ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

13/1/2022

კანონის უზენაესობა და პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა

Comments

Read Now
 
Picture
​კანონის უზენაესობა და პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა ჩვეულებრივი მოქალაქისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, იმ მიზეზების გამო, რომ პოლიტიკური ძალაუფლების გამოყენება დაექვემდებაროს კანონს.

ნამდვილად არ არის კარგი, როდესაც მთავრობა, როგორც დიქტატურის პირობებში, წყვიტავს ისე, როგორც თითონ მოისურვებს. მნიშვნელოვანია, რომ მათი საქციელი და მათი მოქალაქეების ქმედებები ექვემდებარებოდეს კანონს, რადგან კანონი ხელს  უწყობს სტაბილური და პროგნოზირებადი გარემოს შექმნას, რომელიც შეესაბამება როგორც ინდივიდუმების პიროვნულ უსაფრთხოებასა და თავისუფლებას, აგრეთვე უსაფრთხო ბიზნეს გარიგებებს.

მაგრამ კანონის უზენაესობა არ მოითხოვს, რომ მოქალაქეების ქცევის ყველა ან უმეტესი ნაბიჯი დაექვემდებაროს კიდევ უფრო მეტ კანონსა და სამართლებრივ რეგულირებას. პირიქით, მოქალაქეები ხშირად ეწინააღმდეგებიან საკუთარი ქცევის ზედმეტ დაქვემდებარებას სამართლებრივი რეგულირებისათვის. მეტი კანონი შესაძლოა ნიშნავდეს ქმედების ნაკლებ თავისუფლებას.

პოლიტიკოსს, როგორც პოლიტიკის შემოქმედს, თავის მხრივ, შესაძლოა ჰქონდეს ვალდებულება დაიკავოს სხვაგვარი პოზიცია. არსებობს სიტუაციები, როცა კანონის არარსებობა ქმნის პრობლემას, საფღტხეს და არასასურველ მდგოარეობას კანონის უზენაესობის თვალსაზრისით.

მათ, ვინც ახორციელებს ძალაუფლებას, არ უნდა ჰქონდეთ საშუალება, დააწესონ ჯარიმები ან მსგავსი სანქციები სხვებთან მიმართებაში ცხადი სამართლებრივი რეგულირების გარეშე. 
 
ამასთან მათ არ უნდა გააჩნდეთ სარგებლისა და კეთილგანწყობის გამოვლენის შესაძლებლობა ამაზე იუირიდიული უფლებამოსილების ფლობის გარეშე და იუირიდიულად გამართული წესებით მოქმედების გარეშე.
 
პოლიტიკოსი მუდმივად უნდა ადევნებდეს თვალყურს სხვა პოლიტიკოსებისა და ოფიციალური პირების საქმიანობას, რათა მათაც არ შეექმნათ ძალაუფლების თავისუფალი გამოყენების შესაძლებლობა. მოკლედ, როგორც პოლიტიკის შემქმნელი, პოლიტიკოსი არ უნდა უჭერდეს მხარს საკუთარი სურვილისა და განწყობის შესაბამის თავისუფალ ქმედებებს, ქმედება შეზღუდული და შემოფარგლული უნდა იყოს შესაბამისი კანონით. პოლიტიკოსი უნდა მიისწრაფოდეს ისეთი სისტემის შექმნისაკენ, სადაც ძალაუფლების გამოყენება მხოლოდ კანონის დაცვით არის შესაძებელი.
 
ამდენად, რაც შეეხება პოლიტიკური ძალაუფლების გამოყენებას, პოლიტიკოსმა, მიუხედავად მის მიერ პოლიტიკურ სისტემაში დაკავებული პოზიციისა, არასდროს არ უნდა მისცეს ოფიციალურ პირებს, და რა თქმა უნდა საკუთარ თავს, კანონის გარეშე მოქმედების უფლება, იქნება ეს ძალაუფლების გამოყენება, რომელიც მის უფლებამოსილებას სცდება, ან საკუთარი უფლებამოსილების კანონის დარღვევისკენ მიმართული გამოყენება.
 
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პოლიტიკოსებისათვის, რომლებიც მუშაობენ მთავრობის აღმასრულებენ ნაწილში. კანონისგან გადახვევის ცდუნება საქმეების უფრო სწრაფად მოგვარების, დამღლელი არსებითი და პროცედურული შეზღუდვების თავიდან აცილების გზით, ხელისუფლების ამ ნაწილში ყველაზე დიდია.
 
საკანონმდებლო ნაწილში მომუშავე პოლიტიკოსები კარგად უნდა იაზრებდნენ, რომ ძალაუფლების გამოყენება საკმარისი ხარისხით არის შეზღუდული კანონით. თუ პოლიტიკოსი აღმოაჩენს, რომ კანონი ზედმეტად უშვებს თვითნებურ ქმედებას, მას უნდა გაუჩნდეს არსებულ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის აუცილებლობის განცდა.

ახლო წარსულის მაგალითებიდან შეიძლება მოვიყვანოთ ანტი-ტერორისტული კანონმდებლობა, რომელიც კარგი მაგალითია იმისა, თუ რა საფრთხეს შეიცავს ზედმეტად ზოგადი განმარტებები და რამდენად შეიძლება უგულვებელყოფილ იქნას ფუნდამენტური უფლებები.

მისი პოზიციის მიუხედავად, პოლიტიკოსი პასუხისმგებელია უზრუნველყოს ხელისუფლების ძალაუფლების კანონისადმი დაქვემდებარება და მისი განხორციელება კანონის შესაბამისად.
გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი