ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

1/6/2022

თავისუფლების თანამედროვე კონცეფცია

Comments

Read Now
 
Picture
თავისუფლება — არის შესაძლებლობა, გააკეთო ისე, როგორც გსურს.

გარკვეულწილად, იგი არის სიტყვის თავისუფლების სინონიმი. თანამედროვე პოლიტიკაში თავისუფლება მიჩნეულია, როგორც საზოგადოებაში კონტროლისა ან რეპრესიული შეზღუდვების გარეშე ცხოვრება - შეზღუდვების, რომლებიც ხელისუფლებამ დაადგინა ცხოვრების წესზე, ქცევასა და პოლიტიკურ შეხედულებებზე.

ფილოსოფიაში თავისუფლება მოიცავს თავისუფალ ნებას, რასაც ეწინააღმდეგება დეტერმინიზმი.

რელიგიური გაგებით, თავისუფალი ნება გათავისუფლებულია ცოდვისგან, სულიერი მონობისა და ამქვეყნიური კავშირებისგან.

ქართულ ენაში თავისუფლების ორი გაგება არსებობს, ერთი მათგანი პიროვნულ თავისუფლებას, თავისუფალ ნებას გამოხატავს, ხოლო მეორე უფრო ფართო გაგებისაა და ზოგადადამიანურ თავისუფლებას გულისხმობს.

პიროვნული თავისუფლება გულისხმობს თვითნებური შეზღუდვების არარსებობას, საზოგადოების ყველა წევრის უფლებების გათვალისწინებით. ამ გაგებით, თავისუფლების ექვემდებარება შესაძლებლობებს და შეზღუდულია სხვისი უფლებებით.

ამრიგად, პიროვნული თავისუფლება გულისხმობს თავისუფლების პასუხისმგებლობით გამოყენებას კანონის უზენაესობის შესაბამისად, სხვისი თავისუფლების შეზღუდვის გარეშე. თავისუფლების ზოგადი გაგება უფრო ფართოა იმით, რომ იგი საკუთარ თავში მოიცავს თავშეკავების არსებობას და სურვილების ასრულების შეუზღუდავ შესაძლებლობასაც.

მაგალითად, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მკვლელობის შესაძლებლობა, მაგრამ არ ჰქონდეს მკვლელობის თავისუფლება, რადგან ეს უკანასკნელი მაგალითი ართმევს სხვებს უფლებას, იყვნენ დაცული და უსაფრთხოდ. თავისუფლების კანონის ფარგლებში გათვალისწინებული შეზღუდვა ხშირად გამოიყენება, როგორც სასჯელის ფორმა.

ბევრ ქვეყანაში თავისუფლების აღკვეთა შეიძლება, თუ ისინი პირი სისხლის სამართლის დამნაშავე ან ნასამართლევია. სიტყვა „თავისუფლება“ ხშირად გამოიყენება ლოზუნგებში, როგორიცაა „სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა“ ან „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“. თავისუფლების ინგლისურენოვანი ერთ-ერთი შესატყვისი „Liberty“ სათავეს იღებს ლათინური სიტყვისგან „Libertas“, რომელიც მომდინარეობს თავისუფლების არქაული რომაული ქალღმერთის ლიბერტასის სახელიდან.

საგულისხმოა ის პრინციპები, რომელზედაც დგას დემოკრატიული სახელმწიფო. აღნიშნულ პრინციპებს თავისუფლებებს უწოდებენ. ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს ხშირად სახელმწიფოს როლით განასხვავებენ.

​სხვაგვარად რომ ვთქვათ, უფლებებს ხშირად პოზიტიურ უფლებებს უწოდებენ, რაც გულისხმობს ხელისუფლების აქტიურ მოვალეობებს თითოეული ადამიანის მიმართ. მაგალითად, განათლების მიღების უფლება ხელისუფლებას აკისრებს იმ სკოლების შექმნის ვალდებულებას, რომლებშიც ყველა ბავშვს შეეძლება სწავლა. თავისუფლებებს კი ზოგჯერ ნეგატიურ უფლებებს უწოდებენ - რაც გულისხმობს ხელისუფლებისთვის ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ჩარევის შესაძლებლობის აკრძალვას.

მაგალითად, სიტყვის, ან სინდისის თავისუფლება კრძალავს ხელისუფლების ჩარევას ადამიანისთვის ასეთ სასიცოცხლო საკითხებში ჩარევას. სხვა სიტყვებით, თუ კი ადამიანს აქვს რაიმეს უფლება, ხელისუფლება ვალდებულია, რაღაც გამიკეთოს, ხოლო თუ მე მეკუთვნის რომელიმე თავისუფლება, სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს რაიმე ქმედებისგან.

პოლიტიკური თავისუფლების თანამედროვე კონცეფცია სათავეს იღებს ანტიკური ბერძნული თავისუფლებისა და მონობის კონცეფციიდან. ბერძენთათვის თავისუფლად ყოფნა არ ნიშნავდა პატრონის ყოლას ან ბატონისგან დამოუკიდებლობას.

მათი გააზრებით, ადამიანის თავისუფლება გულისხმობდა ისე ცხოვრებას, როგორც მას მოსწონდა. ეს მოსაზრება ახლოს დგას დემოკრატიის კონცეფციასთან. არისტოტელე ამბობდა: „სხვისგან დამოკიდებულებაში ყოფნის უარყოფა ნიშნავს იმას, რომ მოიქცე ისე, როგორც გსურს, მაგრამ რაც შენ სასარგებლო გგონია, ყოველთვის არაა მომგებიანი და იმის კეთება, რაც თითოეულს სურს, კაცს ვერ დაიცავს იმ ბოროტებისაგან, რაც ყოველ ადამიანშია მოცემული.“

ეს ეხებოდა მხოლოდ თავისუფალ მამაკაცებს, რადგან ათენში ქალებს არ შეეძლოთ ხმის მიცემა ან თანამდებობის დაკავება და იურიდიულად და სოციალურად იყვნენ დამოკიდებულნი მამაკაც ნათესავზე.

ძველი ბერძნებისგან განსხვავებით, სპარსეთის იმპერიის მთლიანი მოსახლეობა, გარკვეულწილად, თავისუფლებით სარგებლობდა. ყველა რელიგიისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს მიეცა თანაბარი უფლებები, ჰქონდათ რელიგიური თავისუფლება, ქალებს ისეთივე უფლებები ჰქონდათ, როგორც კაცებს, ხოლო მონობა გაუქმდა ძვ. წ. 550 წელს. სპარსეთის მეფეთა ყველა სასახლე აშენდა ანაზღაურებადი მშრომელების მიერ იმ ეპოქაში, როდესაც მონები ჩვეულებრივ ასრულებდნენ ასეთ სამუშაოს.

ძველი ინდოეთის მავრიის იმპერიაში ყველა რელიგიისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს ჰქონდა გარკვეული უფლებები თავისუფლების, ტოლერანტობისა და თანასწორობის თვალსაზრისით. ტოლერანტობის არსებობა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე მოიძებნება აშოკას ბრძანებულებებში, რომლებიც ხაზს უსვამენ მთავრობის მიერ ტოლერანტობის მნიშვნელობას საზოგადოებრივ პოლიტიკაში.

როგორც ჩანს, აშოკამ დაგმო სამხედრო ტყვეების მკვლელობა ან დატყვევება. მონობა, როგორც ჩანს, სპარსეთის იმპერიის მსგავსად, არ არსებობდა არც მავრიის იმპერიაში. ამასთან, ჰერმან კულკისა და დიტმარ როტერმუნდის აზრით, "აშოკას ბრძანებებს თავიდანვე წინააღმდეგობით შეხვდნენ".

რომაული კანონები ასევე ითვალისწინებდა თავისუფლების გარკვეულ შეზღუდულ ფორმებს, მაშინაც კი, როცა რომის იმპერატორები მართავდნენ სახელმწიფოს. ამასთან, ეს თავისუფლებები მხოლოდ რომის მოქალაქეებს ენიჭებოდათ. რომის სამართლის მიხედვით შუა საუკუნეებში არაერთი კანონი მიიღეს, თუმცა თავისუფლებებით მხოლოდ თავადაზნაურობა სარგებლობდა, იშვიათად უბრალო ადამიანებიც. განუყოფელი და უნივერსალური თავისუფლებების იდეის გავრცელება განმანათლებლობის პერიოდში იწყება.
99999999999999999999999999999999
თავისუფლება საკაცობრიო აზროვნების უძველესი თემაა. ცნობილია, რომ თავისუფლების იდეის სრულყოფილი გააზრება, მისი ფუნდამენტური დაფუძნების მცდელობები ფილოსოფიას და დიდ ფილოსოფოსთა საქმიანობას უკავშირდება.

ფილოსოფიის საწყისებთან განისაზღვრა თავისუფლების პრინციპის ზოგიერთი ისეთი ასპექტი, რომელიც დღემდე მიეკუთვნება თავისუფალი მოქმედების არსისეულ კომპონენტებს. ანტიკურობაში თავისუფლება დაუპირისპირდა ბედისწერისა და აუცილებლობის მარწუხებს. იმდროინდელმა მოაზროვნეებმა ცხადად დაინახეს, რომ თავისუფლების საკუთრივი სივრცე უნდა მონახულიყო და ის მოინახა კიდეც – ჭეშმარიტი შემეცნებისა და პრაქტიკული მოქმედების სფერო აღმოჩნდა თავისუფლების სავანე.

სოკრატეს აზრით, თავისუფალი ის არის, ვინც გონივრულად და ზნეობრივად იქცევა; პლატონის მიხედვით, ლტოლვებით შეპყრობილი ადამიანი თავისუფალი ვერ იქნება, რადგან თავისუფლება პასუხისმგებლობას გულისხმობს; არისტოტელეს აზრით, ბრძენი თავისუფლების პრინციპის მიხედვით მოქმედებს და გარეგან მიზანდასახულობებს არ ემორჩილება. სტოელებმა ეს პრინციპი კიდევ უფრო განავითარეს; მათ თავისუფლება გაიგეს, როგორც გარეგან იძულებათაგან,

ლტოლვათაგან და მავნე მიდრეკილებათაგან დამოუკიდებლობა. მათ წამოსწიეს „აფექტებისაგან თავისუფლებისა“ (აპათია) და „სულიერი სიმშვიდის“ (ატარაქსია) პრინციპი. გარკვეული აფექტები (ტკივილი, სურვილი, ლტოლვა) ხელს უშლის გონივრულ, ბედნიერ ცხოვრებას, ხოლო ზოგიერთი აფექტი (მხიარულება, წინდახედულება და ა. შ.) კი, პირიქით, გონივრული, ბედნიერი ცხოვრების მომტანია. სტოელთა მიხედვით, ე. წ. „ცუდი აფექტები“ მხოლოდ ჭეშმარიტი შემეცნების მეშვეობით შეიძლება იქნეს დაძლეული. სწორედ ჭეშმარიტი შემეცნების მეშვეობით მიიღწევა ის სულიერი სიმშვიდე და შინაგანი თავისუფლება, რიც გონივრული და ბედნიერი ცხოვრების წინაპირობაა.

თავისუფლების ცნებამ გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა ფრანგ განმანათლებელთა პრაქტიკულ საქმიანობასა და თეორიულ შემოქმედებაში. შარლ ლუი დე მონტესკიე და ჟან ჟაკ რუსო იმის დადგენას ცდილობდნენ, თუ რა უნდა მოიმოქმედონ კანონებმა, თავისუფლება რომ უზრუნველყონ სახელმწიფოში. მათ კლასიკური სახით ჩამოაყალიბეს ხელისუფლების განაწილების პრინციპი, როგორც სამართლის უზენაესობისა და ადამიანის, როგორც საზოგადოების წევრის, თავისუფლების წინაპირობა. მონტესკიესა და რუსოს თეორია დღესაც აქტუალურია. თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოების კონსტიტუციური წყობა ხშირად სწორედ ამ ავტორთა აღნიშნულ პრინციპებს ეფუძნება.

გერმანულ ფილოსოფიაში თავისუფლების გაგების უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს კანტისა და ჰეგელის თავისუფლების კონცეფციები. კანტის ფილოსოფიაში სათანადო ასახვა პოვა ევროპულ განმანათლებლობაში ფესვგადგმულმა წარმოდგენამ, რომ თავისუფლება პოლიტიკის, მორალის და მოქმედების სფეროებშია შესაძლებელი, ხოლო ბუნების სფეროს კი საკუთარი კანონები განაგებს, თავისუფლება არის ნების წინაპირობა, რომელსაც საკუთარი კანონები აქვს („კატეგორიული იმპერატივი“). მაშასადამე, კანტი საუბრობს ნების თავისუფლების, როგორც წმინდა პრაქტიკული გონების ავტონომიის პრინციპის შესახებ.

ჰეგელის მიხედვით, მსოფლიო ისტორიულ ფილოსოფიური სახელმძღვანელო პრინციპი არის ხალხებსა და კულტურებში განვითარებადი თავისუფლების იდეა. თავისუფლება შედეგია თავის თავთან დაბრუნებული სამყაროს სულის თავისუფლების ცნობიერებისა. ორიენტალურ დესპოტიზმში მხოლოდ ერთი ადამიანი იყო თავისუფალი, ანტიკურ დემოკრატიასა და არისტოკრატიაში – მხოლოდ ზოგიერთი,

​ხოლო ქრისტიანულ სახელმწიფოში თითოეული ადამიანი ღმერთისა და კანონის წინაშე თავისუფალი და თანასწორუფლებიანია. მიუხედავად ამისა, მონობა ქრისტიანულ ხალხებში დიდხანს გაგრძელდა. ადამიანის გაგება, როგორც თავისუფალი არსებისა, პოლიტიკური თავისუფლების საფუძველია. თუმცა კი თავისუფლება გზად იმყოფება და მისი სრულყოფილი რეალიზების მცდელობები ისტორიაში მუდამ იარსებებს.

ჯონ სტიუარტ მილმა თავის ნაშრომში „თავისუფლების შესახებ“, პირველმა განასხვავა თავისუფლების ორი გაგება - მოქმედების თავისუფლება და თავისუფლება, როგორც იძულების არარსებობა.

თავის წიგნში „თავისუფლების ორი ცნება“, ესაია ბერლინმა ფორმალურად ჩამოაყალიბა განსხვავება ორ პერსპექტივას შორის, როგორც განსხვავება თავისუფლების ორ საპირისპირო კონცეფციას შორის: პოზიტიური თავისუფლება და ნეგატიური თავისუფლება. ეს უკანასკნელი ნიშნავს ნეგატიურ პირობას, როდესაც ადამიანი დაცულია ტირანიისა და ხელისუფლების თვითნებური განხორციელებისგან, ხოლო პირველი გულისხმობს თავისუფლებას, რომელიც მოდის თვითდაუფლებისგან, შინაგანი იძულებებისგან, როგორიცაა სისუსტე და შიში.
გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი