ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

21/5/2022

ცნობილი უფლებადამცველები: ჯავაჰარლალ ნერუ

Comments

Read Now
 
Picture
ჯავაჰარლალ ნერუ (1889—1964) — პანდიტი (მეცნიერი-მასწავლებელი), ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიდერი, ინდოეთის ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე, ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრი 1947 წლის 15 აგვისტოდან 1964 წლის 27 მაისამდე.

ჯავაჰარლალ ნერუ დაიბადა სვარუპ რანის და მოტილა ნერუს ოჯახში. მამამისი ცნობილი ადვოკატი და ნაციონალისტი იყო. ნერუმ დაამთავრა კემბრიჯის ტრინიტის კოლეჯი, რომლის შემდეგაც იგი მამის მსგავსად ადვოკატობას აპირებდა. ინდოეთში დაბრუნების შემდეგ ნერუ საადვოკატო პრაქტიკის განხორციელება სურდა, მაგრამ მას პოლიტიკის მიმართ ინტერესი გაუჩნდა, რამაც საადვოკატო კარიერა ჩაანაცვლა. ნერუ მისი ადრეული ასაკიდანვე აქტიური ნაციონალისტი იყო, რის შედეგადაც იგი ინდოეთში 1910 წლების მოვლენების დროს გამორჩეულ ლიდერად ჩამოყალიბდა. 1920-იან წლებში ნერუ ინდოეთის ეროვნული კონგრესის პარტიაში მემარცხენე ძალების ლიდერი გახდა, ხოლო მაჰათმა განდის მხარდაჭერით მალევე სრულიად კონგრესის. 1929 წელს როგორც კონგრესის პრეზიდენტმა ბრიტანელი რაჯისგან ინდოეთის დამოუკიდებლობა მოითხოვა, ასევე მისი ძალისხმევის შედეგად კონგრესში მემარცხენე ძალები მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ და პარტია მკვეთრად მემარცხენე იდეოლოგიის მიმდევარი გახდა.

1930-იან წლებში როდესაც ინდოეთი დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობდა კონგრესი და ნერუ ინდოეთში მიმდინარე პოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ. ნერუ მხარს უჭერდა სეკულარული სახელმწიფოს შექმნას, რაც 1937 წლის ადგილობრივ არჩევნებში პარტიის წარმატებაშიც გამოიხატა, რომლის შედეგადაც კონგრესმა რამდენიმე პროვინციაში ხელისუფლების მოპოვება შეძლო, ხოლო პარტია მუსლიმურმა ლიგამ მსგავს წარმატებას ვერ მიაღწია. 1942 წელს ნერუ განდის დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ გამოცხადებას არ ეთანხმებოდა, მიუხედავად ამისა იგი დააპატიმრეს. გათავისუფლების შემდეგ ნერუს ინდოეთში პოლიტიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვლილი დახვდა, კერძოდ ერთ დროს მისი თანამებრძოლი მუჰამედ ალი ჯინა უკვე მის მთავარ ოპონენტს წარმოადგენდა, რომელიც მუსულმანური ფრთის ლიდერად ჩამოყალიბდა. 1947 წელს კონგრესს და მუსულმანურ ლიგას შორის მოლაპარაკებები ძალაუფლების განაწილებასთან დაკავშირებით ჩიხში შევიდა, რასაც ინდოეთის დამოუკიდებლობა და მისი სისხლიანი გაყოფა მოჰყვა.

ინდოეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კონგრესმა ნერუ პირველ პრემიერ-მინისტრად აირჩია. ნერუს პრემიერ-მინისტრად არჩევაზე მნიშვნელოვანი გავლენა განდის გადაწყვეტილებამ იქონია, რომელმაც ჯერ კიდევ 1941 წელს ნერუ მის პოლიტიკურ მემკვიდრედ დაასახელა. პრემიერ-მინისტრად არჩევის და 1950 წელს კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ, ნერუმ ინდოეთის განვითარების მისეული ხედვის სისრულეში მოყვანა დაიწყო. არსებული ხედვა საკმაოდ ამბიციური იყო, რომელიც მიზნად ისახავდა ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური რეფორმების გატარებას. პრემიერ-მინისტრობამდე ნერუ ასევე მეთვალყურეობდა ინდოეთის კოლონიიდან სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესს, რაც პლურალიზმისა და მრავალპარტიულობის განვითარებას გულისხმობდა. იმისდა მიუხედავად, რომ ნერუ მიუმხრობლობის საგარეო პოლიტიკას ატარებდა მან ინდოეთი სამხრეთ აზიაში რეგიონალურ ჰეგემონად აქცია.

ნერუს ლიდერობის პერიოდში კონგრესი ინდოეთში დომინანტ პარტიად ჩამოყალიბდა. 1951, 1957 და 1962 წლებში კონგრესმა არჩევნებში ზედიზედ გაიმარჯვა, რაც მეტწილად ნერუს პოპულარობით იყო გამოწვეული. იმისდა მიუხედავად, რომ მისი მმართველობის ბოლო წლებში ნერუს პოლიტიკური პრობლემები შეექმნა, იგი მოსახლეობაში პოპულარობას მაინც ინარჩუნებდა.

ნერუს ინდოეთის პოლიტიკით და მისი დამოუკიდებლობით ბრიტანეთში სწავლის დროს დაინტერესდა. 1912 წელს, მას შემდეგ რაც ნერუ ინდოეთში დაბრუნდა იგი პატნაში კონგრესის ყრილობას დაესწრო, რომელიც იმ დროისთვის ცენტრისტების და ელიტების პარტიას წარმოადგენდა. იმისდა მიუხედავად, რომ ნერუ კონგრესის საქმიანობას სკეპტიკურად უყურებდა 1913 წელს იგი ინდოეთის სამოქალაქო მოძრაობისთვის თანხების მოძიებას დათანხმდა.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას ინდოეთში საზოგადოების აზრის ორად გაიყო, ინდოეთის განვითარებული და მაღალი წრის საზოგადოება ბრიტანელების მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი. ნერუს კონფლიქტთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია არ გააჩნდა, და იგი ბრიტანეთს გამოკვეთილად მხარს არ უჭერდა. ომის მიმდინარეობის დროს ნერუ წმინდა ჯონის საავადმყოფოში მოხალისედ მუშაობდა, სადაც ერთ-ერთ პროვინციაში ორგანიზაციის მდივანი იყო. არსებულ პერიოდში ნერუ ბრიტანეთის მიერ ცენზურის აქტების დაწესებას მკვეთრად აპროტესტებდა.

ნერუს ინდოეთის პოლიტიკაში პირველი მნიშვნელოვანი ჩართულობა 1920 წელს თანამშრომლობაზე უარის თქმის მოძრაობის დროს მოუწია. იგი აღნიშნულ მოძრაობას გაერთიანებულ პროვინციაში (დღევანდელი უტარის რეგიონი) ხელმძღვანელობდა, რის გამოც 1921 წელს ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებების გამო დააპატიმრეს, მაგრამ რამდენიმე თვეში მალევე გაანთავისუფლეს. იმისდა მიუხედავად, რომ კონგრესმა წინააღმდეგობის პოლიტიკა მალევე დაასრულა ნერუმ განდის აღნიშნული პოლიტიკის მიმართ ერთგულება მაინც შეინარჩუნა, რის შედეგადაც იგი 1923 წელს დააპატიმრეს.

საერთაშორისო დონეზე ნერუ ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვების საკითხზე აქტიურად მუშაობდა და მოკავშირეებს და თანამოაზრეებს ეძებდა. 1927 წელს მისმა მცდელობებმა შედეგი გამოიღეს, როდესაც ის ბრიუსელში, ბელგიაში დაჩაგრული სახელმწიფოების კონგრესზე მიიწვეს. შეკრებაზე წარმოდგენილი ქვეყნების მიზანს იმპერიალიზმის წინააღმდეგ ერთობლივი სტრატეგიის შემუშავებას გულისხმობდა. ნერუ როგორც ინდოეთის წარმომადგენელი აღნიშნული კონგრესის აღმასრულებელ საბჭოში აირჩიეს.

ნერუ ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პროცესს მულტინაციონალურ ძალისხმევად მიიჩნევდა, ვინაიდან სხვა კოლონიები თუ დომინიონები ასევე აქტიურად ცდილობდნენ ბრიტანეთისგან დამოუკიდებლის მიღებას. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის განცხადებების გამო ნერუს ჰიტლერსაც კი ადარებდნენ.

1929 წელს ნერუმ კონგრესის და მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოლიტიკის მოდელი შეიმუშავა. მან განაცხადა, რომ კონგრესის მიზნებს წარმოადგენდა რელიგიის თავისუფლება; ასოციაციების შექმნის უფლება; სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება; კანონის წინაშე თანასწორობა კასტის, ფერის, მრწამსის და მიუხედავად; რეგიონალური ენების და კულტურების დაცვა; გლეხების და მშრომელების ინტერესების დაცვა; ხელშეუხებლობის გაუქმება; სხავადასხვა ინდუსტრიების ნაციონალიზაცია; სოციალიზმი და სეკულარული ინდოეთის შექმნა. აღნიშნული მიზნები წარმოადგენდნენ ფუნდამენტური უფლებების და ეკონომიკური პოლიტიკის 1929–1931 წლის მონახაზის მთავარ ბირთვს, რომლის რატიფიკაციაც კონგრესმა 1931 წელს შეძლო.

ნერუ იყო ერთ-ერთი პირველი კონგრესის პარტიიდან, რომელიც ინდოეთის დაუყონებლივ დამოუკიდებლობის გამოცხადებას ითხოვდა. განდის მხრიდან კრიტიკის მიუხედავად დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ნერუს მოთხოვნა კონგრესმა 1927 წლის მადრას ყრილობაზე დაამტკიცა. არსებული დროის პერიოდში ნერუმ ასევე შექმნა ინდოეთის დამოუკიდებლობის ლიგა, რომელიც კონგრესზე ზეწოლის მიზნით შეიქმნა. 1928 წელს განდი ნერუს მოთხოვნას დათანხმდა, მაგრამ წამოაყენა წინადადება რაც ინდოეთისთვის დომინიონის სტატუსის მინიჭებას ორი წლის ვადაში გულისხმობდა. იმ შემთხვევაში თუ ბრიტანეთი აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ არ დააკმაყოფილებდა ინდოეთი მოთხოვნებს, კონგრესს შეეძლო ინდოეთის მთლიანი მოსახლეობისთვის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისკენ მოეწოდებინა. ნერუ განდის აღნიშნულ დროის მონაკვეთს არ ეთანხმებოდა და იგი დამოუკიდებლობის გამოცხადებას დაუყონებლივ ითხოვდა. დებატების შედეგად განდი კომპრომისზე წასვლას დათანხმდა და ორწლიანი პერიოდი ერთ წლამდე შემცირდა.

1929 წელს ბრიტანეთმა ინდოეთის დომინიონის სტატუსთან დაკავშირებით მოთხოვნაზე უარი განაცხადა, რის შედეგადაც ნერუმ 1929 წლის 29 დეკემბერს ლაჰორის სესიაზე რეზოლუცია წარადგინა, რომელიც ინდოეთის სრულ დამოუკიდებლობას აცხადებდა. 1929 წელს შობის ღამეს ლაჰორში მდინარე რავაის პირას ნერუმ ინდოეთის სამფეროვანი დროშა წარადგინა და დამოუკიდებლობის დეკლარაცია წაიკითხა, რომელიც ბრიტანეთის იმპერიისთვის გადასახადების გადახდაზე უარს გულისხმობდა. ნერუმ დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე დამსწრე მოსახლეობას მოუწოდა ხელი აეწიათ თუ ისინი არსებულ დეკლარაციას ეთანხმებოდნენ, რაზეც უდიდესმა უმრავლესობამ ხელის აწევით თანხმობა განაცხადა. მალევე ნერუს მიერ დამოუკიდებლობის დეკლარაციის წაკითხვის შემდეგ ინდოეთის 172-მა ცენტრალურმა თუ რეგიონალურმა მოხელემ მხარდაჭერის ნიშნად თანამდებობა დატოვა. კონგრესმა 26 იანვარი ინდოეთის დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა.

1929 წლის ლაჰორის სესიის შემდეგ ნერუ ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის მთავარ ლიდერად ჩამოყალიბდა, ხოლო განდი სულიერი ლიდერის როლს ასრულებდა. იმის და მიუხედავად, რომ ნერუ განდის პოლიტიკური მემკვიდრე 1942 წელს გახდა იგი დიდი ხნით ადრე ინდოეთის მოსახლეობაში განდის მემკვიდრედ მიიჩნეოდა.

ნერუ და კონგრესის ბევრი სხვა ლიდერი განდის გეგმას მშვიდობიან დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით სკეპტიკურად უყურებდნენ, მაგრამ მას შემდგომ მოძრაობა პოპულარული გახდა ლიდერების პოზიცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. ნერუ 1930 წლის 14 აპრილს მარილის კანონის დარღვევის გამო დააპატიმრეს, ვინაიდან ის მასებთან ერთად კონტრაბანდული მარილის გადაზიდვას ახდენდა, რის შედეგადაც მას ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა. ნერუს დაპატიმრების შედეგად ინდოეთში პროტესტის და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა. მარილის მარშმა და პროტესტმა ინდოეთის მიმართ მსოფლიოს ყურადღება მნიშვნელოვნად გაზარდა. მსოფლიოს ქვეყნები ინდოეთის და კონგრესის მოთხოვნას დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით უკვე საფუძვლიანად თვლიდნენ. ნერუ მარილის პროტესტს წარმატებას მნიშვნელოვან მოვლენად თვლიდან.

1930-იან წლებში ევროპაში ყოფნის დროს მიმდინარე მოვლენები ნერუს შეშფოთებას იწვევდა, ვინაიდან ევროპაში ვითარება უკიდურესად იძაბებოდა და ახალი მსოფლიო ომის ალბათობა მნიშვნელოვნად გაზრდილი იყო. ნერუ თვლიდა, რომ თუ ახალი მსოფლიო ომი დაიწყებოდა ინდოეთი დემოკრატიებს უნდა დახმარებოდა, მაგრამ აღნიშნული მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი თუ ინდოეთი დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას მოიპოვებდა.

1936 წელს ევროპაში ყოფნის დროს ნერუს ეკონომიკური ხედვები მკვეთრად ჩამოყალიბდა და მარქსისტული გახდა. ნერუს მარქსის მიმართ ინტერესი მისი პატიმრობის დროს გაუჩნდა, როდესაც ის მარქსის იდეებს ეცნობოდა. ნერუ მარქსის იდეებს მხარს უჭერდა, მაგრამ აცნობიერებდა, რომ არსებული იდეების სრული განხორციელება შეუძლებელი იყოს, სწორედ ამიტომ მან აღნიშნული იდეების სპეციფიკურად ინდოეთზე მორგება გადაწყვიტა.

1937 წელს ჩატარებულ არჩევნებში კონგრესის პარტიამ პროვინციების უმრავლესობაში გაიმარჯვა, რამაც ნერუს პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა. არჩევნებში მუჰამედ ალ ჯინამ და მუსლიმთა ლიგამ საკმარისი ხმები ვერ დააგროვეს, რის გამოც ნერუმ განაცხადა, რომ ინდოეთში კონგრესი და ბრიტანული კოლონიური ხელისუფლება ორი მთავარი პარტია იყო.

როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო ინდოეთში მეფისნაცვალმა ინდოეთი ცალმხრივად ინდოელ პოლიტიკოსებთან შეუთანხმებლად ბრიტანეთის მოკავშირედ გამოაცხადა. კონგრესმა ბრიტანელ მმართველს რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა იმისთვის, რომ ინდოეთი კონფლიქტში ჩართულიყო.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ ინდოეთი დამოუკიდებელი უნდა გამხდარიყო და მმართველ ასამბლეას ახალი კონსტიტუცია მიეღო.
იმისდა მიუხედავად, რომ ინდოეთის შეიარაღებული ძალები ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ იქნებოდნენ, ბრიტანელ მეფის ნაცვალს და ინდოელებს შორის ძალაუფლების განაწილება უნდა მომხდარიყო.
აღნიშნულ მოთხოვნებზე მეფისნაცვალმა ნერუს უარი განუცხადა. კონგრესმა მოთხოვნებზე უარის თქმის გამო პროტესტის ნიშნად პროვინციების მმართველებს გადადგომისკენ მოუწოდა.

1940 წლის ოქტომბერში განდიმ და ნერუმ მათი თავდაპირველი პოზიცია ბრიტანეთის მხარდაჭერასთან დაკავშირებით შეცვალეს, რაც მის მეორე მსოფლიო ომში მხარდაჭერას გულისხმობდა. ნერუმ და განდიმ ასევე დაიწყეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა, რის შედეგადაც დააპატიმრეს და პატიმრობა მიუსაჯეს. ჯავაჰარლალმა პატიმრობაში წელიწადი და რამდენიმე თვე გაატარა რის შედეგადაც ის გაანთავისუფლეს. მას შემდგომ, რაც იაპონია ინდოეთის საზღვრებს მიუახლოვდა ბრიტანეთმა გარკვეულ დათმობებზე წასვლა გადაწყვიტა, რისთვისაც ინდოეთში მოლაპარაკებებისთვის სერ სტრატფორდ კრიფსი გაიგზავნა, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა. 1942 წელს განდიმ ბრიტანელებს ინდოეთის დატოვებისკენ მოუწოდა, რასაც კონგრესის მიერ ინდოეთის დატოვების რეზოლუციის მიღება მოჰყვა. 1942 წლის 8 აგვისტოს განდი, ნერუ და კონგრესის მთლიანი სამუშაო კომიტეტი დააპატიმრეს, რის შედეგადაც ისინი 1945 წლის 15 ივნისამდე პატიმრობაში იმყოფებოდნენ. მაშინ როდესაც განდი და ნერუ პატიმრობაში იმყოფებოდნენ მუსლიმური ლიგა მნიშვნელოვნად გაძლიერდა, რაც კონგრესის მიერ მანამდე კონტროლირებადი რეგიონების საკუთარი გავლენის სფეროში მოქცევას გულისხმობდა.

​ნერუს ჯანმრთელობის გაუარესება 1962 წლიდან ჩინეთ-ინდოეთის ომის შემდეგ დაიწყო. ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ნერუს ჯანმრთელობა გაუარესდა კონფლიქტის დროს არსებული სტრესი და ის დამცირება იყო, რაც ინდოეთის დამარცხებას მოჰყვა. ჯანმრთელობის გაუარესები გამო ნერუმ 1963 წელი ქაშმირში გაატარა. 1964 წლის 26 მაისს ქაშმირის დატოვების შემდეგ ნერუ თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ გამთენიისას მან ზურგის არეში ტკივილი იგრძნო, რის შემდეგაც მასთან მკურნალი ექიმი მივიდა. ექიმთან კონსულტაციის დროს ნერუმ გონება დაკარგა, რის შემდეგაც მალევე გარდაიცვალა. ნერუს გარდაცვალების შესახებ ცნობა 1964 წლის 27 მაისს გავრცელდა. საჯარო პანაშვიდის შემდეგ რომელსაც მილიონობით ადამიანი დაესწრო მის სხეულს ინდური ტრადიციის მიხედვით კრემაცია ჩაუტარდა, ხოლო მისი ფერფლი 28 მაისს მდინარე იამუნაზე მიმოფანტეს.
გაზიარება

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი