ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

24/4/2022

ადამიანის განვითარების ინდექსი

Comments

Read Now
 
Picture
ადამიანის განვითარების ინდექსი - მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის წარმოადგენს ინდიკატორს მისი განვითარებისა და ის აერთიანებს ამ განვითარების ისეთ საზომებს, როგორიცაა: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა; განათლების დონე და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. ადამიანის განვითარების ინდექსი გაეროს მიერ აღიარებულია ადამიანური განვითარების განსაზღვრის სტანდარტულ საშუალებად.

ადამიანის განვითარების ინდექსის მთავარი დანიშნულებაა განსაზღვროს ქვეყნის ადამიანური განვითარების დონე, რომელიც ასევე იმ ჯგუფს განსაზღვრავს, რომელსაც ეს ქვეყანა განეკუთვნება- განვითარებულ, განვითარებად თუ დაბალგანვითარებულ ქვეყანათა ჯგუფს. ზოგადად, „ჰუმანური განვითარება“ — ესაა კონცეფცია, „გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის“ (UNDP) მიხედვით, ეხება ადამიანთა შესაძლებლობების ზრდის პროცესს, შემოსავლების ზრდას, დასაქმებას, განათლების მიღებისთვის უკეთესი პირობების შექმნას, ჯანდაცვას და ა. შ.

საინტერესოა, რომ ეს ინდექსი 1980 წელს შეიმუშავეს პაკისტანელმა ეკონომისტმა — მაჰბუბ ელ ჰაქმა და სერ რიჩარდ ჯოლიმ. მას შემდეგ, „გაეროს განვითარების პროგრამა“ თავის ყოველწლიურ „ადამიანური განვითარების ანგარიშში“ იყენებს ამ ინდექსს.

შეიქმნა იმ პრინციპზე დაყრდნობით, რომ ხალხი და მათი შესაძლებლობები უნდა იყოს ქვეყნის განვითარების შეფასების საბოლოო კრიტერიუმები და არა მხოლოდ ეკონომიკური ან სხვა სექტორული საქმიანობა. ადამიანის განვითარების ინდექსი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ეროვნული პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში კერძოდ, შემდეგ კითხვაზე პასუხის დასადგენად, თუ როგორ შეიძლება, რომ ქვეყნებმა განსხვავებული ადამიანის განვითარების ინდექსი აჩვენონ და რა არის ამის გამომწვევი ძირითადი მიზეზები? ამ კონტრასტებმა შეიძლება გამოიწვიოს დიდი ზეგავლენას მთავრობის პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრაზე.

ადამიანის განვითარების ინდექსი ადგენს კრიტერიუმებს და გვიჩვენებს ამ კრიტერიუმების მიხედვით თუ რა საფეხურზეა ესა თუ ის ქვეყანა. ეს ყველაფერი გამოსახულია მაჩვენებლით 0-დან 1-მდე.

მისი თითოეული კრიტერიუმი განსხვავებულად ფასდება. ჯანმრთელობის განზომილება ფასდება დაბადებისთანავე სიცოცხლის ხანგრძლივობით; განათლების განზომილება ფასდება სკოლამდელი ასაკისა და საშუალოასაკის, დაახლოებით 25 წლის და მეტი ასაკის მოზრდილების სექტორის მიხედვით; ცხოვრების განზომილების სტანდარტი კი იზომება ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავლის მიხედვით.

ადამიანის განვითარების ინდექსი ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ იმ ნაწილზე, რაც უშუალოდ ადამიანის, როგორც ინდივიდის განვითარებას გულისხმობს. ეს მნიშვნელოვნად არ ეხება უთანასწორობას, სიღარიბეს, ადამიანის უსაფრთხოებას, უფლებამოსილებას და სხვა მსგავს საკითხებს.

ადამიანის განვითარების ანგარიში უმეტესად 1990 წლიდან მოყოლებული მის შემდგომ პერიოდებში გამოქვეყნდა. 2019 წლის დასკვნაში მოცემულია 189 ქვეყნის და ტერიტორიის, 15 რეგიონის ან ჯგუფის შესაბამისი მონაცემები, 2018 წელს შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით. 2010 წლის ანგარიშში დაინერგა უთანასწორობის ადაპტირებული ადამიანის განვითარების ინდექსი (IHDI), რომელიც აფასებს ქვეყნებს უთანასწორობის მეოთხე განზომილებაში. მოხსენებაში ნათქვამია, რომ „IHDI არის ადამიანის განვითარების რეალური დონე და „HDI შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის განვითარების პოტენციურ განმსაზღვრელ ინდექსად“.

ადამიანის განვითარების ინდექსის შემადგენელი კომპონენტები: განათლება, ჯანმრთელობა და ღირსეული ცხოვრებისთვის საკმარისი შემოსავალი, სხვადასხვა მეთოდოლოგიით განისაზღვრებოდა დროთა განმავლობაში. კერძოდ, 2011 წლის მეთოდოლოგიის მიხედვით, განათლება იზომება სწავლების საშუალო ხანგრძლივობით, რომელიც მოიცავს სწავლების პირველ, მეორე და მესამე საფეხურს და სწავლების მოსალოდნელი ხანგრძლივობით. ჯანმრთელობა კი იზომება სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით და ღირსეული ცხოვრების საშუალებით, ქვეყნის მთლიანი შემოსავლით ერთ სულ მოსახლეზე და მსყიდველობით უნარიანობის გათვალისწინებით.

ინდექსის გამოითვლება სამივე მაჩვენებლის გეომეტრიული საშუალოთი, შესაბამისად, ადამიანის განვითარების ინდექსში განათლება, ჯანმრთელობა და შემოსავალი თანაბარი წილითაა წარმოდგენილი. 1990 წლიდან 2011 წლამდე ადამიანების განვითარების ინდექსის მეთოდოლოგია რამდენჯერმე შეიცვალა და განახლდა. ცვლილებები არ შეხებია ინდექსის სამ მთავარ შემადგენელ კომპონენტს, თუმცა, ხშირად იცვლებოდა გამოთვლის წესი და ამავე კომპონენტების შემადგენელი ცვლადები. 2011 წლის ადამიანის განვითარების ანგარიშის მიხედვით, ქვეყნების კლასიფიკაცია ხდება რეიტინგის მონაცემების კვარტლების მიხედვით ადამიანის განვითარების ძალიან მაღალ, საშუალო და დაბალი დონის რეიტინგის მქონე ქვეყნებად.

2011 წელს შეიქმნა ახალი მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც მოხდა გასული წლის მონაცემების ხელახალი დაანგარიშება. ამის მოტივს წარმოადგენდა იმ ხარვეზების გამოსწორება, რაც ადამიანის განვითარების ინდექსის დადგენის პროცესს თან ახლდა. თუმცა, ხარვეზები ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით მნიშვნელოვნად არ არის კორექტირებული, გარდა უთანასწორობის კომპონენტისა. 2010 წლიდან აქტიურად დაიწყო უთანასწორობის მიხედვით კორექტირებული ადამიანის განვითარების ინდექსის გამოთვლა და ეს ყველაფერი 2011 წლის ანგარიშშიც არის ასახული.

ადამიანის განვითარების მიდგომასა და 2030 წლის დღის წესრიგს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს, მაგრამ, ასევე აღსანიშნავია, რომ ეს ორი ფუნდამენტურად განსხვავებული რამ არის. მდგრადი განვითარების მიზნები (SDG) არის გლობალურად შეთანხმებული ინსტრუმენტი განვითარებისა და პროგრესის შეფასების მიზნით და ის ორიენტირებულია განვითარების თითქმის ნებისმიერი მიმართულების განხილვაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, SDG– ები უზრუნველყოფენ განვითარების დანიშნულების ადგილს და ეს თავისთავად იძლევა შანსს და გარემოებას იმისას, რომ უფრო მკაფიოდ და კონკრეტული პარამეტრების ფონზე დადგინდეს ადამიანის განვითარების ინდექსი.

მდგრადი განვითარების მიზნები თითქოს უფრო აფართოებს და ამრავალფეროვნებს განვითარების ინდექსთა საკვლევ სფეროებს. კერძოდ, ახალი დღის წესრიგი მიზნად ისახავს ადამიანის შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე ინდივიდის ხმა, მონაწილეობა, გენდერული თანასწორობა, სოციალური სამართლიანობა და სხვა მსგავსი უფლებები ყველასათვის მდგრადი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რის გაანალიზებასაც უნდა ემსახურებოდეს ორივე ზემოაღნიშნული ინსტრუმენტი.

ანალოგიურად, ადამიანის განვითარების ზომებმა შეიძლება ისარგებლოს SDG მაჩვენებლებისგან, რადგან ისინი მომავალი 15 წლის განმავლობაში ვითარდება. დაარსების დღიდან, HDR–მ შემოიღო ადამიანის კომპოზიციური განვითარების მაჩვენებლები და ინდიკატორები, რათა აღმოეფხვრა უთანასწორობა და უკიდურესი სიღარიბე, 2030 წლის დღის წესრიგის დანერგვით, ჩვენ შეიძლება ველოდოთ ფართო მონაცემებსა და ინდიკატორებს, რომლებიც საჭიროა და ამასთანავე, უმჯობესიც, ადამიანის განვითარების უფრო ფართოდ შეფასებისთვის ისეთი კრიტერიუმით მაგალითად, როგორიცაა მდგრადობა. სწორედ ამაში გამოიხატება კორელაცია მდგრადი განვითარების მიზნებსა და ადამიანის განვითარების ინდექსს შორის. სწორედ ზემოთ განხილული საკითხის პოპულარიზაციასა და დღის წესრიგში აქტიურად დაყენებას ემსახურება ახალი ჩარჩო სახელწოდებით-„მდგრადობა და ადამიანის განვითარება.“
გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი