ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

4/10/2021

ქალთა უფლებები

Comments

Read Now
 
Picture
ტერმინი ქალთა უფლებები დაკავშირებულია ყველა ასაკის ქალთა და გოგონათა უფლებებთან და თავისუფლებებთან. ქალის უფლებების ცალკე გამოყოფა ნაკარნახევი იყო ქალისადმი ისტორიულად ჩამოყალიბებული სტერეოტიპული დამოკიდებულებით, გენდერული ასიმეტრიისა და გენდერული უთანასწორობის დაძლევის სურვილით.

ქალთა უფლებები ითვალისწინებს ქალის რეპროდუქციულ, პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალური გადაწყვეტილებების მიმღებ სტრუქტურებში მონაწილეობის, განათლების, დასაქმების, სუფთა გარემოს, სამშვიდობო პროცესში ჩართვის უფლებებს.

საერთაშორისო სამართალში მიღებულია რამდენიმე საერთაშორისო აქტი, რომლებიც განსაზღვრავენ ქალთა სტატუსს. ქალთა უფლებების დასკვნასთან დაკვაშირებით ფუნდამენტური პრინციპია ქალთა დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი, რომელიც განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა თითქმის ყველა საერთაშორისო ხელშეკრულებით.

სხვა საერთაშორისოსამართლებრივ აქტებთან ერთად ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პრინციპი გათვალისწინებულია: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში (1948 წ.), საერთაშორისო პაქტში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (1966 წ.), საერთაშორისო პაქტში ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ (1966 წ.), აგრეთვე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციაში შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ (1958 წ.), იუნესკოს კონვენციაში განათლების სფეროში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ (1960 წ.), კონვენციაში მამაკაცთა და ქალთა მიერ თანაბარი სამუშაოს შესრულებისათვის თანაბარი ანაზღაურების შესახებ (1951 წ.).

ქალთა სტატუსს აწესრიგებს ისეთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებებიც, როგორებიცაა: კონვენცია ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ (1952 წ.) და კონვენცია გათხოვილ ქალთა მოქალაქეობის შესახებ (1957 წ.). განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს 1979 წლის 19 ნოემბრის კონვენციას ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ: იგი ითვალისწინებს ქალთა ფუნდამენტურ უფლებებს და ქმნის სახელმწიფოს მიერ ამ უფლებათა შესრულების ზედამხედველობის მექანიზმს. გაეროს ფარგლებში მოქმედებს კომისია ქალთა მდგომარეობის შესახებ, რომელიც გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს დამხმარე ორგანოა.

2010 წლის ივლისში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) - გაეროს სააგენტო დააფუძნა, რომლის დანიშნულება გენდერული თანასწორობისა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობაა. ამ გადაწყვეტილებით გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა გენდერული თანასწორობისა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდის მიმართულებით ორგანიზაციის მიზნების მიღწევის დასაჩქარებლად ისტორიული ნაბიჯი გადადგეს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაარსება გაეროს რეფორმების პროგრამის ნაწილი იყო, რითიც რესურსები და მანდატები უფრო მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად გაერთიანდა. ორგანიზაცია გაეროს სისტემის ოთხი დამოუკიდებელი სააგენტოს შერწყმის შედეგად შეიქმნა. მათი საქმიანობა ფოკუსირებული იყო გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდაზე. გაეროს ქალთა ორგანიზაცია მათ მნიშვნელოვან შედეგებს ემყარება. ეს სააგენტოებია:
  • ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების განყოფილება (DAW)
  • ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების სფეროში კვლევისა და ტრენინგის საერთაშორისო ინსტიტუტი (INSTRAW)
  • გენდერულ საკითხებსა და ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების სფეროში საგანგებო მრჩევლის სამსახური (OSAGI)
  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალთა განვითარების ფონდი (UNIFEM)

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ძირითადი ფუნქციებია:
  • სამთავრობათაშორისო უწყებებისთვის, მათ შორის ქალთა მდგომარეობის კომიტეტისთვის, პოლიტიკის, გლობალური სტანდარტებისა და ნორმების ჩამოყალიბებაში დახმარების გაწევა;
  • წევრი სახელმწიფოების დახმარება აღნიშნული სტანდარტების განხორციელებაში, ასევე შესაფერისი ტექნიკური და ფინანსური დახმარების გაწევა და სამოქალაქო საზოგადოებაში ქმედითი პარტნიორობების ხელშეწყობა იმ ქვეყნებში, რომლებიც ამას ითხოვენ;
  • გაეროს სისტემის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა გენდერული თანასწორობის სფეროში საკუთარ ვალდებულებებთან დაკავშირებით, მათ შორის მთელი სისტემის მასშტაბით მიღწეული წინსვლის რეგულარული მონიტორინგი.

მრავალი ათწლეულის განმავლობაში გაერომ გენდერული თანასწორობის გაუმჯობესების კუთხით სერიოზულ წარმატებას მიაღწია, რასაც ხელი ისეთი დოკუმენტების მიღებამაც შეუწყო, როგორიც პეკინის დეკლარაცია და სამოქმედო პლატფორმა, ასევე ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციაა. გენდერული თანასწორობა მხოლოდ ადამიანის ძირითადი უფლება არ არის. მის მიღწევას უზარმაზარი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები მოჰყვება.

ქალთათვის შესაძლებლობების გაფართოება ბიძგს აძლევს ეკონომიკის განვითარებას და ხელს უწყობს პროდუქტიულობის ზრდას, მაგრამ გენდერულ უთანასწორობას ყველა საზოგადოებაში ღრმად აქვს ფესვები გადგმული.

​ქალები მოკლებულნი არიან ღირსეული სამუშაოს შესაძლებლობებს, არც ისე იშვიათია მათ მიმართ სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაცია, არსებობს დიდი განსხვავება მათსა და მამაკაცების ხელფასებს შორის, ძალიან ხშირად ქალებს ხელი არ მიუწვდებათ საბაზისო განათლებასა და ჯანდაცვაზე, მსოფლიოს ყველა ადგილას ისინიძალადობასა და დისკრიმინაციას განიცდიან. დაბალია ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებშიც.

მრავალი წლის განმავლობაში გაეროს ძალისხმევა - მსოფლიო მასშტაბით ხელი შეეწყო გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისთვის, სერიოზულ გამოწვევებს აწყდებოდა. მათ შორის იყო არაადეკვატური დაფინანსება და ისეთი ერთიანი, აღიარებული მამოძრავებელი ძალის არარსებობა, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის სფეროში გაეროს საქმიანობას წაუძღვებოდა.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია სწორედ ამ გამოწვევების პასუხად დაარსდა. იგი იქნება ქალებისა და გოგონების დინამიკური და მძლავრი დამცველი და წარადგენს მათ მსოფლიო, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე. გაეროს ქალთა ორგანიზაცია ეყრდნობა თანასწორობის შესახებ გაეროს ქარტიაში გათვალისწინებულ ხედვას და სხვა საკითხებთან ერთად მუშაობს შემდეგი მიზნების მისაღწევად:
  • ქალთა და გოგონათა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრა;
  • ქალთა შესაძლებლობების გაზრდა;
  • ქალებსა და მამაკაცებს - როგორც განვითარების, ადამიანის უფლებების, ჰუმანიტარული ქმედების, მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროებში პარტნიორებსა და ბენეფიციარებს - შორის თანასწორობის მიღწევა.
გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი