ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

17/9/2021

ნანა კაკაბაძის პასუხი გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე

Comments

Read Now
 
Picture
ბოლო დღეებში პარტიული ტელევიზიების მხრიდან ფარული ჩანაწერების კრებსების გამოქვეყნების გზით ხდება საზოგადოებაში დაბნეულობისა და არეულობის შეტანის მცდელობა.

მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, ავთენტურია თუ გამოგონილი ამა თუ იმ გამოქვეყნებულ მასალაში დაფიქსირებული დიალოგები. იმ პირთა შორის, ვისი სახელი და გვარიც ტრიალებს ამ ტელევიზიების მასალებში, ჩემი პიროვნებაც აღმოჩნდა.

მინდა განვაცხადო, რომ ჩემს შესახებ დღემდე გამოქვეყნებულ ე. წ. „მასალებში“ არის ყველაფერი ტყუილი და მოგონილი, მათ შორის დღეს ტელეკომპანია „მთავარზე“ გამოქვეყნებული ვითომდა საუბარი ჩემს და თეა წულუკიანს შორის.

​მართალია, თავისთავად მოსმენილი ე. წ. „საუბრის“ ტექსტი არაფრისმთქმელია, თუმცა, რაში დაჭირდათ ამ ტექსტის შემქნელებს მისი შექმნა და ტირჟირება, ალბათ მომავალში გამოჩნდება.

მივმართავ პროკურატურას, რომ გამოძიების ფარგლებში სასწრაფოდ დაადგინოს გამოქვეყნებული ვითომდა ჩემი საუბრების ავთენტურობის საკითხი, რათა სამართლებრივ დონეზე დადასტურდეს ჩემს მიმართ გავრცელებული მტკნარი სიცრუეების გავრცელების მიზეზები და მიზნები.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი