ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

4/4/2022

კაპიტულანტები და მოღალატეები "გმირობას" გვასწავლიან

Comments

Read Now
 
Picture
ატყდა ამბავი ირაკლი ღარიბაშვილის  გამონათქვამზე- ყველა ხელისუფლების ვალია თავისი ხალხი და სახელმწიფო უბედურებას აარიდოს (არ უნდა აარიდოს?) 

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ომს ვერ აჩერებს,
(აჩერებს?) 

უკრაინაში უბედურება ტრიალებს (არ ტრიალებს?)

რუსეთმა დასაჯა უკრაინელი ხალხი.(არ დასაჯა? აბა დაასაჩუქრა ბომბებით?) 

ნაცების რიტორიკა-აბა, მტერს წინააღმდეგობა არ უნდა გავუწიოთ? (ისე როგორც 2008 ში წითელ ხიდზე გაქცეულმა ხელისუფლებამ?)

 აბა, რას ნიშნავს „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი“?(ნაცებო, ეს როდის წაიკითხეთ 2008 წ. ომის დროს გაფორმებული კაპიტულაციის შემდეგ?)

„მთელი მსოფლიო ერთ მხარესაა და საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მხარეს!“(ომიდან 30 დღეში რუსეთს მიყიდული 30 ზე მეტი სტრატეგიული ობიექტი, ხვეწნა-მუდარა და ნოტების წერა კულტურული ურთიერთობების აღსადგენად  პრო-დასავლურია?)

ღარიბაშვილი თურმე იმას ამტკიცებს, რომ სამშობლო არ დავიცვათ, თორემ დავისჯებით!" (თქვენ, რომ დაიცავით 2008 წელს დღენახევრიანი ომით და კაპიტულაციით?)
   
განსაკუთრებით გამოეკიდნენ სიტყვა „დასჯას“.  ის, რაც სრულიად ბუნებრივად და ჩვეულებრივად აღიქმება ნებისმიერი ქვეყნის ხელმძღვანელისგან, ნაცები ცდილობენ,  საქართველოს ხელისუფლების მიერ  გაჟღერებული იგივე პოზიცია ლამის ქვეყნის დაქცევად, ლაჩრობად და ღალატად გამოაცხადონ. 

აღარ ჩამოვთვლი იმ ხელისუფლებებს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ქვეყნების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაფერი გააკეთონ ერთის მხრივ, უკრაინის დასახმარებლად, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთის აგრესიისგან საკუთარი ხალხის დასაცავად.

ხელისუფლების ვალია მაქსიმალური ზრუნვა და  მცდელობა,  საკუთარ ხალხს ომი ააცილოს. 
თუ ნეიტრალიტეტის გამოცხადებაზე უკრაინის დათანხმება ათი ათასობით მსხვერპლის გაღების გარეშე ომის დაწყებამდე შეიძლებოდა, რამდენად გონივრული საქციელია ასეთი მსხვერპლის გაღების შემდეგ,  დათანხმა  ნეიტრალიტეტზე?

მაგალითისთვის, მოვიყვანთ გერმანიის ვიცე-კანცლერის რობერტ ჰაბეკის Rheinische Post-თან ინტერვიუში ნათქვამ სიტყვებს:

„ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ, ძალიან ფრთხილად ვართ, რომ არ გადავდგათ ნაჩქარევი ნაბიჯები, რამაც შეიძლება გერმანია რუსეთის სამიზნედ აქციოს... პოლიტიკაში არ არსებობს მორალურად უნაკლო პოზიცია, მაგრამ ყოველთვის არის მსჯელობა უფრო დიდი ბოროტების თავიდან აცილებაზე. ყველა პოლიტიკური ნაბიჯი აქედან გამომდინარეობს... უკრაინას ამის გაგება უჭირს“.

უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ უკრაინას ამის გაგება შეიძლება უჭირდეს, ეს გასაგებია,  გაუგებარია, რატომ უჭირთ ამ ელემენტარულიი ჭეშმარიტების გაგება იმ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებაში დაბრუნების აღტყინებული ჟინით ანთებულნი, ნაცების პროპაგანდის გავლენით იგივეს იმეორებენ.
​
შეხედეთ ცივი გონებით და დაინახავთ, რომ, ის, რაც გერმანიის ვიცე-კანცლერმა თქვა, ზედმეტი აფიშირების გარეშე სამოქმედო პროგრამად აქვთ აშშ-სა და მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს, ნატოს წევრი ყველა ქვეყნის ჩათვლით.

გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი