ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

11/9/2022

საჯარო ინფორმაცია და მის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურები

Comments

Read Now
 
Picture

საჯარო ინფორმაცია - ოფიციალური დოკუმენტი ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულებების ან საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია.

საჯარო დაწესებულებიდან პირს აქვს ნებისმიერი ინფორმაციის მოთხოვნის უფლება თუ ის არ შეიცავს სახელწიფო, პირად ან კომერციულ საიდუმლოებას. ასევე დახურულია და არ გაიცემა აღმასრულებელი პრივილეგიით დაცული ინფორმაცია.

სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციას წარმოადგენს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა და სახელმწიფო უშიშროების და მართლწესრიგის დაცვის სფეროს მიკუთვნებული საკითხები, ხოლო უფრო დეტალურად სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონში შეიძლება მოვიძიოთ ეს ინფორმაცია.

პირადი ინფორმაცია არის პერსონალური მონაცემები, რომლის პირად საიდუმლოდ მიჩნევის საკითხსს წყვეტს პირი, რომლის შესახებაც საჯარო დაწესებულებაში არსებობს ეს ინფორმაცია. კანონის თანახმად პერსონალური მონაცემები არის ინფორმაცია, რომელიც პირის იდენტიფიკაციის შესაძლებობას იძლევა. პირად საიდუმლოებას მიეკუთვნება ინფორმაცია რომელიც დაკავშირებულია პირის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან და სხვა კერძო საკითხებთან.

კომერციული საიდუმლოება - ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ამასთანავე,უნდა აღინიშნოს, რომ კომერციული საიდუმლობა არის კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და სხვა მეწარმე სუბიექტების საიდუმლოება და მათ საიდუმლოებას მიეკუთვნება. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოდ მიჩნევა.

ტერმინით „აღმასრულებელი პრივილეგია“ აღინიშნება ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება, არ გაამჟღავნოს ამ ორგანოს თანამდებობის პირის გადაწყვეტილებათა მომზადების პროცესში მონაწილე სხვა საჯარო მოსამსახურეთა ვინაობა.

იმისავის, რომ მოვიპოვოთ საჯარო ინფორმაცია უნდა მივმართოდ შესაბამის საჯარო დაწესებულებას წერილობითი განცხადებით, განცხადებაშიუნდამიეთითოს:


  • უწყების ან თანამდებობის პირის დასახელება
  • მოთხოვნა
  • თანდართულიდოკუმენტების ნუსხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში
  • განმცხადებლის სახელი,გვარი და მისამართი
  • განცხდების შედგენის თარიღი

განცხადებაში აუცილებელი არ არის მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. პირმა შეიძლება ზეპირი ფორმით მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია. მას უარი არ უნდა ეთქვას ინფორმაციის გაცემაზე, ასეთ შემთხვევაში ზეპირი მოთხოვნა უნდა დაფიქსირდეს წერილობით.

საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:


  • სხვა დასახელებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;
  • მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;

საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უფასოდ. დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებისა. ასეთ შემთხვევაში გადახდილი თანხა უნდა ემთხვეოდეს ასლის გადაღების თვითღირებულებას. · განმცხადებელი არ არის ვალდებული გადაიხადოს ასლის გადაღების საფასური საჯაროდაწესებულებაში მასზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას; · კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას ან ინფორმაციის ელექტრონულად გადაგზავნისას.

საჯარო დაწესებულების უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ. საჯაროინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი, ასევე მიუთითოს ის ადმინისტრაციული დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას.

ინფორმაციათა სახეები რომელთა გასაიდუმლოება დაუშვებელია:
·
  • ინფორმაცია გარემოს შესახებ, აგრეთვე მონაცემები იმ საშიშროების თაობაზე, რომელიც ემუქრება მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; ·
  • საჯარო დაწესებულების საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები;
  • საჯარო დაწესებულების სტრუქტურის აღწერა, მოსამსახურეთა ფუნქციების განსაზღვრისა და განაწილების, აგრეთვე გადაწყვეტილებათა მიღების წესი; ·
  • საჯარო დაწესებულების იმ საჯარო მოსამსახურეთა ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი, რომელთაც უკავიათ თანამდებობა ან ევალებათ საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება ან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება; ·
  • ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების და გაცემის შესახებ და ასევე საჯარო დაწესებულებათა ფინანსური საქიანობის შესახებ ინფორმაცია. ·
  • ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოებად.

საჯარო ინფორმაციის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში თუკი საჯარო დაწესებულება უარს ამბობს ინფორმაციის მოწოდებაზე ან არასრულად აწვდის ინფორმაციას, განმცხადებელს უფლება აქვს გაასაჩივოს გადაწყვეტილება უარის მიღებიდან, ერთი თვის ვადაში,

გადაწყვეტილება ჯერ აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს ზემდგომ თანამდებობის პირთან ან ადმინისტრაციულ ორგანოში (იმ უწყების ხელმძღვანელთან, რომელი საჯარო დაწესებულებიდანაც უარი გეთქვათ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე), საჩივრის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში იგი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, ამ პროცედურების გავლის გარეშე სასამართლო სარჩელს არ მიიღებს. გამონაკლისი ის შემთვევაა როდესაც არ არსებობს აქტის გამომცემი პირის ზემდგომი.

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი