ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

28/3/2022

ფიშინგი და მისგან თავის დაცვა

Comments

Read Now
 
Picture
ფიშინგი (ინგლ: fishing - თევზაობა + phreaching - სატელეფონო თაღლითობა) — ინტერნეტ-თაღლითობის და კიბერ დანაშაულებრივი ფორმა, ელ-ფოსტის ან სხვაგვარი შეტყობინებების გაგზავნა ცნობილი რეალური ორგანიზაციის სახელით ან ლოგოთი (მაგალითად: ბანკი, Hotmail, eBay, Mail.ru, Facebook). ფიშინგის სუბიექტის მიზანია, აიძულოს მიმღები (ობიექტი), გამოავლინოს პირადი დაცული ინფორმაცია შემდგომი ქურდობის მიზნით.

ფიშინგის დროს მომხმარებელს მისდის მოწვევა საიტზე, სადაც მას ეკითხებიან დაცულ ინფორმაციას — პაროლებს, საკრედიტო ბარათის, სოციალური უსაფრთხოების ან საბანკო ანგარიშის ნომრებს. ეს საიტი, ჩვეულებრივ, ჰგავს ცნობილი ორგანიზაციის გვერდს და ინფორმაციის შეგროვების შემდეგ შეიძლება მოხდეს მომხმარებლის გადამისამართება რეალურ საიტზე. მაგალითისთვის, შესაძლებელია ასეთი ყალბი წერილი იტყობინებოდეს, რომ ანგარიში შეჩერებული იქნება, თუ არ მოხდა მისი პაროლის ან საკრედიტო ბარათის ინფორმაცის განახლება მოცემულ საიტზე.

ფიშინგი სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი და ყველაზე შედეგიანი გზაა, მაგალითად, მავნებელი და ზიანის მომტანი გვერდებზე დაწკაპუნება რომელიც არის ფიშერი იწვევს მსხვერპლის დავირუსებას, პირველი შემთხვევა სოციალურ ქსელებში დაფიქსირდა Facebook გავრცელება, როდესაც მსხვერპლს სთხოვდა პირადი მონაცემების შეყვანას რათა მომხმარებელმა გაიაროს ავტორიზაცია.

ფიშინგის დროს, თაღლითები მოტყუების გზით აიძულებენ მომხმარებელს გაამჟღავნოს თავისი საბანაკო და პერსონალური ინფორმაცია მათ მიერ შექმნილ ყალბ ვებგვერდზე, რომელიც ინტერნეტბანკის, ან სხვა გადახდის ვებგვერდის მსგავსია. ამ ინფორმაციაზე წვდომა კი თაღლითებს მსხვერპლის თანხის მითვისების საშუალებას აძლევს.

არავის გაუზიაროთ თქვენი საბანკო ინფორმაცია

არავის გაუზიაროთ ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი, ტელეფონით მიღებული ერთჯერადი კოდი, ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა და უსაფთხოების კოდი - ეს რჩევა ეხება ინფორმაციის როგორც პირად, ისე სატელეფონო ზარით, ელექტრონული ფოსტით თუ სოციალური ქსელით გაზიარებას.

სიფრთხილე გამოიჩინეთ ელექტრონულ წერილებთან

არ დაუჯეროთ ელექტრონულ წერილებს და შეტყობინებებს, რომლებიც თითქოსდა თქვენი ბანკისგან, ან ცნობილი ორგანიზაციისგან არიან, წერილში მოცემულ ბმულზე ითხოვენ გადამისამართებას და ამ ბმულზე, რომელიც თქვენი ინტერნეტბანკის ან გადახდის ვებგვერდის მსგავსია, თქვენი მონაცემების შეყვანას გთხოვენ.

არ დაუჯეროთ სხვადასხვა შეთავაზებებს

არ დაუჯეროთ შეთავაზებებს, რომლებიც რაიმეს მოგებას ან გათამაშებაში მონაწილეობას გპირდებიან და ამისთვის შეთავაზებაში მოცემულ ბმულზე გადასვლით ინტერნეტბანკში შესვლას გთხოვენ.

არასოდეს გადახვიდეთ ინტერნეტბანკში ბმულიდან

ამის ნაცვლად წინასწარ დაიმახსოვრეთ თქვენი ინტერნეტბანკის ვებმისამართი და ყოველთვის თქვენით აკრიფეთ ის მისამართის ველში.

დააკვირდით ვებგვერდის მისამართის ველს

თუ მაინც გადახვედით ბმულზე, კარგად დააკვირდით  მისამართის ველს - თაღლითური ვებგვერდის მისამართი ხშირად ერთი ან რამდენიმე სიმბოლოთი განსხვავდება ინტერნეტბანკის ნამდვილი გვერდის მისამართისგან. ამასთან, ის უნდა იწყებოდეს https://-ით და მისამართის ველში უნდა ჩანდეს მწვანე ჩაკეტილი ბოქლომის სიმბოლო.

გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია

გადაამოწმეთ ინფორმაცია იმ ბანკთან, რომლის სახელითაც მიიღეთ შეტყობინება ან რომლის სახელითაც ვრცელდება რეკლამა. დაუკავშირდით ბანკს მის ოფიციალურ ტელეფონის ნომერზე.

სიფრთხილე გამოიჩინეთ უცხო წერილებთან

სიფრთხილე გამოიჩინეთ უცნობი გამომგზავნისგან, ან მოულოდნელად მიღებულ ელექტრონულ  წერილებთან მიმართებაში, არ გახსნათ წერილებში მითითებული ბმულები და არ შეიყვანოთ პირადი ინფორმაცია. არ ჩამოტვირთოთ მიმაგრებული ფაილები, რადგან ისინი მავნე პროგრამების შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს.

გაააქტიურეთ ორ ფაქტორიანი ავთენტიფიკაცია ინტერნეტბანკისთვის
ამ შემთხვევაში, ინტერნეტბანკში შესასვლელად, მომხმარებლის სახელის და პაროლის გარდა დამატებითი ინფორმაციის, მაგალითად, ერთჯერადი კოდის შეყვანაც იქნება საჭირო, რომლის გამოგზავნაც ხდება SMS-ის სახით ბანკში მითითებულ მობილურის ნომერზე.

არავის გაუზიაროთ 3D უსაფრთოების კოდი

ინტერნეტში ბარათით გადახდის დროს დამატებითი უსაფრთხოების ხარისხს უზრუნველყოფს 3D სერვისი, რაც მოიცავს ოპერაციის განსახორციელებლად თქვენი ბანკის მიერ ერთჯერადი კოდის თქვენთვის გამოგზავნას და თქვენ მიერ მისი შეყვანით ოპერაციის დადასტურებას - არავის გაუზიაროთ ეს კოდი.

გაააქტიურეთ SMS მომსახურება

ამ შემთხვევაში შეძლებთ მომენტალურად მიიღოთ შეტყობინება თქვენი ანგარიშიდან განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ.

აკონტროლეთ თქვენი ანგარიშის ამონაწერი

საეჭვო ტრანზაქციის შემჩნევის შემთხვევაში სასწრაფოდ დაბლოკეთ ბარათი, შეცვალეთ ინტერნეტბანკის პაროლი და აცნობეთ თქვენს მომსახურე ფინანსურ ორგანიზაციას.

გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი