ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

8/4/2022

დიდი ქართველები - დავით მიქელაძე (მეველე)

Comments

Read Now
 
Picture
დავით მიქელაძე (1843-1918) - ქართველი მწერალი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. მას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართული ჟურნალისტიკისა და საზოგადოების განვითარების ისტორიაში.

ცნობილია როგორც დავით მიქელაძე (მეველე)

1853 წელს შეიყვანეს ქუთაისის გიმნაზიაში, რომელიც 1853 წელს დაამთავრა.

იმავე წელს გაგზავნეს პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც 1867 წლამდე დარჩა.

1864 წელს ი. მელიქიშვილთან და ვ. თულაშვილთან ერთად, პეტერბურგში დააარსა სტამბა, სადაც იბეჭდებოდა ქართული ჟურნალ–გაზეთები, წერდა სტატიებს და ლექსებს.

1867 წელს ივ. კერესელიძის "ცისკარში" ბეჭდავს გონებამახვილურ სატირულ ლექსებს, მონაწილეობას ღებულობს "მამებისა და შვილების" ბრძოლაში, იცავს ახალი თაობის შეხედულებებს.

1870-იან წლებში უმაღლესი განათლების მისაღებად პარიზში გაემგზავრა, სადაც 1873 წლამდე დარჩა.

ამ ხნის მანძილზე საქართველოსთან კავშირი არ გაუწყვეტია, კორესპონდენციებს უგზავნიდა "დროებას". უცხოეთში მყოფი, მოწმე და ერთგვარი მონაწილეც გახდა მსოფლიო–ისტორიული მნიშვნელობის მოვლენებისა, რომელთა ცენტრში იყო პარიზის კომუნა და მისი გამოძახილი.

1886 წლიდან თანამშრომლობდა "ივერიაში". 1899 წელს აკაკის "კრებულის" მეორე ნომერში დაიბეჭდა მისი ოთხმოქმედებიანი დრამა "ხაფანგი".

1900 წლიდან მუშაბდა შავი ქვის მრეწველთა საბჭოში.

1910-1916წწ. ქუათისის საადგილმამულო ბანკის დირექტრი იყო.

გარდაიცვალა 75 წლის ასაკში 1918 წელს, დაკრძალულია მწვანეყვავილას პანთეონში, ქუთაისში.

დავით მიქელაძე (მეველე):

,,როდესაც ერთი კაცი მეორეს ატყუებს ამას სიცრუე ჰქვიან და კანონი სჯის; მაგრამ,როდესაც ერთი ერი მეორეს ატყუებს ამას კი პოლიტიკა ეწოდება, რომელიც დღეს მოწონებულია და დაჯილდოვებულია მსოფლიო თანაგრძნობით!

როდესაც ერთი კაცი მეორეს რასმე ძალით ართმევს ან სიცოცხლეს უსპობს თავის მოპირისპირეს - შემაძრწუნებელი ავაზაკობაა,რომლისთვისაც დამნაშავეს კანონი სასტიკად სჯის, ხოლო,როდესაც ერთი სახელმწიფო მეორეს ძალით მამულსა და მიწა-წყალს ართმევს, ქვეყანას უნადგურებს და აუარებელ ხალხს უხოცავს, ხშირად ბავშვებსა და დედაკაცებსაც კი - ამას გამარჯვება ჰქვიან და ამის მომქმედთ ქვეყანა დაფნის გვირგვინით ამკობს, საგალობელს და სიმღერას უთხზავს, თაყვანსა სცემს!

ამგვარად არეულია ახლანდელი აზრი კაცობრიობისა და როგორ გნებავთ, რომ სიმართლემ ფეხი მოიდგას და კაცი თავისუფლად ცხოვრებას ეღირსოს?"
​
გაზიარება

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი