ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

16/12/2021

კანონის უზენაესობა სამართლებრივ სახელმწიფოში

Comments

Read Now
 
Picture
სამართლებრივი სახელმწიფო ეფუძნება და საკუთარ საქმიანობას ახორციელებს სათანადო წესით მიღებული კანონის საფუძველზე, რასაც კანონის უზენაესობის პრინიპსაც უწოდებენ.

ეს ნიშნავს იმასაც, რომ დაცული უნდა იყოს არამხოლოდ კანონის მიღების პროცედურა და საჯაროობა, არამედ მიღებული კანონები უნდა იყოს რაციონალური და შინაარსობრივად შესაბამისი ქვეყნის ძირითად კანონთან-კონსტიტუციასთან.

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი არის გარანტი იმისა, რომ სახელმწიფო ხელისუფლება შებოჭილი იქნება მოქმედი კანონებითა და ადამიანის უფლებებით და ამდენად არ ექნება თვითნებობის, ადამიანის უფლებებში გაუმართლებელი ჩარევის შესაძლებლობა.

კლასიკური გაგებით სამართლებრივი სახელმწიფო სამ უმთავრეს ელემენტს მოიცავს:

  • სახელმწიფო უნდა ემსახურებოდეს ადამიანებს (და არა მაგალითად მმართველს) 
  • სახელმწიფო უნდა იყოს შეზღუდული ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებით, ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს თვითნებობის საშუალება 
  • სახელმწიფო უნდა იმართებოდეს რაციონალური კანონების საფუძველზე.

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი მჭიდროდაა დაკავშირებული კანონის უზენაესობასთან.

პირველი ძირითადი ელემენტი არის თავად კანონის ხარისხი. კანონი, რომელსაც ერთიანად უნდა ემორჩილებოდეს ყველა, მოქალაქეებიც და ხელისუფლებაც, უნდა იყოს განჭვრეტადი, ზუსტად და მკაფიოდ ფორმულირებული, რათა ყველას ესმოდეს მისი შინაარსი და ადამიანებს შეეძლოთ თავიანთი მოქმედებების კანონის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა.

მაგალითად, თუკი კანონში ეწერება „აკრძალულია უხამსი ქმედებები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში“ - ეს ფრაზა ადამიანებისთვის იქნება ბუნდოვანი, ვინაიდან ის, თუ რა ითვლება „უხამს ქმედებად“ არ და ვერ იქნება კანონით ამომწურავად განსაზღვრული. შესაბამისად, ადამიანს ვერასდროს ვერ ეცოდინება თუ მის მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას განხორციელებული ქმედება ჩაითვლება თუ არა უხამსად.

მეორე ეტაპი ეხება იმ გზას, თუ როგორ ხდება კანონის მიღება. საქართველოსა და დემოკრატიული მმართველობის ქვეყნების უმრავლესობაში, საკანონმდებლო ფუნქციას ასრულებს პარლამენტი. კანონის მიღების პროცესის ამოსავალ წერტილს წარმოადგენს მისი საჯაროობა.

საქართველოში მოქმედი რეგულირების თანახმად, კანონი მიიღება სამი მოსმენის საფუძველზე, რომელთაგან პირველი ეთმობა კანონპროექტის ზოგადი პრინციპების განხილვას, მეორე მის არსებით გარჩევას, ხოლო მესამე სარედაქციო დეტალებს.

კანონის უზენაესობის მესამე ელემენტია თანასწორობის პრინციპი. ამ ელემენტისა და ზოგადად კანონის უზენაესობის მთავარ მიზანს სწორედ კანონის წინაშე თანასწორობა წარმოადგენს.

კანონს თანასწორად, ერთიანად ემორჩილება ყველა, მოქალაქეც და მმართველი ძალაც. როგორც ინგლისელი სამართლის მეცნიერი და ფილოსოფოსი ჯონ სტიუარტ მილი ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ამბობდა, ადამიანები მიხვდნენ, რომ მტაცებელთა მეფეს ფარაზე ნადირობის არანაკლები მიდრეკილება ექნებოდა, ვიდრე სხვა წვრილფეხა მტაცებლებს, ამიტომაც საჭირო იყო მისი ნისკარტისა და ბრჭყალებისაგან თავის დასაცავად მუდმივი სიფხიზლე.

ესე იგი, ადამიანები მიხვდნენ, რომ სხვა სახელმწიფოებისა და ხალხების გარდა, ისინი შეიძლება თავად საკუთარმა ხელისუფლებამაც დაჩაგროს იძულების მექანიზმით, ამიტომაც საჭირო იყო მათივე ხელისუფლების შეზღუდვა კანონებით. გარდა ამისა, ადამიანები თავადვე არიან შეზღუდულნი კანონითა და სხვათა უფლებებით. 

კანონის უზენაესობის თანამედროვე გაგების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტიარის კანონის რაციონალურობა და გონივრულობა. ამ ელემენტის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ კოდიფიცირებული სამართლის მთელი სისტემა უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ რაციონალურ ლოგიკას.

​მიზეზები, რისთვისაც კანონები იქმნება მხოლოდ რაციონალიზაციას ემსახურება და მოკლებულია ყოველგვარ არარეალურ, არალოგიკურ ან თუნდაც მისტიურ ახსნებს.
გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი