ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

12/2/2022

ცნობილი უფლებადამცველები: შირინ ებადი

Comments

Read Now
 
Picture
შირინ ებადი (21 ივლისი, 1947) - ირანელი იურისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი, დამაარსებელი ბავშვთა უფლებების დამცველი ასოციაციისა ირანში.

2003 წლის 10 ოქტომბერს მას ნობელის პრემია გადასცეს მშვიდობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში, განსაკუთრებით კი დევნილების, ქალებისა და ბავშვების საკითხში. შირინი პირველი ირანელია, რომელსაც ასეთი პრემია ხვდა წილად.

შირინი გამოჩენილი ირანელი იურისტის მოჰამედ ალი ებადის ქალიშვილია. მან თეირანის უნივერსიტეტში 1969 წელს იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და ნახევარწლიანი პრაქტიკის შემდეგ მოსამართლე გახდა. 1971 წელს შირინმა დისერტაცია დაიცვა და პირველი ირანელი ქალი გახდა, რომელიც ადგილობრივი სასამართლოს (თეირანის საქალაქო სასამართლოს) თავმჯდომარედ დაინიშნა.

​თუმცაღა ირანში ისლამური რევოლუციის შემდეგ ის ჩამოაქვეითეს და სასამართლოს მდივნად დანიშნეს, იმ მოსაზრებით, რომ ისლამის მიხედვით, ქალი არ უნდა ყოფილიყო უფლებამოსილი მამაკაცისთვის მსჯავრი დაეკისრებინა ანდაც რაიმე დამავალდებულებელი განაჩენი გამოეტანა. ებადიმ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა და თითქმის ათი წლის მანძილზე იურიდიული განხრით მუშაობას ვეღარ ახერხებდა. 1993 წელს მან, როგორც იქნა, შესძლო იურიდიული კონსულტაციების კანტორა გაეხსნა. 1980-იან წლებში ძირითადად წიგნებსა და სტატიებს წერდა, რითიც გაითქვა კიდეც სახელი სამშობლოში.

1990-იან წლებში ებადიმ მიიღო თეირანის უნივერსიტეტში მასწავლებლობის შესაძლებლობა. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1990-იანი წლების ბოლოს ირანულ საზოგადოებაში ზომიერ-ლიბერალური ტენდენციების განმტკიცებაში და მისი აჟიოტაჟი ირანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების როლის გაზრდისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მოჰამად ხათამის გამარჯვებისთვის 1997 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

როგორც ადვოკატმა, ებადი მონაწილეობდა 1990-იან წლებში ირანში განხორციელებულ არაერთ მნიშვნელოვან სასამართლო პროცესებში. კერძოდ, იგი წარმოადგენდა ოპოზიციური შეხედულებების მქონე ირანელი ინტელიგენციის წევრების მკვლელობებთან დაკავშირებით დაღუპულთა ოჯახების ინტერესებს. ერთ-ერთი ამ პროცესის დროს 2000 წ. ებადიმ გაავრცელა ამირ ფარჰად იბრაჰიმის ჩვენების ვიდეო ჩანაწერი, რომელიც მოწმობს ირანის კონსერვატიული რელიგიური ლიდერების ბრძანებების მიღებას პრეზიდენტ ხათამის გარემოცვის პოლიტიკოსების მკვლელობის შესახებ. ამ ჩვენების გასაჯაროებისთვის ებადის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა (მოგვიანებით სასჯელი გაუქმდა). გარდა ამისა, ებადი ხელმძღვანელობდა უამრავ საქმეს ირანული გაზეთების აკრძალვასთან დაკავშირებით და იცავდა ბაჰაის რელიგიის მიმდევრებს, რომლებიც მუდმივად დევნიდნენ ირანში.

შირინ ებადიმ დააარსა და ხელმძღვანელობდა ორ ირანულ უფლებადამცველ ორგანიზაციას: ბავშვთა უფლებების დაცვის ირანის საზოგადოებას და ადამიანის უფლებათა ცენტრს.

ებადის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მინიჭების შესახებ ცნობას (2003) ირანში ორაზროვანი რეაქცია მოჰყვა. ზოგიერთი ცნობით, ირანის საზოგადოებამ გამოხატა ფართო მხარდაჭერა ამ გადაწყვეტილების მიმართ, ქუჩის მხიარულებამდე. ამავდროულად, ირანის პრეზიდენტმა ხათამმა გააკეთა ძალიან თავშეკავებული განცხადება, რომლის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობდა, რომ მშვიდობის ნობელის პრემია მეტწილად არის პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი გარკვეულ ქვეყნებზე.

ლაურეატის გამოცხადების შემდეგ სხვადასხვა გამოსვლებში ებადი ხაზს უსვამდა ისლამისადმი ერთგულებას და პატრიოტიზმს. ამგვარად, იგი ირანის საქმეებში ყოველგვარი საგარეო ჩარევის წინააღმდეგ გამოვიდა და თქვა, რომ ირანში ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა თავად ირანელებმა უნდა აწარმოონ. ებადი ასევე იცავდა ირანის ბირთვულ პროგრამას და აცხადებდა, რომ "ეკონომიკურ მიზანშეწონილობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ატომური ენერგიის განვითარება არის ნებისმიერი ხალხის სიამაყე, რომელსაც აქვს დიდებული ისტორია და არცერთ ირანის მთავრობას, მიუხედავად მისი იდეოლოგიური სიმპათიებისა, არ შეუძლია შეაჩეროს ეს პროგრამა". 

2009 წლის ნოემბერში ირანის ხელისუფლებამ უფლებადამცველს მედალი და ნობელის პრემიის დიპლომი ჩამოართვა.
გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი