ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

31/5/2022

ვინ იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას

Comments

Read Now
 
Picture
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების  პერიპეტიები ფინიშის ზღვარზე გადის და ბუნებრივია, დაძაბულობა და ვნებათაღელვაც იზრდება. 

იმის ნაცვლად, რომ მიზნის მისახწევად ერთსულოვნად, მიზანმიმართულად მივმართოთ ჩვენი შესაძლებლობები და ევროპას დაუმტკიცოთ, რომ საქართველოს მოსახლეობის  უმრავლესობის სურვილია ამ სტატუსის მიღება, დრო  სამწუხაროდ,  შიდა მტრების ძიებაში იხარჯება.

ოპოზიცია ერთის მხრივ  აცხადებს, სურვილს  საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ხოლო მეორეს მხრივ არ აღიარებს, რომ დღევანდელი მოცემულობით ქვეყანა ამას იმსახურებს.

მათი პოზიცია ასეთია: „ჩვენ კი გვინდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, მაგრამ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამას არ იმსახურებს“.  

შემთხვევითი არ იყო,  საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომ  მხოლოდ 2024 წლისთვის აპირებდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანას, რადგან ჩვეულებრივ პირობებში ამას თავისი მოსამზადებელი ეტაპების გავლა სჭირდება (ძირითადად საკანონმდებლო სფეროში).

უკრაინაში განხორციელებულმა რუსეთის აგრესიამ ყველაფერი არაჩვეულებრივ მდგომარეობაში გადაიყვანა და მათ შორის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების პირობებიც. 

ბუნებრივია,2022 წლისთვის  ვერ მოესწრებოდა,  2024 წლამდე დაგეგმილი და გასატარებელი ცვლილებები, როდესაც საქართველო უფრო მომზადებულად წარდგებოდა.

ამიტომაც აცხადებს ხელისუფლება, რომ მას დღეისათვის დაგეგმილი რეფორმების მხოლოდ 40-45% აქვს გატარებული, თუმცა, იქვე ამატებს, რომ ამ მაჩვენებლითაც კი დღეის მდგომარეობით საქართველო სხვა ორ კანდიდატზე (უკრაინაზე და მოლდოვაზე) მაინც წინ არის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სავსებით ბუნებრივია ხელისუფლების პოზიცია, რომ არ იქნება პოლიტიკურად გამართლებული, თუ შექმნილი არაორდინარულ ვითარებაში სამივე ქვეყანა უარს მიიღებს კანდიდატის სტატუსზე, მით უმეტეს, ძალიან დიდი უსამართლობა იქნება, თუ მხოლოდ საქართველოს ეტყვიან უარს. ეს იქნება საქართველოს დასჯა  იმის გამო, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა მეორე ფრონტის გახსნაზე. რაც არ უნდა შეფუთონ ეს უარი, არავინ დაიჯერებს, რომ საქართველოში ნაკლები დემოკრატია, ნაკლები თავისუფლება, ან მეტი კორუფცია და მეტი უსამართლობაა, ვიდრე უკრაინაში ან მოლდოვაში.

თუ ამას დავუმატებთ ქართული ოპოზიციური სპექტრის ძირითადი ნაწილის შიშებს, რომ ამ სტატუსის მიღებით ხელისუფლება მოიგებს, ხოლო ოპოზიცია წააგებს, ააშკარავებს მათ გაცხადებულ გეგმებს, რომ სტატუსის უარის მიღების შემთხვევაში ქართველმა ხალხმა პასუხი უნდა აგებინოს ხელისუფლებას. ეს პასუხისგება, ხელისუფლების დამხობად, ანუ სახელმწიფო გადატრიალებად ითარგმნება.

იმედია, ევროკავშირში ძირითადად გონიერი ადამიანები წყვეტენ მნიშვნელოვან საკითხებს, ისინი არ მიიღებენ ალოგიკურ და გაუმართლებელ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ალბათ მათაც კარგად ესმით, რომ რაიმე ნიშნით ამ სამეულისთვის (და მით უმეტეს, მხოლოდ საქართველოსთვის) კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა აუცილებლად იქნება სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის და  რუსეთისთვისაც, რომ ევროპა აღარ ეხმარება ამ ქვეყნებს (თუ ქვეყანას) რუსეთის გავლენის სფეროდან გამოსვლაში. 
​
ეს ასე იქნება აღქმული, გამომდინარე სწორედ დღევანდელი არაორდინარული ვითარებიდან, თორემ ყველას ესმის, რომ ჩვეულებრივი მდგომარეობის არსებობისა და საკითხის სტანდარტულად განხილვის შემთხვევაში, ამ ეტაპზე კანდიდატის სტატუსის მიღების კრიტერიუმებს ამ ტრიოს არც ერთი ქვეყანა არ  აკმაყოფილებს.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი