ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

11/5/2022

როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ვიქტორ ყიფიანის განცხადებიდან ირკვევა...

Comments

Read Now
 
Picture
როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ვიქტორ ყიფიანის განცხადებიდან ირკვევა, 
​
შვეიცარიული ბანკის „კრედიტ სუისის“ მხრიდან კლიენტის უფლებების დარღვევა, არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-აქტივობებთან დაკავშირებული საბანკო გადარიცხვებისა, თუ სხვადასხვა სახის შეფერხებების ერთადერთი ფაქტი. 

ბ-ნი ვ. ყიფიანის ამავე განცხადებიდან გასაგები ხდება, რომ ამავე პერიოდში (ანუ მიმდინარე წლის მარტ-აპრილში) მსგავსი დარღვევები,  შეფერხებები და ბიზნესმენისათვის ხელოვნურად შექმნილი პრობლემების შესახებ ინფორმაციები მოსულა ლონდონიდან, ნიუ-იორკიდან და გერმანიიდან.

კერძოდ, შეფერხებები ყოფილა  აშშ-დან და ბრიტანეთიდან, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ნახატების,  გერმანიიდან ვერტმფრენით გადატანის საკითხებში.  

მართალია, ბ-ნი ყიფიანი ყველას მოუწოდებს, რომ ამ ფაქტების შეფასებისას „სამართლებრივი ნორმების ფარგლებში დავრჩეთ და მათ არ  გავცდეთ“,  რომ „თუ ეს საკითხი სამართლის ნორმების მიღმა შეფასებას და კომენტარს მოითხოვს“, ამას თვითონ ბიძინა ივანიშვილი გააკეთებსო, მაგრამ ვფიქრობთ, არ იქნებოდა სწორი, თუ ბ-ნი ბიძინასა და მისი ადვოკატისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, თვალებში ნაცარს შევიყრიდით, ყურებს ბამბით დავიხშობდით და თავს მოვიტყუებდით,რომ  ეს  უბრალოდ, დამთხვევაა და სოლიდურმა ბანკებმა, ორსაათიან საქმეს, რამდენიმე კვირა, ან თვეზე მეტიც მოანდომესო.

ასეთ შემთხვევაში თავიც უნდა მოგვეტყუებინა და სხვებიც, რომ სრულიად შემთხვევით დაემთხვა ერთმანეთს აქაური და „უკრაინელი“ ნაცების მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებები, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.
​
მათგან მომდინარე მუქარებს, რომ ბიძინა ივანიშვილს მალე ანგარიშებს დაუყადაღებენ, თუ დაუმატებთ  ბიძინა ივანიშვილთან ოლიგარქ ევტუშენკოვის მიერ განხორციელებულ სატელეფონო ზარს და შემდეგ ამ უკანასკნელის ქართულ ნაც-პარტიულ ტელევიზიებთან აქტიურ კომუნიკაციებს, გასაგები გახდება, რომ ეს ორკესტრირებული და ხმაშეწყობილი შტურმი, შეუძლებელია ჯდებოდეს შემთხვევითობის  ჩარჩოებში. 
ყველა ხედავს, რომ საქართველო ყველგან, ყოველთვის და ყველაფერში მხარში დაუდგა უკრაინას, მაგრამ ნაცების ზოგიერთი გარე სპიკერის მხრიდან მუდამ ისმის განცხადებები, რომ ქართველი ხალხი კი მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ ხელისუფლება არ არის სათანადოდ სოლიდარული, მსხვერპლი ქვეყნის მიმართ.
თუ გავშიფრავთ ამ ჯადოსნურ სიტყვას „სათანადო“-ს, მხოლოდ იმ დასკვნამდე მივალთ, რომ მასში იგულისხმება  საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რუსეთთან ომში ჩაბმაზე უარის თქმა, ხოლო სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ცხადი ხდება, რომ საქართველოს ხელისუფლების მისამართით, უკრაინიდან მომდინარე ღვარძლი და ცილისწამება, არა მხოლოდ საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ხელისუფლებების წარმომადგენლების მოუზომავი და გაუწონასწორებელი განცხადებებია, არამედ მათ ზურგს უკან მდგარი იმ ქვეყნის (თუ ქვეყნების) წინასწარ დაგეგმილი მოქმედება იკითხება, რომლებიც განსაზღვრავენ არა მხოლოდ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის მსვლელობას და ხასიათს, არამედ გეგმავენ და წყვეტენ მთავარ მსოფლიო პრობლემებს.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი