ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

4/2/2022

ოჯახში თანასწორობასთან დაკავშირებული პრობლემები

Comments

Read Now
 
Picture
გენდერული როლებისათვის დამახასიათებელია არა თანასწორობა, არამედ იერარქიულობა. ის როლები, რომლებიც სტერეოტიპულად ქალის მახასიათებლად აღიქმება, გაუფასურებულია, ხოლო მამაკაცისა – დაფასებული. მაგალითად, გენდერული როლების დაყოფის ნაყოფია რომ ქალის მიერ გაწეული საშინაო შრომა გაუფასურებულია, ხოლო კაცის მიერ სახლის გარეთ გაწეული შრომა დაფასებული და ანაზღაურებადი. ასევე, ხშირად მიაჩნიათ, რომ მამაკაცები ჭკვიანები არიან, ქალებს კი ნაკლები ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვთ და სხვა. ფემინისტი მკვლევარების აზრით, ასეთი რწმენები ხელს უწყობს პატრიარქალურ სისტემაში ქალის ჩაგვრას და მის მეორეხარისხოვან ადამიანად წარმოჩენას.

თუმცა, თანამედროვე ცხოვრებამ საგრძნობლად შეუცვალა ოჯახს სტრუქტურა და ტრადიციული მოვალეობებიც ისეთი მყარი აღარ არის: სულ უფრო მეტი ქალია დასაქმებული სახლის გარეთ და სულ უფრო მეტი კაცი ერთვება ბავშვების აღზრდაში. რეალურად, სივრცე განსხვავებულ გენდერებს შორის მცირდება. თანამედროვე საზოგადოება ცდილობს შექმნას თანასწორი საზოგადოება და თანასწორი ოჯახი.

სასურველია ოჯახის ყველა წევრი ერთად იღებდეს გადაწყვეტილებებს, ყველას ჰქონდეს საშუალება ღიად გამოხატოს საკუთარ აზრი, აკრიტიკებდნენ და მხარს უჭერდნენ ერთმანეთს და ამავდროულად ოჯახში რჩებოდნენ დამოუკიდებელ და პასუხისმგებლობის მქონე ინდივიდებად, ეს ყოველივე ბავშვებსაც მიემართებათ. საზოგადოებაში ტრადიციულ და თანამედროვე შეხედულებებს შორის საკმაო განსხვავებაა, რაც ბევრ ოჯახს დილემის წინაშე აყენებს.

გენდერული როლების ტრადიციული ხასიათით ჩამოყალიბებას თავისი ისტორიული წინაპირობები ჰქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ პირველყოფილ ადამიანებს სჭირდებოდათ გამრავლება და გადარჩენა, მნიშვნელოვანი იყო ნადირობა, საკვებით მომარაგება, ნაშიერის დაცვა მტაცებელი ცხოველებისაგან. ქალებს ხშირი ორსულობის, მშობიარობის და ბავშვების მოვლის გამო უწევდათ სახლში ყოფნა და შთამომავლობაზე ზრუნვა, კაცებს კი უწევდათ სახლის გარეთ მუშაობა, ნადირობა და სხვა გზით საკვების მოპოვება.

დღეს, როდესაც ქალს შეუძლია აკონტროლოს შობადობა, როდესაც ადამიანებს არ უწევთ ცხოველებისაგან თავის დაცვა და სარჩოს მოპოვებაც აღარ არის დამოკიდებული ნადირობაზე, გენდერული როლების ძველებური დანაწილება აზრს კარგავს. საუკუნეები დასჭირდათ ქალებს, რომ მოეპოვებინათ იგივე უფლებები და თანასწორი სტატუსი კაცებთან მიმართებაში. ბევრი ქალი დღეს ახერხებს იცხოვროვს სრულფასოვანი ცხოვრებით, თავად დაგეგმოს საკუთარი ოჯახი და ჰქონდეს მისთვის სასურველი კარიერა. თუმცა რიგ საზოგადოებებში კვლავ მიიჩნევენ, რომ ქალის მთავარი ფუნქცია შვილების გაჩენა და დედობაა. თუ ოჯახში დამკვიდრებული ტრადიციული გენდერული როლები, ასეთ ოჯახებში ქალებს და გოგონებს კვლავ უწევთ საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლა და მტკიცება, რომ ისინი კაცების თანასწორნი არიან.

თანამედროვე სოციალური სტრუქტურა ქალებს და კაცებს საზოგადოების თანასწორუფლებიან წევრებად მიიჩნევს, თანასწორი უფლებებით, სტატუსითა და პასუხისმგებლობებით. თუმცა ბევრი ოჯახი ისევ შედგება არა თანასწორი მეუღლეებისაგან, არამედ ავტორიტატული მამისა და მორჩილი დედისაგან, ასეთ ოჯახებში გაზრდილ ბავშვებს შესაძლოა, ანალოგიური მოლოდინები ჰქონდეთ მეუღლეების მიმართ, როდესაც საკუთარ ოჯახებს შექმნიან.

თანასწორმა სტატუსმა, შესაძლოა, გააღიზიანოს ქმარი, რომელიც მიიჩნევს, რომ აღმატებულია ცოლზე. თუ ადამიანი თანასწორობის პატივისცემით არ აღუზრდიათ, მას საკმაო დრო სჭირდება იმისათვის, რომ შეეგუოს ახლებურ სოციო-კულტურულ წყობას. 

ოჯახი მხოლოდ ერთ ჭერქვეშ მცხოვრებთა ინსტიტუტი როდია. ეს უკანასკნელი ერთნაირად მოაზროვნე ან ერთმანეთის მოყვარე ადამიანების გაერთიანებაა, რომლის თითოეულ წევრსაც აკისრია კონკრეტული მოვალეობები და პასუხისმგებლობები. მოვალეობების და პასუხისმგებლობების გადანაწილება შეთანხმებით უნდა მოხდეს ახლადშექმნილ ოჯახში და ეს წესები შესაძლოა პერიოდულად გადაიხედოს.

დღეს ორივე მშობელი - დედაც და მამაც მუშაობს, აგროვებს ფულს ოჯახისთვის, სარგებლობს თანასწორი სოციალური სტატუსითა და ფინანსური დამოუკიდებლობით. ამ გადმოსახედიდან, დიასახლისის შრომა ხდება არა კონკრეტულად ერთი ადამიანის, არამედ  ოჯახის  ყველა წევრის მოვალეობა. ერთმანეთზე მორგება და გაგება ის ასპექტებია, რომლებიც ოჯახს ეხმარება, უმტკივნეულოდ იცხოვროს, როგორც ერთიანმა სტრუქტურამ. დრომოჭმულ გენდერულ როლებზე ჩაბღაუჭებას კი მხოლოდ არსებული სიტუაციის გაუარესება შეუძლია.
გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი