ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

23/12/2021

"ომიკრონით" ინფიცირებულებში ჰოსპიტალიზების რისკი 40%–ით უფრო ნაკლებია

Comments

Read Now
 
ბრიტანელი მეცნიერების განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამით "ომიკრონით" ინფიცირებისას ჰოსპიტალიზების რისკი 20–25%–ით უფრო დაბალია, ვიდრე კორონავირუსის სადღეისოდ არსებული სხვა ვარიანტებით ინფიცირების შემთხვევაში. ამის შესახებ ლონდონის საიმპერიო კოლეჯის მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.

ინგლისში 1-დან 14 დეკემბრამდე პერიოდში კოლეჯის ეპიდემიის მოდელირების ჯგუფმა, რომელსაც პროფესორი ნილ ფერგიუსონი ხელმძღვანელობდა, შეისწავლა PCR ტესტით დადასტურებული "ომიკრონით" ინფიცირების 56 000 შემთხვევა და "დელტათი" ავადობის 269 000 შემთხვევა. კვლევის შედეგების თანახმად დადგინდა, რომ "ომიკრონით" ინფიცირებულებში ჰოსპიტალიზების რისკი 40%–ით უფრო ნაკლებია, ვიდრე "დელტა" შტამით დაავადებულებში". თუმცა სპეციალისტების თქმით, გამომდინარე იქედან, რომ ომიკრონი ძალიან სწრაფად ვრცელდება, საავადმყოფოების გადატვირთვა გამორიცხული არ არის.

კვლევის შედეგების მიხედვით, "ომიკრონით" ინფიცირებულები, რომელთაც ჰოსპიტალიზება დასჭირდათ, უფრო მცირე ხნით იყვნენ საავადმყოფოში, ვიდრე ეს "დელტა" შტამით ინფიცირებულების შემთხვევაში ხდება.

"ომიკრონით" ინფიცირებულებს საშუალოდ 22 დღე მოუწიათ კლინიკებში ყოფნა მაშინ, როცა "დელტას" შემთხვევაში ეს მონაცემი საშუალოდ 32 დღეა. თუმცა მეტი მონაცემებია საჭირო, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკობრივ ჯგუფებში, რომელთა შორის "ომიკრონი" ამჟამად ნაკლებად გავრცელებულია".

ცნობისთვის: კორონავირუსის შტამი „ომიკრონი“ მსოფლიოს 80–ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში უკვე ცირკულირებს. ახალი ვარიანტის გავრცელების გამო ქვეყნების ნაწილმა, სამოგზაურო და სხვა სახის შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონ“ ვარიანტი „დელტა“ ვარიანტზე სწრაფად ვრცელდება. ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, ვაქცინაციისა და "ბუსტერ" დოზით აცრის პროცესი დააჩქარონ. მეცნიერები აცხადებენ, "ბუსტერი" ზრდის დაცვას საკმაოდ მაღალ დონეზე და კარგად მოქმედებს „ომიკრონის“ წინააღმდეგ.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი