ა, რომ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა ჯგუ­ფე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით თა­ვი­დან იქ­ნას 
აცი­­ლე­ბუ­ლი „უმრავლესობის ტი­რა­ნი­ა“, ანუ ისე­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, სა­დაც მხო­ლოდ უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი და ინ­ტე­რე­სე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა – ცნე­ბა გუ­ლის­ხ­მობს, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეთ მი­ი­ღონ ინ­ფორ­მა­ცია იმა­ზე, თუ რა
​გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ხდე­ბაბ ვინ იღებს მას და რა­ტომ.

ბევრ დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში, რი­გი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა ხდე­ბა მხო­ლოდ მას შემ­დეგბ რაც
სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა გა­­მოთ­ქ­ვას სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნო­ნის შე­სა­ხებ. ამის 
გა­კე­თე­ბა შე­­საძ­ლე­ბე­ლია სა­ჯა­რო შეხ­ვედ­რე­ბი­სა და მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ურ­თი­­ერ­თო­ბის გზით.
​

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი