ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

25/10/2021

ნანა კაკაბაძე: ​რას ნიშნავს სააკაშვილი პოლიტპატიმარია?

Comments

Read Now
 
Picture
​ნანა კაკაბაძე:

რას ნიშნავს სააკაშვილი პოლიტპატიმარია?

ნიშნავს იმას, რომ არც სააკაშვილი და არც თქვენ,(ვინც სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებთ) არც ინანიებთ და არც აღიარებთ იმ სისხლიან რეჟიმს, რომელსაც ათასობით ადამიანი შეწირეთ ციხეებსა თუ მის გარეთ.

არ აღიარებთ და არ ინანიებთ, ხალხის გაკულაკებებსა და ბიზნესის რეკეტს.

არ აღიარებთ თქვენს წილ პასუხისმგებლობას, ტერიტორიების დაკარგვაში, იმ რეზოლუციის ფონზეც კი, რომელსაც ბრიუსელში ხელი მოაწერეთ.

სააკაშვილი პოლიტპატიმარია ნიშნავს, სიმწრით გაყვანილი რუსის ჯარის უკან შემობრუნებას თქვენი პოლიტიკის შედეგად, რომელიც დღეს პარლამენტიდან 40 კმ დგას და მავთულხლართებს აბავს.

სააკაშვილი პოლიტპატიმარია ნიშნავს, რომ თქვენი ხერხემალი მინისტრის ცოლის დაკვეთით ნა წამები და მოკლული სანდრო გირვლიანი თქვენი და თქვენი ბელადის პასუხისმგებლობა არ ყოფილა, რომლის მკვლელების შეწყალებისთვის სააკაშვილმა პარლამენტს ერთ დღეში 4 კანონი შეაცვლევინა.

თქვენ არ ინანიებთ ირინა ენუქიძეს, ბუტა რობაქიძეს , გამცემლიძეს, ნიკა კვინტრაძეს, ასეულობითა და ათასეულობით თქვენი რეჟიმის მსხვერპლებს.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი