ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

1/9/2021

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სისტემა

Comments

Read Now
 
Picture
ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სისტემის თავისებურება ემყარება, უწინარეს ყოვლისა, იმ ფაქტს, რომ კონვენციის პირველი მუხლით, მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, ცნონ თავიანთ იურისდიქციას დაქვემდებარებული პირების კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები.

სასამართლო, რომელიც, მე-19 მუხლის შესაბამისად, შექმნილია სახელმწიფოთა მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების შესამოწმებლად, სახელმწიფოებისგან მოელის, რომ მათ, როგორც მინიმუმ, არ დაარღვიონ ეს უფლებები და თავისებულებები.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, სახელმწიფოებმა უნდა შეასრულონ არა მხოლოდ ნეგატიური, არამედ პოზიტიური ვალდებულებები, რომლებიც იკისრეს კონვენციასთან შეერთებით.

სტრასბურგის სასამართლოს არ შეუძლია, სრულად გამოასწოროს ეროვნულ სისტემათა ხარვეზები. ამიტომაც სტრასბურგისადმი მიმართვამდე შიდასახელმწიფოებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვის უზრუნველსაყოფად სავალდებულოა, ეს საშუალებები იყოს ეფექტიანი.

თუმცა ეროვნული მოსამართლის მიერ უფლების დაცვის ჯეროვნად უზრუნველყოფის პირობებშიც კი სტრასბურგის სასამართლოს შეუძლია, თავისი სუპრანაციონალური როლი შეასრულოს.

შესაბამისად, სისტემა მდიდარია იმით, რომ ითავსებს ეროვნული ორგანოების, განსაკუთრებით სასამართლოების, არსებით როლს და ევროპულ კონტროლს, რომელიც ანალიზის ბოლო ფაზაში ეკისრება სასამართლოს.

მექანიზმი, თავისი არსით, სუბსიდიური ხასიათისაა, მაგრამ, ამავე დროს, შეიძლება საუბარი კომპლემენტარობისა და სოლიდარობის შესახებ.

აქ იწყება დიალოგი შიდასახელმწიფოებრივ მოსამართლესა და სტრასბურგის სასამართლოს შორის და, საბოლოოდ, მათ შორის არაფორმალური, მაგრამ რეალური თანამშრომლობა მყარდება.

სუბსიდიურობაზე დაფუძნებულ სისტემაში შიდასახელმწიფოებრივ მოსამართლეს უფლება აქვს და ვალდებულია, უზრუნველყოს კონვენციის უპირატესობა.

სუბსიდიურობა აუცილებელია დაცვის მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის. განაცხადების დიდი რაოდენობა, რომელთაც ხშირად განმეორებითი ხასიათი აქვთ, დაკარგავდნენ საფუძველს და სასამართლოს არავინ მიმართავდა განმეორებითი განაცხადით, რომ არსებობდეს ადამიანის უფლებათა დაცვის თავიდან აცილებისა და აღმოჩენილი დარღვევების გამოსწორების ეფექტიანი მექანიზმები.

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ კონვენცია უფრო და უფრო მეტად გამოიყენება ეროვნული მოსამართლის, განსაკუთრებით, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მიერ. სწორედ ესაა სუბსიდიურობის პრინციპის კარგი გამოყენება. 

სუბსიდიურობის პრინციპის გამყარება მოითხოვს ასევე სახელმწიფოთა თანამშრომლობას ევროპის საბჭოსა და სასამართლოსთან, მის და მისი პრაქტიკის უკეთ გასაცნობად, რათა გადამზადდნენ მოსამართლეები, ადვოკატები, პროკურორები.

ამ მიზნით უკვე განხორციელდა ღონისძიებები და ისინი უნდა გაგრძელდეს.

სასამართლო სახელმწიფოებისგან მოელის, რომ მათ სასამართლოს დაკომპლექტებისას უპირატესობა მიანიჭონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ცოდნას. რასაკვირველია, ასევე საუბარია მოსამართლეთა გადამზადებაზე, რათა მათ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას კონვენციის უკეთ გამოყენება შეძლონ.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი