ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

6/4/2022

საქართველოს ხელისუფლების შეცვლის დაუფარავი მცდელობა

Comments

Read Now
 
Picture
სულ უფრო ხშირი და მწვავე ბრალდებები ისმის უკრაინიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ. საქმე უკვე იქამდე მივიდა, რომ არგუმენტებსაც აღარ ეძებენ, დაბალ ღობედ მივაჩნივართ და გვეუბნებიან, „რა არგუმენტები, რის ფაქტები, ჩვენ ბრალს გდებთ, რომ რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებთ, მიდით და იმართლეთ თავიო“.

თანდათან ყველაფერს ნათელი ეფინება, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასაც, ბრალდებული და მსჯავრდებული ძებნილი ქართველების უკრაინის ხელისუფლების მაღალ პოსტებზე დანიშვნასაც, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან საქართველოს მიმართ გამოთქმულ გაუთავებელ უსაფუძვლო პრეტენზიებსაც,  ელჩის საქართველოდან გაწვევასაც და კიდევ ბევრ სხვა „უცნაურობებსაც“.

მომავალში ალბათ კიდევ მრავალ დაუსაბუთებელ პრეტენზიას უნდა ველოდოთ, შეიძლება ხვალ ისიც პირდაპირ გვითხრან, მოღალატეები ხართ, რადგან რუსეთს მეორე ფრონტი არ გაუხსენითო.

 დღეისათვის პრეტენზიების კულმინაციად რჩება უკრაინის ხელისუფლების ლოგიკა - „მე ბრალდებას გიყენებ და  შენ უნდა ამტკიცო, რომ უდანაშაულო ხარო“.

ასე თანდათან მოისხა უკრაინის ხელისუფლებამ „უფროსი ძმის“ მანტია და თუ საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ინტერესებს საკუთარ ინტერესებზე მაღლა არ დააყენებს, ან მაშინვე თავში წამოუტყაპუნებს, ან დააბეზღებს „პატრონებთან“,  რომლებისთვისაც ამ ეტაპზე ის ყოველთვის მართალია, რადგან დღეს ის ბოროტი ძალის მხრიდან აგრესიის მსხვერპლია, ებრძვის ამ ბოროტ ძალას და მის სიტყვებში არც ერთი სხვა მიმართულებითაც ეჭვის შეტანა არ შეიძლება, რადგან ასეთ შემთხვევაში უკრაინის გარშემო შექმნილ აბსოლუტური ჭეშმარიტების მქადაგებელ იმიჯს შეიძლება სერიოზული საფრთხე შეექმნას.

​ეს ლოგიკა დიდად არ განსხვავდება ტოტალიტალური მიდგომებისგან, როდესაც საბჭოთა  კომუნისტური, გერმანული ფაშისტური, ჩრდილოეთ კორეისა თუ ჩინეთის მმართველი პარტიების პოზიციების ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანა დიდ მკრეხელობად ითვლებოდა (თუ ითვლება). 

დღეს, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, უკრაინის ხელისუფლება სარგებლობს იმით, რომ მის ქვეყანაში დატრიალებული უბედურების გამო მსოფლიო მას სამართლიანად აღიქვამს მსხვერპლად და როგორც ჩანს, ამის გამო ფიქრობს, პატარა საქართველოსთან მიმართებით ყველაფერი ეპატიება - ცილისწამებაც, ქედმაღლობაც, მუქარაც და მის შინაურ საქმეებში აშკარა და უხეში ჩარევაც, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ხელისუფლების შეცვლის დაუფარავ მცდელობაში გადადის.

ვფიქრობთ, შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას მართებს უფრო პრინციპული და სამართლიანი პოზიციის დაკავება ასეთი მცდელობების მიმართ.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი