ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

31/3/2022

შეკავების პოლიტიკა

Comments

Read Now
 
Picture
შეკავება — გეოპოლიტიკური, სტრატეგიული, საგარეო საქმეტა პოლიტიკა რომელიც ადაპტირებული იქნა იქნა აშშ-ის მიერ ცივი ომის მიმდინარეობისას. ტერმინი დაკავშირებულია „სანიტარულ კორდონთან“ რომელიც შემდგონში ეწოდა სსრკ-ის გეოპოლიტიკურ შეკავებას 1940-იან წლებში. „შეკავების“ სტრატეგია ყველაზე კარგად ცნობილია როგორც, აშშ-ის და მისი მოკავშირეების საგარეო საქმეთა პოლიტიკა რომელიც მიმართული იყო კომუნიზმის გავრცელების შეჩერებისაკენ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.

როგორც ცივი ომის ნაწილი, „შეკავება“ იყო პასუხი სსრკ-ის მიერ კომუნისტური გავლენის სფეროების გაფართოებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში, აზიაში, აფრიკაში და ლათინურ ამერიკაში. „შეკავება“ წარმოადგენდა შუა დონეს საერთაშორისო დაძაბულობების განტვირთვისა და უკუგდების დოქტრინას შორის. შეკავების პოლიტიკას საფუძველი აშშ-ის დიპლომატი ჯორჯ კენანის მიერ 1946 წელს გაგვაზნილ გრძელ ტელეგრამაში ჩაეყარა.

1850-იან წლებში, ანტი-მონობის ძალებმა აშშ-ში ჩამოაყალიბეს თავისუფალი მიწის სტრატეგია, რათა შეეკავებინა მონობის გავრცელება მის განადგურებამდე. ისტორიკოსმა ჯეიმზ ოუკსმა სტრატეგია ახსნა:

ფედრალური მთავრობა სამხრეთის შტატებს გარს მოახვევდა თავისუფალ შტატებს, თავისუფალ ტერიტორიებს, თავისუფალ წყლებს, აშენებდნენ „თავისფულების კორდონს“ მონური შტატების ირგვლივ, ამ სისტემებით იქნებოდნენ გარშემოხვეული მანამ სანამ მათი შინაგანი სიტემა არ დასუსტდებოდა და ყოველი მათგანი მონობას სათითაოდ არ მიატოვებდა“ 

1873 და 1877 წლებს შორის, გერმანია ერეოდა საფრანგეთის მეზობელი სახელმწიდოების საშიანაო საქმეებში. ბელგიაში, ესპანეთსა და იტალიაში ბისმარკი აგრძელებდა და ინარჩუნებდა პოლიტიკურ ზეწოლას, ლიბერალების მხარდასაჭერად. ეს იყო საფრანგეთში რესპუბლიკანიზმის გავრცელების კიდევ გეგმის ნაწილი, რათა საფთანგეთში მომხდარიყო კლერკისტ-მონარქისტი პრეზიდენტი პატრის დე მაკმეჰონის პოლიტიკური იზოლაცია. ბისმარკი იმედოვნებდა რომ საფრანგეთის ლიბერალური სახელმწიფოებით გარშემორტყმა, გამოიწვევდა მაკმეჰონის და მისი რეაქციონისტი მხარდაჭერების პოლიტიკურ დამარცხებას და საფრანგეთის დასუსტებას.

1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ რუსეთში, დასავლელი ლიდერები განიხილავდნენ რუსეთის ბოლშევიკური რეჟიმის იზოლაციას, რათა შეეჩერებინათ მსოფლიო მაშტაბის რევოლუცია. 1919 წლის მარტში, საფრანგეთის პრემიერმა ჟორჟ კლემანსომ გაახმაურა სანიტარული კორდონის იდეა, არაკომუნისტური სახელმწიფოების წრე რათა მოეხდინათ საბჭოთა რუსეთის იზოლაცია. აშშ-ის პრეზიდენტმა ვუდრო უილსონმა კი „კარანტინის“ იდეა, რომელიც მსგავსი იყო „სანიტარული კორდონის“ და ორივე მათგანი კომუნიზმს მოხსენიებდა როგორც გადამდებ დაავადებას.

პირველი მსოფლიო ომის ანტანტის ძალები რუსეთში შეიჭრნენ, გერმანიის წინააღმდეგ აღმოსავლეთ ფრონტის გასახსნელად. მაგრამ რეალობაში ეს იყო ანტიბოლშევიკური, ანტიკომუნისტური პოლიტიკის ნაწილი და შეჭრის შემდეგ დიდი ეკონომიკური ზარალი მიიღო სრულიად რუსეთის ეკონომიკამ. 1919 წლისათვის ჩარევა სრულიად ანტიკომუნისტური, თუმცა საზოგადეობის აზრისა და პროტესტის მიზეზით ანტანტამ დატოვა რუსეთი. მიუხედავად იმისა რომ ანტანტის კამპანია პროდემოკრატიული იყო, ისინი ხშირად ეხმარებოდნენ ცარისტ გენერლებს გრეგორი ნიხაელოვაჩ სემიონოვის და ალექსანდრე კოლჩაკის მსგავსად.

თავდაპირველად აშშ-მ უარი განაცხადა სსრკ-ის აღიარებაზე, თუმცა პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა შეაჩერა ეს პოლიტიკა 1933 წელს, ამერიკული ექსპორტების გაზრდის მიზნით.

1938 წლის მიუნხენის შეთანხმება იყო ნაცისტური ექსპანსიონიზმის შეკავების მცდელობა ევროპაში, აშშ ასევე ცდილობდა იაპონიის შეკავებას 1937-1941 წლებში, რასაც იაპონიამ პერლ-ჰარბორზე თავდასხმით უპასუხა.

ოპერაცია ბარბაროსას შემდეგ, 1941 წელს აშშ და სსრკ მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეები გახდნენ და უკუგდების დოქტრინის გამოყენებით დაამარცხეს ღერძის ძალები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მნიშვნელოვანი წევრები მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა უფრო და უფრო იმდგაცრუებულნი და ეჭვიანები ხდებოდნენ სსრკ-ის მიმართ. აველ ჰარიმენი, აშშ-ის ელჩი მოსკოვში, რომელიც „დამტკიცებული ოპტიმისტი“ იყო აშშ-სსრკ-ის ურთიერთობების შესახებ, გაოგნებული და იმეგაცრუებული იყო სსრკ-ის ვარშავის აჯანყების ყალატითა და იალტის შეთანხმების დარღვევის გამო.

1946 წლის თებერვალში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯორჯ კენანს, რომელიც მოსკოვში იმყოფებოდა, სთხოვა გაერკვია თუ რატომ ეწინააღმდეგებოდა სსრკ მსოფლიო ბანკის შემქნას და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შექმნას. კენანმა პასუხად გამოაგზავნა საბჭოთა პოლიტიკის დიდი ანალიზით, გრძელი ტელეგრამ:

,,საბჭოთა ძალა, ჰიტლერის გერმანიისაგან განსხავებით, არც სქემატური და არც თავდაგასავლურია. ის არ მუშაობდა უცვლელი გეგმებით. ის არ იღებდა რისკებს. გაუგებარი დასაბუტებული ლოგიკისთვის და ძალზედ მგრძმობიარე ძალის ლოგიკისთვის. მას ადვილად შეუძლია უკან დახევა-და როგორც წესი უკან იხევს ძლიერ წინააღმდეგობასთან შეხვედრი შემთხევაში."

კენანზე დაყრდნობით:

  • სსრკ თვიდა რომ კაპიტალიზმთთან მარადიულ ომში იყვნენ;
  • სრკ გამოიყენებდა კონტროლირებად მარქსისტებს, როგორც მოკავშირეებს;
  • საბჭოთა აგრესია არ იყო შესაბამისობაში არც ხალხის ხედვებდთან და არც ეკონომიკურ რეალობასთან, არამედ ისტორიულ რუსულ ქსენოფობიასა და პარანოიაზე;
  • საბჭოთა მთავრობა ხელს უშლიდა მთავრობის სტრუქტური ობიექტური ან ზუსტი საგარეო და საშინაო საქმეების რეალობის წარმოდგენას.

კენანის ტელეგრამა მიღებული იქნა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ როგორც „იმ სიტუაციის აღიარება, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო.“ თავად კენნმა დიდი ენთუსიაზმი მიუძღვნა ტელეგრამის მიღების დროს:„ექვსი თვის წინ ამ წერილს სახელმწიფო დეპარტამენტში აწეული წარბებით და უკმაყოფილო ტუჩებით დახვდებოდნენ. ექვსი თვის შემდეგ კი ზედმეტი იქნებოდა.“ კლარკ ცლიფორდი და ჯორჯ ელსი მუშაობდნენ გრძელი ტელეგრამის მიხედვით შემუშავებულ ანგარიშზე ანგარიშზე რომელსაც უნდა შეექმან მყარი რეკომენდაციები ანალისტიკურ ბაზაზე დაყრდნობით. ეს ანგარიში, რომელმაც გასცა საბჭოთა გავლენის „შეკავების და შეზღუდვის“ რეკომენდაცია გასცა, აშშ-ის პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს 1946 წლის 24 სექტემბერს წარუდგინეს.

1947 იანვარში, კენანმა წარადგინა ანგარიში ესეს სახით, რომელსაც „X სტატია“ ეწოდა." საზღვაო ძალების მდივანმა ჯაეიმზ ფორესტალმა გასცა ანგარიშის გამოცემის ნებართვა საგერო საქმეთა ჟურნალში, ფსევდონიმი „X“-ის ქვეშ. ბიგრაფმა დუგლას ბრიმკლიმ ფორესტალი „შეაკვების ნათლიად“ შერაცხა. ტერმინი „შეკავების“ გამოყენება სწორედაც რომ „X სტატიიდან“ იწყება: „ამ სიტუაციაში აშკარაა აშშ-ის პოლტიკის ნებისმიერ მთავარი ელემენტი სსრკ-ისთან მიმართებით გრძელვადიანი უნდა იყოს, მომთმენი მაგრამ მყარი და ფხიზელი რუსეთის ექსპანსიონისტური ტენდენციების შესაჩერებლად.“

კენანი შედეგ შეეწინააღმდეგა შეკავების პოლიტიკას და აღნიშნა რამდენიმე ნაკლოვანებები მის „X სტატიაში“. კენანმა თქვა რომ მან არ იგულისხმა „საბჭოთა ძალის სამხედრო შეკავება, არამედ პოლიტიკური ძალის პოლიტიკური შეკავება.“

გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი