ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

14/2/2022

საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს სამართლიანობის აღდგენა და რეჟიმის გასამართლება

Comments

Read Now
 
Picture
ნანა კაკაბაძე:

ნაციონალები ძალაუფლების დაკარგვის მერეც განაგრძობენ სახელმწიფოს რყევასა და მისი ჩამოშლის მცდელობას.

საკუთარი მერკანტილური ინტერესების დაკმაყოფილებას ისევ ძალადობასა და ტყუილზე აფუძნებენ.კრიმინინალთა ამ ჯგუფმა, მოირგო ოპოზიციის მანტია და ამ გზით ცდილობს თავი აარიდოს მართლმსაჯულებას.

ოპოზიციური ფლანგის დიდი ნაწილი იქცა იმ პირთა თავშესაფრად, ვისაც ან უკვე აქვს კანონთან პრობლემა და მათ წინააღმდეგ მიმდინარეიბს სასამართლო პროცესები და გამოძიება ან იციან რომ სამომავლოდ სამართალი მათაც მიაკითხავს.

უკანონოდ მიტაცებული თანხებით, დაიმონეს და დაიმორჩილეს წამყვანი მედია საშუალებები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ეწევიან საზოგადოების დეზინფორმირებას და შიშის დათესვას.

საზოდადოება აღმოჩნდა დაუცველი, როგორც ცრუ ინფორმაციების მიწოდებისგან ასევე მათი დიდი ნაწილი ცილისწამებისა და შეურაცხყოფისგან.

სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან დადგა დრო საზოგადოებამ ხმა აიმაღლოს ზემოთ ჩამოთვლილ და კიდევ სხვა უამრავ პრობლემებზე, რომელსაც პოლიტიკაში ჩანერგილი "პოლიტიკოსები" ეწევიან და მოითხოვონ კიდევ ერთხელ ხელისუფლებისგან სამართლიანობის აღდგენა და რეჟიმის გასამართლება, რათა ამ უკანასკნელთ მრავალი წლით ჩამოერთვათ პოლიტიკური საქმიანობის ბოროტად გამოყენება.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი