ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

4/11/2021

ნანა კაკაბაძე - დავიწყოთ პროტესტი ზონდერ ტელევიზიებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ

Comments

Read Now
 
Picture

ნანა კაკაბაძე ჟურნალისტების წინააღმდეგ აქციების მოწყობას აპირებს. ფეისბუქში წერს:

,,მადლობა ყველას, ვინც დაინახეთ ,,ჯორჯიან ტაიმსის” ნამდვილი სახე გადაცემაში, რომელიც ჩემი გაშავების მცდელობას მიეძღვნა. ეს იყო ლუსტრაციაც კონკრეტული ,,ჟურნალისტის”, და ტელე-მფლობელის, რომელთაც არც კი უცდიათ აეხსნათ, რა მოხდა ან რატომ მოხდა ის, რაც მოხდა.
ზემოხსენებული მიუთითებს ამ გადაცემის მიზანმიმართულობაზე და არა შეცდომით გამოწვეულ პრობლემაზე.

​-უფრო მეტიც, ამის სანაცვლოდ, გულაშვილმა დამამუნათა, თურმე უნდა მოვმზადებულიყავი დებატებისთვის,-რომელსაც იმ გადაცემაში ადგილი ნამდვილად არ ჰქონია. მაყურებლებმა თვითონ იხილეს და შეაფასეს, რაც იქ იყო და როგორც იყო…

ყოველდღიურად სულ უფრო აქტუალური ხდება მთელი რიგი ჟურნალისტების მხრიდან საზოგადოებაზე ძალადობა, ტალახის შესხმა, ცილისწამება, ბულინგი, რომელიც ყოველ ჯერზე დაუსჯელი რჩება, არადა შეწუხებული საზოგადოება ელის გამოსავალს შექმნილი სიტუაციიდან.

ჩემს მეგობრებსა და თანამოაზრეებს გთავაზობთ, ყველამ ერთად ვიფიქროთ პროტესტის ისეთ ფორმაზე, რომელსაც იცნობს ცივილიზებული მსოფლიო მსგავსი ზონდერ ტელევიზიებისა თუ ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომელთა რიცხვს ,,ჯორჯიან ტაიმსიც” მიემატა. ველი თქვენს წინადადებებს”.

გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი