ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

27/7/2022

დემოკრატიულ პროცესებში მოქალაქის მონაწილეობის მნიშვნელობა და ფორმები

Comments

Read Now
 
Picture

საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ერთ-­ერთი გამოწვევა ხელისუფლებაში და მის გარეთ მოქალაქეთა მონაწილეობაა.

მოქალაქეთა მონაწილეობის რეალიზება უმნიშვნელოვანესია კარგი მმართველობის პრინციპის უზრუნველყოფისთვის. კარგი მმართველობა ერთის მხრივ გულისხმობს საზოგა­დოებას და მოქალაქეს, რომლებსაც აქვთ სურვილი და საზოგადოებრივ ცხოვ­რებაში მონაწილეობისათვის აუცილებელი უნარ-­ჩვევები, ხოლო მეორეს მხრივ საჯარო მოხელეებს, რომლებსაც უნდათ ითანამშრომლონ მოქალაქეებთან.

დემოკრატია არ გულისხმობს მხოლოდ მოქალაქეთა მონაწილეობას არჩევნებში. დემოკრატიის არსებობა დამოკიდებულია მოქალაქის ყოველდღიურ საქმიანობაზე.

დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქალაქემ თავისი ინიციატივით უნდა იმონაწილეოს საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, საკუთარი და მისი თანამემამულეების უფლებების დაცვაში. მოქალაქეები ასევე უნდა იყვნენ ჩართულები გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც გულისხმობს ახლო თანამშრომლობას საჯარო თანამდებობის პირებთან.

დემოკრატიული საზოგადოებისთვის სასიცოცხლოა, რომ მოქალაქეს ჰქონდეს პასუხისმგებლობა საზოგადოებისადმი და მისი თანამემამულე მოქალაქეებისადმი.

მოქალაქე არ უნდა იყოს ფოკუსირებული მხოლოდ თავის ინტერესებზე, არა­მედ მან თავისი წვლილი უნდა შეიტანოს საზოგადოების საერთო კეთილდღეობაში.

ეს უკანასკნელი კი გულისხმობს მოქალაქეთა მოხალისეობრივ ჩართულობას საზოგადო ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, რომლებიც არ არიან ორიენ­ტირებულნი ფინანსურ მოგებებზე და მიზნად ისახავენ გარკვეული სოციალური პრობლემების გადაჭრას მოქალაქის მიერ გამოყენებული შესაძლებლობებისა და უნარ­ჩვევების მეშვეობით.

გარდა არჩევნებში მონაწილეობისა არსებობს საზოგადოებაში მოქალაქეთა ჩართულობის სხვადასხვა გზები. ქვემოთ წარმოდგე­ ნილია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოქალაქეების ჩართულობის სახეობის ზო­ გიერთი მაგალითი:

ჯგუფში მონაწილეობა

პიროვნებები თავისუფლები არიან გაერთიანდნენ შესაბამის ჯგუფებში საკუთარი ინტერესებისა და საკითხების მიხედვით. მაგალითად, პიროვნებები ერთიანდებიან: ეკლესიის ჯგუფში ან რელიგიურ ორგანიზაციაში, სკოლის ჯგუფში, სპორტულ ან გასართობ ასოციაციაში, სამოქალაქო ასოციაციებში და საზოგადოებრივ კლუბებში.

გარკვეულ შემთხვევებში ჯგუფებში მონა­წილეობა შესაძლოა იგივე მნიშვნელობის იყოს, როგორიცაა თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან. ამასთანავე, შესაძლოა რომ მოქალაქეობრივი ჩართულობისას აქცენტი გაკეთდეს ისეთ აქტივობებზე, რომლებიც ეწინააღმდე­გებიან არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ აღნიშნული სა­კითხების მოგვარების ძალისხმევებს. ასევე, განსხვავება შესაძლოა იყოს ის, რომ ზოგიერთი ასეთი ჯგუფი გარკვეულ შემთხვევებში მხოლოდ იმისთვის არსებობდეს, რათა გარკვეულ საზოგადოებას ან ინტერესს ემსახუროს.

მსოფლიოში მსგავსი ორგანიზაციებისა და კლუბების ბევრი მაგალითი არსებობს, სადაც ცალკეული პიროვნებები იზიარებენ რა საერთო ინტერესებს, ერთიანდებიან საზოგადოების სამსახურისთვის.

ინფორმაციასთან და კულტურულ მოვლენებთან დაკავშირება

დემოკრატიულ საზოგადოებაში პიროვნებებს აქვთ პასუხისმგებლობა იყვნენ ინფორმირებულები უახლესი მოვლენების შესახებ. როდესაც პიროვნებები ინფორმირებულები არიან, ისინი უკეთ მონაწილეობენ საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ახორციელებენ ხელისუფლების, ბიზნესის, ორგანიზაციების ან ცალკეულ პიროვნებათა საქმიანობების მონიტორინგს იმ მიზნით, რომ ყურადღება მიაქციონ იმ ქმე­დებებს, რომლებიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიან საზოგადოების კეთილდღეობას.

ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სხვადასხვა გზით, როგორებიცაა: სატელევიზიო ნიუსების ყურება, გაზეთების წაკითხვა, საჯარო დისკუსიებში მონაწი­ლეობა, რადიოს მოსმენა, ჟურნალების კითხვა, ინფორმაციების განთავსება ონლაინ წყაროებში, ლექციებზე დასწრება და საკითხების სხვებთან განხილვა (ეს შესაძლოა ტექნოლოგიების გამოყენებითაც მოხდეს, როგორიცაა ონლაინ ბლოგ ჩატები, facebook­ის დიალოგები ან Twitter). უახლესი მოვლენების შესახებ ინფორ­მირებული სამოქალაქოდ მოაზროვნე პიროვნებები რეგულარულად იყენებენ ზემოთ აღნიშნულს, რომ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ, რასაც საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევენ.
 
პოლიტიკური საქმიანობა

არჩევნებში მონაწილეობა სამოქალაქო ჩართულობის თვალსაჩინო მაგალითად აღიქმება, თუმცა ხმის მიცემა მისი მხოლოდ ერთ­ ერთი მეთოდია. არსებობს ბევრი სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი პოლიტიკური საქმიანობა, რომელსაც ცალკეული პიროვნებები აკეთებენ, როგორიცაა პარტიისთვის ან კანდიდატისთვის მხარდაჭერის გამოხატვა, რის გამოსამჟღავნებლა­დაც პიროვნებები სპეციალურ გულსაბნევს ატარებენ ან საკუთარ მანქანებზე ათავ­სებენ სტიკერებს, რომლებსაც აწერიათ მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატ(ებ)ის სახელ(ებ)ი ან კანდიდატ(ებ)ის კამპანი(ებ)ის სლოგან(ებ)ი; კანდიდატისა თუ პოლიტიკური პარტიისთვის ფონდების მოზიდვის აქციის დასწრება ანდა მსგავსი აქციის ორგანიზებაში მონაწილეობა; კამპანიისთვის ფულის შეწირვა; კანდიდა­ ტისთვის ხმის მისაცემად სატელეფონო ზარების განხორციელება ან ამავე მიზ­ნით მოხალისეობრივად კანდიდატის კამპანიაში მონაწილეობა.

მოქალაქეებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ საჯარო პოლიტიკის წარმოებაში, როგორიცაა კანონებში ცვლილებების მოხდენის მიზნით პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება პარლამენტში ან ადგილობრივ ხელისუფლებაში წარსადგენად; ადგილობრივი ან ცენტრალური ხელისუფლების თანამდებობის პირებთან კონ­ ტაქტით ან საჯარო შეხვედრებზე დასწრებით, რათა გამოხატონ შეხედულებები გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით ან გაანათლონ საზოგადოება მნიშვნელოვან საკითხებზე სხვების მოტივირების მიზნით. სხვა მეთოდები საჯარო პირებთან შეხედულებების კომუნიკაციისთვის არის მშვიდობიანი საპროტესტო შეკრებებისა და დემონსტრაციების დასწრება და ორგანიზება.

არჩეული საჯარო თანამდებობის პირები განსაკუთრებული ყურადღებით უნდა უსმენდნენ საზოგადოებას, რომელსაც ემსახურებიან. ამ მიზეზით მოქალაქეებს გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლიათ პოლიტიკის შექმნაში თუ ისინი ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით თავიანთ შეხედულებებს ხმამაღლა გამოხატავენ. 

ეკონომიკური აქციები

ხანდახან მოქალაქეებს შეუძლიათ გამოხატონ თავიან­თი ძალაუფლება ეკონომიკური აქციებით. ეს შესაძლოა გაკეთდეს რაიმე პრო­დუქტისა თუ მომსახურების შესყიდვით ან პირიქით შესყიდვაზე უარის თქმით, რათა გამოხატო მწარმოებლების ფასეულობებისა ან მათი საქმიანობების წინააღმდეგობა ან მხარდაჭერა.

მაგალითად, ყოფილა შემთხვევები, როდესაც პიროვნებათა ფართო ჯგუფებმა შეწყვიტეს გარკვეული ტანსაცმლის ბრენდის შეს­ყიდვა მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ ნივთები იწარმოებოდა ისეთ პირობებში, რომლებიც არღვევდნენ სხვა ადამიანის უფლებებს. როდესაც კომპანიებს ემუქ­რებათ სარგებლის ფართომასშტაბიანი დაკარგვა, ხანდახან ისინი არჩევენ შეცვალონ სტრატეგია, რათა ხელახლა დაიბრუნონ მომხმარებლები.
 
მომსახურება ან მოხალისეობრივი საქმიანობა

მოხალისეებმა შესაძლოა უზრუნველყონ საზოგადოებისთვის სხვადასხვა სახის მომსახურება. მოხალისეობა შესაძლოა პერიოდული სიხშირით განხორციელდეს, მაგალითად ერთხელ კვირაში, ან განხორციელდეს მოხალისეობის ერთჯერადი აქტებით.

მოხალისეობისთვის დამახასიათებელი თვისება არის ის, რომ პიროვნება ხარჯავს თავის დროს ყოველგვარი ფულადი სარგებლის გარეშე სხვებისთვის.

სოციალური საკითხების მოხალისეობრივად განხორციელების პოტენციალი თითქმის შეუზღუდავია. რამდენიმე მაგალითია უსახლკაროებისთვის ან მოხუცებულებისთვის სადილით მომსახურება, ობოლთა თავშესაფარში მყოფი ბავშვებისთვის წიგნის წაკითხვა ან სწავლება, ქალაქის პარკის დასუფთავება ან არჩევნებზე დაკვირვება.

ხანდახან ცალკეული პიროვნებები პირადად უკავშირდებიან ობოლთა თავშესაფარს და სთავაზობენ მათთვის საჭირო მომსახურებას. სხვა შემთხვევაში პიროვნებებს შეუძლიათ განახორციელონ მოხალისეობა რომელიმე ორგანიზაციის საშუალებით, რომელსაც უკვე აქვს იდენ­ტიფიცირებული საჭიროებები მოხალისეობის განსახორციელებლად და აქვს მყარი სისტემა და ურთიერთობა ამ საჭიროებების უზრუნველსაყოფად.

მიუხედავად მოხალისეობის პერიოდულობისა, მოქმედების ტიპისა ან მეთოდისა (მარტო ან ორგანიზაციის საშუალებით განხორციელებისა), მოხალისეობა არის საშუალება, რომლითაც თითქმის ყველა მოქალაქეს შეუძლია დაკავდეს საზოგადოებრივი საკითხებით.

რა არის საჯარო ინფორმაცია და როგორ გამოვითხოვოთ ის?

საქართველოს კონსტიტუციისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თა­ ნახმად, საქართველოს ყველა მოქალაქეს უფლება აქვს გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, როგორებიცაა: სამინისტროები, პრე­ზიდენტის ადმინისტრაცია, საკრებულოები, გამგეობები. საჯარო უწყებებმა პასუხი შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში უნდა წარმოადგინონ, საბოლოო ვადა კი წერილის რეგისტრაციის თარიღიდან არა უმეტეს 10 სამუშაო დღით განისაზღვრება.

საჯარო ინფორმაცია არის საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაცია, რომლის გაცემაც უნდა მოხდეს მოთხოვნის შემთხვევაში. საჯარო ინფორმაციად ითვლება, მაგალითად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მშენებლობისა თუ სხვა საჯარო ღონისძიების (კონცერტის) დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხის რაოდენო­ბა. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის უფლება, გარ­ და იმ შემთხევისა, როდესაც ინფორმაცია მიჩნეულია კომერციულ საიდუმლოდ, პირად ინფორმაციად ან სახელმწიფო საიდუმლოებად.

საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით უნდა მოამზადოთ წერილი შესაბამისი დაწესებულების სახელზე (სადაც დაცულია თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია). დაწესებულების სახელი განათავსოთ წერილის კიდეში, შემდეგ მიუთითოთ თქვენი სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია და ჩამოაყალიბოთ თქვენი შეკითხვა. წერილის ბოლოს კი ხელი უნდა მოაწეროთ და დაათარიღოთ. საჯარო ინფორმაციის შე­ სახებ განცხადების წარდგენა უფასოა.
 
მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მოქალაქეს უარის შესახებ განცხადების დარეგისტრირე­ბიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში შეატყობინოს. საჯარო დაწესებულების პასუხი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას უარის გასაჩივრების წესის შესახებ

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი