ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

30/1/2022

საერთაშორისო ორგანიზაციები - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო

Comments

Read Now
 
Picture
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო — პირველი მუდმივი სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის კომპეტენციაში შედის იმ პირების გასამართლება და დასჯა, რომლებსაც ბრალი ედებათ გენოციდში, სამხედრო დანაშაულებებში და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში. შეიქმნა რომის სტატუტით, რომელიც 1998 წელს იქნა მიღებული. ფუნქციონირებს 2002 წლის ივლისიდან. სასამართლოს რეზიდენცია მდებარეობს ჰააგაში, თუმცა მოსამართლეთა სხდომები ნებისმიერ ადგილას შეიძლება გაიმართოს. ეს არ არის იგივე, რაც გაეროს საერთაშორისო სასამართლო, რომელიც ასევე ჰააგაში მდებარეობს, თუმცა სხვა კომპეტენცია აქვს.

საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა, რომელიც გაასამართლებდა პოლიტიკურ ლიდერებს საერთაშორისო დანაშაულისთვის პირველად გახმოვანდა პარიზის კონფერენციაზე პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. მეორეჯერ ამგვარი ტრბუნალის შექმნის იდეა გაჟღერდა ჟენევის ერთა ლიგის ეგიდით ჩატარებულ ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე რის შედეგადაც დაიდო კონვენცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მსგავსი ფუნქციების მქონე საერთაშორისო ტრიბუნალის დაარსების შესახებ ამ კონვენციას 13 მა სახელმწიფომ მოაწერა ხელი ,თუმცა არცერთმა არ მოახდინა მისი რატიფიკაცია და ის არასდროს არ შესულა ძალაში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მოკავშირეების მიერ დაასრდა 2 ad hoc ტრიბუნალი ღერძის ქვეყნების პოლიტიკური ხემძღვანელობის გასასამართლებად ერთი მდებარეობდა ნიუნბერგში მეორე კი ტოკიოში 1948 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუციით აღიარა მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალის დაარსების აუცილებლობა, რომელიც გაასამართლებდა საერთაშორისო დანაშაულის ჩამდენ პირებს. საერთაშორისო სამართლის კომისიამ შეიმუშავა ორი საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტი ამგვარი ტრიბუნალის დასაარსერებლად ,მაგრამ ცივი ომის პერიოდში მათი ძალაში შესვლა ვერ მოხერხდა. 1989 წლის ივნისში ტრინიდადი და ტობაგოს პრემიერ მინისტრ A.N.R რობინსონმა კვალ წამოაყენა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შექმნის იდეა , მისი იდეის საფუძველზე საერთაშორისო სამართლის კომისიამ კვლავ დაიწყო სასამართლოს წესდების შემუშვება ამასობაში გაეროს უშიშროების საბჭომ დააარსა ორი ad hoc რუანდის და იუგოსლავიის გენოციდის გამოსაძიებლად (1993,1994). 1994 წელს საერთაშორისო სამართლის კომისამ შეიმუშავა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების პროექტი და წარუდგინა ის გენერალურ ასამბლეას. საბოლოოდ 1998 წელს მოიწვიეს საერთაშორისო კონფერენცია რომში ,სადაც ამავე წლის 17 ივლისს მიიღეს სასამართლოს წესდების პროექტი. მას შემდეგ რაც წესდების რატიფიკაცია 60 მა წევრმა სახელმწიფომ მოახდინა ის საბოლოოდ 2002 წლის 1 ივნისს ძალაში შევიდა. 2003 წელს სასამართლოს 18 მოსამართლე აირჩა. სასამართლომ პირველი დაკავების ორდერი გასაცა 2005 წელს პირველი წინასასამართლო მოსმენა გაიმართა 2006 წლეს ,ხოლო პირველი განაჩენი დადგა 2012 წელს, როცა კონგოს ყოფილი შეიარაღებული ოპოზიციის ლიდერი ტომას დიილო ცნო დამნაშავედ ბავშვების საბრძოლო ძალად გამოყენებაში. 2010 წელს სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა კონფერენციაზე კამპალაში მიიღეს წესდების ახალი შესწორებები, რაც საერთაშორისო აგრესიისთვის დასჯადობას ითვალისწინებს ,თუმცა ცვლილებიბი ჯერ ძალაში არ შესულა.

სასამართლოს მთავარი სათათბირო ორგანოა შედგება ყველა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლისგან ყველა წევრ სახელმწიფოს ერთი ხმა აქვს გადაწყვეტილებიბი მიიღება კონსესუსით და თუ ეს ვერ მოხერხდა ხმის მიცემით. ასამბლეა ირჩევს თავის თავმჯდომარეს და ორ ვიცე-თავმჯდომარეს სამი წლის ვადით ასამბლეა იკრიბება წელიწადში ერთხელ ნიუ-იორკში და ჰააგაში ასამბლეა ირჩევს მოსამართლეებს, პროკურორს, იღებს სასამართლოს ბიუჯეტს, ამტკიცებს მნიშვნელოვან ტექსტებს მაგ. „პროცესის და მტკიცების წესები“ სასამართლოს წესდება ნებას რთავს ასამბლეას სრული შემადგენლობის 2/3 ით თანამდებობიდან გადააყენოს მოსამართლეები ან პროკურორი დადგინდა, რომ ამ პიროვნებამ ჩაიდინა სერიოზული გადაცდომა ან ამ წესდებით გათვალისწინებულ თავის მოვალეობათა სერიოზული დარღვევა, როგორც ეს განსაზღვრულია პროცესისა და მტკიცების წესებით ან მას არ შესწევს უნარი შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა.

პრეზიდიუმი პასუხისმგებელია სასამართლოს ადმინისტრაციაზე სასამართლო თავისი შემადეგნლობიდან ირჩევს პრეზიდენტს და ორ ვიცე-პრეზიდენტს, რომლებიც აყალიბებენ პრეზიდიუმს სამი წლის ვადით ერთჯერადი ხელახალი არჩევის უფლებით.

სასამართლო შედგება 18 მოსამართლისგან. მოსამართლეები გაწევრიანებული არიან პალატებში წინასასამართლო პალატაში, სასამართლო პალატაში და სააპელაციო პალატაში. მოსამართლეები აირჩევიან წევრ სახელმწიფოთა ასამბლეაზე 9 წლის ვადით ხელახალი არჩევის უფლების გარეშე არ შეიძლება სასამართლოში იყოს წარმოდგენილი ერთი სახელმწიფოს ორი მოქალაქე მოსამართლეები აუცილებლად უნდა იყვნენ სასამართლოს წევრი სახელმწიფოს მოქალაქეები ისინი უნდა იყვნენ მაღალი მორალური თვისებების მქონე ადამიანები, რომლებიც აკმაყოფილებენ მის სახელმწიფოებში უმაღლეს სასამართლო თანმდებობებზე დასანიშნ თანამდებობებს. წინასასმართლო პალატაში შედის 6 მოსამართლე, სასამართლო პალატაში 6 მოსამართლე სააპელაციო პალატაში სასამართლოს პრეზიდენტი და 4 სხვა მოსამართლე. მოსამართლეები თავის უფლებამოსილებას დამოუკიდებლად უნდა ახორციელბდნენ. და არ უნდა ეწეოდნენ სხვა საქმიანობას.

პროკურორის ოფისი პასუხისმგებელია საქმეების გამოძიებისთვის და სასამართლოში ბრალდების მხარდაჭერისთვის. პროკურორის ოფისს ხემძღვამნელობს პროკურორი რომელიც 9 წლის ვადით ორ მოადგილესთან ერთად აირჩევა. ამჟამად პროკურორი არის ფატუ ბენსუდა.

პროკურორს შეუძლია გამოძიება დაიწყოს სამ შემთხვევაში

თუ ამის შესახებ მოახსენებს წევრი სახელმწიფო;
თუ ამის შესახებ მოხსენდება უშიშროების საბჭოს რეზოლუციით, რომელიც მიმართულია საერთაშორისო მშვიდობის აღდგენისკენ;
თავისი ინიციატივით არასამთავრობო ორგანიზაციების და ფიზიკური პირების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და წინასასამართლო პალატის ნებართვით.

იმისთვის, რათა სასამართლომ ფიზიკური პირები გაასამართლოს საჭიროა სამი კრიტერიუმის არსებობა
  • საგნობრივი იურისდიქცია (ანუ არის თუ არა ჩადენილი ქმედება წესდებით გათვალიწინებული);
  • ტერიტორიული და პერსონალური იურისდიქცია (ვის მიერ და სად არის დანაშაული ჩადენილი);
  • იურისდიქცია დროში (როდის არის დანაშაული ჩადენილი).

სასმართლოს შეუძლია განახორციელოს იურისდიქცია მხოლოდ მაშინ, როცა ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებულია წესდებით. წესდება ოთხი ტიპის დანაშაულებს იცნობს:
  • გენოციდი
  • კაცობირობის წინააღმდეგ მიმართული დანაშული
  • სამხედრო დანაშაული
  • აგრესიის დანაშაული (სასამართლო ამ ტიპის დანაშაულზე ჯერ ვერ ახორციელებს იურისდიქციას)

გენოციდს წესდება განმარტავს, როგორც ქვემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ადენილია ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის მთლიანი ან ნაწილობრივი განადგურების მიზნით:
  • ჯგუფის წევრთა მკვლელობა
  • ჯგუფის წევრთა დასახიჩრება ან მძიმე ფსიქიური აშლილობის გამოწვევა
  • მძიმე საარსებო პიროვების შექმნა რაც მათ ფიზიკურ განადგურებას იწვევს
  • ბავშების იძულებით გადაცება

კაცობირობის წინააღმდეგ მიმართული დანაშულს წესდება განმარტავს, ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ ქმედებას, რომელიც ჩადენილია სამოქლაქო მოსახლეობაზე სისტემური და ფართო მასშტაბიანი ფორმის თავდასხმის ფარგლებში თავდასმის გაცნობიერებით:
  • მკვლელობა
  • გაჟლეტა
  • დეპორტაცია
  • დაპატიმრება საერთაშორისო სამართლით გათვალისწნებული მინიმალური გარანტიების დარღვევით
  • წამება
  • გაუაპტიურება
  • სექსუალური მონობა
  • იძულებითი პროსტიტუცია
  • პირთა იძულებითი გაუჩინარება
  • აპართეიდი
  • სხვა არაჰუმანური აქტები

სამხედრო დანაშაულის განმარტება წესდების მიხედვით დამოკიდებულია იმაზე ის საერთაშორისოა თუ არასაერთაშორისო წესდება გვაძლევს საერთაშორისო კონფლიქტის შემთხვევაში ჩადენილ 11 დანაშაულს და, რომელიც არის ჟენევის კონვენციის დებულებათა დარღვევა:
  • განზრახ მკვლელობა
  • წამება
  • არაჰუმანური მოპყრობა
  • ბიოლოგიური ექსპერიმენტები
  • განზრახ დიდი ტანჯვის გამოწვევა
  • საკუთრების განადგურება
  • მოწინააღმდეგე სახელმწიფოს მოქალაქეთა იძულება იმსახურონ სამხედრო ძალებში
  • სამართლიანი სასმართლოს უარყოფა
  • უკანონო დეპორტაცია
  • უკანონო ტყვეობა
  • ტყვეების აყვანა

წესდება გვაძლევს არასაერთაშორისო კონფლიქტის დროს მომხდარ 7 დანაშაულს, რომელიც ამავე დროს არის ჟენევის კონვეცის დარღვევა
  • განზრახ მკვლელობა
  • დასახიჩრება
  • სასტიკი მოპყრობა
  • წამება
  • ღირსების შელახვა
  • ტყვეთა წაყვანა
  • პირის დასჯა სამართლიანი სასამართლოს გარეშე

აგრესიის დანაშაული მართალია წესდებაში მოხსენიებულია თუმცა სასამართლო მასზე ჯერ ვერ ახორციელებს იურისდიქციას, რადგან სახელმწიფოთა საკმარის რაოდენობას ჯერ აქ აქვს 2010 წელს მიღებული შესწორებები რატიფიცირებული. აგრესია წესდებაში განიამრტება ისე, როგორც გაეროს წესდებაში და გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციში აგრესიის განსაზღვრების შესახებ. ჩამოთვლილი ქმედებია:
  • სამხედრო ძალების სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეყვანა.
  • ტერიტორიის სამხედრო ოკუპაცია
  • ტერიტორიის ანექსია
  • ტერიტორიის დაბომბვა
  • პორტების ბლოკადა
  • საჰაერო ან საზღვაო ხომალდებზე თავდასხმა
  • ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოსთვის ნებართვის მიცემა რათა გამოიყენოს ტერიტორია სხვა სახელმწიფოზე აგრესიისთვის
  • ტერორისტების, დაქირავებულების სახელმწიფოს ტერიტორიაზე მუდმივი შეგზავნა

სასმართლო თავის იურისდიქციას ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:
  • დანაშაული ჩაიდინეს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე
  • ან დანაშაული ჩაიდინა წევრი სახელმწიფოს მოქლაქის მიერ
  • გამონაკლისია თუ არაწევრი სახელწმიფო განცხადების გზით დათანხმდა სასამართლოს იურისდიქციას ან თუ უშიშროების საბჭომ მოახსენა სასამართლოს დანაშაულის შესახებ.

სასამართლოში საქმე განიხილება როგორც კონტინენტური ევროპის სამართალის ასევე ანგლო-ამერიკული სამართალის წესების მიხედვით. წესდების თანახმად ბრალდებულს გარანტირებული აქვს მთელი რიგი უფლებები მაგ უდანაშაულობის პრეზუმცია, იყოს ინფორმირებული ბრალდების შესახებ, უფლება ჰყავდეს დამცველი თუ არ აქვს დამცველისთვის მომსახურეობის თანხის გადახდის საშუალება მიიღოს ასეთი მომსახურეობა უფასოდ, უფლება სწრაფი მართლმსაჯულებისა, უფლება დაიკითხონ ბრალდების მოწმეები. წესდება ამტკიცებს მხარეთა თანასწორობის პრინციპს. დაზარალებულებს აქვთ უფლება მიიღონ მონაწილეობა საქმეში და წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები, მიიღონ რეპარაციები. გამოძიების დაწყების შემდეგ ნებისმიერ დროს წინასასმართლო პალატა გასცემს პირის დაკავების ორდერს პროკუორის თხოვნის საფუძველზე ან გასცემს გამოცხადების ბრძანებას დაკევების ალტერნატივის სახეით, თუკი არსებობს ვარუდი, რომ დასაკავებელმა პირმა ჩაიდინა დანაშაული. წევრი სახელმწიფო მოვალეა პირი დააკავოს. პირის სამართლოში გადაცემის შემდეგ იმართება ბრალდების დადასტურების სხდომა წინასასამართლო პალატაში, სადაც ბრალდებული უფლებამოსილია არ აღიაროს ბრალი და ეჭვი შეიტანოს მტკიცებულებებში. ბრალდების დადასტურბის შემდეგ იწყება საქმის არსებითი განხილვა სასმართლო პალატის მიერ ბრალდებული უნდა დაესწროს განხილვას. განხილვა მიმდინარეობს ღიად თუ სასამართლონ წესდებით გათვალისწინებულ შემთვევებში სხვა რამ არ განსაზღვრა. სასამართლოს უპატივცემულობის გამო სასამართლოს შეუძლია პირს შეუფაროდს სანქციები(ჯარიმა, გაძევება დარბაზიდან). განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო პალატაში პროკურორის მიერ შემდეგი საფუძვლების გამო.
  • პროცესუალური შეცდომა
  • შეცდომა ფაქტში
  • შეცდომა სამართალში
  • ბრალდებულმა შეიძლება გაასაჩივროს განაჩენი შემდეგ შემთხვევბში
  • პროცესუალური შეცდომა
  • შეცდომა ფაქტში
  • შეცდომა სამართალში
  • ნებისმიერი სხვა საფუძვლით რის გამოც მისი აზრით მის მიმართ გამოტანილი განაჩენი არასამართლიანი და მცდარია
სასამართლოში საქმეები განიხილება 3 მოსამართლის შემადგენლობით წინასასამართლო პალატაში, 3 მოსამართლის შემადგენლობით ან 1 მოსამართლის შემადგენლობით, სასამართლო პალატაში, 5 მოსამართლის შემადგენლობით სააპელაციო პალატაში.

გამამტყუნებლი განაჩენის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია დანიშნის შემდეგი სასჯელები თავისუფლების აღკვეთა 30 წლამდე, უვადო თავისუფლების აღკვეთა დამატებითი სასჯელები ისეთი როგორიცაა ჯარიმა, დანაშაულის შედეგად მიღებული ქონების ჩამორთმევა. მსჯავრდებული სასჯელს მოიხდის იმ წევრ სახელმწიფოში, რომელსაც ამის სურვილი აქვს. თუ ამის სურვილი არცერთ სახელმწიფოს აქვს აქვს მაშინ მსჯავრდებული სასჯელს მოიხდის მასპინძელ სახელმწიფოში (ნიდერლანდები).

გაზიარება

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი