ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

10/12/2021

10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის დღეა

Comments

Read Now
 
Picture
10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებეთა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს.სწორედ ამ დოკუმენტის მიღების თარიღი აღინიშნება ყოველწლიურად ,როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე.

1948 წლის დეკლარაცია ეხება როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ,ისე ეკონომიკურ,სოციალურ და კულტურულ უფლებებს.

აღნიშნული დოკუმენტით გათვალისწინებულია სიცოცხლისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლებები, გარანტირებულია მიმოწერის საიდუმლოება, მიუკერძოებული სასამართლოს მიერ დაცვის უფლება და სხვა.

მართალია,საყოველთაო დეკლარაცია არ არის იურიდიულად სავალდებულო და სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს, მაგრამ მისი დაცვა თითქმის ყველა ქვეყანამ მისთვის სავალდებულო ნორმების შემცველ საერთაშორისო ჩვეულებით სამართლად აქცია.

დეკლარაციამ საფუძველი ჩაუყარა ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებას, მათ შორის, ისეთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, როგორიცაა: ხელშეკრულება საერთაშორისო სამოქალაქო და  პოლიტიკური უფლებების შესახებ და საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურულ უფლებათა შესახებ, რომლებიც 1966 წელს მიიღეს და ძალაში 1976 წელს შევიდა.

ადამიანის უფლებების ევოლუციის ძირითადი ეტაპები ტრადიციისამებრ, უფლებების თაობებად მოიხსენიება.

ადამიანის უფლებების პირველ თაობას სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები წარმოადგენს.

მათი განვითარება მე-18 საუკუნეში დაიწყო, როდესაც პირველი თანამედროვე ტიპის სახელმწიფოები შეიქმნა და ადამიანებმა პიროვნული თავისუფლების, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, არჩევანის უფლება მოიპოვეს.
პირველ თაობას მიეკუთვნება ისეთი უფლებები,როგორიცაა:
  • სიცოცხლის უფლება;
  • ადამიანის ღირსებისა და უსაფრთხოების დაცვა;
  • სიტყვისა და გამოხატვის,რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლება;
  • შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება;
  • წამების აკრძალვა;
  • უდანაშაულობის პრეზუმპცია;
  • უფლება სამართლიან სასამართლოზე;
  • საარჩევნო უფლებები;
  • კანონის წინაშე თნასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა;
  • კერძო საკუთრების უფლება;
  • პირადი ცხოვრების უფლება;

უფლებების მეორე თაობა-სოციალურ-ეკონომიკური უფლებები მე-19 საუკუნეში აღმოცენდა და უკავშირდება ინდუსტრიალიზაციის მძიმე სოციალური შედეგების ფონზე სოციალური კეთილდღეობის და ადამიანის უფლებების ჰარმონიზების მცდელობას.

ეს უფლებებია:
  • უფლება კეთილდღეობაზე;
  • განათლების უფლება;
  • ჯანმრთელობის დაცვის უფლება;
  • ღირსეულ პირობებში შრომის უფლება;
  • გაფიცვის უფლება;
  • საკვების,ტანსაცმლის,საცხოვრებლის უფლება;
  • კულტურაზე წვდომის უფლება;
  • დასვენებისა და გართობის უფლება;

უფლებების მესამე თაობა-კოლექტიური უფლებები, მე-20 საუკუნის 70-იან წლებში იღებს სათავეს და ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.

ჯერაც არ არსებობს საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც ამ უფლებების დეკლარირებისადმი იქნებოდა მიძღვნილი.

მესამე თობის უფლებების საფუძველს წარმოადგენს სოლიდარობის ცნება-ურთიერთდახმარების, ერთად მშვიდობიანი არსებობის აუცილებლობა, რაც ადამიანის უფლებების განხორციელების აუცილებელი წინაპირობაა.

მესამე თობაში მოიაზრებენ შემდეგ უფლებებს:
  • უფლება მშვიდობაზე;
  • ხალხთა თვითგამორკვევის უფლება;
  • უფლება მდგრად განვითარებაზე;
  • უსაფრთხო გარემოს ხელმისაწვდომობა;
  • უფლება დემოკრატიულ სახელმწიფოზე;
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი