ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებ
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი

28/12/2021

მოლდოვა ნატო-ში შესვლას არ გეგმავს, მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანება სურს

Comments

Read Now
 
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს ნატო-ში გაწევრიანებას, მაგრამ სურს ევროკავშირში მოხვდეს.

ამის შესახებ Newsmaker-ი წერს.

სანდუმ აღნიშნა, რომ მოლდოვა ნეიტრალური სახელმწიფოა და ასეთად დარჩება მომავალშიც.

“ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, ჩვენ ვართ ნეიტრალური სახელმწიფო. ამჟამად ნატო-ში გაწევრიანების ინიციატივა არ არსებობს. არავის ვუქმნით სამხედრო საფრთხეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მოლდოვას ევროკავშირისკენ სწრაფვაზე რუსეთის რეაქციაზე საუბრისას, სანდუმ თქვა, რომ რესპუბლიკა აპირებს კონსტრუქციული დიალოგის შენარჩუნებას რუსეთის ფედერაციასთან ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგაც.

„როგორც ადრე ვთქვი, ჩვენ პატივს ვცემთ სხვა ქვეყნების არჩევანს და ველით, რომ სხვა ქვეყნები პატივს სცემენ ჩვენს არჩევანს. და ის, რომ ჩვენ ვაღრმავებთ და კიდევ უფრო გავამყარებთ ურთიერთობებს ევროკავშირთან, არ ნიშნავს, რომ ვერ შევძლებთ კონსტრუქციული და პრაგმატული დიალოგის წარმართვას რუსეთთან. ევროკავშირის ქვეყნებს შორისაც არის სახელმწიფოები, რომლებიც კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ რუსეთის ფედერაციასთან“, – განაცხადა სანდუმ.

კრემლში ადრე განაცხადეს, რომ ნატო-ს გაფართოებას ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებში, მათ შორის მოლდოვაში, “რუსეთისთვის სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია”.

სანდუს ადრე აქვს ნათქვამი, რომ მან უკვე გააფრთხილა რუსეთი, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებას შეეცდება.

Share

Comments
გაზიარება

Details
    გაზიარება
    Picture

    RSS Feed

Picture
ჩვენ შესახებ
​სიახლეები
​ანგარიში
​კონსულტანტი
კონტაქტი
Picture
  • მთავარი
  • სიახლეები და პოზიცია
  • ადამიანის უფლებები
  • პრეს-ცენტრი
  • საინტერესო
  • ანგარიში
  • კონსულტანტი
  • კონტაქტი