ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

29/9/2021

ადამიანის უფლებები ძველ ქართულ სამართლებრივ წყაროებში

Comments

Read Now
 
Picture
ისეთი ცნებები, როგორიცაა ადამიანის უფლებები, სამართლებრივი სახელმწიფო, სამოქალაქო საზოგადოება თუ დემოკრატია საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის მიჩნეულია შემოსულ და არა ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილად.

საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა სამწუხაროდ, მიიჩნევს რომ ეს ცნებები არ წარმოადგენს ეროვნულ ღირებულებას და უცხოა ქართული კულტურისათვის. ისინი გარედან (დასავლეთიდან) შემოტანილად მიიჩნევენ.

არადა, ადამიანის უფლებები და ეროვნულიღირებულებებიერთმანეთთან საკმაოდ მჭიდროდაა დაკავშირებული.საინტერესოა მოკლე მიმოხილვა გაკეთდეს იმ ქართული სამართლის ძეგლებზე, რომელიც იძლევიან ინფორმაციას ადამიანის უფლებების შესახებ.

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ნებისმიერ ხალხს აქვს თვითგამორკვევისა და პოლიტიკური სტატუსის არჩევანის საშუალება. ეს ადამიანთა ერთ-ერთი უპირველესი უფლებაა და იგი ისტორიულ ჭრილში თანაბრად ეხება დღემდე არსებულ ყველა
 
სახელმწიფოს. ლეონტი მროველი გადმოგვცემს, რომ ეს უფლება თავის დროზე ქართველთა შორეულ წინაპრებსაც გამოუყენებიათ.

ძვ. წ. IV-III საუკუნეების მიჯნაზე ქართლის ტერიტორია ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთმა სარდალმა აზომ დაიპყრო. მისი ტირანია თითქმის ორი ათეული წელი გაგრძელდა და დასრულდა ქართველთა საყოველთაო აჯანყებით, რომელსაც სათავეში დიდი ქართველო მეფე ფარნავაზი ედგა.

ეს აჯანყება შეიძლება განვიხილოთ, როგორც ქართლის მცხოვრებთა უფლებების დემონსტრირება უცხო ძალის წინაშე, რაც მიზნად ისახავდა ეროვნულ სახელმწიფოებრიობასა და თვითგამორკვევის მიღწევას. ე.ი. ქართველმა ხალხმა მოიპოვა სახელმწიფოს შექმნის უფლება.

საყოველთაო ფაქტია, რომ რაც უფრო მაღალია ხალხის მართლშეგნება, მით უფრო განვითარებულია მისი სამართლებრივი ინსტიტუტები და პირიქით, პრიმიტიული და განუვითარებელი სამართალი ყოველთვის დაბალი და ჩამორჩენილი უფლებრივი შეგნების ნაყოფი იყო.

ცნობილია, რომ ქართული სახელმწიფოსა და სამართლის არსებობას დიდი ხნის ისტორია აქვს. ქართული სამართლის ძეგლებში ასახულია შესაბამისი ეპოქის საზოგადოებაში არსებული წარმოდგენები ღირსებაზე, თავისუფლებაზე და თანასწორობაზე, რომლებიც ადამიანის უფლებების ქვაკუთხედია.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში სამართლის სფეროში, ისევე როგორც სახელმწიფოს მოწყობაში, ერთის მხრივ სახელმწიფო ხელისუფლება მოქმედებდა, მეორეს მხრივ კი ეკლესია, რომელიც სახელმწიფო ყოფა-ცხოვრების ძლიერ ფაქტორად ითვლებოდა და განსაკუთრებული გავლენა ჰქონდა მასზე.

ამის გამო სამართლის ძეგლებიც ორგვარი იყო - საერო და საეკლესიო. ამასთან ერთად, მეტად საინტერესოა ნათარგმნი სამართლის ძეგლებიც. ეს კანონები იმდენად გადამუშავებული სახითაა თარგმნილი, რომ ისინი შესაბამისი ძეგლების თავისებურ ქართულ ვერსიად შეიძლება ჩაითვალოს.
 
მოკლედ ჩამოვთვლით ქართული სამართლის იმ ძეგლებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ ქართული სამართლის ისტორიაში და რომლებიც, ამასთან ერთად, ფრიად საინტერესოა საკვლევი საკითხისათვის.

ქართული საეკლესიო ძეგლები:
  • რუისს-ურბნისის კრების ძეგლისწერა. 1103წ.
  • 1263 წლის „საქართველოს საეკლესიო კრების მოხსენება და დადგენილება“ - ეძღვნებოდა დავითის ულუს მიერ საეკლესიო მამულების გასხვისებას.
  • „სამართალი კათალიკოზთა და კრებისა მიერ“ - XVI საუკუნის ძეგლია.1767-68 წწ.

„განჩინება“ - შეადგინეს და დაამტკიცეს ანტონ კათალიკოსმა და ერეკლე მეფემ - საგულისხმო ცნობები მოიპოვება ქართულ-ხალხურ ზნე-ჩვეულებათა, წარმართობის ნაშთისა და სისხლის სამართლის ზოგიერთი დანაშაულის შესახებ, ისევე როგორც სასჯელთა შესახებაც.

საერო კანონმდებლობის ძეგლები მათ შორის: სახელმწიფო სამართლის ძეგლები:
​
  • „გარიგება ხელმწიფის კარისა“ - გიორგი ბრწყინვალის ეპოქა. ძეგლი საქართველოს სახელმწიფო წეს-წყობილების, კულტურული და ეკონომიკური ისტორიის ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეიცავს.
  • „წესი და განგებაი მეფეთა კურთხევისაი“ - ივანე ჯავახიშვილის აზრით, XV საუკუნეზე ადრე არ უნდა იყოს შედგენილი.
  • „დასტურლამალი“ - ვახტანგ VI შეადგინა XVII საუკუნის დასაწყისში. დასტურლამალი ანუ დასტური მოქმედებისა ვახტანგ VI სიტყვებით წარმოადგენს „სჯულისდებასა სახელმწიფოთასა“, ანუ ქართული სახელმწიფო სამართლის ძეგლია, მაგრამ   შინაარსი   გაცილებით   ფართო   და   მრავალმხრივია.   მასში   არის   ცნობები მოსახლეობის აღწერის, შემოსავლის დავთრების შედგენის წესის, გადასახადების აკრეფის, გზების მოვლა-პატრონობის და ა.შ. შესახებ.

სისხლის და სამოქალაქო სამართლის ძეგლები:

  • „ძეგლის დადება“ გიორგი ბრწყინვალესი“ ქართული სამართლის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია, რომელიც შედარებით სრული სახით არის შემონახული და სისხლისა და სამოქალაქო სამართალს ეხება.
  • „ბექა-აღბუღას სამართლის წიგნი“ შეადგინეს სამცხე-ჯავახეთის ათაბაგმა ბექა I ჯაყელმა (დაახლოებით 1240-1306 წწ.) და სამცხის ათაბაგმა აღბუღა I ჯაყელმა (XIV საუკუნის I ნახევარი). ეს ძეგლი გვაწვდის მეტად საგულისხმო ცნობებს იმდროინდელი სამხრეთ საქართველოს პოლიტიკურ წყობაზე, სამართლებრივ მდგომარეობაზე, დანაშაულთა სახეებზე, საოჯახო სამართალზე და ა.შ.
  • „ვახტანგის სამართლის წიგნი და კოდიკო“. კრებული შედგენილია XVIII საუკუნის დასაწყისში (1705-1708 წწ.). ბატონიშვილმა ვახტანგმა „იგულა და იგულისმოდგინა და შემოკრიბნა ყოველნი წიგნი სამართლისანი, რომელნი ჟამთა ვითარებითა თვითოეულად მიმოდაბნეულ იყო“.

კრებული შეიცავს საკუთრივ ქართული სამართლის ძეგლებს - „სამართალი მეფისა გიორგისა“, „სამართალი ბექასი და აღბუღასი“, „ბაგრატ კურაპალატის სამართალი“,
„კანონიკური სამართალი“ და თავად ვახტანგ მეფის შედგენილ ძეგლს - „სამართალი ბატონიშვილის ვახტანგისა“.

კრებული შეიცავს აგრეთვე საქრისტიანო მსოფლიოში მოქმედ სამართლის უმნიშვნელოვანეს ძეგლებს - მოსეს შჯულს, სირიულ-რომაულ, ბიზანტიურ და სომხურ კანონებს, რომელნიც საქართველოში კრებულის შედგენამდე დიდი ხნით ადრე მოქმედებდა.

თანამედროვე საერთაშორისო სამართალი მონობას განმარტავს, როგორც იმ ადამიანის ცხოვრების პირობებს, ან სტატუსს, რომელიც არ არის თავისუფალი სამუშაოს მიმცემის არჩევაში, რომელსაც ექცევიან როგორც საგანს, ან საკუთრებას და რომელიც შეიძლება გაიყიდოს ბაზარზე.
 
მონობის საწინააღმდეგო პირველი საერთაშორისო კონვენცია ერთა ლიგამ 1926 წელს ჟენევაში მიიღო. გაეროს მიერ 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-4 მუხლის მიხედვით აკრძალულია მონობის ყველა ფორმა: „არავინ უნდა იმყოფებოდეს მონობაში ან ძალმომრეობითი მორჩილების მდგომარეობაში, ყველა სახის მონობა და მონათვაჭრობა აკრძალულია“. 

1956 წელს ჟენევაში 59 ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს დამატებითი კონვენცია, რომლითაც გაუქმებულია მონობა, მონებით ვაჭრობა და ყველა ინსტიტუტი და ადათი, რომელიც მონობასთანაა დაკავშირებული.

სტრაბონის აღწერილობიდან ჩანს, რომ საქართველოში, ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში მარტო მეფეს ჰყავდა მონები, ხოლო საზოგადოდ მონათმფლობელობაზე სტრაბონი თავის ნაშრომში არაფერს ამბობს.

მონები იმ პერიოდში, აღმოსავლეთ საქართველოში მრავალრიცხოვანნი არ უნდა ყოფილიყვნენ. ამგვარად სოციალური უთანასწორობის მხოლოდ ჩანასახი ჩანს და იბერიის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თანასწორუფლებიანი და თავისუფალი ყოფილა. სხვა სურათი გვაქვს V-VI საუკუნეების საქართველოში, როდესაც მონამხევლები საქართველოში არამარტო მეფესა და აზნაურებს ჰყოლიათ, არამედ უფრო დაბალი ფენის წარმომადგენლებსაც კი, მაგალითად ხელოსნებს.

იაკობ ხუცესის სიტყვებით მომაკვდავი შუშანიკის სანახავად 472 წელს სხვებთან ერთად მოსულან „აზნაურნი და უაზნონი სოფლისა ქართლისანი“. ცხადია, რომ ამ შემთხვევაში აზნაური მხოლოდ წოდების აღმნიშვნელი ტერმინი კი არ არის, არამედ გვარის წარმომადგენელს, გვარის შვილს ნიშნავს და ამასთან დაკავშირებით „თავისუფალის“ მნიშვნელობაც ჰქონდა.

​თავისუფალი მხოლოდ ის იყო, ვინც რომელიმე გვარს ეკუთვნოდა. ის კი ვინც უაზნო ანუ უგვარო იყო, სხვა ქვეყნიდან იყო შემოხიზნული, ან ტყვედ წამოყვანილი და თავისუფალი არ ყოფილა. ქართული საისტორიო, ლიტერატურული და სამართლის ძეგლების შესწავლის საფუძველზე ივანე ჯავახიშვილი დაასკვნის - „სრული სიცხადით ირკვევა, რომ საქართველოში I-VII სს-ში მხოლოდ მონობა იყო, პატრონყმობა მაშინ არ არსებობდა.

X ს-ის მეორე ნახევრითგან კი საქართველოში მარტო პატრონყმობაღა იყო, მონობა, როგორც საზოგადო მოვლენა უკვე აღარ არსებობდა. VII- IX სს-ში მონობის ხსენება ქრება, მაგრამ პატრონყმობა ჯერ არ არის. მონობის ძირითადი ფორმის გაუქმება უნდა შეფასდეს, როგორც იმ დროისათვის პროგრესული მოვლენა. 
გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი