ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

1/3/2022

ნაცების მორიგი პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ

Comments

Read Now
 
Picture
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოფიციალურად და ლეგალურად გაეგზავნა მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში, თანაც არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, რის გამოც უკრაინამ ელჩი გაიწვია საქართველოდან.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინის პრეზიდენტს სხვა არც ერთი ქვეყნიდან არ გამოუწვევია ელჩი, რომელიც არც სანქციებს შეერთებია და არც მოხალისეები გაუგზავნია უკრაინაში.
 შორს რომ არ წავიდეთ, გუშინ მოლდოვამაც განაცხადა, რომ არ უერთდება სანქციებს, მაგრამ რატომღაც ამისთვის „ამორალური“ არავის უწოდებია. 

რატომ მაინც და მაინც საქართველო?

მოლდოვას  ოპოზიციას უკრაინაში სათანადო მხარდაჭერა არ გააჩნია. 

ის კი ყველამ იცის, რომ ნაცებით და მათი ლობისტებით სავსეა უკრაინის სახელისუფლო წრეები და აქედან გამომდინარე, არც ის უნდა იყოს ძნელად მისახვედრი, თუ ვისი „ჩაწყობილია“ უკრაინიდან თვითმფრინავის გამოგზავნა ქართველი მოხალისეების საბრძოლველად წასაყვანად.

ამ „ოპერაციის“ დამგეგმავები წაუგებელ თამაშს თამაშობდნენ - ხელისუფლების მხრიდან მოხალისეების გამგზავრებისთვის ხელშეწყობის შემთხვევაში რუსეთს საქართველოში  სამხედრო ოპერაციის ჩაეტარების საბაბს აძლევდნენ, რითაც მსოფლიოს წინაშე კიდევ ერთხელ გააშიშვლებდნენ აგრესორი რუსეთის სახეს. 

 ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება ვერ გასცემდა ადეკვატურ პასუხს, „პატრიოტული აღტყინებით“ შეპყრობილი ნაცები მაშინვე მოითხოვდნენ ხელისუფლების გადადგომას.  მოხალისეების გამგზავრების  დაბლოკვის შემთხვევაში კი მაშინვე ატყდებოდა დიპლომატიური სკანდალი და ნაცები დაანახვებდნენ მსოფლიოს, რომ ხელისუფლება „პრორუსულია“ და მხოლოდ ისინი არიან დასავლეთის დასაყრდენი საქართველოში, რასაც აკეთებენ კიდეც.  

უახლოეს პერიოდში საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩათრევის მიმართულებით კიდევ არაერთი მცდელობა იქნება. 

ასეთი პროვოკაციების მხარდამჭერ გულანთებულ (და ზოგიერთ ტვინანთებულ) ქართველებს კარგად უნდა ახსოვდეთ, რომ არცერთი ქვეყანა არ ერთვება ამ ეტაპზე რუსეთ-უკრაინის ამ  საშინელ ომში მოხალისეების გაგზავნის გზით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენგან განსხვავებით, მათ ქვეყნებში ოკუპანტი სახელმწიფოს  ჯარი არ დგას.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი