ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

1/3/2022

ვინ უკეთ, ვინ სწრაფად...

Comments

Read Now
 
Picture
ჩემს ბავშვობაში იყო ასეთი სპორტულ-ინტელექტუალური სატელევიზიო გადაცემა, რომელშიც ერთმანეთს ბავშვები ეჯიბრებოდნენ.

ეს გადაცემა გამახსენდა, როდესაც ტელეკამერების წინ უკრაინის თემაზე  მოკეკლუცე „პოლიტიკოსების“ გამოსვლებს ვუყურებ. 

ეს ჩვენი ცნობილი „ტელევარსკვლავები“ ყოველდღე და ყოველ საათს, დაუღალავი, კომკავშირული შეუპოვრობით, ეჯიბრებიან ერთმანეთს იმაში, თუ:

„ვინ უკეთ და ვინ უფრო სწრაფად“ გამოხატავს თანადგომას უკრაინელებისადმი.
„ვინ უკეთ და ვინ უფრო სწრაფად“, ვინ უფრო შემოქმედებითად და კრეატიულად გამოხატავს სიყვარულს მსხვერპლისადმი და სიძულვილს აგრესორისადმი.
„ვინ უკეთ და ვინ უფრო სწრაფად“ იპოვის გულშიჩამწვდომ სიტყვებს, რომელიც მის ცრუ პროდასავლურობასა და ანტიპრორუსულობას გაუსვამს ხაზს.
„ვინ უკეთ და ვინ უფრო სწრაფად“ მოითხოვს რაც შეიძლება მეტი ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას უკრაინისადმი.
„ვინ უკეთ და ვინ უფრო სწრაფად“ გალანძღავს ხელისუფლებას მათი სიფრთხილისა და რაციონალიზმისთვის, რათა უკეთ წარმოაჩინოს ხელისუფლების წარმომადგენელთა „სილაჩრე“ და ამ ფონზე საკუთარი „ვაჟკაცობა და პატრიოტობა“.
„ვინ უკეთ და ვინ უფრო სწრაფად“ მოახდენს „გამარჯვების კონცერტის“ ორგანიზებას რუსთაველზე და ვინ უფრო უკეთ წარმოჩინდება ამ კონცერტზე.
„ვინ უკეთ და ვინ უფრო სწრაფად“ გადმოღვრის ცრემლებს უკრაინელი ბავშვების ტრაგედიაზე (მერე რა, რომ გუშინ ან ხვალ „გამარჯვების კონცერტზე“ ცეკვა-თამაშით თავის გამოჩენას არც ერიდებოდა და არც მოერიდება).

ერთი სიტყვით, გამართულია დიდი დოღი პოლიტიკური ქულების დასაწერად, თუმცა მაყურებელმა კარგად იცის, რომ შოუს მონაწილენი ძირითადად უნიჭო და ყავლგასული მსახიობები არიან, რომლთა პოლიტიკური ბიოგრაფიები თვალნათლივ მიუთითებს მათი ქმედებების სიყალბესა და ფარისევლობაზე.
ვინაიდან 2008 წლის რუსული აგრესიის დროსაც კი არაფერი გაუკეთებიათ, არც საკუთარი  ქვეყანის და არც გაჭირვებაში ჩავარდნილი მოქალაქეების დასახმარებლად.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი