ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

1/7/2022

ცნობილი უფლებადამცველები: ამალ ალამუდინი

Comments

Read Now
 
Picture
​ამალ ალამუდინი (1978) — ლიბანური წარმოშობის ბრიტანელი იურისტი. ცნობილი ადამიანის უფლებათა დამცველი.
ამალ ალამუდინი დაიბადა ბეირუთში, ლიბანში. მისი სახელი არაბულიდან მომდინარეუბს - ამალ, რაც ნიშნავს "იმედს".

გოგონას  ოჯახმა ლიბანი დატოვა, როდესაც ის ორი წლის იყო, ლიბანის სამოქალაქო ომის დროს და დასახლდა ჯერარდ კროსში, ბუკინგემშირში. მამამ, რამზი ალამუდდინმა, ლიბანელმა დრუზმა ბაკლაინის ალამუდინების ოჯახიდან (სოფელი ჩოუფის რაიონში), მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების დიპლომი  ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში. 

იგი  ლიბანში  დაბრუნდა 1991 წელს. დედა, ბარია (დაბ. მიქნასი), ჩრდილოეთ ლიბანიდანაა, ტრიპოლიდან, სუნიტი მუსლიმების ოჯახიდან. ის პოლიტიკური ჟურნალისტი და პანარაბული გაზეთის  al-Hayat (ალ-ჰაიათ)-ის უცხოელი რედაქტორია, დამფუძნებელია კომპანიისა International Communication Experts.

ამალ ალამუდინს ჰყავს სამი და-ძმა: ერთი და ორი ნახევარძმა მამის პირველი ქორწინებიდან.

ამალმა იურიდიული განათლება მიიღო დიდ ბრიტანეთშა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტის სენტ ჰიუს კოლეჯი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა საერთაშორისო სამართლის, ექსტრადიციისა და ადამიანის უფლებების დაცვის სპეციალობით. საუბრობს ინგლისურ, ფრანგულ და არაბულ ენებზე.

ამალ ალამუდინი 2002 წელს   ნიუ- იორკის ადვოკატთა კოლეგიის წევრი გახდა.

2004 წელს  დაიკავა თანამდებობა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში.

2010 წელს დაიწყო მუშაობა იურიდიულ ფირმაში  Doughty Street Chambers.  მუშაობდა იურიდიულ საკითხთა მრჩევლად იუგოსლავიის საერთაშორისო სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ასევე იყო პროკურორის უფროსი იურიდიული მრჩეველი ლიბანის საკითხების შემსწავლელ სპეციალურ ტრიბუნალზე.

2019 წელს იგი დაინიშნა მედიის თავისუფლების სპეციალურ წარმომადგენლად გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა,  თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის მიერ. ხსენებული თანამდებობიდან გადადგა 2020 წელს.

ამალ ალამუდინი წარმოადგენს კამბოჯის მთავრობას  ტერიტორიულ დავაში ტაილანდთან მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს წინაშე,  სომხეთის მხარეს სასამართლოში დოგუ პერინჩეკის წინააღმდეგ, ჩაგოს არქიპელაგის მოსახლეობას, რომელიც იბრძვის კუნძულებზე დაბრუნების უფლების მოპოვების გამო, საიდანაც ისინი განდევნეს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის განლაგებისას.

ამალ ალამუდინის კლიენტებს შორის არიან WikiLeaks– ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი, უკრაინის ყოფილი პრემიერ მინისტრი იულია ტიმოშენკო, მალდივის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი მოჰამედ ნაშიდი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა, ეგვიპტელ – კანადელი ჟურნალისტი მუჰამედ ფაჰმი და სხვა ცნობილი პიროვნებები.

ამალ ალამუდინი არის კლუნის სამართლის ფონდის პრეზიდენტი, რომელიც მან და მისმა მეუღლემ ჯორჯ კლუნმა დააარსეს 2016 წლის ბოლოს. ფონდის მიზანია სამართლიანობის დამკვიდრება  სასამართლო დარბაზებში, თემებსა და საკლასო ოთახებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მისი თაოსნობით დაწესდა ამალ კლუნის სახელობის სტიპენდია, რომელიც მიზნად ისახავს ყოველწლიურად ლიბანიდან ერთი სტუდენტი გოგონას  გაგზავნას დილიჯანის  საერთაშორისო კოლეჯში ორწლიანი პროგრამით.

2014 წლის 27 სექტემბრიდან ამალი დაქორწინებულია მსახიობ და რეჟისორ ჯორჯ კლუნზე. მეუღლეებს  ტყუპები ჰყავთ - ვაჟი ალექსანდრე და ქალიშვილი ელა.

​

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი