ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი

24/1/2022

ნანა კაკაბაძე: მონური მორჩილებით შეპყრობილ "მედასავლეთეებს"!

Comments

Read Now
 
Picture
ქვეყნის ღირსების დაცვა  ხელისუფლების კონსტიტუციური ვალია!

ევრო-პარლამენტის წევრების,ვიოლა ფონ კრამონის, მარიამ ლექსმანის და მარინა კალიურანდის განცხადებაში ვკითხულობთ:
" ვწუხვართ, რომ 21-22 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი თბილისში არ გაიმართება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვერ გამონახა დრო, რომ მოლაპარაკებებში ჩაერთოს“

ამაზე ატეხეს ისტერიკა იმ პოლიტიკოსებმა და ე. წ. სამოქალაქო აქტივისტებმა, ვისაც ვერ წარმოუდგენია, რომ საქართველოს ხელისუფლების სახელით მოსაუბრე  უმაღლესი  თანამდებობის პირმა გაბედოს და უარი უთხრას რომელიმე დასავლური საერთაშორისო სტრუქტურის რიგით წარმომადგენელსაც კი რაიმე თხოვნასა თუ მოთხოვნას. 

ამ ძალად დემოკრატებისა და ძალად მედასავლეთეების ასეთ ქმედებებში  მკაფიოდ ვლინდება ხოლმე მონური მორჩილების ის ბაცილა, რომელიც მემკვიდრეობით მიიღეს წინამორბედი ქართველი კომუნისტებისგან, რომლებიც მოსკოვის ცკ-ს დადგენილების თუ მოთხოვნის უგულებელყოფას ან უარყოფას ვერ ბედავდნენ მონური მორჩილების გამო.

„სოციალისტური სამშობლოს პატრიოტი“მთავრობა მაშინაც, მოსკოვიდან მოვლენილი ცკ-ს ყოველი რიგითი ინსტრუქტორის თბილისში ჩამოსვლაზე  "სმირნაზე"  დგებოდა.

დღესაც,დაკომპლექსებული "მედასავლეთეების" თვალში, ევროპარლამენტის რიგითი დეპუტატების საქართველოში ჩამოსვლა უდიდეს პოლიტიკურ მოვლენად ფასდება, ხოლო მათთვის მიუღებელი ყოფილა კონკრეტულ პროცედურებზე მითითება და შეხსენება, რომ 2 დღით ადრე პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმირება, მოვდივართ და დაგვხვდითო, არის საქართველოს პარლამენტიდ უპატივცემულობა.

ყველაფერ უცხოურისა და ყველა უცხოელის მიმართ მონური მოწიწებით შეპყრობილი „მედასავლეთეებისგან“ განსხვავებით ჩვენ მიგვაჩნია, რომ საკუთარი ქვეყნისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი სწორედ ასეთი მიდგომა იწვევს პატივისცემას როგორც საკუთარი მოქალაქეების, ისე უცხო სახელმწიფოების თუ ინსტიტუტების თვალში, რის გამოც მხოლოდ მისასალმებელია პარლამენტის ახალი თავმჯდომარის ასეთი პოზიცია.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

Powered by Create your own unique website with customizable templates.
  • მთავარი