ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

29/12/2021

ერთ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 11%-ით გაიზარდა

Comments

Read Now
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ერთ კვირაში (20-26 დეკემბერი) მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების 4 985 093 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 11%-ით მეტია.

ერთი კვირის განმავლობაში მსოფლიოში COVID-19-ით 44 680 ადამიანი გარდაიცვალა. ლეტალობის მაჩვენებელი წინა, 7-დღიან პერიოდთან შედარებით, 4%-ითაა შემცირებული.

WHO-ს ინფორმაციით, გასულ ერთ კვირაში წინა შვიდ დღესთან შედარებით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 39%-ით გაიზარდა ამერიკაში, 7%-ით აფრიკაში და 3%-ით ევროპაში. მსოფლიოს სხვა რეგიონებში ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირებული იყო.

იმ ქვეყნებში, სადაც „ომიკრონი“ უკვე დომინანტი ვარიანტია, მათ შორის, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, დაავადების მაჩვენებელი სწრაფად იზრდება, თუმცა, სამხრეთ აფრიკაში, სადაც „ომიკრონი“ პირველად აღმოაჩინეს ნოემბრის შუა რიცხვებში, ინფიცირების შემთხვევების კლება შეინიშნება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სამხრეთ აფრიკის, დიდი ბრიტანეთის და დანიის წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ „ომიკრონით" ინფიცირებულები „დელტა“-სთან შედარებით ჰოსპიტალიზაციის ნაკლები საფრთხის წინაშე არიან.

Share

Comments
Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი