ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

15/2/2022

საკონსტიტუციო კონტროლის არსი და პრინციპები

Comments

Read Now
 
Picture
საკონსტიტუციო კონტროლი კონკრეტული სახელმწიფოს დამახასიათებელი ინდივიდუალური სამართლებრივი ინსტიტუტია. მისი მოწყობა და უფლებამოსილების ჩამოყალიბება თვითონ სახელმწიფოს ნებაზეა დამოკიდებული. საკონსტიტუციო კონტროლი მოწოდებულია დაიცვას შესაბამისი ქვეყნის კონსტიტუცია ანუ სახელმწიფოს ძირითადი კანონი და განახორციელოს ხელისუფლების დანაწილების პროცესში წარმოშობილი პრობლემების მოგვარება.

მის ამოცანას წარმოადგენს ის რომ მოაწესრიგოს მოცემულ სახელმწიფოში მიღებული და ასევე გამოცემული ნებისმიერი სამართლებრივი აქტის შესაბამისობა კონსტიტუციის იმპერატიულ ნორმებთან. ,,კანონი რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას ბათილია, ეს ბოჭავს როგორც სასამართლოს ისე ხელისუფლების სხვა შტოებსაც“.

საკონსტიტუციო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ბათილად აცხადებს შესაბამის სამართლებრივ აქტს ან მის კონკრეტულ ნაწილს.

კონსტიტუციური კონტროლის პირველი პრეცედენტი გაფორმდა აშშ-ში 1803 წელს საქმეზე „მერბერი მედისონის წინააღმდეგ“ როდესაც კონგრესის მიერ მიღებული კანონი დაუპირისპირდა კონსტიტუციას და უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონსტიტუცია არის „ქვეყნის ძირითადი და უზენაესი კანონი“ და რომ „საკანონმდებლო ხელისუფლების ნებისმიერი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მოკლებულია იურიდიულ ძალას“.

ხოლო კონტინენტური (რომანულ-გერმანული) სამართლის ქვეყნებში პირველი საკონსტიტუციო კონტროლის პრეცედენტი დაფიქსირდა 1920 წელს, რაც იურისტ-მეცნიერ ჰანს კელზენის დამსახურებაა, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ავსტრიის კონსტიტუციის შემუშავებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელი კელზენმა ავსტრიისთვის შეიმუშავა, პირველი საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც მის საფუძველზე ჩამოყალიბდა, იყო არა ავსტრიაში, არამედ ჩეხეთში. იგი 1920 წლის თებერვალში დაარსდა, ხოლო ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც მოქმედება რამდენიმე თვის შემდეგ, 1920 წლის ოტომბერში დაიწყო, ძალიან ჰგავდა ჩეხეთის სასამართლოს, მაგრამ მისგან განსხვავდებოდა შედარებით ფართო უფლებამოსილებით.

იქიდან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო კონტროლის ფარგლები ყველგან ერთნაირი არაა და იგი წარმოადგენს ეროვნული ხასიათის ინსტიტუტს, იგი მნიშვნლოვანი თავისებურებებით ხასიათდება სხვადასხვა სახელმწიფოებში.

,,ყოველ სახელმწიფოში საკონსტიტუციო კონტროლის შემოღება ემყარება კონსტიტუციის უზენაესობის, მისი უმაღლესი იურიდიული ძალის პრინციპს. სწორედ ამ პრინციპის აღიარების საფუძველზე ხდება შესაძლებელი საკონსტიტუციო კონტროლის ეროვნული ინსტიტუტის დაფუძნება და განხორციელება”. აღსანიშნავია ,,ის, რომ ყოველი კანონი, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღდეგება, მაინც კონსტიტუციას ექვემდებარება,“  სწორედ კონსტიტუცია განსაზღვრავს იმ მაკონტროლებელ მექანიზმებს რითაც საკონსტიტუციო კონტროლის ორგანო ფუნქციონირებს და განსაზღვარვს იმ კანონის ბედს, რომელებიც არ მოდის თანხვედრაში კონტიტუციის იმპერატიულ ნორმებთან და პრინციპებთან.

სახელმწიფოში კონსტიტუციური კონტროლის განხორციელება ძირითადად დაკავშირებულია ადამიანის უფლებების დაცვასთან, ხელისუფლების დანაწილების პრინცითან, რომელიც, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს კომპეტენციათა განაწილებას ხელისუფლების ცალკეულ შტოთა შორის, ურთიერთკონტროლისა და გაწონასწორების მექანიზმის არსებობას, აგრეთვე კომპეტენციათა გამიჯვნას ხელისუფლების ცალკეულ შტოთა სტრუქტურაში არსებულ კონკრეტულ სახელმწიფო ორგანოებს შორის.

,,ხელისუფლების დანაწილების პრონციპის მნიშვნელოვანი კომპონენტი სახელწიფო ხელისუფელის არა მხოლოდ ჰორიზონტალური, არამედ ვერტიკალურ დონეზე გამიჯვნა- გადანაწილებაა“ შესაბამისად საკონსტიტუციო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოებს ენიჭებათ უფლებამოსილება კომპეტენციური დავები არა მხოლოდ ჰორიზონტალურ, არამედ ვერტიკალურ ჭრილშიც განიხილავენ.

აქედან გამომდინარე ნათელი ხდება თუ რა როლი ენიჭება საკონსტიტუციო კონტროლის განმახორცილებელ ორგანოს ფართო გაგებით ხელისუფლების უფლებამოსილებების გამიჯვნაში ჰორიზონტალურ თუ ვერტიკალურს დონეზე. საკონსტიტუციო კონტროლის განმახორცილებელ ორგანოს მსგავსი უფლებამოილება ხშირ შემთხვევებში ენიჭება ფედერალურ სახელმწიფოებში, იქიდან გამომდინარე, რომ ფედერალურ სახელწიფოში მოქმედებს საერთო ფედერალური უმაღლესი კანონი, რომელსაც უნდა შეესაბამემობდეს ვერტიკალურ დონეზე მდგარი ფედერაციების კანონები და ნორმატიული აქტები.

როგორც ავღნიშნეთ საკონსტიტუციო კონტროლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს წარმოადგენს ადამინის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, რაც ცალსახად ,,დემოკრატიოული სახელმწიფოს უმთავრესი ატრიბუტია,“ აღნიშნული გამომდინარეობს იქიდან, რომ საკონსტიტუციო კონტროლის განმახორცილებელი

ორგანო ხშირ შემთხვევებში განიხილავს კერძი პირებისაგან წადგენილ საჩივრებს. აღსანიშნავია ის გარემოება, კონტროლის განმახორცილებელი ორგანო განიხილავს საქმებს კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპიდან გამომდინარე, ეს იმას ნიშნავს რომ გამოცემული აქტი, რომელიც ლახავს პირის კანონიერ ინტრესებს მოქალაქეს შეუძლია გასაჩივროს აღნიშნულ ორგანოში და მოითხოვოს გასაჩივრებული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენა.

საკონსტიტუციო კონტროლის განმახორცილებელი ორგანოს აღნიშნული ფუქცია, წარმოდგენს სახელმწიფო ხელისუფლების შეზღუდვის მექანიზს, რომ არ მოხდეს ისეთი მანკიერი აქტების აღსრულება, რომელიც ლახავს პირის კანონიერ ინტერესებს. აღნიშნული მექანიზმი ერთგვარ პრევენციულ საშვალებას წარმოქმნის.
საერთო წესების თანახმად, საკონსტიტუციო კონტროლი გამოცალკევებული უნდა იყოს, როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან, აქედან გამომდინარე საჭირო ხდება, რომ აღნიშნული კონტროლი გადაეცეს საერთო სასამართლოებს, ანდაც შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო, რომელიც განახორციელებს კონტროლის.

აღნიშნულიდან გამომდინარე განასხვავებენ კონსტიტუციური კონტროლის განხორცილების ორ მოდელს დეცენტრალიზებულს და ცენტრალიზებულს. ,,დეცენტრალიზებული მოდელი კონკრეტული კონტროლით ხასიათდება საერთო სასამართლოებში, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მოსამართლეებმა შესაძლოა ამა თუ იმ სამართლებრივი აქტის მოქმედება შეაჩერონ დავის კონკრეტული მხარის მიმართ, თუკი დადგინდა, რომ იგი წინააღმდეგობაში მოდის ამ მხარის კონსტიტუციურ რანგში აყვანილ უფლებასთან. ცენტრალიზებულ მოდელში საერთო სამართლის სისტემისგან გამიჯნული საკონსტუტიციო სასამართლო აბსტრაქტულად განიხილავს ნორმების კონსტიტუციურობას.

აბსტრაქტული კონტროლი შესაძლოა დახასიათდეს, როგორც „ნორმათკონტროლი“ ან პრევენციული კონტროლი“. ამ ორი მოდელის შედარებისას შეგვიძლია ვისაბროთ მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე, მაგრამ ფაქტი ერთია ორივე მოდელი წარმატების ფუნქციონირებს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, მათი ინდივიდიდუალური წარმატება განპირობებულია გარკვეულ წილად ქვეყნის სამართლებრივ–პოლიტიკურ მოწყობაზე.

ძირითადად კონსტიტუციებში არ არის ამომწურავად განსაზღვრული საკონსტიტუციო კონტროლის განმახორციელებელი სპეციალიზებული ორგანოების უფლებამოსილებების ჩამონათვალი და მათი უფლებამოსილებები შესაძლებელია       კანონებითაც       გაიზარდოს. მაგალითად საქართველოს კონსტიტუცია ადგენს საკონსტიტუციო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უფლებამოსილებებს და განსაზღვრავს, რომ დამატებითი ულებამოსილებები და ,,მისი შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით“.

ასევე მსგავს მიდგომას ავითარებს ესპანეთიც, რომელიც საკონსტიტუციო კონტოლის სპეციალიზებული ორგანოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს და სტატუს განსაზღვრავს უმაღლეს კანონში ხოლო უფრო დეტალურად მათი განსაზღვრა ხდება 1979 წელს მიღებულ ორგანულ კანონში. აღნიშნული მიდგომა განპირობებულია იქიდან გამომდინაე, რომ არ შეიძლება ყოველი დეტალი განსაზღვრული იყოს უმაღლეს კანონში, ამიტომ მისი განსაზღვრა ხდება ორგანულ კანონებში. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ თუ სახელმწიფო მიიჩნევს საჭიროდ, საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოს ფულებამოსილეებები უნდა შეიზრუდოს ან გაიზარდოს, იგი ამის განხორციელებას ორგანული კანოში შედარებით მარტივად მოახერხებს, ვიდრე ქვეყნის უმაღლეს კანონში.
გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი