ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

25/9/2021

სახელმწიფო ინსპექტორის მცდელობა თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა უშედეგოა !

Comments

Read Now
 
Picture
ქ-ნი ლ.თოლორაიას სამსახურმა სცადა თავიდან აეცილებინა პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც მას "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" კანონი ავალდებულებს. პირში წყალი ჩაიგუბა ადამიანის უფლებათა ტოტალურ დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც ხდება საქართველოს ასეულობით მოქალაქის მიმართ არაიდენტიფიცირებული, ე.წ კრებსების გავრცელებით.

მან აპელირება მოახდინა 2012 წელს მიღებულ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილზე.

პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის სამსახური გაუქმებულია და მისი ფუნქციები მთლიანად გადაცემული აქვს სახელმწიფო ინსპექტორს.

2018 წელს მიღებული „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონით სახელმწიფო ინსპექტორს პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორთან შედარებით გაცილებით ფართო უფლებამოსილებები მიენიჭა.
სახელმწიფო ინსპექტორი თავს არიდებს ამ ინსტიტუტისათვის სპეციალურად შექმნილ კანონს და თვალთმაქცობს, როდესაც აქცენტი გადააქვს არარსებული ინსტიტუტის შესახებ 9 წლის წინ მიღებულ კანონზე, რომელიც ახალმა კანონმა გააფართოვა.

ჩვენ სწორედ ამ ახალი, ყოვლისმომცველი კანონის აღსრულებას მოვითხოვთ მისგან და მივუთითებთ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონის 13-16 და 18-19 მუხლებზე.მან უნდა გვიპასუხოს,
ჩვენს მიერ მითითებულ უკანონო მოსმენებისა და გავრცელების ფაქტებთან დაკავშირებით ზემოთ ჩამოთვლილი მუხლების რომელი მოთხოვნები შეასრულა?

მაგალითად, ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი ნაწილი ამბობს, რომ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე განახორციელოს ნებისმიერი მონაცემთა დამმუშავებლის ან/და უფლებამოსილი პირის შემოწმება“.

თუ მან მხოლოდ არაკომპეტენტურობით ჩათვალა, რომ საკითხი მისი ქვემდებარე არ იყო, ზემოთ აღნიშნულ, რომელ უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს აცნობა ამის შესახებ ქ-ნმა ინსპექტორმა, რასაც მას კანონი ავალდებულებს?(მე 16 ე მუხლის მე 5 ე ნაწილი).

ასევე ქ-ნი თოლორაიას აღმოჩენად შეიძლება ჩაითვალოს, ის რომ უკანონოდ მოპოვებულის გავრცელებაში მისი სამსახური დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს.

ან თუ მართლაც სჯერა მას, რომ მედიის საშუალებებით ნებისმიერი ცილისმწამებლური, პერსონალური თუ უკანონოდ მოპოვებული ინფორმაციის გავრცელებაზე მას რეაგირება არ უნდა ჰქონდეს, როდესაც ასეთი გზით მოპოვებულ საეჭვო ინფორმაციებს მედიაზე დაყრდნობით შემდეგ მტკიცებით ფორმაში ავრცელებენ პოლიტიკოსები თუ კერძო პირები, არც მაშინ ესაქმება არაფერი სახელმწიფო ინსპექტორს?

სრულიად აშკარაა, რომ ის გამოძიებას იწყებს და რეპრესიულ ზომებს იყენებს მხოლოდ იმ უწყებებისა თუ პირების წინააღმდეგ, რომლებიც მის პოლიტიკურ გემოვნებაში არ ჯდებიან, რათა სწორედ მის თანამოაზრე პოლიტიკოსებს გამოაყენებინოს საკუთარი განცხადებები თუ გადაწყვეტილებები.

ძალიან ცდება ქ-ნი სახელმწიფო ინსპექტორი, თუ ჰგონია, რომ ჩვენ ისევე "გულუბრყვილოდ"გავუტარებთ ვითომდა
ვერ გაგებულ ჩვენს შეკითხვას, როგორც ამას აკეთებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც ერიდებიან საკუთარი „რჩეული ქალბატონის“ კრიტიკას.

„გულუბრყვილოდ“ მოჩვენების თოლორაიასებური მცდელობა უშედეგოა.

კიდევ უფრო დავუკონკრეტებთ ჩვენს პრეტენზიას: მას გამოძიება უნდა დაეწყო თუნდაც იმიტომ, რომ როგორც ზოგიერთები ადასტურებენ, ამ მართალმა თუ ტყუილმა (ან ტყუილ-მართალმა) ინფორმაციებმა გამოჟონა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდანო.

ქ-ნო ლონდა, პროკურატურა იძიებს არა იმ მიმართულებას, რომელზეც ჩვენ თქვენ წაგიყენეთ პრეტენზია, ვინაიდან ჩვენი მოთხოვნის ადრესატი უშუალოდ თქვენი უწყებაა.

უკანონოდ მოპოვებულ და ტირაჟირებულ კრებსებს წაღმა-უკუღმა ატრიალებენ და მრავალი ასეული ადამიანის წინააღმდეგ ავრცელებენ ასევე პოლიტიკოსები თუ ე. წ. უფლებადამცველები. ხოლო თქვენი პოზა, რომ მედია ხელშეუხებელია, თავის დაძვრენის საბაბია და არა კანონით გათვალისწინებული ქმედება.

თქვენ დააჯარიმეთ ციხის ადმინისტრაცია როდესაც დედას პატიმარი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება შეატყობინა, იმ საბაბით, რომ იქნებ პატიმარ შვილს არ სურდა ვინმეს სცოდნოდა მისი მდგომარეობა. თქვენ დააჯარიმეთ თეა წულუკიანი გამონათქვამზე. თქვენ დააჯარიმეთ შ.ს.ს ლაშქარავას ვიდეო კადრების გამოქვეყნებაზე, რომელმაც საზოგადოებას მიაწოდა უტყუარი ინფორმაცია,ვიდეო კამერებზე აღბეჭდილი.

მარტო ეს არის სახელმწიფო ინსპექტორისთვის პერსონალური ინფორმაციის დარღვევა?...

ჩვენ მოვითხოვთ სახელმწიფო ინსპექტორისგან, კანონის აღსრულებას.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ისიც გაყვეს თავის პოლიტიკურ პატრონებს, ოპოზიციაში და იქიდან ღიად დააფიქსიროს პოლიტიკური მიზნები და თავი დაანებოს სახელმწიფოს რყევებს სახელმწიფო ინსტიტუტიდან.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი