ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

5/6/2022

აჩრდილი დადის უვროპაში, აჩრდილი ლიბერალური ტოტალიტარიზმისა

Comments

Read Now
 
Picture
დღეს ადამიანის უფლებების გაგება, ფორმით და შინასრსით, აცდენილია  გუშინდელს.

ადამიანის უფლებათა დაცვის მახინჯ ფორმებს, (ორმაგი სტანდარტები, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე უფლებების  შეზღუდვას და ა.შ)  "პრადვინუტობა" დაარქვეს.

ვინც საბჭოთა კავშირში დავიბადეთ,  გვახსოვს რა იყო  ტოტალიტარული აზროვნების შედეგად დადგენილი  წესები.

მის წინააღმდეგ ბრძოლას, საკუთარი თავისუფლებისა თუ სიცოცხლის ხარჯზე, მიზანშეწონილად მიიჩნევდნენ,  პროგრესულად მოაზრივნე საზოგადოების ნაწილი.

რაც შეეხება  ადამიანურ ურთიერთობებს, მეგობრობას, სიყვარულს, თანადგომასა და სხვას, ჯანსაღი  საზოგაფოებისთვის დამახასიათებელ თვისებებს, იმ ეპოქაში მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობას ნამდვილად არ აკლდათ.

დეფიციტს, რომელსაც  საბჭოთა მოქალაქე განიცდიდა, ეს იყო თავისუფლება, თავისუფალი სიტყვის გამოხატვა, გადაადგილების, კერძო საკუთრების უფლება... 

ამ ღირებულებების წყურვილს ზოგი  „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავისუფლების“ ჩუმ-ჩუმად მოსმენით იკლავდა, ზოგი უცხოეთში ახერხებდა გაქცევას და იქ დარჩენას, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კი მხოლოდ ოცნებებში და სიზმრებში ხედავდა საკუთარ თავს ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველა ეს ღირებულება დაცული იქნებოდა.

ასეულ მილიონობით საბჭოთა ადამიანებს შორის იყო გაბედულ მოქალაქეთა ნაწილი, რომლებიც  ღირებულებებისათვის, ხმამაღალი სიტყვით ბრძოლას ბედავდნენ და  საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ.

ასეთ ადამიანებს  „დისიდენტებს“ (სხვაგვარად მოაზროვნეებს) ეძახდნენ.

მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში ასეთები, მხოლოდ ათეულობით იყვნენ შედარებით  პატარა რესპუბლიკებში, როგორებიც საქართველო, სომხეთი ან ბალტიის ქვეყნებია. (ლიტვა-ლატვია-ესტონეთი)
დიდ რესპუბლიკებში (რუსეთში და უკრაინაში) მათი რიცხვი უფრო მეტი იყო.

თავისუფლებისთვის და ზემოხსენებული იდეალებისთვის ბრძოლაში დისიდენტები საფრთხეში იგდებდნენ საკუთარ თავისუფლებას და ზოგ შემთხვევაში, სიცოცხლესაც კი. 

ბევრმა მათგანმა სხვადასხვა  სასჯელები მოიხადა ამის,  ზოგი ვეღარც დაბრუნდა ციხეებიდან.

ამას იმიტომ ვიხსენებთ, რომ დღეს ბევრი რამე გადააფასა რუსეთ-უკრაინის ომმა.

იდეალებს, რომელსაც საბჭოთა დისიდენტებმა ცხოვრების დიდი ნაწილი მიუძღვნეს, დღევანდელ  უფლებადამცველებად წოდებული აქტივისტების ხელში, მომხმარებლური ფორმა მიეცათ. 

ისინი მას დამახინჯებულად, მხოლოდ მათი  თანამოაზრეების მიმართ სავაჭროდ  გამოსაყენებლად მიიჩნევენ და ღირებულებების  დაცვით მანიპულირებენ.

თუ 100 წლის წინ „სოციალური თანასწორობისა“ და „მსოფლიო იმპერიალიზმისგან ჩაგრული მასების განთავისუფლებისათვის“ მებძოლები იყვნენ „პრადვინუტები“, ხოლო დანარჩენები - „ბნელები“, „ჩამორჩენილები“ და „ისტორიის სანაგვეზე გადასაგდებები“, დღეს კარგ ტონად და „პრადვინუტობად“ ლიბერალური შეხედულებების დამახინჯებული ფორმა ითვლება და თუ შენ არ იზიარებ, არ ახმოვანებ მათ ნარატივებს, უპირობოდა და თვალდახუჭულად არ ხდები მათი იდეების პროპაგანდისტი, ისეთივე მიუღებელი, ბნელი, ჩამორჩენილი და ჩასარეცხი ხარ, როგორც 100 წლის წინ იყვნენ კომუნიზმის მოწინააღმდეგეები.

ამიტომ შენთვის არ შეიძლება დასაშვები იყოს სიტყვის, გამოხატვის, გადაადგილების, კერძო საკუთრების და სხვა თავისუფლების უფლებები.

სავსებით მისაღები გახდა, თუ მათ მიერ მტრად და მოწინააღმდეგედ მიჩნეულ ნებისმიერ ადამიანს ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე პოლიტიკური ნიშნით ქონებას ჩამოართმევ, გამოხატვის ან გადაადგილების თავისუფლებას შეუზღუდავ, ან უბრალოდ, გაანადგურებ.

გადაავლეთ თვალი სოციალურ ქსელს და ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით ასეთი „პრადვინუტი ლიბერალების“ სიძულვილის ენით განმსჭვალულ ნააზრევებს.

სამწუხაროდ, ეს მარტო ქართული მოვლენა არ არის, ისევე როგორც არც კომუნიზმი და ფაშიზმი არ იყო წმინდა რუსული ან გერმანული მოვლენა. 

დღეს ეს ტენდენცია მთელ მსოფლიოში შეინიშნება. 
​
მარქსის ცნობილი გამოთქმის პერიფრაზი რომ გამოვიყენოთ, შეიძლება ითქვას,  „აჩრდილი დადის ევროპაში, აჩრდილი ლიბერალური ტოტალიტარიზმისა“...
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი